სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება მინიმალურ ლეტალურ ოდენობას" - პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე  ექსპერტიზების შედეგები გაასაჯაროა
"ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება მინიმალურ ლეტალურ ოდენობას" - პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე  ექსპერტიზების შედეგები გაასაჯაროა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ამ ეტა­პის­თვის მი­ღე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბის შე­დე­გე­ბი და მას­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ა­სა­ჯა­როა. გთა­ვა­ზობთ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად:

მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნოთ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ამ ეტა­პის­თვის მი­ღე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზე­ბის შე­დე­გე­ბი და მას­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­რო­დან მი­ღე­ბუ­ლია ქი­მი­ურ-ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი, ქი­მი­უ­რი, ბი­ო­ლო­გი­უ­რი (გე­ნე­ტი­კუ­რი, სე­რო­ლო­გი­უ­რი), ტრა­სო­ლო­გი­უ­რი დას­კვნე­ბი.სა­ბო­ლოო ქი­მი­ურ-ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სხე­უ­ლი­დან აღე­ბულ ბი­ო­ლო­გი­ურ ობი­ექ­ტებ­ში: კუჭი, ღვიძ­ლი, ნაღ­ვლის ბუშ­ტი, ნაწ­ლა­ვი, თირკმე­ლი, კუნ­თი - აღ­მოჩ­ნდა წნე­ვის, ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი და სა­ძი­ლე პრე­პა­რა­ტე­ბის შემ­ცვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, ამა­ვე დას­კვნით, გარ­დაც­ვლი­ლის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ოდე­ნო­ბა ასე­უ­ლე­ბით აღე­მა­ტე­ბა დად­გე­ნილ მი­ნი­მა­ლურ ლე­ტა­ლურ ოდე­ნო­ბას.

ამავდრო­უ­ლად, აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ერ­თდრო­უ­ლად მი­ღე­ბი­სას აძ­ლი­ე­რე­ბენ ერ­თმა­ნე­თის მოქ­მე­დე­ბას ორ­გა­ნიზ­მზე.ქი­მი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გარ­დაც­ვლი­ლის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პრე­პა­რა­ტე­ბის ცა­რი­ე­ლი ფირ­ფი­ტე­ბის და აბე­ბის იდენ­ტუ­რია.გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 17 ივ­ლისს, 13:48:27 სა­ათ­ზე "გუ­გლის" სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით ეძებ­და შემ­დე­გი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ებს -„სა­ძი­ლე აბე­ბი ურე­ცეპ­ტოდ“, „სად იყი­დე­ბა ურე­ცეპ­ტოდ თბი­ლის­ში ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი აბე­ბი“. ასე­ვე, მან „გუ­გლის“ სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ი­ძია ამ ტი­პის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და მათი ანო­ტა­ცი­ე­ბი.იმა­ვე დღეს, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით იმ­ყო­ფე­ბო­და რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე და გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე „ფარ­მა­დე­პოს“„იმ­პექ­სის“, „პსპ“-ს, „ჯი­პი­სის“, „ავერ­სის“ აფ­თი­ა­ქებ­ში, სა­დაც ჯამ­ში შე­ი­ძი­ნა სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბა 20 აბი, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტი 28 აბი, ჰის­ტა­მი­ნუ­რი რე­ცეპ­ტო­ლო­რე­ბის ბლო­კა­ტო­რის შე­მად­გე­ნე­ლი პრე­პა­რა­ტის 30 აბი, არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის პრე­პა­რა­ტი 60 აბი, და ნატ­რი­უ­მის კო­ფე­ი­ნის ბენ­ზო­ა­ტის შე­მად­გენ­ლო­ბის პრე­პა­რა­ტის 12 აბი. პრე­პა­რა­ტე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბებს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ ვა­სა­ხე­ლებთ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­თი­თე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში. ბი­ო­ლო­გი­უ­რი (გე­ნე­ტი­კუ­რი, სე­რო­ლო­გი­უ­რი) ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნილ წამ­ლის მუ­ყა­ოს კო­ლოფ­ზე, წამ­ლის ტუ­ბებ­ზე, აფ­თი­აქ „ფარ­მა­დე­პოს“ პა­კეტ­სა და მას­ში მო­თავ­სე­ბულ წამ­ლის ფირ­ფი­ტებ­ზე, ორ ცალ ცა­რი­ელ წამ­ლის ფირ­ფი­ტა­ზე, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარკსა და მას­ში მო­თავ­სე­ბულ ორ ცალ აბზე, „ნა­ბეღ­ლა­ვი­სა“ და „ბა­კუ­რი­ა­ნის“ ბოთ­ლებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის დნმ-ი (გე­ნე­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლი) ეკუთ­ვნის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს. ასე­ვე, ექ­სპერ­ტი­ზით დად­გე­ნი­ლია, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ჩე­ნილ „ბა­კუ­რი­ა­ნის“ წყლის ბოთ­ლში დარ­ჩე­ნილ წყლის წვეთ­ში აღ­მოჩ­ნდა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის კვა­ლი. ასე­ვე, ბი­ო­ლო­გი­უ­რი (გე­ნე­ტი­კუ­რი, სე­რო­ლო­გი­უ­რი) ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, წინა მარ­ცხე­ნა კა­რის გარე სა­ხე­ლურ­ზე, სა­ჭე­ზე, ღვე­დის კბი­ლა­ნის ბერ­კე­ტის ზე­და­პირ­ზე, სიჩ­ქა­რის გა­დამ­რთვე­ლი კო­ლო­ფის სა­ხე­ლუ­რის ზე­და­პირ­ზე, მე­ტა­ლის რგოლ­ზე ას­ხმულ ორ ცალ მე­ტა­ლის გა­სა­ღებ­სა და ფირ­ფი­ტა­ზე, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე, მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რათ­ზე - ე.წ. ფლეშ­კა­ზე, ზურგჩან­თა­ზე, მას­ში არ­სე­ბულ სა­ფუ­ლე­ებ­ზე და გარ­დაც­ვლი­ლის სხვა­დას­ხვა პი­რად ნივ­თებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის დნმ-ი (გე­ნე­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლი) ეკუთ­ვნის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილს.ტრა­სო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად კი, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ტან­საც­მელ­ზე მე­ქა­ნი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბა არ აღი­ნიშ­ნე­ბა.ასე­ვე, ჩა­ტარ­და ბი­ო­ლო­გი­ურ-გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა, რომ­ლის შე­დეგ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ გარ­დაც­ვლი­ლი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლია. თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ამო­ღე­ბულ მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რათ­ზე გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით და­ნიშ­ნულ იქნა სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა.გარ­და ამი­სა, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის "youtube’’-ის პი­რა­დი არ­ხი­დან ჩა­მოტვირ­თუ­ლია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით 16 ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, მისი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან ასე­ვე ჩა­მოტვირ­თუ­ლია თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით სამი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი. აღ­ნიშ­ნულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე და­ნიშ­ნუ­ლია ვი­დე­ოს­კო­პუ­რი ექ­სპერ­ტი­ზა.თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნის მიზ­ნით და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა.ვა­სა­ჯა­რო­ებთ ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რებს, რომ­ლე­ბიც ასა­ხა­ვენ 17 ივ­ლისს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სხვა­დას­ხვა აფ­თი­ა­ქებ­ში ყოფ­ნის და კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნის ფაქტს.მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ნიშ­ნუ­ლი სხვა­დას­ხვა ექ­სპერ­ტი­ზე­ბის დას­კვნე­ბის და გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას პე­რი­ო­დუ­ლად მო­ახ­დენს". იხი­ლეთ ექ­სპერ­ტი­ზე­ბის შე­დე­გე­ბი

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
39

თუ წინა დღეს აფთიაქებში იარა და ეს წამლები იყიდა, რაც ორგამიზმში აღმოაჩნდა, თუ იმ ვიდეოებში მინიშნბებებია თვითმკვლელობაზე და უიმედო სიყვარულზე.... 

nnn
48

როგორ მეცოდება, ვინ იცის მის სულში რა ცეცხლი ტრიალებდა, რომ იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება მინიმალურ ლეტალურ ოდენობას" - პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე  ექსპერტიზების შედეგები გაასაჯაროა

"ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება მინიმალურ ლეტალურ ოდენობას" - პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე  ექსპერტიზების შედეგები გაასაჯაროა

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროა. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულია ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური დასკვნები.საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი - აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას.

ამავდროულად, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე.ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია.გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, 13:48:27 საათზე "გუგლის" საძიებო სისტემის მეშვეობით ეძებდა შემდეგი სახის ინფორმაციებს -„საძილე აბები ურეცეპტოდ“, „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. ასევე, მან „გუგლის“ საძიებო სისტემის საშუალებით მოიძია ამ ტიპის მედიკამენტები და მათი ანოტაციები.იმავე დღეს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე „ფარმადეპოს“„იმპექსის“, „პსპ“-ს, „ჯიპისის“, „ავერსის“ აფთიაქებში, სადაც ჯამში შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტოლორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი, და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი. პრეპარატების სახელწოდებებს მიზანმიმართულად არ ვასახელებთ.

აღნიშნული მითითებულია სისხლის სამართლის საქმეში. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ წამლის მუყაოს კოლოფზე, წამლის ტუბებზე, აფთიაქ „ფარმადეპოს“ პაკეტსა და მასში მოთავსებულ წამლის ფირფიტებზე, ორ ცალ ცარიელ წამლის ფირფიტაზე, პოლიეთილენის პარკსა და მასში მოთავსებულ ორ ცალ აბზე, „ნაბეღლავისა“ და „ბაკურიანის“ ბოთლებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. ასევე, ექსპერტიზით დადგენილია, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილ „ბაკურიანის“ წყლის ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი. ასევე, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში, წინა მარცხენა კარის გარე სახელურზე, საჭეზე, ღვედის კბილანის ბერკეტის ზედაპირზე, სიჩქარის გადამრთველი კოლოფის სახელურის ზედაპირზე, მეტალის რგოლზე ასხმულ ორ ცალ მეტალის გასაღებსა და ფირფიტაზე, მობილურ ტელეფონზე, მეხსიერების ბარათზე - ე.წ. ფლეშკაზე, ზურგჩანთაზე, მასში არსებულ საფულეებზე და გარდაცვლილის სხვადასხვა პირად ნივთებზე არსებული ბიოლოგიური მასალის დნმ-ი (გენეტიკური პროფილი) ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს.ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება.ასევე, ჩატარდა ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის შედეგმაც დაადასტურა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილია. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ მეხსიერების ბარათზე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების მიზნით დანიშნულ იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა.გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის ,,youtube’’-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით 16 ვიდეოჩანაწერი, მისი მობილური ტელეფონიდან ასევე ჩამოტვირთულია თამარ ბაჩალიაშვილის გამოსახულებით სამი ვიდეოჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერებზე დანიშნულია ვიდეოსკოპური ექსპერტიზა.თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.ვასაჯაროებთ ვიდეოკამერების ჩანაწერებს, რომლებიც ასახავენ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა აფთიაქებში ყოფნის და კონკრეტული მედიკამენტების შეძენის ფაქტს.მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დანიშნული სხვადასხვა ექსპერტიზების დასკვნების და გამოძიების შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა საზოგადოების ინფორმირებას პერიოდულად მოახდენს". იხილეთ ექსპერტიზების შედეგები

"თამუნას უთქვამს, ბევრი რაღაც ვიციო"  - რას მოუყვა მაგისტრ მოსამართლეს ბაჩალიაშვილის დედა

"ლუკა სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა" - რას აცხადებს 15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე, გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა