სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განმარტებით, მას გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, რომ FBI-ს არ აქვს მზაობა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთოს.
"რა თქმა უნდა, FBI-ს ჩართვასთან დაკავშირებითაც დავსვით შეკითხვა. როგორც პროკურატურაში განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან და თანამშრომლობის შესაძლებლობასთან. როგორც გენერალურმა პროკურორმა თქვა, იყო FBI- ს ჩართვის საკითხზე საუბარი და პოზიციების გაცვლა.
FBI აცხადებს, რომ არ არის მათი კომპეტენცია ჩაერთოს გამოძიებაში სხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე, როგორც მე მითხრეს, FBI-ს ეს მზაობა არ აქვს.
თუმცა როგორც გენერალური პროკურორი აცხადებს, მათ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აქვთ მიმართული "ფეისბუქისთვის" და "გუგლისთვის", -განცხადა ლომჯარიამ.
თურქეთს და აზერბაიჯანს ითხოვენ და FBI-ი რაღას იზამს?სამ ქვეყანას გადაგვკიდებენ,დავრჩებით იზოლირებული.
ამას თავიდანვე ვამბობდი, რომ აშშ გამოძიება არ ჩაერთვება და არც უნდა ჩაერთოს ასეთი საქმეების გამოძიებაში. მხოლოდ საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტის გამოვლენის დროს აქვს ინტერესი აშშ გამოძიებას, ჩაერთოს მეტ-ნაკლებად პარტნიორი ქვეყნებში ჩადენილი დანაშაულის ძიების პროცესში , მთავარი ადგილობრივი გამოძიებაა. ცსს-ის აგენტი ვუდროფი რომ მოკლეს აქ, იმ საქმის გამოძიების მასალები რომ შეისწავლა ეფბიაიმ, იგივე დასკვნა დადო, რაც ჩვენი გამოძიების მიერ იქნა დადგენილი. ადვოკატები სულ ასე ბჟუტურობენ, არასოდეს იტყვიან, საქმე წავაგეთო! აშშ-ში იმდენი თვითმკვლელობა ხდება, ყველას რომ პოლიტიკური სარჩული დაუდონ, ყველა მთავრობა გადასადები გახდება!