სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩემი მანქანა ჰაერში აიწია, "აირბაგიც" გაიხსნა" - რას ჰყვება გოგონა, რომელიც ფილარმონიასთან ტრაგედიის დროს აღმოჩდა
"აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩემი მანქანა ჰაერში აიწია, "აირბაგიც" გაიხსნა" - რას ჰყვება გოგონა, რომელიც ფილარმონიასთან ტრაგედიის დროს აღმოჩდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში, ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­თან, კოს­ტა­ვას გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ აფეთ­ქე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და­ი­წყო.

პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კლუბ "დეჟა­ვუ­ში" სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჟანგბა­დის ბა­ლო­ნი აფეთ­ქდა.

აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, და­შავ­და 3 ადა­მი­ა­ნი, ერთი მა­მა­კა­ცი კი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დებ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, აფეთ­ქე­ბას იმ­დე­ნად ძლი­ე­რი ხმა ჰქონ­და, რომ ის მე­ზო­ბელ უბ­ნებ­შიც გა­ი­გეს.

ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს AMBEBI.GE-სთან მომ­ხდარ­ზე სა­უბ­რობს:

"ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გე, შე­ნო­ბის შიგ­ნით ვი­ყა­ვი, მე­გო­ნა აქ აფეთ­ქდა რა­ღაც, გა­რეთ რომ გა­მო­ვე­დი, ქუ­ჩა­ში სა­ში­ნე­ლი კვამ­ლი იდგა. მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით ათი ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი. ახ­ლოს რომ მი­ვე­დი, და­ვი­ნა­ხე, ახა­ლა­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლი იყო, რო­გორც ჩანს, სხე­უ­ლი დამ­წვა­რი ჰქონ­და. ტან­საც­მე­ლი მთლი­ა­ნად შე­მო­ხე­უ­ლი ჰქონ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, 45 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცი იქ­ნე­ბა. რო­გორც გა­ვი­გე, და­შავ­და კი­დევ ერთი გამ­ვლე­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი.

ამ­ბო­ბენ, მუ­შე­ბი კონ­დი­ცი­ო­ნერს აყე­ნებ­დნენ, ერთი-ერთი ვერ­სით "ფრე­ონს" ტვირ­თავ­დნენ. აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ძირს ეგდო", - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბის ხმა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერთ-ერთ ავ­ტო­მან­ქა­ნას ე.წ. ბა­ლი­შე­ბი გა­ეხ­სნა. ამ ავ­ტო­მან­ქან­ში 2 გო­გო­ნა იჯდა, მათ დამ­წვრო­ბა მი­ი­ღეს და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა დას­ჭირ­დათ.

AMBEBI.GE ერთ-ერთ და­შა­ვე­ბულ გო­გო­ნას ესა­უბ­რა:

"ვმოძ­რა­ობ­დით ქუ­ჩა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნით მე და ჩემი მე­გო­ბა­რი. რო­გორც კი ფლარ­მო­ნი­ას­თან გა­ვი­ა­რეთ, სა­ში­ნე­ლი აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გეთ, რად­გან იმ მო­მენ­ტში ე.წ. ბა­ლი­შე­ბი გა­იხ­სნა (აირ­ბა­გი). პი­რა­დად მე, მე­გო­ნა რომ ავა­რია იყო. მან­ქა­ნა გა­ჩერ­და, გად­მო­ვე­დით და გვი­თხრეს, რომ რა­ღაც აფეთ­ქდა. "აირ­ბა­გის" გახ­სნა და აფეთ­ქე­ბის ხმა ერთრო­უ­ლად იყო. არა­სო­დეს მქო­ნია ავა­რი­ის გა­მოც­დი­ლე­ბა და მე­გო­ნა ეს იყო ავა­რი­ის ხმა, მაგ­რამ ახლა რომ ვა­ა­ნა­ლი­ზებ, ეს იყო აფეთ­ქე­ბის ხმა, მერე სუ­ნიც იდგა, კვამ­ლიც. მან­ქა­ნა არის პა­ტა­რა და იმ მო­მენ­ტში ოდ­ნავ ჰა­ერ­ში აი­წია, მან­ქა­ნის ფან­ჯრე­ბი ჩა­წე­უ­ლი გვქონ­და, ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო შე­იძ­ლე­ბა უფრო დავ­შა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვით. მე და ჩემ მე­გო­ბარს მხრებ­ზე და ბე­ჭის არე­ში სი­წით­ლე გვაქვს, ეს "ბა­ლი­შე­ბის" გახ­სნამ გა­მო­იწ­ვია. რაც მოხ­და არის დიდი ტრა­გე­დია, იქით­კენ არც გა­მი­ხე­დავს, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ადა­მი­ა­ნი იყო გარ­დაცლ­ვი­ლი და იყ­ვნენ და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი, არ მინ­დო­და ჩემი თვა­ლით მე­ნა­ხა", - იხ­სე­ნებს და­შა­ვე­ბუ­ლი. რას ჰყვე­ბი­ან სხვა თვითმხილ­ვე­ლე­ბი?

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა
24

 ფაუჩიც აცხადებს რომ ვაქცინამ შეიძლება კი არ დაიცვას, არამედ დაამძიმოს კოვიდ-19 -ს მიმდინარეობა და ბევრისთვის ლეტალური შედეგით დამთავრდეს. განსაკუთრებიტ ეს ეხება ასაკოვან და ქრონიკული დაავადებების მქონე კონტიგენტს. (მათ შორის დიაბეტიანებს). ამავდროულად ვაქცინის მწარმოებელი ითხოვს, რომ მას მოხსნან პასუხისმგებლობა ვაქცინაციის სავარაუდო ყველა გართულებაზე და დამკვეთმა ქვეყნებმა თავად აიღონ ეს პასუხისმგებლობა დაზარელებულების წინაშე(როგორც მორალური ისე ფინანსური).

2020
0

ქალაქში ისედაც გადატვირთული მოძრაობაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩემი მანქანა ჰაერში აიწია, "აირბაგიც" გაიხსნა" - რას ჰყვება გოგონა, რომელიც ფილარმონიასთან ტრაგედიის დროს აღმოჩდა

"აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩემი მანქანა ჰაერში აიწია, "აირბაგიც" გაიხსნა" - რას ჰყვება გოგონა, რომელიც ფილარმონიასთან ტრაგედიის დროს აღმოჩდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან, კოსტავას გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

პირველადი ინფორმაციით, კლუბ "დეჟავუში" სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების თქმით, აფეთქებას იმდენად ძლიერი ხმა ჰქონდა, რომ ის მეზობელ უბნებშიც გაიგეს.

ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც ჩაჩავას კლინიკაში მუშაობს AMBEBI.GE-სთან მომხდარზე საუბრობს:

"ძლიერი აფეთქების ხმა გავიგე, შენობის შიგნით ვიყავი, მეგონა აქ აფეთქდა რაღაც, გარეთ რომ გამოვედი, ქუჩაში საშინელი კვამლი იდგა. მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით ათი ადამიანი იყო შეკრებილი. ახლოს რომ მივედი, დავინახე, ახალაგაზრდა მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილი იყო, როგორც ჩანს, სხეული დამწვარი ჰქონდა. ტანსაცმელი მთლიანად შემოხეული ჰქონდა. სავარაუდოდ, 45 წლამდე ასაკის მამაკაცი იქნება. როგორც გავიგე, დაშავდა კიდევ ერთი გამვლელი ახალგაზრდა მამაკაცი.

ამბობენ, მუშები კონდიციონერს აყენებდნენ, ერთი-ერთი ვერსით "ფრეონს" ტვირთავდნენ. აფეთქების შემდეგ, კონდიციონერი ძირს ეგდო", - ამბობს თვითმხილველი.

თვითმხილველების ინფორმაციით, აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ ავტომანქანას ე.წ. ბალიშები გაეხსნა. ამ ავტომანქანში 2 გოგონა იჯდა, მათ დამწვრობა მიიღეს და სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდათ.

AMBEBI.GE ერთ-ერთ დაშავებულ გოგონას ესაუბრა:

"ვმოძრაობდით ქუჩაში ავტომანქანით მე და ჩემი მეგობარი. როგორც კი ფლარმონიასთან გავიარეთ, საშინელი აფეთქების ხმა გავიგეთ, რადგან იმ მომენტში ე.წ. ბალიშები გაიხსნა (აირბაგი). პირადად მე, მეგონა რომ ავარია იყო. მანქანა გაჩერდა, გადმოვედით და გვითხრეს, რომ რაღაც აფეთქდა. "აირბაგის" გახსნა და აფეთქების ხმა ერთროულად იყო. არასოდეს მქონია ავარიის გამოცდილება და მეგონა ეს იყო ავარიის ხმა, მაგრამ ახლა რომ ვაანალიზებ, ეს იყო აფეთქების ხმა, მერე სუნიც იდგა, კვამლიც. მანქანა არის პატარა და იმ მომენტში ოდნავ ჰაერში აიწია, მანქანის ფანჯრები ჩაწეული გვქონდა, ასე რომ არ ყოფილიყო შეიძლება უფრო დავშავებულიყავით. მე და ჩემ მეგობარს მხრებზე და ბეჭის არეში სიწითლე გვაქვს, ეს "ბალიშების" გახსნამ გამოიწვია. რაც მოხდა არის დიდი ტრაგედია, იქითკენ არც გამიხედავს, რადგან ვიცოდი, რომ ადამიანი იყო გარდაცლვილი და იყვნენ დაშავებულები, არ მინდოდა ჩემი თვალით მენახა", - იხსენებს დაშავებული. რას ჰყვებიან სხვა თვითმხილველები?

მაღაზია "ზღაპარის" ვარკეთილის ფილიალის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორში ავარიას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა - ავტომობილს ბავშვის მამა მართავდა

საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - "2 საკონდიტრო "დონას" კლასტერია, 5-ის წყარო კი უცნობია"