სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში, ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომლები ორი  ადამიანის ცემის ბრალდებით  დააკავეს
თბილისში, ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომლები ორი  ადამიანის ცემის ბრალდებით  დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით, 2 პირი - 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ს. და 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ქ. და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბარ­ში დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბად მუ­შა­ობ­დნენ, მიმ­დი­ნა­რე წლის 22 აგ­ვის­ტოს, ამა­ვე ბა­რის სტუმ­რე­ბის, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ორი პი­რის - ი.ფ.-სა და ი.გ.-ს მი­მართ, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. მომ­ხდა­რის შე­დე­გად, ი.ფ.-მ და ი.გ.-მ ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს. მათ შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ათ.

"გა­მო­ძი­ე­ბა ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 120-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "გ“ და „დ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ასე­ვე, ტარ­დე­ბა ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა და აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან შე­საძ­ლო შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის გა­მოკ­ვე­თის და და­კა­ვე­ბის მიზ­ნით,“ - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ და­შა­ვე­ბულ­მა მო­ქა­ლა­ქე ივი­კო ფრუ­ი­ძემ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ბარ­ში მომ­ხდარ ის­ტო­რი­ა­ზე სა­უბ­რობს. მისი თქმით, 5 კოქ­ტე­ი­ლის ნაც­ვლად 25 კოქ­ტე­ი­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვეს, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვა, აღ­ნიშ­ნულს კი ბა­რის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან მის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორც ფრუ­ი­ძე ამ­ბობს, ფი­ზი­კუ­რად 6 პირი გა­უს­წორ­და.

"ჩემ­ზე ორ­ჯერ დი­დე­ბი იყ­ვნენ... წა­მაქ­ცი­ეს, მირ­ტყამ­დნენ უმო­წყა­ლოდ, არ მაძ­ლევ­დნენ ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მის სა­შუ­ა­ლე­ბას. ყო­ველ წამს მხვდე­ბო­და უამ­რა­ვი მუშ­ტი თუ წიხ­ლი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან. მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ბა­რის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი გოგო, რო­მე­ლიც დაც­ვის წევ­რე­ბის მიერ დაგ­დე­ბულს მირ­ტყამ­და სკამს... სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი დავ­რჩი ჯერ თაღ­ლი­თო­ბის მსხვერ­პლი, შემ­დეგ ხელ და ცხვირ­გა­ტე­ხი­ლი, უამ­რა­ვი ტრავ­მით. ერთი ოპე­რა­ცია უკვე ჩა­მი­ტარ­და, წინ მაქვს მე­ო­რე. მაქვს ტვი­ნის შერ­ყე­ვა და და­ჟე­ჟი­ლო­ბა სხე­უ­ლის ყვე­ლა წერ­ტილ­ში. არ ვით­ვლი მცი­რე ჭრი­ლო­ბებ­სა და ნა­კაწ­რებს“, - წერს და­შა­ვე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0
დაწერეთ ბარის სახელი რომ აღარავინ მივიდეს იქ
გიორგი
0

ახალგაზრდებში ამდენი სისასტიკე შემაშფოთებელია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

თბილისში, ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომლები ორი  ადამიანის ცემის ბრალდებით  დააკავეს

თბილისში, ერთ-ერთი ბარის დაცვის თანამშრომლები ორი  ადამიანის ცემის ბრალდებით  დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით, 2 პირი - 1993 წელს დაბადებული ლ.ს. და 2001 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამავე ბარის სტუმრების, 1986 წელს დაბადებული ორი პირის - ი.ფ.-სა და ი.გ.-ს მიმართ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. მომხდარის შედეგად, ი.ფ.-მ და ი.გ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

"გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ დაშავებულმა მოქალაქე ივიკო ფრუიძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბარში მომხდარ ისტორიაზე საუბრობს. მისი თქმით, 5 კოქტეილის ნაცვლად 25 კოქტეილის საფასურის გადახდა მოსთხოვეს, რასთან დაკავშირებითაც პროტესტი გამოთქვა, აღნიშნულს კი ბარის დაცვის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მოჰყვა. როგორც ფრუიძე ამბობს, ფიზიკურად 6 პირი გაუსწორდა.

"ჩემზე ორჯერ დიდები იყვნენ... წამაქციეს, მირტყამდნენ უმოწყალოდ, არ მაძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. ყოველ წამს მხვდებოდა უამრავი მუშტი თუ წიხლი სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ბარის ერთ-ერთი თანამშრომელი გოგო, რომელიც დაცვის წევრების მიერ დაგდებულს მირტყამდა სკამს... სრულიად უდანაშაულო ადამიანი დავრჩი ჯერ თაღლითობის მსხვერპლი, შემდეგ ხელ და ცხვირგატეხილი, უამრავი ტრავმით. ერთი ოპერაცია უკვე ჩამიტარდა, წინ მაქვს მეორე. მაქვს ტვინის შერყევა და დაჟეჟილობა სხეულის ყველა წერტილში. არ ვითვლი მცირე ჭრილობებსა და ნაკაწრებს“, - წერს დაშავებული.

"საქონლის სადგომში მონასავით ექცეოდა... ცემის შემდეგ გარდაიცვალა" - კახეთში მოტყუებით ჩაყვანილი რუსეთის მოქალაქის საქმე და პროკურატურის განცხადება

"ვინც ცდილობენ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ, გაწბილებულები დარჩებიან" - რატომ მიმართავს ჩოგბურთელის ადვოკატი ომბუდსმენს?

"ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ ბოლოდროინდელ ჩანაწერებთან დათა ახალაიას ყოფილ გარემოცვას, მათ შორის სოსო თოფურიძესაც, აქვს კავშირი" -  მოხდება თუ არა თოფურიძის ექსტრადირება?