მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამარტივებული გამოწერა და გარანტია - უნიკალური სერვისები, რომელსაც ebg.ge ონლაინ გამომწერებს სთავაზობს
გამარტივებული გამოწერა და გარანტია - უნიკალური სერვისები, რომელსაც ebg.ge ონლაინ გამომწერებს სთავაზობს

ონ­ლა­ინ ვაჭ­რო­ბა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უფრო სწრა­ფად მზარ­დი საქ­მი­ა­ნო­ბაა. ანა­ლო­გი­უ­რი ტენ­დენ­ცია ფიქ­სირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც. მიმ­დი­ნა­რე წელს მსოფ­ლი­ო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა კი ონ­ლა­ინ ვაჭ­რო­ბის მას­შტა­ბე­ბის ზრდა კი­დევ უფრო ძლი­ე­რი და სწრა­ფი გა­ხა­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში ონ­ლა­ინ ვაჭ­რო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი პლატ­ფორ­მა არის ebg.ge, რო­მე­ლიც 2015 წლი­დან ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს და ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში 120 000-ზე მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყავს, გა­ყიდ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი - 5 მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს. ონ­ლა­ინ მა­ღა­ზია აერ­თი­ა­ნებს 1 მი­ლი­არ­დზე მეტ პრო­დუქტს ქარ­თუ­ლად ქარ­თულ ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში, გან­ვა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და გა­რან­ტი­ას სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან გა­მო­წე­რილ პრო­დუქ­ცი­ა­ზე, ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდომ გა­მო­წე­რის გა­მარ­ტი­ვე­ბულ მო­დელს.

პლატ­ფორ­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ზრდის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტემ­პის გამო და­ვინ­ტე­რეს­დით, თუ რა პრობ­ლე­მებს აწყდე­ბი­ან მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გა­მო­წე­რი­სას, რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ და რა სერ­ვისს სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს უდი­დე­სი ქარ­თუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის ვებგ­ვერ­დი. ამ თე­მებ­ზე ebg.ge-ს სა­ო­პე­რა­ციო დე­პარ­ტა­მენ­ტის მე­ნე­ჯე­რი ნინო ზუ­ხუ­ბა­ია გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა უნი­კა­ლურ სერ­ვისს სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს EBG.GE ?

ჩვენს ვებგ­ვერ­დზე რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის საკ­მა­რი­სია თქვენ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი გქონ­დეთ. შე­დე­გად მო­მენ­ტა­ლუ­რად გეხ­სნე­ბათ წვდო­მა 1.5 მი­ლი­არდ პრო­დუქტზე მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი წერ­ტი­ლი­დან. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ მარ­ტი­ვად, მი­უ­თი­თოთ სა­სურ­ვე­ლი მი­სა­მარ­თი და და­ე­ლო­დოთ თქვე­ნი ამა­ნა­თის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას.

ონ­ლა­ინ შო­პინ­გის დროს რა ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა EBG.GE მომ­ხმა­რე­ბელს?

ონ­ლა­ინ ყიდ­ვის დროს ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ბევ­რი სხვა­დას­ხვა პრო­ცე­სია გა­სავ­ლე­ლი, რაც ცალ­სა­ხად არის ბა­რი­ე­რი ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის. ჩვე­ნი პლატ­ფორ­მის შექ­მნის მი­ზა­ნიც სწო­რედ ამ ბა­რი­ე­რე­ბის მოხ­სნა და გა­მო­წე­რის პრო­ცე­სე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბა იყო.

ჩვენ მომ­ხმა­რე­ბელს მო­ვუხ­სე­ნით ლინგვის­ტუ­რი ბა­რი­ე­რი და მათ შე­უძ­ლი­ათ პრო­დუქ­ცია იპო­ვონ ქარ­თუ­ლად, არ სჭირ­დე­ბათ სხვა­დას­ხვა გა­დახ­დის მე­თო­დის შეს­წავ­ლა გა­მო­წე­რის­თვის, რე­გის­ტრა­ცია უცხო­ურ ონ­ლა­ინ მა­ღა­ზი­ებ­ში, ტრან­სპორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­ის მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და სხვა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გავ­ლა.

მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ჩვენ შევ­ქმე­ნით 1 ფან­ჯრის პრინ­ცი­პი, ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში 1 კლი­კის პრინ­ცი­პი იბი­ჯის მეშ­ვე­ო­ბით და ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დეთ შო­პინ­გი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით.

ლინგვის­ტუ­რი ბა­რი­ე­რის გარ­და, მომ­ხმა­რე­ბელს კი­დევ ერთი მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბით. ყვე­ლას გვსმე­ნია ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფრა­ზა - “რა გა­მო­ვი­წე­რე VS რა ჩა­მო­ვი­და”, ამ დროს მომ­ხმა­რე­ბელს სჭირ­დე­ბა გამ­ყიდ­ველ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია მი­სი­ვე ენა­ზე, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სა­კი­თხზე, ნივ­თის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე და ა.შ. ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რებლს არ­ცერ­თი მსგავ­სი პრო­ცე­სის გავ­ლა არ უწევს, ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვია. ჩვენ ვაქ­ცი­ეთ მარ­ტი­ვად.

დე­ტა­ლუ­რად რომ აგ­ვიხ­სნათ, რო­გორ უნდა შე­ვი­ძი­ნოთ სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი EBG.GE -ზე?

და­ვი­წყოთ რე­გის­ტრა­ცი­ით. რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის საკ­მა­რი­სია აქ­ტი­უ­რი მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რი, ვუ­თი­თებთ ნო­მერს, ვწერთ სა­ხელს და გვარს და სულ ეს არის. რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ ვირ­ჩევთ სა­სურ­ველ ნივთს, ვა­ჭერთ კა­ლა­თა­ში და­მა­ტე­ბის ან ყიდ­ვის ღი­ლაკს, ვიხ­დით თან­ხას და ვუ­თი­თებთ სა­სურ­ველ მი­სა­მართს, ამის შემ­დეგ თქვე­ნი ნივ­თი გზა­შია.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე გა­დახ­დის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი, ბა­ლან­სის შევ­სე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე მე­თო­დით, პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თით, სა­დაც სა­ი­ტი­დან­ვე ავ­სებთ ბა­ლანსს, სწრა­ფი ჩა­რი­ცხვის აპა­რა­ტით ან ინ­ტერ­ნეტ ბან­კით.

გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყოთ, რომ მომ­ხმა­რე­ბელს ასე­ვე შე­უძ­ლია ნივ­თის შე­ძე­ნა გან­ვა­დე­ბით. გან­ვა­დე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­დე­ლია, რად­გან არ­ცერთ უცხო­ურ პლატ­ფორ­მა­ზე არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი ნივ­თის გან­ვა­დე­ბით შე­ძე­ნა, ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს კი შე­უძ­ლი­ათ, გა­მო­ი­წე­რონ „თი­ბი­სი ბან­კის“ და „სფე­ი­სის“ ონ­ლა­ინ გან­ვა­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ასე­ვე ვგეგ­მავთ, რომ „კრე­დოს“ და „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ გან­ვა­დე­ბის სერ­ვი­სი და­ე­მა­ტოს ჩვენს პლატ­ფორ­მას.

ამ პრო­ცე­სის რო­მე­ლი­მე სა­ფე­ხურ­ზე თუ რამე გა­უ­გე­ბა­რია მომ­ხმა­რებ­ლის­თვის, მომ­ხმა­რე­ბელ­თა მხარ­და­ჭე­რის გუნ­დი მო­მენ­ტა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბა მას.

ყიდ­ვის შემ­დგომ რა პრო­ცე­სე­ბია? რა უნდა იცო­დეს და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ამ დროს მომ­ხმა­რე­ბელ­მა?

ყიდ­ვის შემ­დეგ ნივ­თი მი­ე­წო­დე­ბა ჩვენს სა­წყობს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და იქი­დან გა­მო­ე­მარ­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ნივ­თის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია 40-ზე მეტ ფი­ლი­ალ­ში, თბი­ლის­ში 4 ფი­ლი­ა­ლი, ქუ­თა­ის­ში 2 და 1 ფი­ლი­ა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრში. რაც უდი­დე­სი და­ფარ­ვაა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. ტრან­სპორ­ტი­რე­ბამ­დე ნივ­თი იწო­ნე­ბა და და­ან­გა­რიშ­დე­ბა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ით­ვლე­ბა მხო­ლოდ ნივ­თის წო­ნით და შე­ად­გენს 80 ცენ­ტის ეკ­ვი­ვა­ლენტს ლარ­ში 100 გრამ პრო­დუქ­ცი­ა­ზე. ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია ნივ­თის გა­ტა­ნამ­დე ნე­ბის­მი­ერ დროს.

რა ხდე­ბა იმ დროს, თუ ნივ­თი არას­წო­რად ჩა­მო­ვი­და?

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ხში­რია “რა გა­მო­ვი­წე­რე და რა ჩა­მო­ვი­დას“ პრობ­ლე­მა. თუმ­ცა ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში ეს პრობ­ლე­მა მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი. და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი საკ­მა­რი­სია მომ­ხმა­რე­ბელ­მა მოგ­ვმარ­თოს და და­ნარ­ჩენ პრო­ცე­სებს EBG.GE-ს გუნ­დი მო­აგ­ვა­რებს, ან თან­ხას ვუ­ნა­ზღა­უ­რებთ მომ­ხმა­რე­ბელს ან ვუც­ვლით შე­სა­ბა­მი­სი ნივ­თით, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყო­ველ­თვის და­ზღვე­უ­ლია..

სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით რა სი­ახ­ლე­ებს გეგ­მავთ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში?

ჩვენ­თვის, EBG.GE-ის გუნდვის­თვის გან­ვი­თა­რე­ბა უწყევ­ტი პრო­ცე­სია და რა თქმა უნდა, მუ­დამ ვზრუ­ნავთ ამა­ზე. პრო­ცეს­ში გუნ­დის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რია ჩარ­თუ­ლი. მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მეტი კომ­ფორ­ტის შექ­მნის­თვის უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სახ­ლში მი­ტა­ნის სერ­ვი­სის და­ნერგვას ვა­პი­რებთ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
0

მხარდაჭერის სერვისი მართლა კარგი გაქვთ, წინა კვირას მივიღე შეკვეთა და ნინო ძალიან დამეხმარა

გიორგი კაპანაძე
0

იბიჯის გუნდს წარმატებებს ვუსურვებ!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გამარტივებული გამოწერა და გარანტია - უნიკალური სერვისები, რომელსაც ebg.ge ონლაინ გამომწერებს სთავაზობს

გამარტივებული გამოწერა და გარანტია - უნიკალური სერვისები, რომელსაც ebg.ge ონლაინ გამომწერებს სთავაზობს

ონლაინ ვაჭრობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი საქმიანობაა. ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება საქართველოშიც. მიმდინარე წელს მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა კი ონლაინ ვაჭრობის მასშტაბების ზრდა კიდევ უფრო ძლიერი და სწრაფი გახადა. საქართველოში ონლაინ ვაჭრობის ყველაზე დიდი პლატფორმა არის ebg.ge, რომელიც 2015 წლიდან ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს და ამ დროის განმავლობაში 120 000-ზე მეტი მომხმარებელი ყავს, გაყიდვების მაჩვენებელი კი - 5 მილიონ ლარს აჭარბებს. ონლაინ მაღაზია აერთიანებს 1 მილიარდზე მეტ პროდუქტს ქართულად ქართულ ონლაინ სივრცეში, განვადების შესაძლებლობას და გარანტიას საზღვარგარეთიდან გამოწერილ პროდუქციაზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ გამოწერის გამარტივებულ მოდელს.

პლატფორმის განვითარებისა და ზრდის განსაკუთრებული ტემპის გამო დავინტერესდით, თუ რა პრობლემებს აწყდებიან მომხმარებლები გამოწერისას, რა ინტერესები აქვთ და რა სერვისს სთავაზობს მომხმარებელს უდიდესი ქართული ელექტრონული კომერციის ვებგვერდი. ამ თემებზე ebg.ge-ს საოპერაციო დეპარტამენტის მენეჯერი ნინო ზუხუბაია გვესაუბრება.

რა უნიკალურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს EBG.GE ?

ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის საკმარისია თქვენ ტელეფონის ნომერი გქონდეთ. შედეგად მომენტალურად გეხსნებათ წვდომა 1.5 მილიარდ პროდუქტზე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მარტივად, მიუთითოთ სასურველი მისამართი და დაელოდოთ თქვენი ამანათის ტრანსპორტირებას.

ონლაინ შოპინგის დროს რა ბარიერების გადალახვაში ეხმარება EBG.GE მომხმარებელს?

ონლაინ ყიდვის დროს ხშირ შემთხვევაში ბევრი სხვადასხვა პროცესია გასავლელი, რაც ცალსახად არის ბარიერი ქართველი მომხმარებლისთვის. ჩვენი პლატფორმის შექმნის მიზანიც სწორედ ამ ბარიერების მოხსნა და გამოწერის პროცესების გამარტივება იყო.

ჩვენ მომხმარებელს მოვუხსენით ლინგვისტური ბარიერი და მათ შეუძლიათ პროდუქცია იპოვონ ქართულად, არ სჭირდებათ სხვადასხვა გადახდის მეთოდის შესწავლა გამოწერისთვის, რეგისტრაცია უცხოურ ონლაინ მაღაზიებში, ტრანსპორტიორი კომპანიის მოძიება საქართველოში და სხვა გართულებული პროცესების გავლა.

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ შევქმენით 1 ფანჯრის პრინციპი, ციფრულ სამყაროში 1 კლიკის პრინციპი იბიჯის მეშვეობით და ყველა ქართველისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ შოპინგი მსოფლიოს მასშტაბით.

ლინგვისტური ბარიერის გარდა, მომხმარებელს კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში ვეხმარებით. ყველას გვსმენია ფართოდ გავრცელებული ფრაზა - “რა გამოვიწერე VS რა ჩამოვიდა”, ამ დროს მომხმარებელს სჭირდება გამყიდველთან კომუნიკაცია მისივე ენაზე, ტრანსპორტირების საკითხზე, ნივთის დაბრუნებაზე, ზიანის ანაზღაურებაზე და ა.შ. ჩვენ შემთხვევაში მომხმარებლს არცერთი მსგავსი პროცესის გავლა არ უწევს, ყველაფერი მარტივია. ჩვენ ვაქციეთ მარტივად.

დეტალურად რომ აგვიხსნათ, როგორ უნდა შევიძინოთ სასურველი ნივთი EBG.GE -ზე?

დავიწყოთ რეგისტრაციით. რეგისტრაციისთვის საკმარისია აქტიური მობილურის ნომერი, ვუთითებთ ნომერს, ვწერთ სახელს და გვარს და სულ ეს არის. რეგისტრაციის შემდეგ ვირჩევთ სასურველ ნივთს, ვაჭერთ კალათაში დამატების ან ყიდვის ღილაკს, ვიხდით თანხას და ვუთითებთ სასურველ მისამართს, ამის შემდეგ თქვენი ნივთი გზაშია.

მნიშვნელოვანია ასევე გადახდის გამარტივებული მეთოდები, ბალანსის შევსება შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით, პლასტიკური ბარათით, სადაც საიტიდანვე ავსებთ ბალანსს, სწრაფი ჩარიცხვის აპარატით ან ინტერნეტ ბანკით.

განსაკუთრებით მინდა გამოვყოთ, რომ მომხმარებელს ასევე შეუძლია ნივთის შეძენა განვადებით. განვადება გამორჩეული მოდელია, რადგან არცერთ უცხოურ პლატფორმაზე არ არის შესაძლებელი ნივთის განვადებით შეძენა, ჩვენს მომხმარებელს კი შეუძლიათ, გამოიწერონ „თიბისი ბანკის“ და „სფეისის“ ონლაინ განვადების მეშვეობით. უახლოეს მომავალში ასევე ვგეგმავთ, რომ „კრედოს“ და „საქართველოს ბანკის“ განვადების სერვისი დაემატოს ჩვენს პლატფორმას.

ამ პროცესის რომელიმე საფეხურზე თუ რამე გაუგებარია მომხმარებლისთვის, მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მომენტალურად ეხმარება მას.

ყიდვის შემდგომ რა პროცესებია? რა უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს ამ დროს მომხმარებელმა?

ყიდვის შემდეგ ნივთი მიეწოდება ჩვენს საწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქიდან გამოემართება საქართველოში, ნივთის მიღება შესაძლებელია 40-ზე მეტ ფილიალში, თბილისში 4 ფილიალი, ქუთაისში 2 და 1 ფილიალი საქართველოს თითქმის ყველა რაიონულ ცენტრში. რაც უდიდესი დაფარვაა ქვეყნის მასშტაბით. ტრანსპორტირებამდე ნივთი იწონება და დაანგარიშდება ტრანსპორტირების საფასური, ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება მხოლოდ ნივთის წონით და შეადგენს 80 ცენტის ეკვივალენტს ლარში 100 გრამ პროდუქციაზე. ტრანსპორტირების საფასურის გადახდა მომხმარებელს შეუძლია ნივთის გატანამდე ნებისმიერ დროს.

რა ხდება იმ დროს, თუ ნივთი არასწორად ჩამოვიდა?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხშირია “რა გამოვიწერე და რა ჩამოვიდას“ პრობლემა. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს პრობლემა მინიმუმამდეა დაყვანილი. დაფიქსირების შემთხვევაში კი საკმარისია მომხმარებელმა მოგვმართოს და დანარჩენ პროცესებს EBG.GE-ს გუნდი მოაგვარებს, ან თანხას ვუნაზღაურებთ მომხმარებელს ან ვუცვლით შესაბამისი ნივთით, შესაბამისად, ჩვენი მომხმარებელი ყოველთვის დაზღვეულია..

სერვისის გაუმჯობესების მიზნით რა სიახლეებს გეგმავთ უახლოეს მომავალში?

ჩვენთვის, EBG.GE-ის გუნდვისთვის განვითარება უწყევტი პროცესია და რა თქმა უნდა, მუდამ ვზრუნავთ ამაზე. პროცესში გუნდის თითოეული წევრია ჩართული. მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნისთვის უახლოეს პერიოდში სახლში მიტანის სერვისის დანერგვას ვაპირებთ.

„ქვითარი მომგებიანია!“ - კარფური  8 წლის იუბილეზე  ერთგულ მომხმარებელს უსასრულო ქულებით, საჩუქრებით და აქციებით ელოდება!

სილქნეტის ონლაინ გათამაშება იწყება

„საპარტნიორო ფონდი“ „თელასში“ „საპარტნიორო ფონდის“ წილის გასხვისების საჯარო აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს