სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალებმა" იმდენი დალიეს, ცეკვის დროს გოგოს ფეხი მოტეხეს" - როგორ მოილხინა "ნაცმოძრაობის"  მაჟორიტარობის კანდიდატმა 15 წლის მოზარდების  ნიშნობაში
"ნაციონალებმა" იმდენი დალიეს, ცეკვის დროს გოგოს ფეხი მოტეხეს" - როგორ მოილხინა "ნაცმოძრაობის"  მაჟორიტარობის კანდიდატმა 15 წლის მოზარდების  ნიშნობაში

ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და ა. წ. 19 აგ­ვის­ტოს, თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში არას­რულ­წლოვ­ნე­ბის თ. ვ. - სა (და­ბა­დე­ბუ­ლი 15.12.2004 წ.) და მ. ს. - ს (დაბ. 26.10. 2004წ.) ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ. სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში გა­მარ­თუ­ლი ნიშ­ნო­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან სუფ­რა­ზე ერთ-ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნის ნათ­ლი­ი­სა და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის, ნუგ­ზარ ბე­ჯა­ნო­ვის მიერ მიწ­ვე­უ­ლი იქნა „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ თე­ლა­ვი-ახ­მე­ტა-ყვა­რე­ლი-ლა­გო­დე­ხის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი - გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლი, რამ­დე­ნი­მე სხვა თა­ნა­პარ­ტი­ელ­თან ერ­თად.

ამ ნიშ­ნო­ბის დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად ამ­ბე­ბი.გე ყა­რა­ჯა­ლის რწმუ­ნე­ბულს, ალას­კარ სარ­თა­ნოვს ესა­უბ­რა.

“აღ­ნიშ­ნუ­ლი ნიშ­ნო­ბა ყა­რა­ჯა­ლა­ში მარ­თლაც გა­ი­მარ­თა. იქ არ ვყო­ფილ­ვარ, გად­მო­ცე­მით ვიცი, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 150-200-კა­ცი­ა­ნი სუფ­რა ყო­ფი­ლა ეზო­ში გაშ­ლი­ლი. ნა­თე­სა­ვებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად წვე­უ­ლე­ბა­ზე “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბიც” ყო­ფი­ლან, ვი­ნა­ი­დან ენმ-ს წევ­რს ნუგ­ზარ ბე­ჯა­ნოვს და ვა­ლი­ე­ვე­ბის ოჯახს ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებთ. ქალ-ვაჟი 15 წლი­საა. რო­გორც ვიცი, გო­გო­ნა ჯერ არ გაჰ­ყო­ლია, არ ვიცი, ქორ­წი­ლი რო­დის ექ­ნე­ბათ.

ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის ქორ­წი­ნე­ბა დას­ჯა­დია, მაგ­რამ ვის ეყუ­რე­ბა? რო­გორც ამ­ბო­ბენ, „ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა“ იმ­დე­ნი და­ლი­ეს, ცეკ­ვის დროს მე­ზობ­ლის გო­გო­ნას და­ე­ჯახ­ნენ და ფეხი მოს­ტე­ხეს. ზუს­ტად არ ვიცი, ვინ წა­აქ­ცია გო­გო­ნა. მის­თვის კა­ციშ­ვილს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია, რო­მელ ექიმ­თან წაყ­ვა­ნა­ზეა ლა­პა­რა­კი... ოღონდ სუფ­რა გა­ი­შა­ლოს და “ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი” ყველ­გან მირ­ბი­ან. გი­ორ­გი ბოტ­კო­ვე­ლი ნიშ­ნო­ბა­ში 3-4 კა­ცით იყო ჩა­მო­სუ­ლი. ბოტ­კო­ვე­ლი სი­ტყვით გა­მო­სუ­ლა, მიყ­ვარს ყა­რა­ჯა­ლაო და ეგე­თე­ბი უთ­ქვამს. და­ნა­შა­უ­ლის ხელ­შე­წყო­ბა არაა, როცა იცი, არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან, გა­მო­დი­ხარ და ლო­ცავ? ყვე­ლა საქ­მის კურ­სშია ამ ნიშ­ნო­ბა­ზე, მათ შო­რის პო­ლი­ცი­აც. ეს ბოტ­კო­ვე­ლი ოთხი რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტია”.

ambebi.ge თე­ლა­ვი-ახ­მე­ტა-ყვა­რე­ლი-ლა­გო­დე­ხის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატს გი­ორ­გი ბოტ­კო­ველ­საც და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც "დრო­ის უქონ­ლო­ბის გამო" მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა:

"ნიშ­ნო­ბა­ში მარ­თლაც ვიმ­ყო­ფე­ბო­დი და სა­ერ­თოდ, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კან­დი­და­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რგან მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან. ეს ქორ­წი­ლი არ ყო­ფი­ლა, ნიშ­ნო­ბა იყო და ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, სად, რო­გორ და რა­ტომ უნდა მი­ვი­დე. სა­დაც ვი­ყა­ვი, იქ ორი­ვე მხრი­დან ეს­წრე­ბოდ­ნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ოჯა­ხის წევ­რებ­მა მი­მიწ­ვი­ეს და ნიშ­ნო­ბა იყო, თუ რა იყო, ოჯა­ხის წვე­უ­ლე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. არც ის ვი­ცო­დი, არას­რულ­წლოვ­ნე­ბი თუ იყ­ვნენ, ეს ეხლა შემ­კო­ბი­ლი თე­მაა".

კი­თხვა - ცეკ­ვის დროს მარ­თლა და­შავ­და თუ არა მათი მხრი­დან ერთ-ერთი სტუ­მა­რი გო­გო­ნა, კან­დი­დატ­მა არ დაგ­ვას­რუ­ლე­ბი­ნა და ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შა.

  • ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის თა­ნახ­მად, 18 წლამ­დე ასა­კის ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი არას­რულ­წლოვ­ნად ით­ვლე­ბა. ად­რე­უ­ლი, ანუ ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი, ან არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი კავ­ში­რი ორი ადა­მი­ა­ნი­სა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთს მა­ინც ჯერ არ მი­უღ­წე­ვია 18 წლის ასა­კის­თვის. ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა მიჩ­ნე­ულ უნდა იქ­ნას, ზო­გა­დად – ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და კერ­ძოდ - ბავშთა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვად, რად­გან ით­ვლე­ბა, რომ ბავ­შვს არ შე­უძ­ლია მის­ცეს გა­აზ­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბა. ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თი არ არის და სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად, გენ­დერულ უთა­ნას­წო­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამას­თან, მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია და გან­სხვავ­დე­ბა რე­ლი­გი­უ­რი, ეთ­ნი­კუ­რი თუ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვით. რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, რომ სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი 16 წელს მი­უღ­წე­ველ პირ­თან სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია და დამ­ნა­შა­ვე ის­ჯე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 140-ე მუხ­ლით, რო­მე­ლიც 7-დან 9 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას გუ­ლის­ხმობს. ასე­ვე ის­ჯე­ბა იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბა. მას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 150-ე პრი­მა მუხ­ლი გან­სა­ზღვრავს.
  • სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2018-2019 წელს ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ა­გენ­ტოს ჯამ­ში 195-მა მო­ქა­ლა­ქემ მი­მარ­თა. აქე­დან 3 არას­რულ­წლო­ვა­ნი 2005 წელს იყო და­ბა­დე­ბუ­ლი.
  • ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე 2018 წელს ცენ­ტრში შე­სუ­ლია 115 შე­ტყო­ბი­ნე­ბა. აქე­დან 1999 წელს და­ბა­დე­ბულ არას­რულ­წლო­ვან­ზე - 1 შე­ტყო­ბი­ნე­ბა. 2000 წელს და­ბა­დე­ბულ­ზე - 20 შე­ტყო­ბი­ნე­ბა, 2001წელს- 40 არას­რულ­წლო­ვან­ზე; 2002 წელს – 40 არას­რულ­წლო­ვან­ზე; 2003 წელს - 9 არას­რულ­წლო­ვან­ზე; 2004 წელს - 4 არას­რულ­წლო­ვან­ზე; 2005 წელს - 1 არას­რულ­წლო­ვან­ზე; ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე 2019 წელს სა­ა­გენ­ტო­ში შე­სუ­ლია 80 შე­ტყო­ბი­ნე­ბა. აქე­დან 2001 წელს და­ბა­დე­ბულ არას­რულ­წლო­ვან­ზე - 21 შე­ტყო­ბი­ნე­ბა; 2002 წელს და­ბა­დე­ბულ­ზე - 33; 2003 წელს და­ბა­დე­ბულ­ზე 17; 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე - 7; 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლებ­ზე - 2;
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
198

არასერიოზული კაცი.

გუჯა
34

რატო გიხდიან, რაში გიხდიან, რას დღაბნიიიიიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ნაციონალებმა" იმდენი დალიეს, ცეკვის დროს გოგოს ფეხი მოტეხეს" - როგორ მოილხინა "ნაცმოძრაობის"  მაჟორიტარობის კანდიდატმა 15 წლის მოზარდების  ნიშნობაში

"ნაციონალებმა" იმდენი დალიეს, ცეკვის დროს გოგოს ფეხი მოტეხეს" - როგორ მოილხინა "ნაცმოძრაობის"  მაჟორიტარობის კანდიდატმა 15 წლის მოზარდების  ნიშნობაში

ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა ა. წ. 19 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში არასრულწლოვნების თ. ვ. - სა (დაბადებული 15.12.2004 წ.) და მ. ს. - ს (დაბ. 26.10. 2004წ.) ნიშნობის შესახებ. სოფელ ყარაჯალაში გამართული ნიშნობის მრავალრიცხოვან სუფრაზე ერთ-ერთი არასრულწლოვანის ნათლიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი წარმომადგენლის, ნუგზარ ბეჯანოვის მიერ მიწვეული იქნა „ნაცმოძრაობის“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი - გიორგი ბოტკოველი, რამდენიმე სხვა თანაპარტიელთან ერთად.

ამ ნიშნობის დეტალების გასარკვევად ამბები.გე ყარაჯალის რწმუნებულს, ალასკარ სართანოვს ესაუბრა.

“აღნიშნული ნიშნობა ყარაჯალაში მართლაც გაიმართა. იქ არ ვყოფილვარ, გადმოცემით ვიცი, რომ დაახლოებით 150-200-კაციანი სუფრა ყოფილა ეზოში გაშლილი. ნათესავებთან და ახლობლებთან ერთად წვეულებაზე “ნაციონალებიც” ყოფილან, ვინაიდან ენმ-ს წევრს ნუგზარ ბეჯანოვს და ვალიევების ოჯახს ნათელმირონობა აკავშირებთ. ქალ-ვაჟი 15 წლისაა. როგორც ვიცი, გოგონა ჯერ არ გაჰყოლია, არ ვიცი, ქორწილი როდის ექნებათ.

ყველამ კარგად იცის, რომ არასრულწლოვნების ქორწინება დასჯადია, მაგრამ ვის ეყურება? როგორც ამბობენ, „ნაციონალებმა“ იმდენი დალიეს, ცეკვის დროს მეზობლის გოგონას დაეჯახნენ და ფეხი მოსტეხეს. ზუსტად არ ვიცი, ვინ წააქცია გოგონა. მისთვის კაციშვილს ყურადღება არ მიუქცევია, რომელ ექიმთან წაყვანაზეა ლაპარაკი... ოღონდ სუფრა გაიშალოს და “ნაციონალები” ყველგან მირბიან. გიორგი ბოტკოველი ნიშნობაში 3-4 კაცით იყო ჩამოსული. ბოტკოველი სიტყვით გამოსულა, მიყვარს ყარაჯალაო და ეგეთები უთქვამს. დანაშაულის ხელშეწყობა არაა, როცა იცი, არასრულწლოვნები არიან, გამოდიხარ და ლოცავ? ყველა საქმის კურსშია ამ ნიშნობაზე, მათ შორის პოლიციაც. ეს ბოტკოველი ოთხი რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატია”.

ambebi.ge თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატს გიორგი ბოტკოველსაც დაუკავშირდა, რომელიც "დროის უქონლობის გამო" მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"ნიშნობაში მართლაც ვიმყოფებოდი და საერთოდ, სახელისუფლებო კანდიდატისგან განსხვავებით, ძალიან ბევრგან მეპატიჟებიან. ეს ქორწილი არ ყოფილა, ნიშნობა იყო და ძალიან კარგად ვიცი, სად, როგორ და რატომ უნდა მივიდე. სადაც ვიყავი, იქ ორივე მხრიდან ესწრებოდნენ ოჯახის წევრები, ოჯახის წევრებმა მიმიწვიეს და ნიშნობა იყო, თუ რა იყო, ოჯახის წვეულებაზე ვიყავი. არც ის ვიცოდი, არასრულწლოვნები თუ იყვნენ, ეს ეხლა შემკობილი თემაა".

კითხვა - ცეკვის დროს მართლა დაშავდა თუ არა მათი მხრიდან ერთ-ერთი სტუმარი გოგონა, კანდიდატმა არ დაგვასრულებინა და ტელეფონი გათიშა.

  • ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი არასრულწლოვნად ითვლება. ადრეული, ანუ ნაადრევი ქორწინება არის ოფიციალური, ან არაოფიციალური კავშირი ორი ადამიანისა, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც ჯერ არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის. ადრეული ქორწინება მიჩნეულ უნდა იქნას, ზოგადად – ადამიანის უფლებების და კერძოდ - ბავშთა უფლებების დარღვევად, რადგან ითვლება, რომ ბავშვს არ შეუძლია მისცეს გააზრებული თანხმობა. ნაადრევი ქორწინება საქართველოში იშვიათი არ არის და სხვა ფაქტორებთან ერთად, გენდერულ უთანასწორობას უკავშირდება. ამასთან, მისი გამომწვევი მიზეზები არაერთგვაროვანია და განსხვავდება რელიგიური, ეთნიკური თუ რეგიონალური ფაქტორების მიხედვით. როდესაც საქმე ეხება ადრეულ ქორწინებას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავე ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რომელიც 7-დან 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ასევე ისჯება იძულებითი ქორწინება. მას სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლი განსაზღვრავს.
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2018-2019 წელს ადრეული ქორწინების თაობაზე სააგენტოს ჯამში 195-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან 3 არასრულწლოვანი 2005 წელს იყო დაბადებული.
  • ადრეული ქორწინების თაობაზე 2018 წელს ცენტრში შესულია 115 შეტყობინება. აქედან 1999 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე - 1 შეტყობინება. 2000 წელს დაბადებულზე - 20 შეტყობინება, 2001წელს- 40 არასრულწლოვანზე; 2002 წელს – 40 არასრულწლოვანზე; 2003 წელს - 9 არასრულწლოვანზე; 2004 წელს - 4 არასრულწლოვანზე; 2005 წელს - 1 არასრულწლოვანზე; ადრეული ქორწინების თაობაზე 2019 წელს სააგენტოში შესულია 80 შეტყობინება. აქედან 2001 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე - 21 შეტყობინება; 2002 წელს დაბადებულზე - 33; 2003 წელს დაბადებულზე 17; 2004 წელს დაბადებულებზე - 7; 2005 წელს დაბადებულებზე - 2;

"ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება" - ხატია დეკანოიძე

"ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების იზოლაციაზე გადავიდა" - ზაალ უდუმაშვილი მოითხოვს, ახალციხეში ენმ-ის წევრებს კარანტინი დაატოვებინონ

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - 43 დღე არჩევნებამდე; საარჩევნო მარათონი; ლარის ვარდნა