საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის  გამოყენების მიზნით, უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა" - შსს
"ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის  გამოყენების მიზნით, უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა" - შსს

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლომ, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უნე­ბარ­თვო შეღ­წე­ვის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მინ­სიტ­როს ინ­ფორ­მა­ი­ცით, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 284-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ამ ეტაპ­ზე გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა რომ:

"2020 წლის 1 სექ­ტემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ზე ერთ-ერთი უცხო ქვეყ­ნი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და კი­ბერ­შე­ტე­ვა, რომ­ლის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლურ აპა­რატ­სა და მის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­ში, მათ შო­რის, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს რი­ჩარდ ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზებ­ში და­ცუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ხა­სი­ა­თის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და პან­დე­მი­ის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა.

კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი, ავ­თენ­თი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ნა­წი­ლი ამ­ჟა­მად ატ­ვირ­თუ­ლია ერთ-ერთ უცხო­ურ ვებ-გვერ­დზე და მა­სობ­რი­ვი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ამას­თან ერ­თად, აღ­ნიშ­ნულ ვებ-გვერ­დზე ატ­ვირ­თუ­ლია აშ­კა­რად ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­ზრახ არის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ში­ნე­ბის, მათ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბი­სა და უნ­დობ­ლო­ბის და­ნერგვის მიზ­ნით.

ამ ეტა­პის­თვის მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია ერთ-ერთი უცხო ქვეყ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში მი­მარ­თავს პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს, ამ რთუ­ლი და სპე­ცი­ფი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის სწრაფ და ეფექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბა­ში ქმე­დი­თი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით.

სა­მი­ნის­ტრო მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ იმ დო­ზით და პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, რაც ხელს არ შე­უშ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უცხონი
0

უცხო ქვეყნიდან ?

rasa
0

ნეტა რომელი ქვეყანა იქნებოდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის  გამოყენების მიზნით, უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა" - შსს

"ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის  გამოყენების მიზნით, უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა" - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაიცით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე გამოძიებით დგინდება რომ:

"2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, ავთენთიკური დოკუმენტაციის ნაწილი ამჟამად ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებ-გვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ამასთან ერთად, აღნიშნულ ვებ-გვერდზე ატვირთულია აშკარად ფალსიფიცირებული დოკუმენტები, რომლებიც განზრახ არის გაყალბებული საზოგადოების დაშინების, მათში დაბნეულობისა და უნდობლობის დანერგვის მიზნით.

ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, აღნიშნული კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს საათებში მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებს, ამ რთული და სპეციფიკური დანაშაულის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებაში ქმედითი დახმარების აღმოჩენის მიზნით.

სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ იმ დოზით და პერიოდულობით, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიების ინტერესებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოზურგეთში, მამაკაცმა პოლიციის მანქანას ნაჯახი ჩაარტყა - არსებული ინფორმაციით, ის ჯერ ეკლესიაში შევარდა, სადაც საეკლესიო ინვენტარი დააზიანა

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის დაკავებულს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა