პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს მთავრობას ბელარუსისას არასდროს შევადარებ, თუმცა..." - რას ამბობს ამერიკელი გენერალი ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნასა და კრემლის ინტერესებზე
"საქართველოს მთავრობას ბელარუსისას არასდროს შევადარებ, თუმცა..." - რას ამბობს ამერიკელი გენერალი ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნასა და კრემლის ინტერესებზე

ევ­რო­პა­ში აშშ-ის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, გე­ნე­რა­ლი ბენ ჰო­ჯე­სი რამ­დე­ნი­მე დღის წინ, "ტვი­ტერ­სა" და ამე­რი­კულ გა­მო­ცე­მა The Hill-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში "ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­ტა­ნილ ცვლი­ლე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ჰო­ჯეს­მა გა­აკ­რი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ "კა­ნონ­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ" ცვლი­ლე­ბე­ბი, სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს მკვეთ­რად აზი­ა­ნებს.

"პა­ლიტ­რა მე­დი­ამ" გე­ნე­რალ­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა და გა­ნი­ხი­ლა რო­გორც კა­ნო­ნი, ისე ტე­ლე­სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნია "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" საქ­მის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი. AMBEBI.GE ბენ ჰო­ჯეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­დან მთა­ვარ ამო­ნა­რი­დებს გთა­ვა­ზობთ:

  • კა­ნო­ნი და პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი

"ტექ­ნი­კუ­რი კუ­თხით, ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ექ­სპერ­ტი არ ვარ, მაგ­რამ ამ საქ­მემ და­მა­ინ­ტე­რე­სა, რამ­დე­ნა­დაც მჯე­რა, რომ პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და მთელ შავი ზღვის რე­გი­ონ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რო­დე­საც ვხე­დავ შემ­თხვე­ვას, რო­მელ­შიც საქრთვე­ლოს მთავ­რო­ბა დგამს ნა­ბი­ჯებს პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­სა­ზღუ­დად თუ მათ­თვის დაბ­რკო­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად, ეს ჩემ­ში შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს, ჩემი ფაქ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ეჭ­ვე­ბის თა­ნახ­მად კი, კრემ­ლი, რო­გორც წესი, ამა­ში პირ­და­პირ თუ არა­პირ­და­პირ მო­ნა­წი­ლე­ობს ხოლ­მე.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ბე­ლა­რუ­სას არას­დროს შე­ვა­და­რებ, თუმ­ცა მაშ­ფო­თებს, როცა პარ­ლა­მენ­ტი აფერ­ხებს ან იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ისე­თი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით თუ მისი გავ­ლით სა­კო­მუ­ნი­კა­ციო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს შე­ზღუ­დავს ან შე­ა­ჩე­რებს.

კონ­კრე­ტუ­ლად ეს პრო­ექ­ტი ("რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ციფ­რუ­ლი ჰა­ბის პრო­ექ­ტი") მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რად­გან მო­ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ევ­რო­პის ცენ­ტრა­ლურ აზი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბას, ინ­დო­ე­თი­სა და პა­კის­ტა­ნის ჩარ­თვით. ჩემი წარ­მოდ­გე­ნით, სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო და სხვა კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, ამა­ზო­ნი, მო­ინ­დო­მებ­დნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნა­ცემ­თა ცენ­ტრე­ბი გა­ნე­თავ­სე­ბი­ნათ, იმის ნაც­ვლად, რომ ეს კავ­ში­რე­ბი რუ­სეთ­ში თუ ირან­ში შე­სუ­ლი­ყო. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამის შე­ზღუდ­ვა კრემლს აწყობს. სწო­რედ ესაა ჩემი შეშ­ფო­თე­ბის და, გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, იმედ­გაც­რუ­ე­ბის სა­გა­ნი.

თი­თო­ე­ულ მთავ­რო­ბას აქვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და უფ­ლე­ბა, სა­კი­თხე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის სა­სი­კე­თოდ მო­ახ­დი­ნოს, იქ­ნე­ბა ეს სა­გა­და­სა­ხა­დო მიზ­ნე­ბის­თვის თუ კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის­თვის - ეს ნორ­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, რამ­დე­ნა­დაც შე­ვის­წავ­ლე, არა­ფე­რი გა­მი­გია ისე­თი, რის მი­ხედ­ვი­თაც შე­იძ­ლე­ბო­და დას­კვნა, რომ ასე­თი რეტ­რო­აქ­ტი­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამ­გვა­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად იქნა მი­ღე­ბუ­ლი.

ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კომ­პა­ნია არ არის, ყვე­ლა­ზე დიდი სა­კი­თხია, თუ რა­ტომ ჩანს ისე, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლა არ სურს ან არ ახა­ლი­სებს უცხო­ურ პირ­და­პირ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს და­სავ­ლე­თი­დან. რა­ტო­მაა ასე? ეს ლო­გი­კას მოკ­ლე­ბუ­ლია. მხო­ლოდ კრემ­ლი სარ­გებ­ლობს იმით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცია არ იყოს, სა­ქარ­თვე­ლო ამით სარ­გე­ბელს არ იღებს".

  • ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტი

"ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტი გზას გახ­სნი­და უფრო დიდი და სა­კონ­ტე­ი­ნე­რო, მა­გა­ლი­თად, ჩი­ნე­თი­დან მო­მა­ვა­ლი ტვირ­თე­ბის­თვის. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვანს გახ­დი­და. ევ­რო­პუ­ლი, მა­გა­ლი­თად, დიდი ლო­გის­ტი­კუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა DHL, ან Amazon, იქ შექ­მნიდ­ნენ ცენ­ტრს ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­ზიდ­ვის­თვის. ეს და­ზო­გავ­და მო­წო­დე­ბის­თვის სა­ჭი­რო დროს, რუ­მი­ნე­თის კონ­სტან­ტას პორ­ტს და მდი­ნა­რე დუ­ნა­ის დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას შეს­ძენ­და, ეს ყო­ვე­ლი­ვე რუ­სე­თის­თვის გვერ­დის ავ­ლით მოხ­დე­ბო­და.

მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მთავ­რო­ბამ თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ­მა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" კვლავ გა­ნაგ­რძო ამ სა­პორ­ტო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის დაბ­რკო­ლე­ბე­ბის შექ­მნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია, ცხა­დია, ეს ასე არ არის. პრი­ო­რი­ტე­ტი რომ ყო­ფი­ლი­ყო, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და კი­დეც, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. რა თქმა უნდა, ამის უკან კრემ­ლი დგას, რად­გან კრემლს არ სურს სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბა; კრემლს არ სურს, ევ­რო­პულ­მა ქვეყ­ნებ­მა ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ იმ ფაქტს, რომ რუ­სეთს კვლავ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20%. ამი­ტომ, ბოჭ­კო­ვა­ნი კა­ბე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის ეს პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც რუ­სეთს გვერდს უვ­ლის, ასე­ვე არ არის კრემ­ლის ინ­ტე­რე­სებ­ში".

  • კრემ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი

"კრემ­ლის ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის, და­სავ­ლეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბას დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს. თუ გყავთ გერ­მა­ნუ­ლი, ჰო­ლან­დი­უ­რი, ფრან­გუ­ლი და იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, ასე­ვე, ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და ბიზ­ნეს­სექ­ტო­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, მა­შინ, რა თქმა უნდა, ისი­ნი ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით, და შე­ამ­ჩნე­ვენ, რომ რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლოს 20% კვლავ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს. ისი­ნი შე­ამ­ჩნე­ვენ, რომ რუ­სე­თი კვლავ უკა­ნო­ნოდ იკა­ვებს ყი­რიმს; პრე­ტენ­ზი­ებს გა­მოთ­ქვამს რუ­მი­ნე­თის გვერ­დით არ­სე­ბულ წყალ­ქვე­შა რე­სურ­სებ­ზე. ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი თით­ქოს უკა­ნა პლან­ზეა, მაგ­რამ თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სავ­ლე­თი­დან ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა, ეს დი­ნა­მი­კას შეც­ვლის. ბოლო რამ, რაც კრემლს სურს, ისაა, რომ და­სავ­ლეთ­მა ყუ­რა­დღე­ბა მი­ა­პყროს იმას, თუ რას აკე­თებს თა­ვის გარ­შე­მო რუ­სე­თი".

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქვეყნის გულშემატკივარი
0

რამდენადაც ვიცით, ანაკლიის პორტის მშენებლობა ძალიანაც უნდოდათ, მაგრამ არ ჩაიდო ინვესტორებისაგან ფული, ვერ მოიძებნა შესაფერისი ინვესტორი. ამასობაში გავიდა წლები. გადაეხადათ ამერიკელ ინვესტორებს ფული და აშენდებოდა, ვერ გაიმეტეს,ეტყობა არ იყო მათთვის საიმედო იმ ადგილას ფული ჩადება და ეხლა ისევ ჩვენ გვაბრალებენ გაფუწებულ საქმეს. 

ასე რატომ
1

გასგებია აქ ვინც აკომენტარებს უმეტესობა რუსეთის იმიჯზე მუშაობს მე თქვენ ვერ გაგეჯიბრებით იმიტომ რომ მინიმუმ სამი რამით განვსხვავდებით.. პირველი ფულზე არ ვიყიდები და რისიც არ მჯერავს იმას არასდროს დავწერ, მეორე მე უკიდეგანოდ მიყვარს სამშობლო სახელად საქართველო. თქვენ კი არ გიყვართ რადგან სიცრუეს და რუსეთის ძალმომრეობას ემხრობით. და მესამე მე ჩემ თავთან ყოველთვის მართალი ვარ როცა რამეს ვწერ თქვენგან განსხვავებით.. დანარჩენს ღმერთი განგვსჯის და ვის რა ეკუთვნის იმას მოუვლენს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"საქართველოს მთავრობას ბელარუსისას არასდროს შევადარებ, თუმცა..." - რას ამბობს ამერიკელი გენერალი ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნასა და კრემლის ინტერესებზე

"საქართველოს მთავრობას ბელარუსისას არასდროს შევადარებ, თუმცა..." - რას ამბობს ამერიკელი გენერალი ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნასა და კრემლის ინტერესებზე

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი რამდენიმე დღის წინ, "ტვიტერსა" და ამერიკულ გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაში "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა. ჰოჯესმა გააკრიტიკა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ "კანონში კომუნიკაციების შესახებ" ცვლილებები, საინვესტიციო გარემოს მკვეთრად აზიანებს.

"პალიტრა მედიამ" გენერალთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა და განიხილა როგორც კანონი, ისე ტელესაკომუნიკაციო კომპანია "კავკასუს ონლაინის" საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენები. AMBEBI.GE ბენ ჰოჯესთან ინტერვიუდან მთავარ ამონარიდებს გთავაზობთ:

  • კანონი და პირდაპირი ინვესტიციები

"ტექნიკური კუთხით, ტელეკომუნიკაციების ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ამ საქმემ დამაინტერესა, რამდენადაც მჯერა, რომ პირდაპირი ინვესტიციები საქართველოსა და მთელ შავი ზღვის რეგიონში მნიშვნელოვანია. როდესაც ვხედავ შემთხვევას, რომელშიც საქრთველოს მთავრობა დგამს ნაბიჯებს პირდაპირი ინვესტიციების შესაზღუდად თუ მათთვის დაბრკოლების შესაქმნელად, ეს ჩემში შეშფოთებას იწვევს, ჩემი ფაქტებზე დაფუძნებული ეჭვების თანახმად კი, კრემლი, როგორც წესი, ამაში პირდაპირ თუ არაპირდაპირ მონაწილეობს ხოლმე.

საქართველოს მთავრობას ბელარუსას არასდროს შევადარებ, თუმცა მაშფოთებს, როცა პარლამენტი აფერხებს ან იღებს გადაწყვეტილებას ისეთი კანონმდებლობის გატარების შესახებ, რომელიც საქართველოს მასშტაბით თუ მისი გავლით საკომუნიკაციო შესაძლებლობებს შეზღუდავს ან შეაჩერებს.

კონკრეტულად ეს პროექტი ("რეგიონალური ციფრული ჰაბის პროექტი") მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოემსახურებოდა ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებას, ინდოეთისა და პაკისტანის ჩართვით. ჩემი წარმოდგენით, სატელეკომუნიკაციო და სხვა კომპანიები, როგორიცაა მაგალითად, ამაზონი, მოინდომებდნენ, საქართველოში მონაცემთა ცენტრები განეთავსებინათ, იმის ნაცვლად, რომ ეს კავშირები რუსეთში თუ ირანში შესულიყო. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამის შეზღუდვა კრემლს აწყობს. სწორედ ესაა ჩემი შეშფოთების და, გულწრფელად რომ ვთქვა, იმედგაცრუების საგანი.

თითოეულ მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა და უფლება, საკითხების რეგულირება მოსახლეობის სასიკეთოდ მოახდინოს, იქნება ეს საგადასახადო მიზნებისთვის თუ კიბერუსაფრთხოების დაცვისთვის - ეს ნორმალური იქნებოდა. თუმცა, რამდენადაც შევისწავლე, არაფერი გამიგია ისეთი, რის მიხედვითაც შეიძლებოდა დასკვნა, რომ ასეთი რეტროაქტიული კანონმდებლობა ამგვარი მიზნების მისაღწევად იქნა მიღებული.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ინდივიდუალური კომპანია არ არის, ყველაზე დიდი საკითხია, თუ რატომ ჩანს ისე, თითქოს საქართველოს მართლა არ სურს ან არ ახალისებს უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებს დასავლეთიდან. რატომაა ასე? ეს ლოგიკას მოკლებულია. მხოლოდ კრემლი სარგებლობს იმით, რომ საქართველოში პირდაპირი ინვესტიცია არ იყოს, საქართველო ამით სარგებელს არ იღებს".

  • ანაკლიის პორტის პროექტი

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გზას გახსნიდა უფრო დიდი და საკონტეინერო, მაგალითად, ჩინეთიდან მომავალი ტვირთებისთვის. რასაკვირველია, ეს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანს გახდიდა. ევროპული, მაგალითად, დიდი ლოგისტიკური კომპანიები, როგორიცაა DHL, ან Amazon, იქ შექმნიდნენ ცენტრს ტრანსნაციონალური გადაზიდვისთვის. ეს დაზოგავდა მოწოდებისთვის საჭირო დროს, რუმინეთის კონსტანტას პორტს და მდინარე დუნაის დიდ მნიშვნელობას შესძენდა, ეს ყოველივე რუსეთისთვის გვერდის ავლით მოხდებოდა.

მაგრამ სამწუხაროდ, მთავრობამ თუ ხელისუფლებაში მყოფმა "ქართულმა ოცნებამ" კვლავ განაგრძო ამ საპორტო პროექტის განხორციელებისთვის დაბრკოლებების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს მთავარი პრიორიტეტია, ცხადია, ეს ასე არ არის. პრიორიტეტი რომ ყოფილიყო, განხორციელდებოდა კიდეც, მაგრამ ასე არ მოხდა. რა თქმა უნდა, ამის უკან კრემლი დგას, რადგან კრემლს არ სურს საქართველოს წარმატება; კრემლს არ სურს, ევროპულმა ქვეყნებმა ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. ამიტომ, ბოჭკოვანი კაბელის გამოყენების ეს პროექტი, რომელიც რუსეთს გვერდს უვლის, ასევე არ არის კრემლის ინტერესებში".

  • კრემლის ინტერესები

"კრემლის ინტერესებში არ შედის, დასავლეთმა საქართველოს უსაფრთხოებას დიდი ყურადღება მიაქციოს. თუ გყავთ გერმანული, ჰოლანდიური, ფრანგული და იტალიური კომპანიები, ასევე, ამერიკული კომპანიები და ბიზნესსექტორი, რომელიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ, მაშინ, რა თქმა უნდა, ისინი ძალიან დაინტერესებულები იქნებიან საქართველოში არსებული მდგომარეობით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით, და შეამჩნევენ, რომ რუსეთს საქართველოს 20% კვლავ ოკუპირებული აქვს. ისინი შეამჩნევენ, რომ რუსეთი კვლავ უკანონოდ იკავებს ყირიმს; პრეტენზიებს გამოთქვამს რუმინეთის გვერდით არსებულ წყალქვეშა რესურსებზე. ახლა ეს ყველაფერი თითქოს უკანა პლანზეა, მაგრამ თუ საქართველოში დასავლეთიდან ინვესტიციები იქნება, ეს დინამიკას შეცვლის. ბოლო რამ, რაც კრემლს სურს, ისაა, რომ დასავლეთმა ყურადღება მიაპყროს იმას, თუ რას აკეთებს თავის გარშემო რუსეთი".