მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1 - ლი სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება - თანხები პენსიონერების ანგარიშებზე წინასწარ შედგენილი გრაფიკით ჩაირიცხება
1 - ლი სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება - თანხები პენსიონერების ანგარიშებზე წინასწარ შედგენილი გრაფიკით ჩაირიცხება

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და ლი­ბერ­თი ბან­კის ერ­თობ­ლი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვით, 1 სექ­ტემ­ბრი­დან შე­იც­ვლე­ბა პენ­სი­ის გა­ცე­მის წესი, რაც გუ­ლის­ხმობს რომ ყო­ვე­ლი თვის 14 რი­ცხვის ნაც­ვლად სა­პენ­სიო თან­ხე­ბი პენ­სი­ის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბის ან­გა­რი­შებ­ზე ჩა­ი­რი­ცხე­ბა წი­ნას­წარ შედ­გე­ნი­ლი გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით, ყო­ვე­ლი თვის 1-დან 14 რი­ცხვამ­დე, ერთ კონ­კრე­ტულ თა­რიღ­ში და მო­მა­ვალ­შიც ამ თა­რიღ­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ პენ­სი­ის მი­ღე­ბას.

ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია გა­და­ნა­წილ­დეს ასა­კო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­კა­დი პენ­სი­ის ჩა­რი­ცხვის თა­რი­ღებ­ში, იმი­სათ­ვის რომ მათ მი­ი­ღონ სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბა კი­დევ უფრო კომ­ფორ­ტულ და უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაც­ვა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მო­მა­ტე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის­გან. შე­სა­ბა­მი­სად, 1 - ლი სექ­ტემ­ბრი­დან პენ­სი­ის მიმ­ღებ სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს პენ­სია ჩა­ე­რი­ცხე­ბა სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე ყო­ველ თვეს ერთი და იგი­ვე თა­რიღ­ში. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­რი­ღის გა­გე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ვებ გვერ­დზე www.myliberty.ge, ლი­ბერ­თის ნე­ბის­მი­ერ ბან­კო­მატ­სა და სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, ცხელ ხაზ­ზე 032 255 55 00 ან ლი­ბერ­თის ნე­ბის­მი­ერ სერ­ვის ცენ­ტრში.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნებ­სა და სოფ­ლებს, სა­დაც არ არის ლი­ბერ­თის სერ­ვის ცენ­ტრე­ბი, ყო­ვე­ლი თვის 14 რი­ცხვი­დან ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა ლი­ბერ­თი ექ­სპრე­სის მო­ბი­ლუ­რი ბან­კი და შე­სა­ბა­მი­სი გრა­ფი­კე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­სა და გამ­გე­ო­ბებ­ში. მა­გა­ლი­თად, თუ სექ­ტემ­ბერ­ში პენ­სია ჩა­ი­რი­ცხა 3 რი­ცხვში - გაგ­ძელ­დე­ბა ჩა­რი­ცხვა ყო­ვე­ლი თვის 3 რი­ცხვში, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი თუ 3 რი­ცხვი ემ­თხვე­ვა არა სა­მუ­შაო დღეს. პენ­სი­ის მიმ­ღე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხის გა­ნაღ­დე­ბას, ან ბა­რა­თით გა­დახ­დებს შეძ­ლე­ბენ ჩა­რი­ცხვის­თა­ნა­ვე. პენ­სი­ის თან­ხით სარ­გებ­ლო­ბა, რო­გორც გა­ნაღ­დე­ბა, ასე­ვე ბა­რა­თით გა­დახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­რი­ცხვის თა­რი­ღი­დან ნე­ბის­მი­ერ დროს.

"ამ ერ­თობ­ლი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი და და­ცუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა იყო. ასე­ვე, გვინ­და თი­თო­ე­ულ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს შევ­თა­ვა­ზოთ ღირ­სე­უ­ლი სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბა და მეტი დრო და­ვუთ­მოთ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. სწო­რედ ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რი­გე­ბის გან­ტირ­თვა კონ­კრე­ტულ თა­რი­ღებ­ში, ბან­კის სერ­ვის ცენ­ტრებ­ში ნა­კა­დის ეფექ­ტუ­რი გამ­ტა­რო­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მი­ვი­ღეთ ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა, და­ვი­ნა­ხეთ ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის მხრი­დან მეტი მიმ­ღებ­ლო­ბა სი­ახ­ლე­ე­ბის, კერ­ძოდ დის­ტან­ცი­უ­რი სა­ბან­კო არ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და ბა­რა­თით გა­დახ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ამ სი­ახ­ლე­საც და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სე­ბენ რო­გორც ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბაც", - გა­ნა­ცხა­და ლი­ბერ­თი ბან­კის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ვა­სილ ხო­დელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, პენ­სი­ის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თით გა­დახ­დი­სას სარ­გებ­ლო­ბენ სპე­ცი­ლუ­რი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით: 70%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა ევექ­სი კლი­ნი­კებ­ში, 20%-მდე ფას­დაკ­ლე­ბა ფარ­მა­დე­პოს აფ­თი­ა­ქე­ბის ქსელ­ში და სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სე­ბი 350-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქტზე ნი­კო­რა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. სო­ცი­ა­ლურ ბა­რათ­ზე და­რი­ცხუ­ლი პენ­სი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ სა­ვაჭ­რო ობი­ექტსა და აფ­თი­აქ­ში - ყველ­გან, სა­დაც ბა­რა­თით გა­დახ­და არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. სო­ცი­ა­ლუ­რი ბა­რა­თის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია ლი­ბერ­თის ინ­ტერ­ნეტ და მო­ბა­ილ ბან­კის სერ­ვი­სე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
FEOLA
5

აბა რა,,,,მუშაობს მთავრობა !!! ხალხზე ზრუნავს!!! აგერ გრაფიკიც კი შეადგინეს როდის აიღოს ხალხმა პენსია,,,,,,,ა.შ. დაუნახავებო თქვენ!!!!

mmm
5

ერთი უნდა მოვიდე თქვენს ოფისში და ხელმძღვანელობას დაველაპარაკო. მართლწერის სპეციალისტი არ გყავთ? არავინ კითხულობს სტატიებს? მათ სათაურებს მაინც? "1-ლი" არ იწერება, არააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

1 - ლი სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება - თანხები პენსიონერების ანგარიშებზე წინასწარ შედგენილი გრაფიკით ჩაირიცხება

1 - ლი სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება - თანხები პენსიონერების ანგარიშებზე წინასწარ შედგენილი გრაფიკით ჩაირიცხება

საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, 1 სექტემბრიდან შეიცვლება პენსიის გაცემის წესი, რაც გულისხმობს რომ ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე, ერთ კონკრეტულ თარიღში და მომავალშიც ამ თარიღში გააგრძელებენ პენსიის მიღებას.

ამ ინიციატივის მთავარი მიზანია გადანაწილდეს ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადი პენსიის ჩარიცხვის თარიღებში, იმისათვის რომ მათ მიიღონ საბანკო მომსახურება კიდევ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების დაცვა პანდემიის პერიოდში ვირუსით დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან. შესაბამისად, 1 - ლი სექტემბრიდან პენსიის მიმღებ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს პენსია ჩაერიცხება საკუთარ ანგარიშზე ყოველ თვეს ერთი და იგივე თარიღში. ინდივიდუალური თარიღის გაგება შესაძლებელი იქნება ვებ გვერდზე www.myliberty.ge, ლიბერთის ნებისმიერ ბანკომატსა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, ცხელ ხაზზე 032 255 55 00 ან ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში.

რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის ლიბერთის სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან ჩვენს მოქალაქეებს მოემსახურება ლიბერთი ექსპრესის მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში. მაგალითად, თუ სექტემბერში პენსია ჩაირიცხა 3 რიცხვში - გაგძელდება ჩარიცხვა ყოველი თვის 3 რიცხვში, იმ შემთხვევაშიც კი თუ 3 რიცხვი ემთხვევა არა სამუშაო დღეს. პენსიის მიმღები მოქალაქეები სოციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის განაღდებას, ან ბარათით გადახდებს შეძლებენ ჩარიცხვისთანავე. პენსიის თანხით სარგებლობა, როგორც განაღდება, ასევე ბარათით გადახდა შესაძლებელია ჩარიცხვის თარიღიდან ნებისმიერ დროს.

"ამ ერთობლივი გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ჩვენი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული და დაცული გარემოს შექმნა იყო. ასევე, გვინდა თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს შევთავაზოთ ღირსეული საბანკო მომსახურება და მეტი დრო დავუთმოთ მათთან ურთიერთობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რიგების განტირთვა კონკრეტულ თარიღებში, ბანკის სერვის ცენტრებში ნაკადის ეფექტური გამტარობა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება. პანდემიის პერიოდში მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება, დავინახეთ ჩვენი მომხმარებლის მხრიდან მეტი მიმღებლობა სიახლეების, კერძოდ დისტანციური საბანკო არხების გამოყენებისა და ბარათით გადახდის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ამ სიახლესაც დადებითად შეაფასებენ როგორც ჩვენი მომხმარებლები, ასევე საზოგადოებაც", - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

შეგახსენებთ, პენსიის მიმღები პირები სოციალური ბარათით გადახდისას სარგებლობენ სპეცილური ფასდაკლებებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით: 70%-მდე ფასდაკლება ევექსი კლინიკებში, 20%-მდე ფასდაკლება ფარმადეპოს აფთიაქების ქსელში და სპეციალური ფასები 350-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოციალურ ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტსა და აფთიაქში - ყველგან, სადაც ბარათით გადახდა არის შესაძლებელი. სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომია ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკის სერვისები.

LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და ხატია დეკანოიძე

"არამგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო" - ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიაზე, რუსებსა და Covid 19-ის შემთხვევათა მატებაზე

შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხი კლუბი დახურა