ბესლანის ტრაგედიიდან 16 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ია თინიკაშვილი წერს:
"ბესლანის ტრაგედიიდან 16 წელი გავიდა. 2004 წლის 1-ელ სექტემბერს, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის №1 სკოლაში, სწავლის დაწყების საზეიმო ღონისძიების დროს, ისლამისტთა შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა და მოსწავლეები, მათი მშობლები, ახლობლები და მასწავლებლები მძევლად აიყვანა. სკოლის შენობაში, სამი დღის განმავლობაში, ტერორისტებს გამომწყვდეული ჰყავდათ 1100 ადამიანი, რომელთაგან ყველაზე პატარა თვენახევრის ბავშვი იყო. მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ტერორისტებმა რუსეთის ხელისუფლების ლიდერს, ვლადიმერ პუტინს მოთხოვნები წაუყენეს. მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა... სკოლაში ტერორისტების შეჭრიდან მესამე დღეს, რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა შტურმი დაიწყო, რა დროსაც 350 მძევალი დაიღუპა, საიდანაც 186 ბავშვი იყო, 500-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა. მოკლეს 31 ტერორისტი, ერთი კი ცოცხლად აიყვანეს. გარდაცვლილთა ახლობლები რუსეთის ლიდერისგან მომხდარზე პასუხს დღემდე ელიან..."
ასევე ნახეთ: სისხლიანი ტირანი - პუტინის 10 დანაშაული
ესაა რუსეთი საბჭოთა მოტრფიალენო.არაფრად უღირს ადამიანის სიცოცხლე.
მასხადოვი აპირებდა ბავშვების სკოლიდან გამოყვანას, მაგას კი პუტინი არ დაუშვებდა, მას მასხადოვის გმირობა არ აწყობდა ამიტომ ამოწვა 366 ბავშვი ბესლანში. თუმცა ოსება ამან მისადმი სიყვარული ვერ გაუნელა, მაინც ჩვენ გვიღრენენ, არადა ჩვენისთანა მათზე მზრუნველი არავინ ყოლიათ ისტორიაში.