მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა" - რას წერს პრემიერი?
"დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა" - რას წერს პრემიერი?

დღე­ი­დან ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის წლი­უ­რად ასა­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი თან­ხა გა­ი­ზარ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე წერს.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, სა­ბა­ზი­სო მიზ­ნობ­რი­ვი და ვე­ტე­რა­ნის პა­კე­ტის მო­სარ­გებ­ლე­ე­ბი 12 000 ლა­რის ნაც­ვლად, 20 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სერ­ვისს მი­ი­ღე­ბენ, ასა­კობ­რი­ვი პა­კე­ტის მო­სარ­გებ­ლე­ე­ბის­თვის 15000 ლა­რის ნაც­ვლად, პროგ­რა­მით გან­სა­ზღვრუ­ლი თან­ხა 23 000 ლარი გახ­და.

„სა­ბა­ზი­სო მიზ­ნობ­რი­ვი (სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი 70 000 ქუ­ლამ­დე, პე­და­გო­გე­ბი, სა­ხალ­ხო არ­ტის­ტე­ბი, კომ­პაქ­ტუ­რად ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­ლე­ბი, მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი, თავ­შე­საფ­რის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი) და ვე­ტე­რა­ნის პა­კე­ტის მო­სარ­გე­ებ­ლე­ე­ბი 12 000 ლა­რის ნაც­ვლად, 20 000 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სერ­ვისს მი­ი­ღე­ბენ. ასა­კობ­რი­ვი პა­კე­ტის მო­სარ­გებ­ლე­ე­ბის­თვის (0-5 წლამ­დე ბავ­შვე­ბი, ასა­კით პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, შშმ ბავ­შვე­ბი, მკვეთ­რად შე­ზღუ­დუ­ლი შშმ პი­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი) 15 000 ლა­რის ნაც­ვლად, პროგ­რა­მით გან­სა­ზღვრუ­ლი თან­ხა 23 000 ლარი გახ­და.

ეს ით­ვა­ლის­წი­ნებს ქი­მიო, სხი­ვუ­რი, ჰორ­მო­ნო­თე­რა­პი­ის და სიმ­სივ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სამი ჯგუ­ფის და სულ 21 და­სა­ხე­ლე­ბის ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტის სრუ­ლად და­ფარ­ვას, რო­მე­ლიც აქამ­დე პროგ­რა­მა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი მე­ქა­ნიზ­მით, ისე, რომ პა­ცი­ენტს არ მო­უ­წევს ზედ­მე­ტი ბი­უ­როკ­რა­ტი­ის გავ­ლა იმის­თვის, რომ ჰქონ­დეს სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა ამ სერ­ვი­სე­ბის­თვის", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქვეყნის კეთილდღეობისთვის
0

სასამართლო მთლიანად მართული და ხელისუფლებას დაქვემდებარებულ ორგანოდ იქცა. სასამართლო იმისთვის არსებობს, რომ ვინც გასამართლებელია გამართლდეს და ვინც დასასჯელია დაისაჯოს. ჩვენს სასამართლოში რა ხდება განაჩენი სამართლიანობის მიხედვით კი არ წყდება, არამედ მასიურად ან ყველას იჭერენ ან ყველას ამართლებენ. მოკლედ თუ ხელისუფლების ბრძანებაა მართალს იჭერენ, თუ ხელისუფლების ბრძანებაა კრიმინალს აპატიოსნებენ. მართმსაჯულება სამართლიანობას კი აღარ ემსახურება, არამედ ხელისფლებას. ისე რას უნდა ველოდებოდეთ, გაბინაშვილისგან, თადუმიძისგან და მათნაირებისგან? პრემიერი სასამართლოს უნდა ხედავდეს, ეს კი მალე თეთრ ხალათს ჩაიცვამს და ექიმობას დაიწყებს. 

Giorgi sixarulidze
50

უძლიერესი პრემიერ მინისტრი ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა" - რას წერს პრემიერი?

"დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა" - რას წერს პრემიერი?

დღეიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საბაზისო მიზნობრივი და ვეტერანის პაკეტის მოსარგებლეები 12 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარის ღირებულების სერვისს მიიღებენ, ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებისთვის 15000 ლარის ნაცვლად, პროგრამით განსაზღვრული თანხა 23 000 ლარი გახდა.

„საბაზისო მიზნობრივი (სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრის ბენეფიციარები) და ვეტერანის პაკეტის მოსარგეებლეები 12 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარის ღირებულების სერვისს მიიღებენ. ასაკობრივი პაკეტის მოსარგებლეებისთვის (0-5 წლამდე ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შშმ პირები და სტუდენტები) 15 000 ლარის ნაცვლად, პროგრამით განსაზღვრული თანხა 23 000 ლარი გახდა.

ეს ითვალისწინებს ქიმიო, სხივური, ჰორმონოთერაპიის და სიმსივნის საწინააღმდეგო სამი ჯგუფის და სულ 21 დასახელების ახალი მედიკამენტის სრულად დაფარვას, რომელიც აქამდე პროგრამაში გათვალისწინებული არ ყოფილა. ეს იქნება ძალიან მარტივი მექანიზმით, ისე, რომ პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი ბიუროკრატიის გავლა იმისთვის, რომ ჰქონდეს სრული დაფინანსება ამ სერვისებისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

"საქართველოს მთავრობას ბელარუსისას არასდროს შევადარებ, თუმცა..." - რას ამბობს ამერიკელი გენერალი ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნასა და კრემლის ინტერესებზე

LIVE - დღის Newsroom-ი - სტუმარი პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი

"ჩრდილოეთით - რუსეთისაკენ თუ დასავლეთით - ევროპისაკენ? - სანიმუშო საქართველო გზაგასაყართან დგას" - რას წერს გერმანული გამოცემა?