პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დევნისას ბიჭს დაუვარდა პატარა ჩანთა, რომელშიც მხოლოდ სავარცხელი და თმის ჟელე ვნახეთო" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილის თანამესაკნის ჩვენება
"დევნისას ბიჭს დაუვარდა პატარა ჩანთა, რომელშიც მხოლოდ სავარცხელი და თმის ჟელე ვნახეთო" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილის თანამესაკნის ჩვენება

მცხე­თის სა­სა­მარ­თლო­ში გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ბრალ­დე­ბის მოწ­მე­ე­ბი იკი­თხე­ბი­ან. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ნა­შა­ულს ისევ არ აღი­ა­რე­ბენ. გან­ზრახ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მო­რაგ­ბის, არ­ჩილ გაგ­ნი­ძის ად­ვო­კა­ტის, ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში უკვე დევს ჩან­თის ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხე­ბი და მას­ზე არ აღ­მოჩ­ნდა არ­ჩილ გაგ­ნი­ძის დნმ-ის კვა­ლი.

"გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ჩან­თა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის შე­დე­გად შე­რე­უ­ლი ტი­პის დნმ ამო­ვი­და. კი­თხვა იყო დას­მუ­ლი, იყო თუ არა აღ­ნიშ­ნულ ჩან­თა­ზე არ­ჩილ გაგ­ნი­ძის დნმ და აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ ჩან­თა­ზე გაგ­ნი­ძის დნმ არ ამო­სუ­ლა. თუ ვის ეკუთ­ვნის იქ ამო­სუ­ლი დნმ, ეს უც­ნო­ბია. შე­რე­უ­ლი დნმ ნიშ­ნავს, რომ სხვი­სი დნმ ამო­ვი­და, მაგ­რამ დად­გე­ნი­ლი არ არის, ვისი“, - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე კო­ბა­ი­ძემ. ად­ვო­კა­ტე­ბი იმა­საც აცხა­დე­ბენ, რომ მათი დაც­ვის ქვეშ მყოფ­ზე ზე­წო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს, რომ ეს არის სიც­რუე.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, გვსურს გან­ვა­ცხა­დოთ, რომ ბრალ­დე­ბულ­მა არ­ჩილ გაგ­ნი­ძემ მისი საქ­მის პრო­კუ­რორ­თან, მოკ­ლე დრო­ში შეხ­ვედ­რა მო­ი­თხო­ვა და შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბით პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას წე­რი­ლო­ბით მი­მარ­თა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პრო­კუ­რო­რი პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­ვი­და, თუმ­ცა მას­სა და ბრალ­დე­ბულს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია არ შედ­გა, რად­გან არ­ჩილ გაგ­ნი­ძემ იმ მო­ტი­ვით, რომ შეხ­ვედ­რას მისი ად­ვო­კა­ტე­ბი არ ეს­წრე­ბოდ­ნენ, უარი გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­თან გა­სა­უბ­რე­ბა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრალ­დე­ბულ არ­ჩილ გაგ­ნი­ძის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბა - მათი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მი­მართ ზე­წო­ლა­ზე, არის სიც­რუე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღეს ასე­ვე სკან­და­ლუ­რი ჩვე­ნე­ბა გა­ა­სა­ჯა­რო­ვა "კუ­რი­ერ­მა". რო­გორც ამ ჩვე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლის თა­ნა­მე­საკ­ნემ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან შეხ­ვედ­რა ითხო­ვა და მის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად მი­სულ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელს გა­ნუ­მარ­ტა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა სურ­და შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის­თვის.

ამის შემ­დეგ და­ი­კი­თხა თურ­მე ბრალ­დე­ბუ­ლი ნიკა ჩი­ტი­ძე და მან სკან­და­ლუ­რი ჩვე­ნე­ბა მის­ცა. პა­ტი­მა­რი ნიკა ჩი­ტი­ძე, ირ­წმუ­ნე­ბა, რომ რე­ვა­ზიშ­ვილ­მა მას უამ­ბო მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი. ჩვე­ნე­ბა 14 აგ­ვის­ტო­თი თა­რიღ­დე­ბა, ნიკა ჩი­ტი­ძე, რო­მე­ლიც რე­ვა­ზიშ­ვი­ლის თა­ნა­მე­საკ­ნეა, ჰყვე­ბა 18 ივ­ნი­სის ღა­მის დე­ტა­ლებს, რომ­ლის შე­სა­ხებ მას რე­ვა­ზიშ­ვილ­მა უამ­ბო.

"ავე­დით ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე, არაგ­ვის ხიდ­თან და­ვი­ნა­ხეთ 3-4 ბი­ჭიო. მათ და­ნახ­ვა­ზე ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვან­მა იყ­ვი­რა, ესე­ნი არი­ან ამა­თი დედა ****. მძღო­ლის გარ­და ყვე­ლა­ნი გა­და­ვე­დით მან­ქა­ნი­დან და გა­ვი­ქე­ცით იმ ბი­ჭე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თო. ისი­ნი ჩვენ და­ნახ­ვა­ზე გა­იქ­ცნენ, გა­დაჭ­რეს გზა და ხი­დის ქვე­მო ჩა­სას­ვლე­ლის­კენ გა­იქ­ცნე­ნო. ჩვენც იმ ად­გი­ლას რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, შე­ვამ­ჩნიე, რომ ერთ-ერთი ბიჭი იქვე ბუჩ­ქებ­ში იმა­ლე­ბო­და და მე ამ ბი­ჭთან დავ­რჩი. დევ­ნის დროს ერთი ბიჭი არაგ­ვის ხი­დის ქვეშ გა­მა­ვა­ლი გზის­კენ გა­იქ­ცა, მას მიყ­ვნენ აჩო გაგ­ნი­ძე, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი, ზ.ხ და ა.ქ და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 წუ­თის შემ­დეგ ისი­ნი უკან დაბ­რუნ­დნენ და თქვეს დედა მო... ამის შემ­დეგ ჩვენ ჩავ­სხე­დით მან­ქა­ნა­ში, მან­ქა­ნა­ში ძა­ლით ჩავ­სვით ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, თუმ­ცა არ გვი­ცე­მია, აჩო გაგ­ნი­ძე მას სი­ტყვი­ე­რად ეჩხუ­ბა და გი­ნე­ბა და­უ­წყო, რა­ზეც ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა უთხრა, მე არა­ფერ შუ­ა­ში ვარო. ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო, გზა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე პირ­ჯვა­რი გა­და­ი­წე­რა. გაგ­ნი­ძე შემ­დეგ მან­ქა­ნა­ში მოყ­ვა, რომ და­ვე­წი­ეთ იმ ბიჭს ჯერ ხე­ლის გუ­ლე­ბი და­ვარ­ტყი ორი­ვე თვა­ლის მი­და­მო­ში და თავი ჩა­ვარ­ტყი სა­ხე­ში, შემ­დეგ მუშ­ტი ჩა­ვარ­ტყი და ტუჩი გა­უს­კდაო. ამის შემ­დეგ ბიჭი წა­იქ­ცა და ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვან­მა, ზხ- მ და ა.ქ. და მე წიხ­ლე­ბი ვურ­ტყი­თო. აჩო გაგ­ნი­ძეს უთ­ქვამს, ცე­მის დროს ბიჭი გაგ­ვექ­ცა მდი­ნა­რის­კე­ნო, უკან მი­ყო­ლი­ან ყვე­ლა­ნი და ამ დროს მდი­ნა­რე­ში გა­დაგ­ვი­ვარ­და ეს ბიჭი დედა მო**** და და­იხ­რჩოო", - ნათ­ქვა­მია ნიკა ჩი­ტი­ძის ჩვე­ნე­ბა­ში.

იქ ასე­ვე სა­უ­ბა­რია ჩან­თა­ზე, რომ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხ­საც დღემ­დე ყვე­ლა ელო­დე­ბა. თუ ამ ჩვე­ნე­ბას და­ვეყ­რდნო­ბით, გა­მო­დის რომ ჩან­თა­ზე ა.ქ. - ს დნმ-ის კვა­ლი ამო­ვა.

"დევ­ნის დროს ბიჭს და­უ­ვარ­და პა­ტა­რა ჩან­თა, რო­მე­ლიც გავ­ხსე­ნით და შიგ­ნით მხო­ლოდ სა­ვარ­ცხე­ლი და თმის ჟელე ვნა­ხე­თო. ა.ქ-მ ჩან­თა იქვე არაგ­ვის ხი­დის ბე­ტო­ნის საყ­რდენ­ზე დადო, იმი­ტომ რომ ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს გა­ი­გებს ჩვენ­ზეო, იფიქ­რე­ბენ ჩან­თის პატ­რო­ნი გა­დახ­ტაო. აჩო გაგ­ნი­ძემ ისიც თქვა, ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ბაზ­რდეს მთქმელს და მის ოჯახს დე­დას მ**** რა­ზეც ჩი­ქო­ვან­მა და­ა­მა­ტა, რა უნდა გა­ბაზ­რდეს, ვინც ამას იტყვის, ის ზო­ნა­ში ვერ­სად გა­ჩერ­დე­ბა, ბო­ზის სა­ხე­ლი ექ­ნე­ბაო, აჩო გაგ­ნი­ძეს ჩი­ქო­ვა­ნის­თვის უთ­ქვამს, ხომ არ დავ­რჩით სა­ბურ­თა­ლო­ე­ლებს ვალ­ში, ხომ ავუ­ღეთ აბა­რო­ტი ამა­თი დედა მ****". - წე­რია ჩვე­ნე­ბა­ში.

ამა­ვე ჩვე­ნე­ბით ირ­კვე­ვა, რომ 18 ივ­ნი­სის დე­ტა­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია რე­ვა­ზიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს - ნი­ნო­საც ჰქონ­და. ეს სა­უ­ბა­რი მან მო­ის­მი­ნა შემ­თხვე­ვის მე­ო­რე დღეს, როცა ნიკა ჟვა­ნია მი­ვი­და რე­ვა­ზიშ­ვი­ლის სახ­ლში ნიკა ცერ­ცვა­ძის ავ­ტო­მო­ბი­ლით და სთხო­ვა, წა­სუ­ლი­ყო კვლავ მცხე­თა­ში და ენა­ხა სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ირ­კვე­ვა, რომ ისი­ნი ჩა­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ მცხე­თა­ში. პა­ტი­მა­რი ჩი­ტი­ძე იმა­საც ამ­ბობს, რე­ვა­ზიშ­ვი­ლი მთხოვ­და, მე დავ­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი მა­მა­მის­სო.

"მან ჩა­მა­წე­რი­ნა მა­მა­მი­სის ნო­მე­რი და მი­თხრა, და­მე­რე­კა მის­თვის, რომ ნი­კას მე­უღ­ლე ანი, ჩა­მო­ეყ­ვა­ნა კას­პი­დან, რად­გან მის მე­ზო­ბელ გო­გოს, დი­კოს ქმა­რი ან თა­ვად დიკო მუ­შა­ობ­და პო­ლი­ცი­ა­ში, ან ჰქონ­და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა პო­ლი­ცი­ას­თან, რის გა­მოც ნი­კას არ უნ­დო­და ანი იმ ხალ­ხის სი­ახ­ლო­ვეს ყო­ფი­ლი­ყო. ნერ­ვი­უ­ლობ­და რამე არ წა­მოც­დეს ჩემ­ზე და ეს მერე პო­ლი­ცი­ამ არ გა­ი­გო­სო. შემ­დეგ მა­მა­მის­თან ისიც და­მა­ბა­რა მი­სუ­ლი­ყო ბი­ჭთან, გვა­რად, ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან იმ მიზ­ნით, რომ ამირ­ხა­ნაშ­ვილს მი­ე­ცა ისე­თი ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავ­და მის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას. ანუ ამირ­ხა­ნაშ­ვილს უნდა მი­ე­ცა ჩვე­ნე­ბა, რომ ნიკა რე­ვა­ზიშ­ვილ­მა და მის­მა თან­მხლებ­მა პი­რებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ამ უკა­ნას­კნე­ლის სურ­ვი­ლით წა­მო­იყ­ვა­ნეს და არა იძუ­ლე­ბით. თუმ­ცა ბო­ლოს ნიკა რე­ვა­ზიშ­ვილ­მა გა­და­ი­ფიქ­რა და­ნა­ბა­რე­ბის გა­და­ცე­მა და მი­თხრა, რომ ამის შე­სა­ხებ მა­მი­სის­თვის არ მეთ­ქვა. რად­გან თა­ვად უწერ­და წე­რი­ლებს ად­ვო­კატს, გამ­ყოფ მი­ნა­ზე ადებ­და და ამ გზით აგე­ბი­ნებ­და მა­მა­მი­სის­თვის გა­და­სა­ცემ ინ­ფორ­მა­ცი­ას", - ამ­ბობს ჩვე­ნე­ბა­ში ჩი­ტი­ძე.

გა­მო­ად­გე­ბა თუ არა პრო­კუ­რა­ტუ­რას მოწ­მის ირი­ბი ჩვე­ნე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ბრა­ლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით საქ­მე­ზე მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბიც არ გა­სა­ჯა­რო­ვე­ბუ­ლა. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ ამ ცოტა ხნის წინ, მე­დი­ა­ში გა­სა­ჯა­როვ­და ნიკა რე­ვა­ზიშ­ვი­ლის ცი­ხი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი, სა­დაც ის ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფ­და.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
14

ცოტა საეჭვოა, რომ თანამესაკნეს ასე გადაუშალა გული. ყველამ იცის, რომ არსებობენ ე. წ. ნასედკები.

მდააა
2

" შე­ვამ­ჩნიე, რომ ერთ-ერთი ბიჭი იქვე ბუჩ­ქებ­ში იმა­ლე­ბო­და და მე ამ ბი­ჭთან დავ­რჩი" - რას ნიშნავს? გასამხნევებლად დარჩა, ეძებდა და დიდი ბუჩქნარი იყო და ვერ იპოვა, ცემდა, აკავებდა თუ რა. რას ნიშნავს დავრჩი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დევნისას ბიჭს დაუვარდა პატარა ჩანთა, რომელშიც მხოლოდ სავარცხელი და თმის ჟელე ვნახეთო" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილის თანამესაკნის ჩვენება

"დევნისას ბიჭს დაუვარდა პატარა ჩანთა, რომელშიც მხოლოდ სავარცხელი და თმის ჟელე ვნახეთო" - შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული რევაზიშვილის თანამესაკნის ჩვენება

მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს და ბრალდების მოწმეები იკითხებიან. ბრალდებულები დანაშაულს ისევ არ აღიარებენ. განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქმეში უკვე დევს ჩანთის ექსპერტიზის პასუხები და მასზე არ აღმოჩნდა არჩილ გაგნიძის დნმ-ის კვალი.

"გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად შერეული ტიპის დნმ ამოვიდა. კითხვა იყო დასმული, იყო თუ არა აღნიშნულ ჩანთაზე არჩილ გაგნიძის დნმ და აღნიშნული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ჩანთაზე გაგნიძის დნმ არ ამოსულა. თუ ვის ეკუთვნის იქ ამოსული დნმ, ეს უცნობია. შერეული დნმ ნიშნავს, რომ სხვისი დნმ ამოვიდა, მაგრამ დადგენილი არ არის, ვისი“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. ადვოკატები იმასაც აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლა მიმდინარეობს, თუმცა გენერალური პროკურატურა ამბობს, რომ ეს არის სიცრუე.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ მისი საქმის პროკურორთან, მოკლე დროში შეხვედრა მოითხოვა და შესაბამისი განცხადებით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას წერილობით მიმართა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურორი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, თუმცა მასსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაცია არ შედგა, რადგან არჩილ გაგნიძემ იმ მოტივით, რომ შეხვედრას მისი ადვოკატები არ ესწრებოდნენ, უარი განაცხადა პროკურორთან გასაუბრებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადება - მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ზეწოლაზე, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ასევე სკანდალური ჩვენება გაასაჯაროვა "კურიერმა". როგორც ამ ჩვენებიდან ირკვევა, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ნიკოლოზ რევაზიშვილის თანამესაკნემ სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრა ითხოვა და მის მოსანახულებლად მისულ სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუმარტა, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება სურდა შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის.

ამის შემდეგ დაიკითხა თურმე ბრალდებული ნიკა ჩიტიძე და მან სკანდალური ჩვენება მისცა. პატიმარი ნიკა ჩიტიძე, ირწმუნება, რომ რევაზიშვილმა მას უამბო მომხდარის დეტალები. ჩვენება 14 აგვისტოთი თარიღდება, ნიკა ჩიტიძე, რომელიც რევაზიშვილის თანამესაკნეა, ჰყვება 18 ივნისის ღამის დეტალებს, რომლის შესახებ მას რევაზიშვილმა უამბო.

"ავედით ცენტრალურ გზაზე, არაგვის ხიდთან დავინახეთ 3-4 ბიჭიო. მათ დანახვაზე ვახტანგ ჩიქოვანმა იყვირა, ესენი არიან ამათი დედა ****. მძღოლის გარდა ყველანი გადავედით მანქანიდან და გავიქეცით იმ ბიჭების მიმართულებითო. ისინი ჩვენ დანახვაზე გაიქცნენ, გადაჭრეს გზა და ხიდის ქვემო ჩასასვლელისკენ გაიქცნენო. ჩვენც იმ ადგილას რომ მივუახლოვდით, შევამჩნიე, რომ ერთ-ერთი ბიჭი იქვე ბუჩქებში იმალებოდა და მე ამ ბიჭთან დავრჩი. დევნის დროს ერთი ბიჭი არაგვის ხიდის ქვეშ გამავალი გზისკენ გაიქცა, მას მიყვნენ აჩო გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ და ა.ქ დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ და თქვეს დედა მო... ამის შემდეგ ჩვენ ჩავსხედით მანქანაში, მანქანაში ძალით ჩავსვით ამირხანაშვილი, თუმცა არ გვიცემია, აჩო გაგნიძე მას სიტყვიერად ეჩხუბა და გინება დაუწყო, რაზეც ამირხანაშვილმა უთხრა, მე არაფერ შუაში ვარო. ამირხანაშვილი შეშინებული იყო, გზაზე რამდენჯერმე პირჯვარი გადაიწერა. გაგნიძე შემდეგ მანქანაში მოყვა, რომ დავეწიეთ იმ ბიჭს ჯერ ხელის გულები დავარტყი ორივე თვალის მიდამოში და თავი ჩავარტყი სახეში, შემდეგ მუშტი ჩავარტყი და ტუჩი გაუსკდაო. ამის შემდეგ ბიჭი წაიქცა და ვახტანგ ჩიქოვანმა, ზხ- მ და ა.ქ. და მე წიხლები ვურტყითო. აჩო გაგნიძეს უთქვამს, ცემის დროს ბიჭი გაგვექცა მდინარისკენო, უკან მიყოლიან ყველანი და ამ დროს მდინარეში გადაგვივარდა ეს ბიჭი დედა მო**** და დაიხრჩოო", - ნათქვამია ნიკა ჩიტიძის ჩვენებაში.

იქ ასევე საუბარია ჩანთაზე, რომლის ექსპერტიზის პასუხსაც დღემდე ყველა ელოდება. თუ ამ ჩვენებას დავეყრდნობით, გამოდის რომ ჩანთაზე ა.ქ. - ს დნმ-ის კვალი ამოვა.

"დევნის დროს ბიჭს დაუვარდა პატარა ჩანთა, რომელიც გავხსენით და შიგნით მხოლოდ სავარცხელი და თმის ჟელე ვნახეთო. ა.ქ-მ ჩანთა იქვე არაგვის ხიდის ბეტონის საყრდენზე დადო, იმიტომ რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებს ჩვენზეო, იფიქრებენ ჩანთის პატრონი გადახტაო. აჩო გაგნიძემ ისიც თქვა, ეს ამბავი რომ გაბაზრდეს მთქმელს და მის ოჯახს დედას მ**** რაზეც ჩიქოვანმა დაამატა, რა უნდა გაბაზრდეს, ვინც ამას იტყვის, ის ზონაში ვერსად გაჩერდება, ბოზის სახელი ექნებაო, აჩო გაგნიძეს ჩიქოვანისთვის უთქვამს, ხომ არ დავრჩით საბურთალოელებს ვალში, ხომ ავუღეთ აბაროტი ამათი დედა მ****". - წერია ჩვენებაში.

ამავე ჩვენებით ირკვევა, რომ 18 ივნისის დეტალებზე ინფორმაცია რევაზიშვილის მეუღლეს - ნინოსაც ჰქონდა. ეს საუბარი მან მოისმინა შემთხვევის მეორე დღეს, როცა ნიკა ჟვანია მივიდა რევაზიშვილის სახლში ნიკა ცერცვაძის ავტომობილით და სთხოვა, წასულიყო კვლავ მცხეთაში და ენახა სამძებრო ღონისძიებები. ირკვევა, რომ ისინი ჩასულები იყვნენ მცხეთაში. პატიმარი ჩიტიძე იმასაც ამბობს, რევაზიშვილი მთხოვდა, მე დავკონტაქტებოდი მამამისსო.

"მან ჩამაწერინა მამამისის ნომერი და მითხრა, დამერეკა მისთვის, რომ ნიკას მეუღლე ანი, ჩამოეყვანა კასპიდან, რადგან მის მეზობელ გოგოს, დიკოს ქმარი ან თავად დიკო მუშაობდა პოლიციაში, ან ჰქონდა ახლო ურთიერთობა პოლიციასთან, რის გამოც ნიკას არ უნდოდა ანი იმ ხალხის სიახლოვეს ყოფილიყო. ნერვიულობდა რამე არ წამოცდეს ჩემზე და ეს მერე პოლიციამ არ გაიგოსო. შემდეგ მამამისთან ისიც დამაბარა მისულიყო ბიჭთან, გვარად, ამირხანაშვილთან იმ მიზნით, რომ ამირხანაშვილს მიეცა ისეთი ჩვენება, რომელიც გამორიცხავდა მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ანუ ამირხანაშვილს უნდა მიეცა ჩვენება, რომ ნიკა რევაზიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა შემთხვევის ადგილიდან ამირხანაშვილი ამ უკანასკნელის სურვილით წამოიყვანეს და არა იძულებით. თუმცა ბოლოს ნიკა რევაზიშვილმა გადაიფიქრა დანაბარების გადაცემა და მითხრა, რომ ამის შესახებ მამისისთვის არ მეთქვა. რადგან თავად უწერდა წერილებს ადვოკატს, გამყოფ მინაზე ადებდა და ამ გზით აგებინებდა მამამისისთვის გადასაცემ ინფორმაციას", - ამბობს ჩვენებაში ჩიტიძე.

გამოადგება თუ არა პროკურატურას მოწმის ირიბი ჩვენება სასამართლოში ბრალდებულების ბრალის დასამტკიცებლად, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჯერჯერობით საქმეზე მოწმეების დაკითხვა აქტიურად მიმდინარეობს და ექსპერტიზის დასკვნებიც არ გასაჯაროვებულა. ისიც ცნობილია, რომ ამ ცოტა ხნის წინ, მედიაში გასაჯაროვდა ნიკა რევაზიშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი, სადაც ის ბრალდებებს უარყოფდა.

"მოზარდის გარდაცვალება ფარავს ყველაფერს, რომ რაიმე საშეღავათო პირობა მოვითხოვოთ" - ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა

დაკავებული პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც ლისის გზაზე მოზარდი იმსხვერპლა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნაზე უარს ამბობს

"მოგვიტანეს აბსურდული ანგარიში... როცა უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე, მცემეს, ბარის თანამშრომელი გოგო სკამს მირტყამდა" - რა გადახდა მომხმარებელს თბილისის ერთ-ერთ ბარში?