სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც კი  tiktok-ს გაააქტიურებთ, ჩათვალეთ, რომ თქვენი მონაცემების უსაფრთხოება დასრულებულია" -  რა საფრთხეზე საუბრობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი
"როგორც კი  tiktok-ს გაააქტიურებთ, ჩათვალეთ, რომ თქვენი მონაცემების უსაფრთხოება დასრულებულია" -  რა საფრთხეზე საუბრობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

"თუ თქვენს ტე­ლე­ფონ­ში არის "ტი­კტო­კი“, მას მი­აქვს ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია და ისე, რომ ამა­ზე თქვენ არა­ფე­რი იცით“, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა თინა ხი­და­შელ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა newsroom-ში გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ჩი­ნე­თის მოქ­მე­დე­ბე­ბი საფრ­თხის შემ­ცვე­ლია ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის.

"ტი­კტოკს“ არ ერ­ჩის მხო­ლოდ აშშ-ის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რი, მას ერ­ჩის "ეფლი“ და პრაქ­ტი­კუ­ლად, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა დიდი კომ­პა­ნია. მათ შო­რის, "ფე­ის­ბუ­ქი.“

პრობ­ლე­მა არის ის, რომ თუ თქვე­ნი ტე­ლე­ფო­ნის აპში არის "ტი­კტო­კი", მას მი­აქვს ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იქი­დან, თქვე­ნი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, თქვენ­გან და­უ­კი­თხა­ვად, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი და თქვენ ამა­ზე სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იცით.

რო­გორც კი გად­მოტვირ­თავთ და გა­ა­აქ­ტი­უ­რებთ "ტი­კტოკს“, ჩათ­ვა­ლეთ, რომ თქვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ეს არ აწუ­ხებთ, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ეს აწუ­ხებთ. ოღონდ, ჩვენ არ ვლა­პა­რა­კობთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ სა­ხელ­მწი­ფო­ზე. შე­მიძ­ლია, კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თი მო­გიყ­ვა­ნოთ - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო და ამე­რი­კე­ლებ­მა ჯერ აკ­რძა­ლეს "ტი­კტო­კის“ გა­მო­ყე­ნე­ბა და როცა ნა­ხეს, რომ სამ­ხედ­რო­ე­ბი მას მა­ინც იყე­ნებ­დნენ, ფი­ზი­კუ­რად ჩა­მორ­თმე­ვა და­ი­წყეს ტე­ლე­ფო­ნე­ბის.

გა­სა­გე­ბია, შე­იძ­ლე­ბა კონ­კრე­ტულ ჯა­რის­კავს არ აწუ­ხებს, ფიქ­რობს, ახლა მე ტე­ლე­ფონ­ში რა ინ­ფორ­მა­ცია მაქვს ისე­თი?! მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში ის გა­დას­ცემს კო­ორ­დი­ნა­ტებს, სად იმ­ყო­ფე­ბა და ა.შ, ამი­ტომ, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად არის პრობ­ლე­მა.

არ ვამ­ბობ, რომ უნდა შევ­წყვი­ტოთ ჩი­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. რა თქმა უნდა, უნდა გვქონ­დეს და მათ შო­რის, ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბაც, მაგ­რამ აქვს კი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი რის­კე­ბი?! იცის კი, რო­გორ უნდა გა­უმკლავ­დეს ამ რის­კებს?!“, - ამ­ბობს თინა ხი­და­შე­ლი.

ცნო­ბის­თვის, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა აშშ-ში TikTok-ისა და WeChat-ის აკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­კარ­გუ­ლე­ბებს ხელი აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში მო­ა­წე­რა.

"აშშ-მა სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მიზ­ნით TikTok-ის მფლო­ბე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ე­ბის კუთ­ვნი­ლი და შექ­მნი­ლი მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი აშშ-ის ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კას საფრ­თხეს უქ­მნის,“- აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში.

ამას­თა­ნა­ვე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის“ მიერ 3 სექ­ტემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ახალ კვლე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნე­თის "კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის" ინ­ტე­რე­სებ­ზეა სა­უ­ბა­რი. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო ახლა "კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის" ინ­ტე­რე­სე­ბის მე­სა­მე ფა­ზა­შია, რაც გუ­ლის­ხმობს შემ­დეგს:

"მას­პინ­ძე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სი და პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი იზი­ა­რე­ბენ ჩი­ნე­თის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის იდე­ო­ლო­გი­ას და ექ­ცე­ვი­ან მისი ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ. ასე­ვე - ხდე­ბა ჩი­ნუ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლის წა­ხა­ლი­სე­ბა; სრუ­ლი იდე­ო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის იხ­სნე­ბა კონ­ფუ­ცის ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, სტუ­დენ­ტებს ჩი­ნეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად სთა­ვა­ზო­ბენ სპე­ცი­ა­ლურ სტი­პენ­დი­ებს კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის ცენ­ზუ­რა­გავ­ლილ აკა­დე­მი­ურ ინ­სტი­ტუ­ტებ­ში და სხვა."

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მგელუკა და ბატყანა.
15

თქვენ ხომ გამოგკვებათ ბიუჯეტმა. ახლა შვილებზე უნდა იფიქროთ. აბა რავა. სოროსის ფონდმა თხარა თხარაო და სამშობლოს ძირი გამოსთხარაო.

პროფესორა ხიდაშელს
16

მარტო ტიკტოკი? ფეისბუკზე არაფერს იტვიიი? ზუსტად ფეისბუკია ყველაზე დიდი კიბერსაფრთხე. ეგრე თუ ვიმსჯელეთ საერთოდ უნდა გადავყაროთ სმარტფონები. თუ შენი მონაცემები კარგად გაქვს დაცული (დღეს ამის უამრავი შესაძლებლობაა) მას ვერავინ ვერ გაგიტეხავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"როგორც კი  tiktok-ს გაააქტიურებთ, ჩათვალეთ, რომ თქვენი მონაცემების უსაფრთხოება დასრულებულია" -  რა საფრთხეზე საუბრობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

"როგორც კი  tiktok-ს გაააქტიურებთ, ჩათვალეთ, რომ თქვენი მონაცემების უსაფრთხოება დასრულებულია" -  რა საფრთხეზე საუბრობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

"თუ თქვენს ტელეფონში არის "ტიკტოკი“, მას მიაქვს ყველა ინფორმაცია და ისე, რომ ამაზე თქვენ არაფერი იცით“, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა newsroom-ში განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთის მოქმედებები საფრთხის შემცველია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

"ტიკტოკს“ არ ერჩის მხოლოდ აშშ-ის სადაზვერვო სამსახური, მას ერჩის "ეფლი“ და პრაქტიკულად, სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული ყველა დიდი კომპანია. მათ შორის, "ფეისბუქი.“

პრობლემა არის ის, რომ თუ თქვენი ტელეფონის აპში არის "ტიკტოკი", მას მიაქვს ყველა ინფორმაცია იქიდან, თქვენი ნებართვის გარეშე, თქვენგან დაუკითხავად, აბსოლუტურად ყველაფერი, ყველა მონაცემი და თქვენ ამაზე საერთოდ არაფერი იცით.

როგორც კი გადმოტვირთავთ და გაააქტიურებთ "ტიკტოკს“, ჩათვალეთ, რომ თქვენი მონაცემების უსაფრთხოება დასრულებულია. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ აწუხებთ, არიან ადამიანები, რომლებსაც ეს აწუხებთ. ოღონდ, ჩვენ არ ვლაპარაკობთ ინდივიდუალურ ადამიანებზე, ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე. შემიძლია, კონკრეტული მაგალითი მოგიყვანოთ - ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში აღნიშნული სოციალური ქსელი ძალიან პოპულარული იყო და ამერიკელებმა ჯერ აკრძალეს "ტიკტოკის“ გამოყენება და როცა ნახეს, რომ სამხედროები მას მაინც იყენებდნენ, ფიზიკურად ჩამორთმევა დაიწყეს ტელეფონების.

გასაგებია, შეიძლება კონკრეტულ ჯარისკავს არ აწუხებს, ფიქრობს, ახლა მე ტელეფონში რა ინფორმაცია მაქვს ისეთი?! მაგრამ ამასობაში ის გადასცემს კოორდინატებს, სად იმყოფება და ა.შ, ამიტომ, სახელმწიფოებრივად არის პრობლემა.

არ ვამბობ, რომ უნდა შევწყვიტოთ ჩინეთთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს და მათ შორის, ეკონომიკური ურთიერთობაც, მაგრამ აქვს კი საქართველოს გაანალიზებული რისკები?! იცის კი, როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ რისკებს?!“, - ამბობს თინა ხიდაშელი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ში TikTok-ისა და WeChat-ის აკრძალვასთან დაკავშირებით განკარგულებებს ხელი აგვისტოს დასაწყისში მოაწერა.

"აშშ-მა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით TikTok-ის მფლობელების წინააღმდეგ აგრესიული ქმედება უნდა განახორციელოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედი კომპანიების კუთვნილი და შექმნილი მობილური აპლიკაციები აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას საფრთხეს უქმნის,“- აღნიშნული იყო პრეზიდენტის განკარგულებაში.

ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციის, "სამოქალაქო იდეის“ მიერ 3 სექტემბერს გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, საქართველოში ჩინეთის "კომუნისტური პარტიის" ინტერესებზეა საუბარი. კვლევის მიხედვით, საქართველო ახლა "კომუნისტური პარტიის" ინტერესების მესამე ფაზაშია, რაც გულისხმობს შემდეგს:

"მასპინძელი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბიზნესი და პოლიტიკური ინსტიტუტები იზიარებენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის იდეოლოგიას და ექცევიან მისი ზეგავლენის ქვეშ. ასევე - ხდება ჩინური ენისა და კულტურის შესწავლის წახალისება; სრული იდეოლოგიური მხარდაჭერისათვის იხსნება კონფუცის ინსტიტუტები, სტუდენტებს ჩინეთში სასწავლებლად სთავაზობენ სპეციალურ სტიპენდიებს კომუნისტური პარტიის ცენზურაგავლილ აკადემიურ ინსტიტუტებში და სხვა."

"მე და დათომ თეთრი სახლი ვერ ვიპოვეთ, ახლა თავად განსაჯეთ, როგორ ვიყავით" - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის განსაკუთრებული ახალი წელი

"2021 წელი იქნება ქვეყნის წარმატების, აღდგენის და განვითარების წელი" - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

"ტურისტულ ბიზნესს ვიწყებთ დუშეთში" - მეურნე ექსპრეზიდენტის ახალი გატაცება და თემოსა და თომას საახალწლო სამზადისი