სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოვიჩოკი", რომლითაც ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოსა და აშშ-ში მდებარე ლაბორატორიებში მზადდება - რუსი დეპუტატი
"ნოვიჩოკი", რომლითაც ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოსა და აშშ-ში მდებარე ლაბორატორიებში მზადდება - რუსი დეპუტატი

რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის თავ­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე იური შვიტ­კი­ნი აცხა­დებს, რომ რუ­სე­თი არ არის და­კა­ვე­ბუ­ლი „ნო­ვი­ჩო­კის“ ჯგუ­ფის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის დამ­ზა­დე­ბით და მსგავ­სი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბობს. ამის შე­სა­ხებ რუს­მა დე­პუ­ტატ­მა სა­ა­გენ­ტო „რია ნო­ვოს­ტის“ გა­ნუ­ცხა­და.

„ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩვენ არ ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი მსგავ­სი ტი­პის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბით. არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ასე­თი ია­რა­ღი, ასე­თი ქი­მი­უ­რი მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აშშ-ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში“ , - გა­ნა­ცხა­და შვიტ­კინ­მა.

აქვე, მან რუ­სე­თის მი­მართ ალექ­სეი ნა­ვალ­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბებს აბ­სურ­დუ­ლი უწო­და.

გერ­მა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა „ნო­ვი­ჩო­კით“ მო­წამ­ლეს, რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბას რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი მო­რი­გი კამ­პა­ნია უწო­და.

„ნაც­ვლად იმი­სა, რომ სა­გულ­და­გუ­ლოდ ჩა­ტარ­დეს გა­მო­ძი­ე­ბა, ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნიც უნდა იყოს ჭეშ­მა­რი­ტი შე­დე­გის მი­ღე­ბა, ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ მო­რიგ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებს რა­ი­მე სა­ხის ფაქ­ტუ­რის წარ­დგე­ნის გა­რე­შე. ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ცე­ვა მო­რიგ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ად რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ“ , - გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ.

კრემ­ლის პრესმდივ­ნის დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით კი, რუ­სე­თი მზად არის გერ­მა­ნი­ას­თან ყო­ველ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის ალექ­სეი ნა­ვალ­ნის ირ­გვლივ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ, მისი თქმით, ბერ­ლინს მა­ნამ­დე გაგ­ზავ­ნილ მო­თხოვ­ნებ­ზე არ უპა­სუ­ხია.

კი­თხვა­ზე, რა პა­სუ­ხი ექ­ნე­ბა კრემლს გერ­მა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ზე, ნა­ვალ­ნის „ნო­ვი­ჩო­კით“ მო­წამ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პეს­კოვ­მა უპა­სუ­ხა, რომ ამ დრო­ის­თვის კრემლში ამა­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ შე­უძ­ლი­ათ.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი ალექ­სეი ნა­ვალ­ნი ნივ­თი­ე­რე­ბით სა­ხე­ლად „ნო­ვი­ჩო­კით“ მო­წამ­ლეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხედ­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა ტოქ­სი­კო­ლო­გი­ურ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა „ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა“ „ნო­ვი­ჩო­კის“ ნერ­ვუ­ლი აგენ­ტე­ბის ჯგუ­ფი­დან. „შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ ალექ­სეი ნა­ვალ­ნი ქი­მი­უ­რი ნერ­ვუ­ლი აგენ­ტის მსხვერ­პლი გახ­და რუ­სეთ­ში“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, 20 აგ­ვის­ტოს, რო­დე­საც რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი ალექ­სეი ნა­ვალ­ნი ქა­ლაქ ტომ­სკი­დან მოს­კოვ­ში ბრუნ­დე­ბო­და, თვითმფრი­ნავ­ში ცუ­დად გახ­და, ამი­ტომ თვითმფრი­ნა­ვი ქა­ლაქ ომ­სკში იძუ­ლე­ბით და­ეშ­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ნა­ვალ­ნი ომ­სკის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ბერ­ლინ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ გა­და­იყ­ვა­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
0
მსგავსი დეგრადირებული სახელმწიფო და მისი მმართველობა თუ სადმეა კიდევ არა მგონია რა.მართლა ბოროტების იმპერიაა!
123
0

ვაი თქვენს პატრონს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ნოვიჩოკი", რომლითაც ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოსა და აშშ-ში მდებარე ლაბორატორიებში მზადდება - რუსი დეპუტატი

"ნოვიჩოკი", რომლითაც ალექსეი ნავალნი მოწამლეს, საქართველოსა და აშშ-ში მდებარე ლაბორატორიებში მზადდება - რუსი დეპუტატი

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

„ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენ არ ვართ დაკავებული მსგავსი ტიპის ქიმიური ნივთიერებების დამზადებით. არსებობს ინფორმაცია, რომ ასეთი იარაღი, ასეთი ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებები არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის ლაბორატორიებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში“ , - განაცხადა შვიტკინმა.

აქვე, მან რუსეთის მიმართ ალექსეი ნავალნის საქმეზე ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

გერმანიის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მომწამვლელი ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს, რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები ეხმაურებიან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გერმანიის მთავრობის განცხადებას რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მორიგი კამპანია უწოდა.

„ნაცვლად იმისა, რომ საგულდაგულოდ ჩატარდეს გამოძიება, ერთობლივი მუშაობა, რომლის მიზანიც უნდა იყოს ჭეშმარიტი შედეგის მიღება, ჩვენი პარტნიორები ამჯობინებენ მორიგ საჯარო განცხადებებს რაიმე სახის ფაქტურის წარდგენის გარეშე. ეს ყველაფერი იქცევა მორიგ საინფორმაციო კამპანიად რუსეთის წინააღმდეგ“ , - განაცხადა ზახაროვამ.

კრემლის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით კი, რუსეთი მზად არის გერმანიასთან ყოველმხრივი თანამშრომლობისთვის ალექსეი ნავალნის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ, მისი თქმით, ბერლინს მანამდე გაგზავნილ მოთხოვნებზე არ უპასუხია.

კითხვაზე, რა პასუხი ექნება კრემლს გერმანიის განცხადებაზე, ნავალნის „ნოვიჩოკით“ მოწამლასთან დაკავშირებით, პესკოვმა უპასუხა, რომ ამ დროისთვის კრემლში ამაზე კვალიფიციურად პასუხის გაცემა არ შეუძლიათ.

შეგახსენებთ, დღეს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ნივთიერებით სახელად „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. მათივე ინფორმაციით, სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ აჩვენა „ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება“ „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტების ჯგუფიდან. „შემაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტის მსხვერპლი გახდა რუსეთში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 20 აგვისტოს, როდესაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში ცუდად გახდა, ამიტომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში იძულებით დაეშვა. მოგვიანებით, ნავალნი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა "ჩავარდა" - კლინიკური ცდები მონაწილის ავად გახდომის გამო შეწყდა

"ქვეცნობიერად ამით საკუთარ თავზე უფრო მეტი თქვა" - მარია ზახაროვას "ძირითადი ინსტინქტი" სერბეთ-რუსეთს შორის პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა

ბელარუსის პრემიერი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აცრეს