სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოჩნდა ბაჩანა-2 ემზარ საბანაძის სახით, რომელმაც დააყენა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი" - თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს
"გამოჩნდა ბაჩანა-2 ემზარ საბანაძის სახით, რომელმაც დააყენა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი" - თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს

დღეს თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დედა თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც გა­ცხად­და, გა­მომ­ძი­ებ­ლებს მას­თან შე­კი­თხვე­ბი ჰქონ­დათ მის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა მისი შვი­ლის ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბას­თან კავ­შირ­ზე გა­ა­კე­თა.

"გა­მოჩ­ნდა ახა­ლი ფი­გუ­რან­ტი ბა­ჩა­ნა-2 ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძის სა­ხით, რო­მელ­მაც და­ა­ყე­ნა ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და ამის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა ჩემი და­კი­თხვა", - გა­ნა­ცხა­და თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შეს­ვლამ­დე.

შე­კი­თხვა­ზე, და­ა­სა­ხე­ლებ­და თუ არა იმ სამ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს, რომ­ლებ­ზე­დაც ის გან­ცხა­დე­ბა­ში სა­უბ­რობ­და და რომ­ლე­ბიც, მისი თქმით, ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: "არა, ეს გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ა­სა­ხე­ლოს და დო­კუ­მენ­ტი წა­რად­გი­ნოს ამა­ზე, თო­რემ მე რომ მქო­ნო­და ის ფლეშ­კა, ამით და­ვა­სა­ბუ­თებ­დი და და­ვა­სა­ხე­ლებ­დი იმ ადა­მი­ა­ნებს".

პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შეს­ვლამ­დე ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მაც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი. მან გან­მარ­ტა, რომ "პრო­კუ­რა­ტუ­რამ თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვი­ლი და­ი­ბა­რა იმ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მან აქ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა გარ­კვე­უ­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამა­ზე ის დე­ტა­ლუ­რად გას­ცემს პა­სუხს იმ კი­თხვებ­ზე, რა კი­თხვე­ბიც ექ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას".

ცნო­ბი­სათ­ვის, თე­ო­ნა თა­მა­ზაშ­ვილ­მა 30 აგ­ვის­ტოს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და: "აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და თურ­ქე­თის მთავ­რო­ბებს მო­ვუ­წო­დებ, და­ინ­ტე­რეს­დნენ და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მოს­თხო­ვონ იმ სამი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის შე­სა­ხებ ფა­ი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­მა შვილ­მა შემ­თხვე­ვით გახ­სნა და გა­შიფ­რა, თუ რო­გორ მა­რაგ­დე­ბო­და ყა­რა­ბა­ღის ომი ია­რა­ღით. ზუს­ტა­დაც ამი­ტომ, ია­რა­ღის შე­სა­ძე­ნად გა­და­ა­რი­ცხი­ნეს ჩემს შვილს მი­ლი­ო­ნე­ბი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ე­ბი­დან. ია­რაღს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დიდი თან­ხა სჭირ­დე­ბა და სუს-იც ზუს­ტად ამი­ტომ არის ჩარ­თუ­ლი ჩემი შვი­ლის მო­შო­რე­ბის ამ­ბავ­ში”.

ამ გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის რე­ფორ­მის ეროვ­ნუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ემ­ზარ სა­ბა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ: "ეს ქალ­ბა­ტო­ნი აუ­ცი­ლებ­ლად და­სა­კი­თხია და იგი ვალ­დე­ბუ­ლია და­ა­სა­ხე­ლოს წყა­რო. ამ პი­როვ­ნე­ბამ ეს ინ­ფორ­მა­ცია თუ არ და­ა­დას­ტუ­რა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი უნდა დად­გეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის, ამ ქალ­ბა­ტო­ნის ქმე­დე­ბა რა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს შე­ი­ცავს. მან ან წყა­რო უნდა და­ა­სა­ხე­ლოს და ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს, ან უნდა დად­გეს მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. ვინ­მემ აუხ­სნას ქალ­ბა­ტონს, რომ მისი ქმე­დე­ბა ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვია და შე­საძ­ლოა, მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დად­გეს".

მკითხველის კომენტარები / 83 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლეკა
400

ეს მიშა რამიშვილიც მართლა ნაყიდია, თუ იმდენად უტვინოა, რომ ასეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებინებს ამ ქალს? 

დავით67
421

და რაც არ იცის როგორ დაასახელოს? ეგ ქალბატონი გამოუშვეს პროკურატურიდან თუ დატოვეს მანდ. თუ გამოუშვეს ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"გამოჩნდა ბაჩანა-2 ემზარ საბანაძის სახით, რომელმაც დააყენა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი" - თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს

"გამოჩნდა ბაჩანა-2 ემზარ საბანაძის სახით, რომელმაც დააყენა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი" - თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში გამოკითხეს

დღეს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში იმყოფებოდა. როგორც გაცხადდა, გამომძიებლებს მასთან შეკითხვები ჰქონდათ მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც თეონა თამაზაშვილმა მისი შვილის იარაღით ვაჭრობასთან კავშირზე გააკეთა.

"გამოჩნდა ახალი ფიგურანტი ბაჩანა-2 ემზარ საბანაძის სახით, რომელმაც დააყენა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი და ამის საფუძველზე ხდება ჩემი დაკითხვა", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე.

შეკითხვაზე, დაასახელებდა თუ არა იმ სამ მაღალჩინოსანს, რომლებზედაც ის განცხადებაში საუბრობდა და რომლებიც, მისი თქმით, იარაღით ვაჭრობაში არიან ჩართულნი, თეონა თამაზაშვილმა უპასუხა: "არა, ეს გამოძიებამ უნდა დაასახელოს და დოკუმენტი წარადგინოს ამაზე, თორემ მე რომ მქონოდა ის ფლეშკა, ამით დავასაბუთებდი და დავასახელებდი იმ ადამიანებს".

პროკურატურაში შესვლამდე ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმაც გააკეთა კომენტარი. მან განმარტა, რომ "პროკურატურამ თეონა თამაზაშვილი დაიბარა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან აქციაზე გააკეთა გარკვეული ჩინოვნიკების იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით. ამაზე ის დეტალურად გასცემს პასუხს იმ კითხვებზე, რა კითხვებიც ექნება გამოძიებას".

ცნობისათვის, თეონა თამაზაშვილმა 30 აგვისტოს პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განაცხადა: "აზერბაიჯანის და თურქეთის მთავრობებს მოვუწოდებ, დაინტერესდნენ და საქართველოს მთავრობას მოსთხოვონ იმ სამი მაღალჩინოსნის შესახებ ფაილები, რომლებიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ზუსტადაც ამიტომ, იარაღის შესაძენად გადაარიცხინეს ჩემს შვილს მილიონები სხვადასხვა კომპანიებიდან. იარაღს, მოგეხსენებათ, დიდი თანხა სჭირდება და სუს-იც ზუსტად ამიტომ არის ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში”.

ამ განცხადების საპასუხოდ, AMBEBI.GE-სთან საუბარში საერთაშორისო კანონმდებლობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და პენიტენციური სისტემის რეფორმის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა ემზარ საბანაძემ განაცხადა, რომ: "ეს ქალბატონი აუცილებლად დასაკითხია და იგი ვალდებულია დაასახელოს წყარო. ამ პიროვნებამ ეს ინფორმაცია თუ არ დაადასტურა, ამ შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, ამ ქალბატონის ქმედება რა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მან ან წყარო უნდა დაასახელოს და ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის ორგანოს, ან უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ვინმემ აუხსნას ქალბატონს, რომ მისი ქმედება ანტისახელმწიფოებრივია და შესაძლოა, მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს".

"ეს იყო მზაკვრულად დაგეგმილი მკვლელობა, რაც სატელიტის ჩანაწერებმაც ზუსტად დაადასტურა" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

"უკვე გარდაცვლილი იყო, უბრალოდ, აპარატზე ჰყავდათ შეერთებული და ბიუჯეტიდან თანხის ამოწურვას ელოდნენ" - დედა 26 წლის ქალიშვილის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს

გუკა რჩეულიშვილი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა