მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისგან ისეთივე პიროვნება გამოძერწეს, როგორც მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის" - რას ამბობს ჟირინოვსკი ნავალნისა და სააკაშვილზე?
"მისგან ისეთივე პიროვნება გამოძერწეს, როგორც მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის" - რას ამბობს ჟირინოვსკი ნავალნისა და სააკაშვილზე?

რუ­სე­თის რა­დი­ო­სად­გურ"„კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­დას" («Комсомольская правда») სტუ­დი­ა­ში ისა­უბ­რა ლი­ბე­რა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა, სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს წევ­რმა ვლა­დი­მერ ჟი­რი­ნოვ­სკიმ, რო­მელ­მაც გა­და­ცე­მის წამ­ყვან­თან სერ­გეი მარ­დან­თან თა­ვი­სი თვალ­საზ­რი­სი გა­მო­ხა­ტა ბე­ლა­რუს­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის, რუ­სეთ-ბე­ლა­რუ­სის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის ალექ­სი ნა­ვალ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ. იგი შე­ე­ხო და­სავ­ლე­თის როლს პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში "ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის" მომ­ზა­დე­ბა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც...

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ვლა­დი­მერ ჟი­რი­ნოვ­სკის სა­უბ­რი­დან:

- უკვე ერთი კვი­რაა ალექ­სეი ნა­ვალ­ნი კო­მა­ში იმ­ყო­ფე­ბა, რაც მსოფ­ლიო მა­ს­მე­დი­ის, უცხო­ე­თის წამ­ყვა­ნი გა­ზე­თე­ბის მთა­ვარ თე­მას წარ­მო­ად­გენს. თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეს რუ­სეთს მისი უც­ნა­უ­რი მო­წამ­ვლით? თუ ამ ყვე­ლა­ფერს და­სავ­ლე­თი ერთი თვის შემ­დეგ დაი­ვი­წყებს?

- მათ და­ი­ნა­ხეს, რომ ხა­ბა­როვ­სკში მე­ტად ვე­ღარ გა­ქა­ჩა­ვენ საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლებს... ჩვენ, მარ­თა­ლია, მხარს ვუ­ჭერთ სერ­გეი ფურ­გალს (ექს-გუ­ბერ­ნა­ტორს, ლდპ-ის წევ­რს, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი - ს.კ.), მაგ­რამ ქუ­ჩის პრო­ტეს­ტებ­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ... უფა­ში მო­სახ­ლე­ო­ბა სო­დის კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც ეკო­ლო­გი­ას არ­ღვევს, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია გა­ნე­იტ­რალ­და. არ­ხან­გელსკში გა­მოს­ვლე­ბი იყო ნაგ­ვის დაწ­ვის პო­ლი­გო­ნის გამო, იქაც შე­წყდა...

ესე იგი, სა­ჭი­როა ახა­ლი დე­ტო­ნა­ტო­რი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ძა­ბუ­ლო­ბა­ში ამ­ყო­ფებს. მთა­ვა­რია, მო­ი­ძებ­ნოს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, სა­ზღვარ­გა­რეთ გა­იყ­ვა­ნონ და მერე მას­თან იმუ­შა­ონ. მა­გა­ლი­თად, სვეტ­ლა­ნა ტი­ხა­ნოვ­სკა­ია უცხო­ეთ­შია... სა­ერ­თოდ, და­სავ­ლე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს შე­უძ­ლი­ათ, რომ ალექ­სი ნა­ვალ­ნი მძი­მე ავად­მყო­ფად წარ­მო­სა­ხონ. კო­მა­ში ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის შეყ­ვა­ნაც ხდე­ბა ხოლ­მე - მი­ე­ცი ძი­ლის­მომ­გვრე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ძლი­ე­რი დოზა და მორ­ჩა. ნარ­კო­ზი­ვით არის. დრო­შია გათ­ვლი­ლი, თან­და­თა­ნო­ბით გრძელ­დე­ბა.

რა­ტომ წა­იყ­ვა­ნეს ასე საჩ­ქა­როდ გერ­მა­ნი­ა­ში? იმი­ტომ, რომ შე­ე­შინ­დათ - ალი­ო­შა გონს მო­ე­გე­ბა და ჯან­მრთე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბაო, იმათ კი იგი ავად­მყო­ფის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სჭირ­დე­ბათ. მას ხომ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ზა­დებ­დნენ მსგავ­სი რო­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად, ჯერ კი­დევ იე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყოფ­ნი­სას. როცა იგი იქ სტა­ჟი­რე­ბას გა­დი­ო­და, იქვე "და­ა­ვერ­ბოვ­კეს", გა­და­ი­ბი­რეს. ანუ მის­გან ისე­თი­ვე პი­როვ­ნე­ბა გა­მო­ძერ­წეს, რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, რო­გორც სვეტ­ლა­ნა ტი­ხა­ნოვ­სკა­ია, უფრო სწო­რად კი მისი ქმა­რი გახ­და ბე­ლა­რუ­სი­სათ­ვის. მოკ­ლედ, მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი პოსტსაბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბი­სათ­ვის და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის­თვი­საც.

ასე მზად­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ამ ოპე­რა­ცი­ა­ში და­სავ­ლეთს დიდი ფული აქვს ჩა­დე­ბუ­ლი. ავი­ღოთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. ისი­ნი ძა­ლი­ან შე­შინ­დნენ, 2008 წლის ომის შემ­დეგ. მა­ნამ­დე კი ასე ამ­ბობ­დნენ: "ჩვე­ნი ოქ­როს ბიჭი... რამ­დე­ნი რამ ჩავ­დეთ მას­ში... ხე­დავთ, რა კარ­გად მუ­შა­ობს, კარ­გად იქ­ცე­ვა, რამ­დენ კარგ საქ­მეს აკე­თებს“ და უცებ... და­სავ­ლეთ­მა და­ი­ნა­ხა, რომ ჩვენ მისი და­პა­ტიმ­რე­ბაც კი შეგ­ვეძ­ლო, მისი გა­სა­მარ­თლე­ბა, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბა. ჩვენ ამის სრუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი გვქონ­და.

ალი­ო­შა კი 10 წლის წინ „და­ა­ვერ­ბოვ­კეს“. ამის­თვის არ­სე­ბო­ბენ სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი - მა­გა­ლი­თად, ფრიდ­რიხ ნა­უ­მა­ნის ფონ­დი და სხვე­ბი. ისი­ნი თა­ვი­ანთ ხარ­ჯე­ბით ას­წავ­ლი­ან, ატა­რე­ბენ რა­ღაც სე­მი­ნა­რებს. და­სავ­ლე­თი ხე­დავს, რომ ალი­ო­შას რუ­სეთ­ში არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­უძ­ლია - ვერც პარ­ტი­ას ქმნის, არ­ჩევ­ნებ­შიც მარ­ცხდე­ბა... ესე იგი, რა­ღაც უნდა გა­კეთ­დეს სა­ზღვარ­გა­რეთ. სა­ჭი­როა დრო­შის აფ­რი­ა­ლე­ბა, რო­გორც თა­ვის დრო­ზე ჰო­მე­ინ­მა გა­ა­კე­თა. იგი ხომ ირა­ნი­დან პა­რიზ­ში წა­ვი­და, იქი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გა­მოს­ვლებს, შემ­დეგ კი დაბ­რუნ­და... ალ­ბათ, ალი­ო­შას გუ­ა­ი­ო­დო­სა­ვით ამ­ზა­დე­ბენ, ან რო­მე­ლი­მე რუსი ემიგ­რან­ტი­ვით, რო­გორც გერ­ცე­ნი იყო თა­ვის დრო­ზე...

ჰოდა, ალი­ო­შა დრო­შა­სა­ვით იქ­ნე­ბა. სწო­რედ გერ­მა­ნი­ა­ში. იმი­ტომ, რომ გერ­მა­ნია ჩვენ­თან ახ­ლო­საა, თით­ქმის გვე­სა­ზღვრე­ბა. თუ მეტი დო­ზის მი­ცე­მა მო­უ­ვი­დათ და კო­მი­დან ვერ გა­მო­იყ­ვა­ნეს, ეყო­ლე­ბათ იქ პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ვლა­დი­მერ ლე­ნი­ნი­ვით, სა­ვარ­ძელ­ში, მაგ­რამ მისი სა­ხელთ და­წე­რენ სტა­ტი­ებს, რა­ღაც სი­ტყვებს, მი­მარ­თვებს... ალექ­სან­დრე სოლ­ჟე­ნი­ცი­ნი ათი წელი იჯდა სა­ზღვარ­გა­რეთ და ჩვენს ქვე­ყა­ნას უდი­დე­სი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. კი, იგი დიდი მწე­რა­ლია, მაგ­რამ როცა ახალ­გაზ­რდო­ბა მისი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­ულ ფრაგ­მენ­ტებს კი­თხუ­ლობ­და, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ზე ცუდი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ექ­მნე­ბო­დათ“. წყა­რო

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
15

ალექ­სან­დრე სოლ­ჟე­ნი­ცი­ნი ათი წელი იჯდა სა­ზღვარ­გა­რეთ და ჩვენს ქვე­ყა­ნას უდი­დე­სი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა. კი, იგი დიდი მწე­რა­ლია - კრეტინო ჟირინოვსკი, ამ დიდი მწერლის ,,დანოსით" 5 კაცი დახვრიტეს ბანაკში გაქცევის მცდელობის გამო, ეს დიდი მწერალი ამერიკის ელჩმა შექმნა

ttt
8
რუსული შოვინიზმის ნათელი მაგალითი.რომლის სიტყვებშიც იკვეთება,არაფერი ნათელი,არაფერი თანამედროვე,არანაირი ცივილიზაცია.მხოლოდ ქვეყანაში იყოს რეტროგრადული განწყობა,უიმედობა და რუსული მენტალიტეტი,რის ექსპორტსაც ახდენენ სხვა ქვეყნებშიც ცეცხლით და მახვილით!
ავტორი:

"მისგან ისეთივე პიროვნება გამოძერწეს, როგორც მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის" - რას ამბობს ჟირინოვსკი ნავალნისა და სააკაშვილზე?

"მისგან ისეთივე პიროვნება გამოძერწეს, როგორც მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის" - რას ამბობს ჟირინოვსკი ნავალნისა და სააკაშვილზე?

რუსეთის რადიოსადგურ"„კომსომოლსკაია პრავდას" («Комсомольская правда») სტუდიაში ისაუბრა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, სახელმწიფო სათათბიროს წევრმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, რომელმაც გადაცემის წამყვანთან სერგეი მარდანთან თავისი თვალსაზრისი გამოხატა ბელარუსში არსებული სიტუაციის, რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობების, რუსი ოპოზიციონერის ალექსი ნავალნის ჯანმრთელობისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ. იგი შეეხო დასავლეთის როლს პოსტსაბჭოთა სივრცეში "ფერადი რევოლუციების" მომზადებაში, მათ შორის საქართველოშიც...

გთავაზობთ ამონარიდს ვლადიმერ ჟირინოვსკის საუბრიდან:

- უკვე ერთი კვირაა ალექსეი ნავალნი კომაში იმყოფება, რაც მსოფლიო მასმედიის, უცხოეთის წამყვანი გაზეთების მთავარ თემას წარმოადგენს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს რუსეთს მისი უცნაური მოწამვლით? თუ ამ ყველაფერს დასავლეთი ერთი თვის შემდეგ დაივიწყებს?

- მათ დაინახეს, რომ ხაბაროვსკში მეტად ვეღარ გაქაჩავენ საპროტესტო გამოსვლებს... ჩვენ, მართალია, მხარს ვუჭერთ სერგეი ფურგალს (ექს-გუბერნატორს, ლდპ-ის წევრს, რომელიც დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული - ს.კ.), მაგრამ ქუჩის პროტესტებში არ ვმონაწილეობთ... უფაში მოსახლეობა სოდის კომპანიის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც ეკოლოგიას არღვევს, მაგრამ სიტუაცია განეიტრალდა. არხანგელსკში გამოსვლები იყო ნაგვის დაწვის პოლიგონის გამო, იქაც შეწყდა...

ესე იგი, საჭიროა ახალი დეტონატორი, რომელიც საზოგადოებას დაძაბულობაში ამყოფებს. მთავარია, მოიძებნოს ცნობილი ადამიანი, საზღვარგარეთ გაიყვანონ და მერე მასთან იმუშაონ. მაგალითად, სვეტლანა ტიხანოვსკაია უცხოეთშია... საერთოდ, დასავლეთის სპეცსამსახურებს შეუძლიათ, რომ ალექსი ნავალნი მძიმე ავადმყოფად წარმოსახონ. კომაში ჯანმრთელი ადამიანის შეყვანაც ხდება ხოლმე - მიეცი ძილისმომგვრელი საშუალების ძლიერი დოზა და მორჩა. ნარკოზივით არის. დროშია გათვლილი, თანდათანობით გრძელდება.

რატომ წაიყვანეს ასე საჩქაროდ გერმანიაში? იმიტომ, რომ შეეშინდათ - ალიოშა გონს მოეგება და ჯანმრთელი აღმოჩნდებაო, იმათ კი იგი ავადმყოფის მდგომარეობაში სჭირდებათ. მას ხომ დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ მსგავსი როლის შესასრულებლად, ჯერ კიდევ იელის უნივერსიტეტში ყოფნისას. როცა იგი იქ სტაჟირებას გადიოდა, იქვე "დაავერბოვკეს", გადაიბირეს. ანუ მისგან ისეთივე პიროვნება გამოძერწეს, როგორც მიხეილ სააკაშვილი გახდა საქართველოსთვის, როგორც სვეტლანა ტიხანოვსკაია, უფრო სწორად კი მისი ქმარი გახდა ბელარუსისათვის. მოკლედ, მომავალი პრეზიდენტები პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისათვის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც.

ასე მზადდება ყველაფერი. ამ ოპერაციაში დასავლეთს დიდი ფული აქვს ჩადებული. ავიღოთ მიხეილ სააკაშვილი. ისინი ძალიან შეშინდნენ, 2008 წლის ომის შემდეგ. მანამდე კი ასე ამბობდნენ: "ჩვენი ოქროს ბიჭი... რამდენი რამ ჩავდეთ მასში... ხედავთ, რა კარგად მუშაობს, კარგად იქცევა, რამდენ კარგ საქმეს აკეთებს“ და უცებ... დასავლეთმა დაინახა, რომ ჩვენ მისი დაპატიმრებაც კი შეგვეძლო, მისი გასამართლება, მთელი საქართველოს ოკუპირება. ჩვენ ამის სრული საფუძველი გვქონდა.

ალიოშა კი 10 წლის წინ „დაავერბოვკეს“. ამისთვის არსებობენ სპეციალური ინსტიტუტები - მაგალითად, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი და სხვები. ისინი თავიანთ ხარჯებით ასწავლიან, ატარებენ რაღაც სემინარებს. დასავლეთი ხედავს, რომ ალიოშას რუსეთში არაფრის გაკეთება არ შეუძლია - ვერც პარტიას ქმნის, არჩევნებშიც მარცხდება... ესე იგი, რაღაც უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ. საჭიროა დროშის აფრიალება, როგორც თავის დროზე ჰომეინმა გააკეთა. იგი ხომ ირანიდან პარიზში წავიდა, იქიდან ხელმძღვანელობდა ანტისამთავრობო გამოსვლებს, შემდეგ კი დაბრუნდა... ალბათ, ალიოშას გუაიოდოსავით ამზადებენ, ან რომელიმე რუსი ემიგრანტივით, როგორც გერცენი იყო თავის დროზე...

ჰოდა, ალიოშა დროშასავით იქნება. სწორედ გერმანიაში. იმიტომ, რომ გერმანია ჩვენთან ახლოსაა, თითქმის გვესაზღვრება. თუ მეტი დოზის მიცემა მოუვიდათ და კომიდან ვერ გამოიყვანეს, ეყოლებათ იქ პარალიზებული ვლადიმერ ლენინივით, სავარძელში, მაგრამ მისი სახელთ დაწერენ სტატიებს, რაღაც სიტყვებს, მიმართვებს... ალექსანდრე სოლჟენიცინი ათი წელი იჯდა საზღვარგარეთ და ჩვენს ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა. კი, იგი დიდი მწერალია, მაგრამ როცა ახალგაზრდობა მისი ნაწარმოებიდან სპეციალურად შერჩეულ ფრაგმენტებს კითხულობდა, საბჭოთა კავშირზე ცუდი წარმოდგენები ექმნებოდათ“. წყარო

ავტორი: სიმონ კილაძე

გაამართლა თუ არა კორონავირუსთან ბრძოლის შვედურმა მოდელმა? - "ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს და ვირუსის გავრცელების ნაკლები რისკი გვაქვს"

ვინც პირბადეს არ გაიკეთებს, COVID-19-ით გარდაცვლილებისთვის საფლავს გაათხრევინებენ - ინდონეზიაში უჩვეულო სასჯელი დააწესეს

დონალდ ტრამპის თქმით, კორონავირუსი ვაქცინის გარეშე გაქრება და ამაში მსოფლიოს "ჯოგური მენტალიტეტი" დაეხმარება