პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობენ კომპანია ZAG-ში სასიყვარულო წერილებზე, რაც მათ თანამშრომელ ნიკა გეჯაძეს, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილმა გაუგზავნა
რას ამბობენ კომპანია ZAG-ში სასიყვარულო წერილებზე, რაც მათ თანამშრომელ ნიკა გეჯაძეს, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილმა გაუგზავნა

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბი", არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა "წე­რი­ლი მო­მავ­ლი­დან", რო­მე­ლიც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დამ­საქ­მე­ბე­ლი კომ­პა­ნია ZAG-ის ტექ­ნი­კურ მე­ნე­ჯერ ნიკა გე­ჯა­ძეს გა­უგ­ზავ­ნეს. იყო ეჭვი, რომ წე­რი­ლი შე­საძ­ლოა თა­მუ­ნას და­წე­რი­ლია, თუმ­ცა მას­ში მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი უზუს­ტო­ბე­ბის გამო ნი­კო­ლოზ გე­ჯა­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ ის თა­მა­რის და­წე­რი­ლი არ არის.

ნიკა გვა­რა­მი­ას შე­კი­თხვა­ზე, რა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­თან, ნიკა გე­ჯა­ძე პა­სუ­ხობს: "მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი, მე მისი პი­რა­დი თით­ქმის არა­ფე­რი ვი­ცო­დი. თა­მარ­თან რო­გორც სხვა თა­ნამ­შრო­მელ­თან, ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და".

წყა­როს რწმუ­ნე­ბით,"დად­გე­ნი­ლია, რომ წე­რი­ლის ავ­ტო­რი თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლია. ად­რე­სა­ტის სა­ხელ­ზე არ­სე­ბობს სხვა წე­რი­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 2030, 2040 და ა.შ. წლე­ბით და რო­მელ­თაც ნიკა გე­ჯა­ძე მო­მა­ვალ­ში მი­ი­ღებს."

"კვი­რის პა­ლიტ­რამ" სცა­და კომ­პა­ნია "ZAG-ის მე­ნე­ჯერ ნი­კო­ლოზ გე­ჯა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბა, თუმ­ცა გა­ირ­კვა, რომ ის ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ზე უარს ამ­ბობს. ქეთი მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, კომ­პა­ნია "ZAG-ის" ად­ვო­კა­ტი:

- ჩვენ მი­ვა­წო­დეთ გა­მო­ძი­ე­ბას ის წე­რი­ლი. ვერ გე­ტყვით, სა­ი­და­ნაა გა­მოგ­ზავ­ნი­ლი და ვი­სია. თა­მუ­ნას გა­მოგ­ზავ­ნი­ლი რომც იყოს, ფაქ­ტია, ამ წე­რი­ლის მი­ღე­ბის შემ­დე­გაც თა­მუ­ნა სამ­სა­ხურ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იქ­ცე­ო­და. მე თვი­თონ მო­ვიკ­ვლიე ის წე­რი­ლი, როცა გა­ვი­გე, რომ ფსი­ქო­ლოგ­თან თა­მუ­ნამ ნიკა ახ­სე­ნა. ნი­კას ვკი­თხე, მი­მო­წე­რებ­ში რამე ისე­თი ხომ არ იყო და მა­საც გა­ახ­სენ­და ის წე­რი­ლი. ამი­ტო­მაც ჩავ­თვა­ლე, რომ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის უნდა მი­მე­წო­დე­ბი­ნა.

- რა კონ­ტექ­სტში ახ­სე­ნა თა­მარ­მა ფსი­ქო­ლოგ­თან ნიკა?

- ერთ-ერთი გა­მო­კი­თხვის დროს პო­ლი­ცი­ა­ში მოვ­კა­რი ყური, რომ ფსი­ქო­ლოგ­თან უხ­სე­ნე­ბია, მაგ­რამ არ ვიცი, რა კონ­ტექ­სტში.

- წე­რი­ლის ავ­ტო­რი რომ თა­მუ­ნა არ იყო, იმან მა­ფიქ­რე­ბი­ნა, რომ მას­ში უზუს­ტო­ბე­ბი იყოო, ეს გე­ჯა­ძის სი­ტყვე­ბია...

- ამი­ტო­მაც არ უფიქ­რია ნი­კას გა­დაჭ­რით, რომ წე­რი­ლი თა­მუ­ნას გა­მოგ­ზავ­ნი­ლი იყო. მას­ში ევ­რო­პა­ში ყოფ­ნის ერთი წე­ლია ნახ­სე­ნე­ბი, არა­და, თუ არ ვცდე­ბი, თა­მუ­ნა 3-4 თვეს იმ­ყო­ფე­ბო­და საფ­რან­გეთ­ში. იქ მოყ­ვა­ნი­ლი ნი­უ­ან­სე­ბი მათ ურ­თი­ერ­თო­ბას არ ასა­ხავს. წე­რილ­ში იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბია მოყ­ვა­ნი­ლი, გრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ავ­ტო­რი ისეთ ადა­მი­ანს სწერს, რო­მელ­თა­ნაც გამ­ხე­ლი­ლი აქვს თა­ვი­სი გრძნო­ბა, თით­ქოს მათ შო­რის რა­ღაც ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს და ამის შე­დე­გად პრე­ტენ­ზი­ე­ბი უნდა ჰქო­ნო­და. მქონ­და ეჭვი, ნი­კას ვინ­მე სხვამ ხომ არ მის­წე­რა - აქეთ დეა იყო, იქით ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე გა­მოჩ­ნდა და ვი­ფიქ­რე, მას ხომ არ ეგო­ნა, რომ თა­მარს ნი­კას­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და მან მის­წე­რა-მეთ­ქი. წე­რი­ლი თა­მუ­ნას და­წე­რი­ლი არა მგო­ნია, აბ­სურ­დია. სამ­სა­ხუ­რის იქით მას და ნი­კას არა­ფე­რი აკავ­ში­რებ­დათ, ამი­ტო­მაც გაჩ­ნდა ეჭვი წე­რი­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
....
2

დაასვენეთ ამ საცოდავი გოგონას სული ათას უაზრობებს წერთ და ლაპარაკობთ შეიძლება დაწერა ან არ დაწერა ეს მისი პირადი წერილი იყო რატომ ასაჯაროვებთ ვინ გეკითხებათ 

კორონიკო!
35

ამ კომპანიის თანამშრომლებს და ბოსებს მოუწევთ ადრე თუ გვიან პასუხის გებათავიანთ ბინძურ საქმიანობაზე რასაც ეს გოგონა "შესწირეს" !

ავტორი:

რას ამბობენ კომპანია ZAG-ში სასიყვარულო წერილებზე, რაც მათ თანამშრომელ ნიკა გეჯაძეს, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილმა გაუგზავნა

რას ამბობენ კომპანია ZAG-ში სასიყვარულო წერილებზე, რაც მათ თანამშრომელ ნიკა გეჯაძეს, სავარაუდოდ, თამარ ბაჩალიაშვილმა გაუგზავნა

რამდენიმე კვირის წინ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები", არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა "წერილი მომავლიდან", რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის ტექნიკურ მენეჯერ ნიკა გეჯაძეს გაუგზავნეს. იყო ეჭვი, რომ წერილი შესაძლოა თამუნას დაწერილია, თუმცა მასში მოყვანილი ფაქტობრივი უზუსტობების გამო ნიკოლოზ გეჯაძე ვარაუდობს, რომ ის თამარის დაწერილი არ არის.

ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, რა ურთიერთობა ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან, ნიკა გეჯაძე პასუხობს: "მხოლოდ სამსახურებრივი, მე მისი პირადი თითქმის არაფერი ვიცოდი. თამართან როგორც სხვა თანამშრომელთან, ისეთი ურთიერთობა მქონდა".

წყაროს რწმუნებით,"დადგენილია, რომ წერილის ავტორი თამარ ბაჩალიაშვილია. ადრესატის სახელზე არსებობს სხვა წერილებიც, რომლებიც დათარიღებულია 2030, 2040 და ა.შ. წლებით და რომელთაც ნიკა გეჯაძე მომავალში მიიღებს."

"კვირის პალიტრამ" სცადა კომპანია "ZAG-ის მენეჯერ ნიკოლოზ გეჯაძესთან დაკავშირება, თუმცა გაირკვა, რომ ის ჟურნალისტებთან საუბარზე უარს ამბობს. ქეთი მირიანაშვილი, კომპანია "ZAG-ის" ადვოკატი:

- ჩვენ მივაწოდეთ გამოძიებას ის წერილი. ვერ გეტყვით, საიდანაა გამოგზავნილი და ვისია. თამუნას გამოგზავნილი რომც იყოს, ფაქტია, ამ წერილის მიღების შემდეგაც თამუნა სამსახურში ჩვეულებრივად იქცეოდა. მე თვითონ მოვიკვლიე ის წერილი, როცა გავიგე, რომ ფსიქოლოგთან თამუნამ ნიკა ახსენა. ნიკას ვკითხე, მიმოწერებში რამე ისეთი ხომ არ იყო და მასაც გაახსენდა ის წერილი. ამიტომაც ჩავთვალე, რომ გამოძიებისთვის უნდა მიმეწოდებინა.

- რა კონტექსტში ახსენა თამარმა ფსიქოლოგთან ნიკა?

- ერთ-ერთი გამოკითხვის დროს პოლიციაში მოვკარი ყური, რომ ფსიქოლოგთან უხსენებია, მაგრამ არ ვიცი, რა კონტექსტში.

- წერილის ავტორი რომ თამუნა არ იყო, იმან მაფიქრებინა, რომ მასში უზუსტობები იყოო, ეს გეჯაძის სიტყვებია...

- ამიტომაც არ უფიქრია ნიკას გადაჭრით, რომ წერილი თამუნას გამოგზავნილი იყო. მასში ევროპაში ყოფნის ერთი წელია ნახსენები, არადა, თუ არ ვცდები, თამუნა 3-4 თვეს იმყოფებოდა საფრანგეთში. იქ მოყვანილი ნიუანსები მათ ურთიერთობას არ ასახავს. წერილში იმდენად აბსურდული სიტუაციებია მოყვანილი, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი ისეთ ადამიანს სწერს, რომელთანაც გამხელილი აქვს თავისი გრძნობა, თითქოს მათ შორის რაღაც ურთიერთობა უნდა არსებობდეს და ამის შედეგად პრეტენზიები უნდა ჰქონოდა. მქონდა ეჭვი, ნიკას ვინმე სხვამ ხომ არ მისწერა - აქეთ დეა იყო, იქით ბაჩანა ლობჟანიძე გამოჩნდა და ვიფიქრე, მას ხომ არ ეგონა, რომ თამარს ნიკასთან ჰქონდა ურთიერთობა და მან მისწერა-მეთქი. წერილი თამუნას დაწერილი არა მგონია, აბსურდია. სამსახურის იქით მას და ნიკას არაფერი აკავშირებდათ, ამიტომაც გაჩნდა ეჭვი წერილის წარმომავლობაზე.

მკვლელობა ხაშურში - მოკლულია მამაკაცი, რომელიც მაღაზიაში დანით შეიარაღებული შეიჭრა

"საკალმახის ტერიტორიაზე გატყუებას ადგილი არ ჰქონია" - პროკურორი განმარტავს, სად იყო თამარ ბაჩალიაშვილის დანიშნულების ბოლო პუნქტი

"ეკეთათ პირბადეები, ეხურათ ქუდები... მოგზავნილები არიან" - სამოქალაქო აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს 2 უცნობი პირი თავს დაესხა