სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტიფიანი მერი" - ყველაზე საშიში ქალი ამერიკაში
"ტიფიანი მერი" - ყველაზე საშიში ქალი ამერიკაში

ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ქალი, რო­მე­ლიც 23 წელი კა­რან­ტინ­ში ჰყავ­დათ - "ტი­ფი­ა­ნი მე­რის" ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა ისეა მო­წყო­ბი­ლი (თუ მო­უ­წყო­ბე­ლი), რომ ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სი­ცო­ცხლეს ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ემუქ­რე­ბა საფრ­თხე. ის ხან კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­ხეს იღებს, ხან "ეს­პა­ნუ­რი გრი­პის" ან სხვა რო­მე­ლი­მე გა­მო­უც­ნო­ბი სე­ნი­სას.

ასეთ­თა რიგ­შია ტი­ფიც, რო­მელ­მაც მი­ლი­ონ ადა­მი­ან­ზე მეტი შე­ი­წი­რა. მარ­თა­ლია, ქვე­მოთ მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბი­დან 100 წე­ლი­წად­ზე მე­ტია გა­სუ­ლი, მაგ­რამ ეს ნი­შან­დობ­ლი­ვი ის­ტო­რი­აა იმ არ­სე­ბით სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, თუ სად გა­დის ზღვა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა­სა და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას შო­რის...

ირ­ლან­დი­ე­ლი მერი მა­ლო­ნი 1884 წელს აშშ-ში წა­ვი­და ემიგ­რან­ტად. მა­შინ ის 15 წლის იყო. ჯერ ნა­თე­სა­ვებ­თან ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ მზა­რე­უ­ლად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ მის ჩას­ვლას დიდი მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. "ტი­ფი­ა­ნი მერი" ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰყავ­დათ კა­რან­ტინ­ში გა­მო­კე­ტი­ლი, მისი ისე ეში­ნო­დათ. "ჭლე­ქით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ჩემს და­ნახ­ვა­ზე შორს იწევ­დნენ და ამ­ბობ­დნენ: აი, ის სა­ზი­ზღა­რი ქალი!" - წერ­და თა­ვის დღი­ურ­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, იზო­ლა­ცი­ა­ში მოქ­ცე­უ­ლი მერი.

"ტი­ფით და­ა­ვა­დე­ბულ ერთ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ასო­ბით ჯან­მრთე­ლი და­ა­ა­ვა­დოს, და­ა­ბინ­ძუ­როს წყა­ლი, რძე, ტან­საც­მე­ლი", - წერ­და იმ დრო­ის პო­ლო­ნე­ლი ექი­მი ან­ტო­ნი პუ­ლავ­სკი. მარ­თლაც, ხში­რად საკ­მა­რი­სი იყო ერთი ყლუ­პი წყლის ან რა­ი­მე სხვა სი­თხის და­ლე­ვა, რომ ადა­მი­ანს და­წყე­ბო­და თა­ვის ტკი­ვი­ლი, ას­წე­ო­და ტემ­პე­რა­ტუ­რა, აშ­ლო­და კუჭი და გა­მოს­ჩე­ნო­და სხვა სიმპტო­მე­ბი. ტიფ­ზე აც­რე­ბი მხო­ლოდ 1921 წელს და­ი­წყეს, ლვო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ სტე­ფან ვე­ი­გე­ლის გა­მო­გო­ნე­ბი­თა და ინი­ცი­ა­ტი­ვით. რო­გორც ახლა ან­გა­რი­შო­ბენ, იმ დრო­ის­თვის სხვა­დას­ხვა სა­ხის ტი­ფით მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იყო და­ღუ­პუ­ლი.

სწო­რედ ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი მზა­რე­უ­ლი მერი მა­ლო­რი გახ­და ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ხელი შე­უ­წყო ტი­ფის გავ­რცე­ლე­ბას. ის 1908 წელს ნიუ-იორკში "ნუ­ლო­ვან პა­ცი­ენ­ტად" მი­იჩ­ნი­ეს. ბო­ლოს მთე­ლი 23 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­რან­ტინ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი ჰყავ­დათ...

კო­ტე­ჯი, რო­მელ­შიც მერი მა­ლო­ნი მე­ო­რე, სა­მუ­და­მო კა­რან­ტინ­ში ცხოვ­რობ­და

1900 წელს მერი შეძ­ლე­ბულ­მა ოჯახ­მა ქა­ლაქ მა­მა­რო­ნე­კი­დან, ნიუ-იორ­კის შტატ­ში, მზა­რე­უ­ლად აიყ­ვა­ნა. შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ოჯა­ხი ზღვის პი­რას სახ­ლს ქი­რა­ობ­და და რამ­დე­ნი­მე ხანს იქ ატა­რებ­და. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც სახ­ლს სტუმ­რობ­და, ათი დღის შემ­დეგ ტი­ფის დი­აგ­ნო­ზით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა. მუ­შა­ო­ბის სულ რა­ღაც ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლაქ­ში მუც­ლის ტი­ფით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი გა­მოჩ­ნდა.

1901 წელს მერი ნიუ-იორკში, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე კვლავ შეძ­ლე­ბულ ოჯახ­ში იყო მზა­რე­უ­ლად. აქ მან თერ­თმეტ თვეს დაყო. 1902 წლის ბო­ლოს ოჯახ­ში მო­მუ­შა­ვე სხვა მო­სამ­სა­ხუ­რე, მრე­ცხა­ვი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აღ­მოჩ­ნდა ტი­ფის დი­აგ­ნო­ზით და გარ­და­იც­ვა­ლა.

ამა­ვე, 1902 წელს მერი გოლდმან დრა­ი­ტონ­მა აიყ­ვა­ნა სა­მუ­შა­ოდ. ორი კვი­რაც არ იყო გა­სუ­ლი, რომ მას ტი­ფის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ტიფი კი­დევ ორ სხვა ადა­მი­ანს გა­უჩ­ნდა. სულ ოჯა­ხის რვი­დან წევ­რი­დან შვი­დი და­ა­ვად­და ტი­ფით.

1904 წელს სა­შუ­ა­მავ­ლო დამ­საქ­მე­ბელ­მა ბი­უ­რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტის, ჰენ­რი გილ­სის ოჯახს ახა­ლი მო­სამ­სა­ხუ­რე გა­უგ­ზავ­ნა - მერი მა­ლო­ნი. ერთი კვი­რა­ში ტი­ფით და­ა­ვად­და მრე­ცხა­ვი, სამი კვი­რა­ში კი ყვე­ლა მო­სამ­სა­ხუ­რე. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჯან­მრთე­ლად იყ­ვნენ, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ სხვა სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ.

1906 წლის აგ­ვის­ტო­ში მა­ლო­ნი მდი­და­რი ნი­უ­ი­ორ­კე­ლი ბან­კი­რის, ჩარლზ უო­რე­ნის მო­სამ­სა­ხუ­რე გახ­და მის მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ სა­ზა­ფხუ­ლო სახ­ლში. 27 აგ­ვის­ტო­დან 3 სექ­ტემ­ბრამ­დე 11-კა­ცი­ან ოჯახ­ში ექ­ვსი წევ­რი მუც­ლის ტი­ფით დას­ნე­ულ­და.

მზა­რე­უ­ლის და­თხოვ­ნის შემ­დეგ სახ­ლის მე­სა­კუთ­რე ჯორჯ ტომპსონ­მა, იმის ში­შით, რომ სახ­ლს აღა­რა­ვინ და­ი­ქი­რა­ვებ­და, რაკი ხმა გა­ვარ­და იქ ტი­ფის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი­მე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი და­ი­ქი­რა­ვა. მათ სინ­ჯე­ბი აი­ღეს მი­ლე­ბი­დან, ონ­კა­ნე­ბი­დან, სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბი­დან, მაგ­რამ მუც­ლის ტი­ფის გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ­სად არ აღ­მოჩ­ნდა. სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჯორჯ სო­პე­რი პირ­ვე­ლი არ იყო მათ შო­რის, ვინც ამ საქ­მეს სწავ­ლობ­და, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა კაც­მა პირ­ველ­მა გა­ა­კე­თა დას­კვნა მა­ლო­ნის კავ­შირ­ზე ტი­ფით და­ა­ვა­დე­ბის ფაქ­ტებ­თან.

წლის ბო­ლოს მზა­რე­უ­ლი მერი უკვე უოლ­ტერ ბო­უ­ე­ნის ოჯახ­ში მუ­შა­ობ­და, ნიუ-იორ­კის პრეს­ტი­ჟულ ზედა ისტ-სა­იდ­ში. 1907 წლის 23 იან­ვარს ავად გახ­და მო­სამ­სა­ხუ­რე ქალი, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი მუც­ლის ტი­ფით და­ა­ვად­და უოლ­ტე­რის ცხრა წლის ქა­ლიშ­ვი­ლი და და­ი­ღუ­პა კი­დეც.

რო­დე­საც სო­პე­რი ბო­უ­ე­ნე­ბის სახ­ლში მი­ვი­და, მან უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მე­რის სთხო­ვა შარ­დი­სა და სხვა შე­სა­ბა­მი­სი ანა­ლი­ზის გა­კე­თე­ბა. როცა ინ­სპექ­ტორ­მა ქალს გა­ნუ­ცხა­და, რომ ის და­ა­ვა­დე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლია, გა­ცე­ცხლე­ბუ­ლი ქალი ჩან­გლით და­ე­მუქ­რა.

წლე­ბის შემ­დეგ ნიუ-იორ­კის სა­მე­დი­ცი­ნო აკა­დე­მი­ის თხოვ­ნით, ჯორჯ სო­პერ­მა თა­ვის ესე­ში "ტი­ფის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი მე­რის სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე" აღ­წე­რა მა­ლონ­თან თა­ვი­სი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა: "მერი მა­ლო­ნი პირ­ვე­ლად 32 წლის წინ, ანუ 1907 წელს ვნა­ხე. ის მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 40 წლი­სა იყო. გამ­რჯე­ო­ბი­თა და ამ­ტა­ნი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, საკ­მა­ოდ ბევ­რს ვარ­ჯი­შობ­და ფი­ზი­კუ­რა­დაც. დიდი ტემ­პე­რა­მენ­ტის პატ­რო­ნი გახ­ლდათ".

ცოტა ხან­ში სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ინ­სპექ­ტო­რი კვლავ მი­ვი­და მა­ლონ­თან და კვლავ შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ შე­საძ­ლოა ის ამ მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი სე­ნის მა­ტა­რე­ბე­ლია. "მე­რიმ ყვე­ლა­ნა­ი­რად უარ­ყო, რომ რამე იცო­და ტიფ­თან და­კავ­ში­რე­ბით, - წერ­და სო­პე­რი 1939 წელს - მან გა­ნა­ცხა­და, რომ ტიფი არა­სო­დეს ჰქო­ნია და არც არა­ვინ და­უსნე­უ­ლე­ბია. იქ, სა­დაც ის იყო ხოლ­მე, ტიფი იმა­ზე მე­ტად არ ყო­ფი­ლა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ვიდ­რე სად­მე სხვა­გან და რომ არც არა­სო­დეს ის ამა­ში არა­ვის არ და­უ­და­ნა­შა­უ­ლე­ბია", - ამ სი­ტყვე­ბის შემ­დეგ მე­რიმ კვლავ შე­უ­ტია სო­პერს, ამ­ჯე­რად უკვე და­ნით... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მწარე
0

ჩვენც ხომ გვყავს "შრამიანი ნანულა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ტიფიანი მერი" - ყველაზე საშიში ქალი ამერიკაში

"ტიფიანი მერი" - ყველაზე საშიში ქალი ამერიკაში

ამერიკის ისტორიაში ყველაზე საშიში ქალი, რომელიც 23 წელი კარანტინში ჰყავდათ - "ტიფიანი მერის" ტრაგიკული ისტორია სამწუხაროდ, ადამიანური ცხოვრება ისეა მოწყობილი (თუ მოუწყობელი), რომ ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ყოველ ნაბიჯზე ემუქრება საფრთხე. ის ხან კორონავირუსის სახეს იღებს, ხან "ესპანური გრიპის" ან სხვა რომელიმე გამოუცნობი სენისას.

ასეთთა რიგშია ტიფიც, რომელმაც მილიონ ადამიანზე მეტი შეიწირა. მართალია, ქვემოთ მოთხრობილი ამბიდან 100 წელიწადზე მეტია გასული, მაგრამ ეს ნიშანდობლივი ისტორიაა იმ არსებით საკითხთან დაკავშირებით, თუ სად გადის ზღვარი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვასა და თითოეული მოქალაქის თავისუფლების შეზღუდვას შორის...

ირლანდიელი მერი მალონი 1884 წელს აშშ-ში წავიდა ემიგრანტად. მაშინ ის 15 წლის იყო. ჯერ ნათესავებთან ცხოვრობდა, შემდეგ მზარეულად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მის ჩასვლას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. "ტიფიანი მერი" ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდათ კარანტინში გამოკეტილი, მისი ისე ეშინოდათ. "ჭლექით დაავადებული მამაკაცები ჩემს დანახვაზე შორს იწევდნენ და ამბობდნენ: აი, ის საზიზღარი ქალი!" - წერდა თავის დღიურში საავადმყოფოში, იზოლაციაში მოქცეული მერი.

"ტიფით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია ასობით ჯანმრთელი დააავადოს, დააბინძუროს წყალი, რძე, ტანსაცმელი", - წერდა იმ დროის პოლონელი ექიმი ანტონი პულავსკი. მართლაც, ხშირად საკმარისი იყო ერთი ყლუპი წყლის ან რაიმე სხვა სითხის დალევა, რომ ადამიანს დაწყებოდა თავის ტკივილი, ასწეოდა ტემპერატურა, აშლოდა კუჭი და გამოსჩენოდა სხვა სიმპტომები. ტიფზე აცრები მხოლოდ 1921 წელს დაიწყეს, ლვოვის უნივერსიტეტის პროფესორ სტეფან ვეიგელის გამოგონებითა და ინიციატივით. როგორც ახლა ანგარიშობენ, იმ დროისთვის სხვადასხვა სახის ტიფით მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი იყო დაღუპული.

სწორედ ზემოთ ნახსენები მზარეული მერი მალორი გახდა ის ადამიანი, ვინც ხელი შეუწყო ტიფის გავრცელებას. ის 1908 წელს ნიუ-იორკში "ნულოვან პაციენტად" მიიჩნიეს. ბოლოს მთელი 23 წლის განმავლობაში კარანტინში, საზოგადოებისაგან იზოლირებული ჰყავდათ...

კოტეჯი, რომელშიც მერი მალონი მეორე, სამუდამო კარანტინში ცხოვრობდა

1900 წელს მერი შეძლებულმა ოჯახმა ქალაქ მამარონეკიდან, ნიუ-იორკის შტატში, მზარეულად აიყვანა. შვებულების პერიოდში ოჯახი ზღვის პირას სახლს ქირაობდა და რამდენიმე ხანს იქ ატარებდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სახლს სტუმრობდა, ათი დღის შემდეგ ტიფის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. მუშაობის სულ რაღაც ორი კვირის განმავლობაში ქალაქში მუცლის ტიფით დაავადებული რამდენიმე ადამიანი გამოჩნდა.

1901 წელს მერი ნიუ-იორკში, მანჰეტენზე კვლავ შეძლებულ ოჯახში იყო მზარეულად. აქ მან თერთმეტ თვეს დაყო. 1902 წლის ბოლოს ოჯახში მომუშავე სხვა მოსამსახურე, მრეცხავი, საავადმყოფოში აღმოჩნდა ტიფის დიაგნოზით და გარდაიცვალა.

ამავე, 1902 წელს მერი გოლდმან დრაიტონმა აიყვანა სამუშაოდ. ორი კვირაც არ იყო გასული, რომ მას ტიფის პირველი ნიშნები აღმოაჩნდა. რამდენიმე დღის შემდეგ ტიფი კიდევ ორ სხვა ადამიანს გაუჩნდა. სულ ოჯახის რვიდან წევრიდან შვიდი დაავადდა ტიფით.

1904 წელს საშუამავლო დამსაქმებელმა ბიურომ წარმატებული ადვოკატის, ჰენრი გილსის ოჯახს ახალი მოსამსახურე გაუგზავნა - მერი მალონი. ერთი კვირაში ტიფით დაავადდა მრეცხავი, სამი კვირაში კი ყველა მოსამსახურე. ოჯახის წევრები ჯანმრთელად იყვნენ, ალბათ იმიტომ, რომ სხვა სახლში ცხოვრობდნენ.

1906 წლის აგვისტოში მალონი მდიდარი ნიუიორკელი ბანკირის, ჩარლზ უორენის მოსამსახურე გახდა მის მიერ დაქირავებულ საზაფხულო სახლში. 27 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე 11-კაციან ოჯახში ექვსი წევრი მუცლის ტიფით დასნეულდა.

მზარეულის დათხოვნის შემდეგ სახლის მესაკუთრე ჯორჯ ტომპსონმა, იმის შიშით, რომ სახლს აღარავინ დაიქირავებდა, რაკი ხმა გავარდა იქ ტიფის გავრცელების შესახებ, რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტი დაიქირავა. მათ სინჯები აიღეს მილებიდან, ონკანებიდან, საპირფარეშოებიდან, მაგრამ მუცლის ტიფის გამოწვევები არსად არ აღმოჩნდა. სანიტარიული ინსპექტორ-გამომძიებელი ჯორჯ სოპერი პირველი არ იყო მათ შორის, ვინც ამ საქმეს სწავლობდა, თუმცა ახალგაზრდა კაცმა პირველმა გააკეთა დასკვნა მალონის კავშირზე ტიფით დაავადების ფაქტებთან.

წლის ბოლოს მზარეული მერი უკვე უოლტერ ბოუენის ოჯახში მუშაობდა, ნიუ-იორკის პრესტიჟულ ზედა ისტ-საიდში. 1907 წლის 23 იანვარს ავად გახდა მოსამსახურე ქალი, რამდენიმე დღეში კი მუცლის ტიფით დაავადდა უოლტერის ცხრა წლის ქალიშვილი და დაიღუპა კიდეც.

როდესაც სოპერი ბოუენების სახლში მივიდა, მან უპირველეს ყოვლისა, მერის სთხოვა შარდისა და სხვა შესაბამისი ანალიზის გაკეთება. როცა ინსპექტორმა ქალს განუცხადა, რომ ის დაავადების გამავრცელებელია, გაცეცხლებული ქალი ჩანგლით დაემუქრა.

წლების შემდეგ ნიუ-იორკის სამედიცინო აკადემიის თხოვნით, ჯორჯ სოპერმა თავის ესეში "ტიფის გამავრცელებელი მერის საინტერესო საქმე" აღწერა მალონთან თავისი პირველი შეხვედრა: "მერი მალონი პირველად 32 წლის წინ, ანუ 1907 წელს ვნახე. ის მაშინ დაახლოებით 40 წლისა იყო. გამრჯეობითა და ამტანიანობით გამოირჩეოდა, საკმაოდ ბევრს ვარჯიშობდა ფიზიკურადაც. დიდი ტემპერამენტის პატრონი გახლდათ".

ცოტა ხანში სანიტარიული ინსპექტორი კვლავ მივიდა მალონთან და კვლავ შეატყობინა, რომ შესაძლოა ის ამ მომაკვდინებელი სენის მატარებელია. "მერიმ ყველანაირად უარყო, რომ რამე იცოდა ტიფთან დაკავშირებით, - წერდა სოპერი 1939 წელს - მან განაცხადა, რომ ტიფი არასოდეს ჰქონია და არც არავინ დაუსნეულებია. იქ, სადაც ის იყო ხოლმე, ტიფი იმაზე მეტად არ ყოფილა გავრცელებული, ვიდრე სადმე სხვაგან და რომ არც არასოდეს ის ამაში არავის არ დაუდანაშაულებია", - ამ სიტყვების შემდეგ მერიმ კვლავ შეუტია სოპერს, ამჯერად უკვე დანით... წაიკითხეთ ვრცლად

რა დაემართა ჩინელ მსახიობს ცხვირის ოპერაციის შემდეგ - "გამიჩნდა ნეკროზი, ცხვირის წვერზე ქსოვილი უბრალოდ მოკვდა" (ფოტოები)

"კარპატების მარადონა" - რუმინელი გეორგე ჰაჯი, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ცაცია ფეხბურთელია

დღის ფოტო კახეთიდან: მოსწავლე ონლაინ გაკვეთილზე სათივედან ერთვება