სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც 100%-იანი დაფინანსება მიიღეს - "სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა  გამოცდებზე წარმატებისთვის"
გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც 100%-იანი დაფინანსება მიიღეს - "სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა  გამოცდებზე წარმატებისთვის"

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრმა დღეს ჩა­რი­ცხვე­ბი­სა და გრან­ტის გა­ნა­წი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 2020 წელს უმაღ­ლეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლას 29 614 აბი­ტუ­რი­ენ­ტი გა­აგ­რძე­ლებს. სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტი 6550-მდე გა­მო­საც­დელ­მა მო­ი­პო­ვა, ამათ­გან 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო 1000-ზე მეტ­მა, 70%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა - 1500-მდე, 50%-იანი გრან­ტი კი 4000-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა და­იმ­სა­ხუ­რა. Mshoblebi.ge 100%-იანი გრან­ტით ჩა­რი­ცხულ რამ­დე­ნი­მე აბი­ტუ­რი­ენტს გა­ე­სა­უბ­რა:

ნა­ნუ­კა მუშ­კუ­დი­ა­ნი:

- ქუ­თა­ი­სის 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და ჩა­ვი­რი­ცხე აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ინ­გლი­სურ ფი­ლო­ლო­გი­ა­ზე. ქარ­თულ­ში 70/64, ინ­გლი­სუ­რი 80/75, ის­ტო­რი­ა­ში 60/55 ქულა ავი­ღე. სი­მარ­თლე გი­თხრათ, 100%-იან გრანტს თუ ვერა, 70-იანს მა­ინც ვფიქ­რობ­დი. ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, რომ 100%-იანს ავი­ღებ­დი. სა­მი­ვე სა­გან­ში ვემ­ზა­დე­ბო­დი რე­პე­ტი­ტორ­თან.

- რო­გო­რი მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვს? რას გვე­ტყვი სკო­ლა­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნა­ზე?

- მე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ ეს წარ­მა­ტე­ბა გა­ვა­მარ­თლო და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენ­ტად ვიქ­ცე, ამი­ტომ მო­ლო­დი­ნე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად კარ­გი მაქვს. ჩემი აზ­რით, მხო­ლოდ ერთი წლით რე­პე­ტი­ტო­რებ­თან სი­ა­რუ­ლით, ამ შე­დე­გის მიღ­წე­ვა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. სკო­ლა­ში მი­ღე­ბულ­მა ცოდ­ნამ და ჩემ­მა აქ­ტი­უ­რო­ბამ კი გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ ეს წელი არ იყო ჩემ­თვის და­ძა­ბუ­ლი და უფრო ად­ვი­ლად მი­ვაღ­წიე სა­სურ­ველ შე­დეგ­საც.

მარი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი:

- და­ვამ­თავ­რე თბი­ლი­სის 129-ე სა­ჯა­რო სკო­ლა. ჩა­ვი­რი­ცხე თბი­ლი­სის ივა­ნე ჯვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. ქარ­თულ­ში - 68, ზო­გად უნა­რებ­ში - 68, უცხო ენა­ში - 80, ის­ტო­რი­ა­ში კი - 53 ქულა ავი­ღე. რე­პე­ტი­ტო­რებ­თან ვემ­ზა­დე­ბო­დი და ქუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­ლო­დი­ნიც მქონ­და, რომ სრულ და­ფი­ნან­სე­ბას მო­ვი­პო­ვებ­დი.

- რო­გორ შე­ფა­სებთ სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის დო­ნეს, რომ არა რე­პე­ტი­ტო­რე­ბი, გა­გი­ჭირ­დე­ბო­დათ ამ შე­დე­გის მიღ­წე­ვა?

- ვფიქ­რობ, დიახ. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბო­და, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ასე წარ­მა­ტე­ბით ჩა­სა­ბა­რებ­ლად.

100-იანი გრან­ტით ჩა­ი­რი­ცხა "თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვისრსი­ტეტ­ში" ელექტრო და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ზუკა შა­ყუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კერ­ძო სკო­ლა "ბრი­ტა­ნი­კის" კურ­სა­დამ­თავ­რე­ბუ­ლია. მა­თე­მა­ტი­კა­ში 59 ქუ­ლი­დან 59 აიღო. ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში - 70-დან 69, ხოლო ინ­გლი­სურ­ში 77 ქუ­ლის აღე­ბა შეძ­ლო. თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ელექტრო და კომ­პი­უ­ტე­რულ ინ­ჟი­ნე­რი­ა­ზე ჩა­ა­ბა­რა. ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ცოტა ხნის წინ ამ­ბობ­და, რომ კმა­ყო­ფი­ლი იყო შე­დე­გე­ბით. "მე­ცა­დი­ნე­ო­ბა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მათი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევ­დი". წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მშობელი
11

სკოლებში არ ასწავლიან ნორმალურად, მე12 კლასი დროის ფლანგვაა, ყველას მაინც რეპეტიტორებთან დაჰყავთ ბავშვები. ესეც თქვენი განათლების სისტემა

gio
7

ეს კარგია მაგრამ ვინმე თუ გვყავს ამ წელს ჰარვარდის , იელის , კოლუმბიის ,სტენფორდის, მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში ვინც ჩააბარა საქართველოდან სრული დაფინანსებით ???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც 100%-იანი დაფინანსება მიიღეს - "სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა  გამოცდებზე წარმატებისთვის"

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც 100%-იანი დაფინანსება მიიღეს - "სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა  გამოცდებზე წარმატებისთვის"

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა დღეს ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას 29 614 აბიტურიენტი გააგრძელებს. სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება - 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა. Mshoblebi.ge 100%-იანი გრანტით ჩარიცხულ რამდენიმე აბიტურიენტს გაესაუბრა:

ნანუკა მუშკუდიანი:

- ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლა დავამთავრე და ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიაზე. ქართულში 70/64, ინგლისური 80/75, ისტორიაში 60/55 ქულა ავიღე. სიმართლე გითხრათ, 100%-იან გრანტს თუ ვერა, 70-იანს მაინც ვფიქრობდი. ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ 100%-იანს ავიღებდი. სამივე საგანში ვემზადებოდი რეპეტიტორთან.

- როგორი მოლოდინები გაქვს? რას გვეტყვი სკოლაში მიღებულ ცოდნაზე?

- მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს წარმატება გავამართლო და წარმატებული მოსწავლე წარმატებულ სტუდენტად ვიქცე, ამიტომ მოლოდინებიც შესაბამისად კარგი მაქვს. ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი წლით რეპეტიტორებთან სიარულით, ამ შედეგის მიღწევა გამიჭირდებოდა. სკოლაში მიღებულმა ცოდნამ და ჩემმა აქტიურობამ კი განაპირობა ის, რომ ეს წელი არ იყო ჩემთვის დაძაბული და უფრო ადვილად მივაღწიე სასურველ შედეგსაც.

მარი ღვინიაშვილი:

- დავამთავრე თბილისის 129-ე საჯარო სკოლა. ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯვახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე. ქართულში - 68, ზოგად უნარებში - 68, უცხო ენაში - 80, ისტორიაში კი - 53 ქულა ავიღე. რეპეტიტორებთან ვემზადებოდი და ქულებიდან გამომდინარე მოლოდინიც მქონდა, რომ სრულ დაფინანსებას მოვიპოვებდი.

- როგორ შეფასებთ სკოლაში სწავლების დონეს, რომ არა რეპეტიტორები, გაგიჭირდებოდათ ამ შედეგის მიღწევა?

- ვფიქრობ, დიახ. მიუხედავად ყველაფრისა, სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა, ეროვნული გამოცდების ასე წარმატებით ჩასაბარებლად.

100-იანი გრანტით ჩაირიცხა "თავისუფალ უნივისრსიტეტში" ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე ზუკა შაყულაშვილი, რომელიც კერძო სკოლა "ბრიტანიკის" კურსადამთავრებულია. მათემატიკაში 59 ქულიდან 59 აიღო. ქართულ ენასა და ლიტერატურაში - 70-დან 69, ხოლო ინგლისურში 77 ქულის აღება შეძლო. თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიაზე ჩააბარა. ჩვენთან ინტერვიუში ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ კმაყოფილი იყო შედეგებით. "მეცადინეობა და მასწავლებლების ძალისხმევა, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია. მათი დახმარების გარეშე ვერაფერს მივაღწევდი". წაიკითხეთ სრულად

ორ ადამიანს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მომხმარებელთან შეხება არ ჰქონდა - რას აცხადებენ "ნიკორაში"

დავით ნარმანია USAID-ის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

თბილისში, "ნიკორას" მაღაზიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა