პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The Times: "გერმანიის კანცლერი რუსოფილია, მაგრამ "ნოვიჩოკით“ ჩადენილ მხეცობაზე თვალს არ დახუჭავს"
The Times: "გერმანიის კანცლერი რუსოფილია, მაგრამ "ნოვიჩოკით“ ჩადენილ მხეცობაზე თვალს არ დახუჭავს"

ბრი­ტა­ნულ პრე­სა­ში გრძელ­დე­ბა გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­ხილ­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ალექ­სი ნა­ვალ­ნი ნივ­თი­ე­რე­ბა "ნო­ვი­ჩო­კით" არის მო­წამ­ლუ­ლი.

"რუსი წამ­ყვა­ნი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის მო­წამ­ვლამ ერ­თმა­ნეთს შე­ა­ჯა­ხა ევ­რო­პის ორი ყვე­ლა­ზე მრის­ხა­ნე და ძლი­ე­რი მმარ­თვე­ლი - ან­გე­ლა მერ­კე­ლი და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი", - ნათ­ქვა­მია ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ზეთ­ში «The Times» გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში სა­თა­ურთ "მერ­კელს ყოფ­ნის იმის გამ­ბე­და­ო­ბა, რომ პუ­ტინს ზე­მო­დან უყუ­როს // გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი რუ­სო­ფი­ლია, მაგ­რამ "ნო­ვი­ჩო­კით“ ჩა­დე­ნილ მხე­ცო­ბა­ზე თვალს არ და­ხუ­ჭავს".

"ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი, რო­მე­ლიც ჯე­იმს ბონ­დის ფილ­მე­ბი­დან ბო­როტ­მოქ­მედს გვახ­სე­ნებს, უკვე 20 წე­ლია რუ­სეთს მარ­თავს და თა­ვის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს და კრი­ტი­კო­სებს დე­მონ­სტრცი­უ­ლად კლავს. თა­ვის მხრივ, ასე­ვე მკაც­რი და გა­ბე­დუ­ლი ან­გე­ლა მერ­კე­ლი 15 წე­ლია გერ­მა­ნი­ის სა­თა­ვე­შია, რო­მე­ლიც, რუ­სე­თი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის და­საყ­რდენ სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­ად­გენს. ან­გე­ლა მერ­კელს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, არ მო­ე­რი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თა­დი უფ­ლე­ბე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი. ან­გე­ლა მერ­კე­ლი მოს­კო­ვი­სა­გან პა­სუხს ელო­დე­ბა. იგი მზა­დაა ბრძო­ლი­სათ­ვის. გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი არის ის პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც კო­მუ­ნის­ტურ გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­ზარ­და. მან კარ­გად იცის რუ­სუ­ლი ენა, ეს­მის რუ­სუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის სპე­ცი­ფი­კა და აც­ნო­ბი­ე­რებს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მებს" - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ხაზ­გას­მუ­ლია, რომ ან­გე­ლა მერ­კელს რუ­სე­თი ადა­მი­ა­ნუ­რად უყ­ვარს, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მის­თვის აშშ-ის რეს­პუბ­ლი­კე­ლი პრე­ზი­დენ­ტი რო­ნალდ რე­ი­გა­ნიც საყ­ვა­რელ პი­როვ­ნე­ბას წარ­მო­ად­გენს. და ამ დროს ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი გახ­და, რო­მელ­საც ან­გე­ლა მერ­კე­ლი სძულს. მერ­კელს აქვს ის ყვე­ლა­ფე­რი, რაც ტრამპს არ აქვს. ტრამ­პი მას ხში­რად შე­უ­რა­ცხყოფს, მერ­კე­ლი კი ამე­რი­კის ლი­დე­რის პრი­მი­ტი­ულ უხამ­სო­ბას არად აგ­დებს და ამით კი­დევ უფრო აღი­ზი­ა­ნებს.

ან­გე­ლა მერ­კე­ლი ქედს არა­ვის უხ­რის, თუნ­დაც იგი ამე­რი­კე­ლი დო­ნალდ ტრამ­პი იყოს ან რუსი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი. ახლა იგი დი­ლე­მის წი­ნა­შე დგას: თქვას თუ არა უარი რუ­სულ "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კად­ზე", რი­თაც გერ­მა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის რის­ხვას გა­მო­იწ­ვევს", - წერს ბრი­ტა­ნუ­ლი "თა­იმ­სი". წყა­რო

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ss
20

ანგელას: ტრამპს კი არა, ბისმარკის დანაბარებს დაუჯერე.

ჯუბი
16

რუსოფილი კი არა კგბ-ს აგენტია.

ავტორი:

The Times: "გერმანიის კანცლერი რუსოფილია, მაგრამ "ნოვიჩოკით“ ჩადენილ მხეცობაზე თვალს არ დახუჭავს"

The Times: "გერმანიის კანცლერი რუსოფილია, მაგრამ "ნოვიჩოკით“ ჩადენილ მხეცობაზე თვალს არ დახუჭავს"

ბრიტანულ პრესაში გრძელდება გერმანიის ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ინფორმაციის განხილვა, რომლის მიხედვით, რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი ნივთიერება "ნოვიჩოკით" არის მოწამლული.

"რუსი წამყვანი ოპოზიციონერის მოწამვლამ ერთმანეთს შეაჯახა ევროპის ორი ყველაზე მრისხანე და ძლიერი მმართველი - ანგელა მერკელი და ვლადიმერ პუტინი", - ნათქვამია ბრიტანული გაზეთში «The Times» გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურთ "მერკელს ყოფნის იმის გამბედაობა, რომ პუტინს ზემოდან უყუროს // გერმანიის კანცლერი რუსოფილია, მაგრამ "ნოვიჩოკით“ ჩადენილ მხეცობაზე თვალს არ დახუჭავს".

"ვლადიმირ პუტინი, რომელიც ჯეიმს ბონდის ფილმებიდან ბოროტმოქმედს გვახსენებს, უკვე 20 წელია რუსეთს მართავს და თავის მოწინააღმდეგეებს და კრიტიკოსებს დემონსტრციულად კლავს. თავის მხრივ, ასევე მკაცრი და გაბედული ანგელა მერკელი 15 წელია გერმანიის სათავეშია, რომელიც, რუსეთისაგან განსხვავებით, ლიბერალური დემოკრატიის დასაყრდენ სახელმწიფოს წარმოადგენს. ანგელა მერკელს, მიუხედავად იმისა, რომ მას ვლადიმირ პუტინთან ლოიალური დამოკიდებულება აქვს, არ მოერიდა და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და დემოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგ არის მიმართული. ანგელა მერკელი მოსკოვისაგან პასუხს ელოდება. იგი მზადაა ბრძოლისათვის. გერმანიის კანცლერი არის ის პირველი პოლიტიკოსი, ქვეყნის ხელმძღვანელი, რომელიც კომუნისტურ გერმანიაში გაიზარდა. მან კარგად იცის რუსული ენა, ესმის რუსული აზროვნების სპეციფიკა და აცნობიერებს რუსეთთან ურთიერთობის პრობლემებს" - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ანგელა მერკელს რუსეთი ადამიანურად უყვარს, მაგრამ იმავდროულად აღნიშნულია, რომ მისთვის აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანიც საყვარელ პიროვნებას წარმოადგენს. და ამ დროს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, რომელსაც ანგელა მერკელი სძულს. მერკელს აქვს ის ყველაფერი, რაც ტრამპს არ აქვს. ტრამპი მას ხშირად შეურაცხყოფს, მერკელი კი ამერიკის ლიდერის პრიმიტიულ უხამსობას არად აგდებს და ამით კიდევ უფრო აღიზიანებს.

ანგელა მერკელი ქედს არავის უხრის, თუნდაც იგი ამერიკელი დონალდ ტრამპი იყოს ან რუსი ვლადიმერ პუტინი. ახლა იგი დილემის წინაშე დგას: თქვას თუ არა უარი რუსულ "ჩრდილოეთის ნაკადზე", რითაც გერმანელი ბიზნესმენების რისხვას გამოიწვევს", - წერს ბრიტანული "თაიმსი". წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე