პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილის ჩამოსვლა პოზიტიური იქნება... "ექშენს" შემოიტანს პოლიტიკურ პროცესში... მისი პრემიერობა არარეალურია" - ირაკლი ოქრუაშვილი
"სააკაშვილის ჩამოსვლა პოზიტიური იქნება... "ექშენს" შემოიტანს პოლიტიკურ პროცესში... მისი პრემიერობა არარეალურია" - ირაკლი ოქრუაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ბურ­თა­ლოს მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა.

რო­გორც ოქ­რუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნებს და ყვე­ლას გა­მო­ა­ფხიზ­ლებს.

„მი­მაჩ­ნია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩა­მოს­ვლა ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში პო­ზი­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა, არ­ჩევ­ნე­ბამ­დეც და არ­ჩევ­ნე­ბის მე­რეც. მისი ჩა­მოს­ვლა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ნიშ­ნავს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის თავ­და­ყი­რა და­ყე­ნე­ბას, გარ­კვე­უ­ლი „ექ­შე­ნის“ შე­მო­ტა­ნას პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში და ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის უფრო მე­ტად გა­მო­ფხიზ­ლე­ბას და სწო­რი სტრა­ტე­გი­ის აწყო­ბას. მისი ჩა­მოს­ვლა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, აღარ იქ­ნე­ბა ისე­თი ეფექ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლი რო­გორც პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ ასე­ვე გა­მო­ა­ფხიზ­ლებს პო­ლი­ტი­კურ სპექტრსაც და ოპო­ზი­ცი­ა­საც.

მისი არ­ჩა­მოს­ვლაც ასე­ვე კარ­გი იქ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­ჩუმ­დე­ბა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და აღარ ექ­ნე­ბა ის რი­ტო­რი­კა, რო­მე­ლიც აქვს“, - გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბას, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი არა­რე­ა­ლუ­რია, რად­გან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ აქვს.

„მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბა არა­რე­ა­ლუ­რია არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბის ეტაპ­ზე იმის გამო, რომ მას მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ გა­აჩ­ნია. „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, ვინც უნდა ის და­ა­სა­ხე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად. ვის სა­ხელს და გვარს ახ­სე­ნე­ბენ მათი გა­და­სა­წყვე­ტია, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა თუ არა, ეს არის მე­ო­რე სა­კი­თხი. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არ აქვს. რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტი შე­იკ­რი­ბე­ბა, პირ­ვე­ლი სა­კი­თხი იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის და კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის არ­ჩე­ვა და შემ­დეგ მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა. თუ ის ამ დრო­ის­თვის მო­ას­წრებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბას რა­ი­მე მე­თო­დით, იქ­ნე­ბა ეს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით თუ პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი სწრა­ფი კა­ნო­ნით, ეს სხვა თე­მაა და მერე შე­იძ­ლე­ბა, ვიმ­სჯე­ლოთ ეს რე­ა­ლუ­რია თუ არა“, - გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ასე­ვე და­დე­ბი­თად აფა­სებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვი­დეო მი­მარ­თვას, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მო­სახ­ლე­ო­ბას ბო­დიშს უხ­დის.

„ნე­ბის­მი­ერ დროს, ასე­თი ბო­დი­ში კარ­გის მეტი არაფ­რის მომ­ტა­ნი არ არის. რო­დე­საც მე და­მიშ­ვია შეც­დო­მე­ბი, მეც მო­მიხ­დია ბო­დი­ში. ამას სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა და თუ ადა­მი­ა­ნებს ასე­თი ძა­ლის­ხმე­ვა გა­აჩ­ნი­ათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა ეტაპ­ზე იხ­დი­ან ბო­დიშს, ძა­ლი­ან კარ­გია. იყო შეც­დო­მე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლი, ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თაც, ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შეც. ეს შეც­დო­მე­ბი იყო ობი­ექ­ტუ­რიც, სუ­ბი­ექ­ტუ­რიც. ასე რომ, ამ ბო­დიშს პო­ზი­ტი­ვის გარ­და ვე­რა­ფერს და­ვარ­ქმევ“, - აცხა­დებს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
8

როგორ მჯეროდა,მეგონა ქართულ საქმეზე შეყვარებული კაცი იყავი.დაწყნარდი,მიხვდი რას დაგამსგავსა მიშამ. მიხედე შენ თავს ცოტა კაცურად და ქართულად მოიქეცი. სამარცხვინოა უკვე შენი გამოსვლები.

ნოდარი
0

აუუ, რომ მახსენდება ესენი მბურძგლავს. იმედია არასოდეს განმეორედება და მალე ამათი სახსენებელიც მოისპობა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სააკაშვილის ჩამოსვლა პოზიტიური იქნება... "ექშენს" შემოიტანს პოლიტიკურ პროცესში... მისი პრემიერობა არარეალურია" - ირაკლი ოქრუაშვილი

"სააკაშვილის ჩამოსვლა პოზიტიური იქნება... "ექშენს" შემოიტანს პოლიტიკურ პროცესში... მისი პრემიერობა არარეალურია" - ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებზე საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა პოზიტიური ნაბიჯი იქნება.

როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნება საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ პროცესს თავდაყირა დააყენებს და ყველას გამოაფხიზლებს.

„მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ორივე შემთხვევაში პოზიტიური იქნება, არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც. მისი ჩამოსვლა არჩევნებამდე ნიშნავს პოლიტიკური პროცესის თავდაყირა დაყენებას, გარკვეული „ექშენის“ შემოტანას პოლიტიკურ პროცესში და ბუნებრივია, ყველა ჩვენგანისთვის უფრო მეტად გამოფხიზლებას და სწორი სტრატეგიის აწყობას. მისი ჩამოსვლა არჩევნების შემდეგ, აღარ იქნება ისეთი ეფექტის მატარებელი როგორც პირველ შემთხვევაში, მაგრამ ასევე გამოაფხიზლებს პოლიტიკურ სპექტრსაც და ოპოზიციასაც.

მისი არჩამოსვლაც ასევე კარგი იქნება იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჩუმდება „ქართული ოცნება“ და აღარ ექნება ის რიტორიკა, რომელიც აქვს“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას, ოქრუაშვილის განცხადებით, აღნიშნული არარეალურია, რადგან მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.

„მიხეილ სააკაშვილის პრემიერობა არარეალურია არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების ეტაპზე იმის გამო, რომ მას მოქალაქეობა არ გააჩნია. „ნაციონალურ მოძრაობას“ სრული უფლება აქვს, ვინც უნდა ის დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ვის სახელს და გვარს ახსენებენ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ რეალური იქნება თუ არა, ეს არის მეორე საკითხი. მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა არ აქვს. როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, პირველი საკითხი იქნება პარლამენტის და კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა და შემდეგ მთავრობის ფორმირება. თუ ის ამ დროისთვის მოასწრებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას რაიმე მეთოდით, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით თუ პარლამენტში ინიცირებული სწრაფი კანონით, ეს სხვა თემაა და მერე შეიძლება, ვიმსჯელოთ ეს რეალურია თუ არა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილი ასევე დადებითად აფასებს მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვას, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

„ნებისმიერ დროს, ასეთი ბოდიში კარგის მეტი არაფრის მომტანი არ არის. როდესაც მე დამიშვია შეცდომები, მეც მომიხდია ბოდიში. ამას სჭირდება გარკვეული ძალისხმევა და თუ ადამიანებს ასეთი ძალისხმევა გააჩნიათ, მიუხედავად იმისა, რა ეტაპზე იხდიან ბოდიშს, ძალიან კარგია. იყო შეცდომები დაშვებული, ჩემი მონაწილეობითაც, ჩემი მონაწილეობის გარეშეც. ეს შეცდომები იყო ობიექტურიც, სუბიექტურიც. ასე რომ, ამ ბოდიშს პოზიტივის გარდა ვერაფერს დავარქმევ“, - აცხადებს ოქრუაშვილი.

LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან ნათია თურნავა, თამარ გაბუნია და აკაკი ბობოხიძე

LIVE - "რეზიუმეს" სტუმარია ხატია დეკანოიძე

LIVE- გადაცემა Newsroom-ის სტუმარია ირაკლი ოქრუაშვილი