სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არამგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო" - ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიაზე, რუსებსა და Covid 19-ის შემთხვევათა მატებაზე
"არამგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო" - ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიაზე, რუსებსა და Covid 19-ის შემთხვევათა მატებაზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია რუ­სეთს იმი­ტომ ადარ­დებს, რომ აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის მჭიდ­რო პარტნი­ო­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბაა.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „რე­ზი­უ­მე“ გა­ნა­ცხა­და, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მუ­შა­ო­ბა­ში ეჭ­ვის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზი რუ­სეთს არ აქვს.

„პირ­ვე­ლი ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი, თუ რა­ტომ აღელ­ვებს რუ­სეთს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია, არის ის თუ რა­ტომ არის აშშ სა­ქარ­თვე­ლოს ასე­თი მჭიდ­რო პარტნი­ო­რი, რა­ტომ აა­შე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ქსე­ლი, რა­ტომ შე­უ­წყო სა­ქარ­თვე­ლოს, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში წინსვლა­ში ხელი აშშ-მ, რა­ტომ მუ­შა­ო­ბენ ამე­რი­კე­ლე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი და სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, რა­ტომ ხდე­ბა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ჰაბი და სხვა.

ლუ­გარ­ში მათ შეშ­ფო­თე­ბის და ეჭ­ვის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზი არ აქვთ, რად­გან ბევ­რჯერ არი­ან ნამ­ყო­ფე­ბი, რუ­სე­თის სხვა­დას­ხვა არ­ხე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც და რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე დიდი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რია ნამ­ყო­ფი, უბ­რა­ლოდ, ეს არის ტი­პი­უ­რი პო­ლი­ტი­კა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ გა­და­ცე­მა­ში „რე­ზი­უ­მე“.

გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე კი­ბერ­შე­ტე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით არ მომ­ხდა­რა და ეს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის თე­მის გაღ­ვი­ვე­ბის მო­რი­გი მცდე­ლო­ბაა. მისი თქმით, მათი ინ­ფორ­მა­ცია გამჭვირ­ვა­ლეა.

„არამ­გო­ნია, რომ თავ­დას­ხმის ინ­ტე­რე­სი ინ­ფორ­მა­ცია ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან ყვე­ლა ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცია გამჭვირ­ვა­ლეა და დევს სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლურ და ვებ-გვერ­დებ­ზე. ხში­რად ჩვე­ნი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი პრე­სა­შია, იქ­ნე­ბა ეს სა­მეც­ნი­ე­რო თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრე­სა, ამი­ტომ არ მგო­ნია ეს. უბ­რა­ლოდ, ვფიქ­რობ, გუ­შინ, რომ გა­მოჩ­ნდა, თით­ქოს „ნო­ვი­ჩო­კი“ მზად­დე­ბა და მათ შო­რის ეს ლა­ბო­რა­ტო­რი­აც და­სა­ხელ­და, ეს მო­რი­გი თე­მის გაღ­ვი­ვე­ბაა. რად­გან ლუ­გა­რი ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი პრო­ექ­ტი გახ­ლავთ, რო­დე­საც უნ­დათ ასე აღ­ვი­ვე­ბენ ამ თე­მას. ვინც, ამ სა­კითხს აღ­ვი­ვებს, ყო­ველ­თვის ცდი­ლობს, რომ დის­კუ­სი­ა­ში შეგ­ვიყ­ვა­ნონს და უკვე, ამას აღარ ვპა­სუ­ხობ. ამა­ზე პირ­და­პირ ვამ­ბობ, რომ ეს არის მო­რი­გი სი­სუ­ლე­ლე, მო­რი­გი ჭორი, მო­რი­გი ძა­ლი­ან ია­ფ­ფა­სი­ა­ნი „ტრი­უ­კი“, რო­მელ­ზეც უნ­დათ, რომ რო­გორ­მე დის­კუ­სი­ა­ში შეხ­ვი­დე“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაც შე­ა­ფა­სა და რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მა­ტე­ბა პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყო.

რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, მო­ბი­ლო­ბის გაზ­რდას­თან ერ­თად ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მა­ტე­ბას იმა­ნაც შე­უ­წყო ხელი, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში რე­კო­მენ­და­ცი­ებს, თით­ქმის არ­სად იცა­ვენ.

„ამ­ჟა­მინ­დელ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ ვი­თა­რე­ბას მე­ო­რე ტალ­ღას ვერ და­ვარ­ქმევ­დი, მე­ო­რე ტალ­ღას უფრო ცივი პე­რი­ო­დი რომ დაგ­დე­ბა, მერე და­ვარ­ქმევ­დი, მაგ­რამ სა­ხელს რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ფაქ­ტია, რომ მა­ტე­ბა გვაქვს. მა­ტე­ბა პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყო და ვი­ცო­დით, რომ იქ­ნე­ბო­და, რად­გან აგ­ვის­ტო­ში მო­ბი­ლო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ი­ზარ­და, სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ი­ზარ­და შიდა ტუ­რიზ­მი და გან­სა­კუთ­რე­ბით და­იტ­ვირ­თა შა­ვი­ზღვის­პი­რე­თი.

ასე­ვე გა­ი­ზარ­და ფრე­ნე­ბი, გა­ი­ზარ­და ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლის რა­ო­დე­ნო­ბა.

ჩვენ ჩა­კე­ტი­ლი და იზო­ლი­რე­ბუ­ლი არ ვართ და შემ­თხვე­ვე­ბი, რომ გა­იზ­რდე­ბო­და, გა­სა­გე­ბია.

ასე­ვე, ივ­ნის - ივ­ლის­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ და­ა­მარ­ცხა კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია და შე­იქ­მნა ილუ­ზია, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, მო­ვეშ­ვათ. ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ვეშ­ვით და თით­ქმის არ­სად არ იცა­ვენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. გუ­შინ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ეს სა­კი­თხი ძა­ლი­ან გა­ამ­წვა­ვა და მე იმე­დი მაქვს, რომ აღ­სრუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი უფრო ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ მარ­ტო შოლ­ტით საქ­მე არ გა­მო­დის და სა­ჭი­როა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი თვით­შეგ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

როჟა
9

აი ამირანა მაგარი როჟააა. კაცმა რომ კითხოს ყველა საქმეში ჩახედულია. ამასობაში დაწერილს იმეორებს რასაც რუსეთი ბიძინას გადმოცემს და ბიძინა კიდო მის ცხვრების ფარას. სააღოლ ოცნების მონებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"არამგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო" - ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიაზე, რუსებსა და Covid 19-ის შემთხვევათა მატებაზე

"არამგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო" - ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიაზე, რუსებსა და Covid 19-ის შემთხვევათა მატებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია რუსეთს იმიტომ ადარდებს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობაა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიის მუშაობაში ეჭვის გაჩენის მიზეზი რუსეთს არ აქვს.

„პირველი ძირითადი საკითხი, თუ რატომ აღელვებს რუსეთს ლუგარის ლაბორატორია, არის ის თუ რატომ არის აშშ საქართველოს ასეთი მჭიდრო პარტნიორი, რატომ ააშენა საქართველოში ეს ლაბორატორიული ქსელი, რატომ შეუწყო საქართველოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში წინსვლაში ხელი აშშ-მ, რატომ მუშაობენ ამერიკელები, გერმანელები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ქართველებთან ერთად, რატომ ხდება ლუგარის ლაბორატორია რეგიონალური ჰაბი და სხვა.

ლუგარში მათ შეშფოთების და ეჭვის გაჩენის მიზეზი არ აქვთ, რადგან ბევრჯერ არიან ნამყოფები, რუსეთის სხვადასხვა არხების ჟურნალისტებიც და რუსეთის რამდენიმე დიდი ინსტიტუტის დირექტორია ნამყოფი, უბრალოდ, ეს არის ტიპიური პოლიტიკა“, - განაცხადა გამყრელიძემ გადაცემაში „რეზიუმე“.

გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა ინფორმაციის მოპოვების მიზნით არ მომხდარა და ეს ლუგარის ლაბორატორიის თემის გაღვივების მორიგი მცდელობაა. მისი თქმით, მათი ინფორმაცია გამჭვირვალეა.

„არამგონია, რომ თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო, რადგან ყველა ჩვენი ინფორმაცია გამჭვირვალეა და დევს სხვადასხვა სოციალურ და ვებ-გვერდებზე. ხშირად ჩვენი პუბლიკაციები პრესაშია, იქნება ეს სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი პრესა, ამიტომ არ მგონია ეს. უბრალოდ, ვფიქრობ, გუშინ, რომ გამოჩნდა, თითქოს „ნოვიჩოკი“ მზადდება და მათ შორის ეს ლაბორატორიაც დასახელდა, ეს მორიგი თემის გაღვივებაა. რადგან ლუგარი ქართულ-ამერიკული პროექტი გახლავთ, როდესაც უნდათ ასე აღვივებენ ამ თემას. ვინც, ამ საკითხს აღვივებს, ყოველთვის ცდილობს, რომ დისკუსიაში შეგვიყვანონს და უკვე, ამას აღარ ვპასუხობ. ამაზე პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის მორიგი სისულელე, მორიგი ჭორი, მორიგი ძალიან იაფფასიანი „ტრიუკი“, რომელზეც უნდათ, რომ როგორმე დისკუსიაში შეხვიდე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაც შეაფასა და როგორც მან აღნიშნა, ინფიცირებულთა რაოდენობის მატება პროგნოზირებადი იყო.

როგორც მან განაცხადა, მობილობის გაზრდასთან ერთად ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ბოლო პერიოდში რეკომენდაციებს, თითქმის არსად იცავენ.

„ამჟამინდელ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას მეორე ტალღას ვერ დავარქმევდი, მეორე ტალღას უფრო ცივი პერიოდი რომ დაგდება, მერე დავარქმევდი, მაგრამ სახელს რა მნიშვნელობა აქვს, ფაქტია, რომ მატება გვაქვს. მატება პროგნოზირებადი იყო და ვიცოდით, რომ იქნებოდა, რადგან აგვისტოში მობილობა სერიოზულად გაიზარდა, სერიოზულად გაიზარდა შიდა ტურიზმი და განსაკუთრებით დაიტვირთა შავიზღვისპირეთი.

ასევე გაიზარდა ფრენები, გაიზარდა ქვეყანაში შემოსვლის რაოდენობა.

ჩვენ ჩაკეტილი და იზოლირებული არ ვართ და შემთხვევები, რომ გაიზრდებოდა, გასაგებია.

ასევე, ივნის - ივლისში საზოგადოებამ დაიჯერა, რომ საქართველომ დაამარცხა კორონავირუსული ინფექცია და შეიქმნა ილუზია, რომ ჩვენ შეგვიძლია, მოვეშვათ. ჩვენ სერიოზულად მოვეშვით და თითქმის არსად არ იცავენ რეკომენდაციებს. გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრმა ეს საკითხი ძალიან გაამწვავა და მე იმედი მაქვს, რომ აღსრულების მექანიზმები უფრო ძლიერი იქნება. მოგეხსენებათ მარტო შოლტით საქმე არ გამოდის და საჭიროა საზოგადოების მაღალი თვითშეგნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.