სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არჩევნებიც ჩაივლის, აგერ მე და აგერ თქვენ, ის ჩამომსვლელი არ არის" - კახა კახიშვილი სააკაშვილსა და საარჩევნო პროცესზე
"ეს არჩევნებიც ჩაივლის, აგერ მე და აგერ თქვენ, ის ჩამომსვლელი არ არის" - კახა კახიშვილი სააკაშვილსა და საარჩევნო პროცესზე

ეს არ­ჩევ­ნე­ბიც ჩა­ივ­ლის, სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­მომ­სვლე­ლი არ არის, - ასე აფა­სებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ის­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი, კახა კა­ხიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

რო­გორც კა­ხიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ თა­ვის ამომ­რჩე­ველს სტი­მუ­ლი მის­ცეს.

"რაც შე­ე­ხე­ბა რი­ტო­რი­კას - "მე დავ­ბრუნ­დე­ბი", ეს პირ­ველ არ­ჩევ­ნე­ბი არაა და პირ­ვე­ლად არ გვეს­მის. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს, მსგავ­სი რი­ტო­რი­კა 2016 წელს, რო­დე­საც სა­უ­ბა­რი იყო, რომ გვი­რა­ბით შე­მო­ვი­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე რომ, ეს არის პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ნა­წი­ლი, რო­დე­საც მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ მის­ცეს უფრო მეტი სტი­მუ­ლი თა­ვის ამომ­რჩე­ველს, გა­მო­ცო­ცხლდეს და უფრო მეტი გა­და­ვი­დეს აქ­ტი­ურ მოქ­მე­დე­ბებ­ზე.

ეს არ­ჩევ­ნე­ბიც ჩა­ივ­ლის, აგერ მე და აგერ თქვენ, ის ჩა­მომ­სვლე­ლი არ არის. მერე არ­ჩევ­ნე­ბი რომ იქ­ნე­ბა, ისევ გა­ვი­გებთ ასეთ გან­ცხა­დე­ბებს", - აღ­ნიშ­ნა კა­ხიშ­ვილ­მა.

კა­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ის მზად არის შეხ­ვდეს ოპო­ნენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ის­ნის ოლ­ქში იყ­რი­ან კენ­ჭს, რათა შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით ებ­რძო­ლონ ყვე­ლა­ნა­ირ დარ­ღვე­ვას, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს.

რო­გორც კა­ხიშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში, გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და, ასე­ვე მზად არის შეხ­ვდეს და კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­დეს ყვე­ლა იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, რო­მე­ლიც და­რე­გის­ტრირ­დე­ბა, რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო დამ­კვირ­ვე­ბე­ლი, რათა არ­ჩევ­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტარ­დეს.

„მე მზად ვარ შევ­ხვდე ჩემს ოპო­ნენ­ტებს იმ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში, ვის­თან ერ­თა­დაც მექ­ნე­ბა ოპო­ნი­რე­ბა. მათ­თან ერ­თად შტა­ბე­ბის დო­ნე­ზე გავცვა­ლოთ ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რათა თუ სად­მე, ვინ­მე ხე­დავს კონ­კრე­ტულ დარ­ღვე­ვას მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გაც­ვლით ეს პრობ­ლე­მე­ბი აღ­მოვ­ფხვრათ. არამ­ხო­ლოდ მათ, არა­მედ იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბი, რომ­ლე­ბიც და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან, რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი. მათ­თა­ნაც მექ­ნე­ბა აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია იმის­თვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტარ­დეს არ­ჩევ­ნე­ბი ის­ნის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში, შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი­ვე გეგ­მა აქვს მთლი­ა­ნად „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ხიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უი-ლა-უკო-ლა ?
14

კახუჩ-კახუჩ მაგლად-დასდექთ ! 

თქვენს-დანაპერებნს როგორც-ასრულებთ ! 

ზუსტად-ასე-შაგისრულებთ-გენაცალეთ ! 

სად-გაექცემით-ხალხის-რისხვასა ? მალე-მალე !

თბილისელი
40

ბატონო კახი ყოველთვის გამოირჩეოდით თქვენი ზნეობით,განათლებით და რაც მთავარია ქვეყნის სიყვარულით. იმედია როცა დეპუტატი გახდებით არ შეიცვლებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ეს არჩევნებიც ჩაივლის, აგერ მე და აგერ თქვენ, ის ჩამომსვლელი არ არის" - კახა კახიშვილი სააკაშვილსა და საარჩევნო პროცესზე

"ეს არჩევნებიც ჩაივლის, აგერ მე და აგერ თქვენ, ის ჩამომსვლელი არ არის" - კახა კახიშვილი სააკაშვილსა და საარჩევნო პროცესზე

ეს არჩევნებიც ჩაივლის, სააკაშვილი ჩამომსვლელი არ არის, - ასე აფასებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კახიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნების თაობაზე.

როგორც კახიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, სააკაშვილის განცხადება უკავშირდება იმას, რომ თავის ამომრჩეველს სტიმული მისცეს.

"რაც შეეხება რიტორიკას - "მე დავბრუნდები", ეს პირველ არჩევნები არაა და პირველად არ გვესმის. ძალიან კარგად მახსოვს, მსგავსი რიტორიკა 2016 წელს, როდესაც საუბარი იყო, რომ გვირაბით შემოვიდოდა საქართველოში. ასე რომ, ეს არის პოლიტტექნოლოგიების ნაწილი, როდესაც მისი განცხადებები უკავშირდება იმას, რომ მისცეს უფრო მეტი სტიმული თავის ამომრჩეველს, გამოცოცხლდეს და უფრო მეტი გადავიდეს აქტიურ მოქმედებებზე.

ეს არჩევნებიც ჩაივლის, აგერ მე და აგერ თქვენ, ის ჩამომსვლელი არ არის. მერე არჩევნები რომ იქნება, ისევ გავიგებთ ასეთ განცხადებებს", - აღნიშნა კახიშვილმა.

კახიშვილის განცხადებით, ის მზად არის შეხვდეს ოპონენტებს, რომლებიც ისნის ოლქში იყრიან კენჭს, რათა შეთანხმების საფუძველზე, ერთიანი ძალებით ებრძოლონ ყველანაირ დარღვევას, რომელიც საარჩევნო პროცესს ზიანს მიაყენებს.

როგორც კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ასევე მზად არის შეხვდეს და კომუნიკაცია ჰქონდეს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელიც დარეგისტრირდება, როგორც საარჩევნო დამკვირვებელი, რათა არჩევნები მაქსიმალურად დემოკრატიულად ჩატარდეს.

„მე მზად ვარ შევხვდე ჩემს ოპონენტებს იმ საარჩევნო ოლქში, ვისთან ერთადაც მექნება ოპონირება. მათთან ერთად შტაბების დონეზე გავცვალოთ ტელეფონები, რათა თუ სადმე, ვინმე ხედავს კონკრეტულ დარღვევას მაქსიმალურად მოკლე დროში ერთმანეთთან ურთიერთშეთანხმებისა და ინფორმაციების გაცვლით ეს პრობლემები აღმოვფხვრათ. არამხოლოდ მათ, არამედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აუცილებლად შევხვდები, რომლებიც დარეგისტრირდებიან, როგორც საარჩევნო დამკვირვებლები. მათთანაც მექნება აქტიური კომუნიკაცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგად, დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები ისნის საარჩევნო ოლქში, შესაბამისად, ასეთივე გეგმა აქვს მთლიანად „ქართულ ოცნებას“, რომ ეს არჩევნები იყოს მაქსიმალურად დემოკრატიული“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

"მეგრელი კაცი მაინც არ იყოს... სირცხვილი არ არის? ჩანერგილი ხალხი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში" - მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ახლა უფრო ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი" - კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს