მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიოტების" წინააღმდეგ მიმართული გეგმის სკანდალური ანატომია (R)
"პატრიოტების" წინააღმდეგ მიმართული გეგმის სკანდალური ანატომია (R)

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ობი­ექ­ტი­ვი" გთა­ვა­ზობთ იმ გეგ­მის ანა­ტო­მი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ა­კაშ­ვილ-ბო­კე­რი­ას დაჯ­გუ­ფე­ბამ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსზე" ტყუ­ი­ლი გა­ავ­რცე­ლა, თით­ქოს­და პარ­ტი­ამ მი­ი­ღო და­ფი­ნან­სე­ბა რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს­გან.

ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად ქვეყ­ნდე­ბა სა­ა­გენ­ტო "დო­სი­ეს" ვებ-გვერ­დზე, სა­დაც გარ­კვე­ვით წე­რია, რომ სა­ი­ტის რე­დაქ­ცია, ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბა­სა და ნამ­დვი­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თა­ვი­დან იცი­ლებს.

ასე­ვე სა­ჯა­რო და ღიაა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ "დო­სი­ეს" უკან დგას ბიზ­ნეს­მე­ნი მი­ხა­ილ ხა­დარ­კოვ­სკი.

შე­გახ­სე­ნებთ, სწო­რედ ამ არა­სან­დო სა­ა­გენ­ტომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ტყუ­ი­ლი "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ და მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის თან და­ურ­თო ცხრი­ლი, რო­მელ­საც არ ახ­ლავს არც რა­ი­მე ტი­ტუ­ლი, არც რა­ი­მე ბლან­კი და არ­ცერ­თი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ეს არის რა­ი­მე ოფი­ცი­ა­ლუ­რი და სან­დო დო­კუ­მენ­ტი.

ამა­ვე სა­ი­ტის მფლო­ბე­ლის შვი­ლი, პა­ველ ხა­დარ­კოვ­სკი, რო­მე­ლიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს, 2014 წელს აფუძ­ნებს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას "თა­ვი­სუ­ფა­ლი რუ­სე­თი".

ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი კი ყვე­ლას­თვის კარ­გად ცნო­ბი­ლი დე­ვიდ კრა­მე­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს ის დე­ვიდ კრა­მე­რია, რო­მე­ლიც გა­სულ წელს, გიგა ბო­კე­რი­ას თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძე­ბა­ზე, თავს და­ეს­ხა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერს, ირმა ინაშ­ვილს და გა­მო­ავ­ლი­ნა აგ­რე­სია დე­პუ­ტა­ტის მი­მართ. მა­ნამ­დე, ამა­ვე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ღო­ნის­ძე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი ცრუ და ცი­ლისმწა­მებ­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ხე­ლით ავ­რცე­ლებ­დნენ ირმა ინაშ­ვი­ლის და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" შე­სა­ხებ.

კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცია "თა­ვი­სუ­ფა­ლი რუ­სე­თის" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც შე­დი­ან აქ­ტი­ვის­ტი ვლა­დი­მირ კარა-მურ­ზა უმ­ცრო­სი, მა­კ­კე­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის ყო­ფი­ლი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ნა­ტა­ლია არნო და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ბი­ოგ­რა­ფი­ის მქო­ნე პი­რე­ბი, მათ შო­რის ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს "ტყუ­ი­ლე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის", ანუ ორ­გა­ნი­ზა­ცია "ღია რუ­სე­თის" გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ნი­კო­ლაი ლივ­ში­ცის ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია პე­დო­ფი­ლი­ი­სა და სა­დიზ­მის გამო.

დე­ვიდ კრა­მე­რის, პა­ველ ხა­დარ­კოვ­სკის, ვლა­დი­მირ კარა-მურ­ზა უმ­ცრო­სის და მათი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2019 წელს, ფი­ლი­ა­ლი და­ა­ფუძნა და ამ ფი­ლი­ა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლად პა­ველ ხა­დარ­კოვ­სკის მე­გო­ბა­რი ვინ­მე ეგორ კუ­როპ­ტე­ვი და­ნიშ­ნა.

ეს ის ეგორ კუ­როპ­ტე­ვია, რო­მე­ლიც მი­სი­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტყუ­ი­ლის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად, რო­გორც ნე­იტ­რა­ლუ­რი ექ­სპერ­ტი, სა­ა­კაშ­ვილ-ბო­კე­რი­ას­თან ასო­ცი­რე­ბულ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა ჩა­წე­რეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ტყუ­ლი მი­ა­სა­ღეს, რო­გორც ფაქ­ტი.

ეგორ კუ­როპ­ტე­ვის მტკი­ცე კავ­ში­რებს სა­ა­კა­შილ-ბო­კე­რი­ას დაჯ­გუ­ფე­ბას­თან ადას­ტუ­რებს ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი არა­ერ­თი ფოტო და ვი­დეო მა­სა­ლა. ვი­თომ ნე­იტ­რა­ლუ­რი ექ­სპერ­ტი კუ­როპ­ტე­ვი და მისი ორ­გა­ნი­ზა­ცია თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა იმ პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი აქ­ცი­ე­ბი­სა, რო­მე­ლიც კონ­ფლიქ­ტურ რე­გი­ო­ნებ­თან გამ­ყოფ ხაზ­ზე დრო­დად­რო ეწყო­ბა და მიზ­ნად ისა­ხავს ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვას.

შე­ვა­ჯა­მოთ, რო­გორ შე­თხზეს "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ვი­თომ­და რუ­სუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბა­ვი სა­ა­კაშ­ვილ-ბო­კე­რი­ას დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­მა.

1. სა­ა­კაშ­ვილ ბო­კე­რი­ას და­ვა­ლე­ბით კუ­როპ­ტე­ვი, ხა­დარ­კოვ­სკის სა­ა­გენ­ტო "დო­სი­ეს" თა­ვად აწ­ვდის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას;

2. კუ­როპ­ტე­ვი თა­ვის­სა­ვე ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­გორც ნე­იტ­რა­ლუ­რი ექ­სპერ­ტი, აკე­თებს კო­მენ­ტარს მე­დი­ას­თან;

3. ამ ტყუ­ილ­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის და ბო­კე­რი­ას ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ამ­ზა­დე­ბენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ულ სი­უ­ჟე­ტებს;

4. ამა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის დე­პუ­ტა­ტი ელე­ნე ხოშ­ტა­რია კი, ტყუ­ილ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს სა­ჩი­ვარს და შე­აქვს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

https://tinp.ge/ge-new/vip-1/3809--.html

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ttt
228
თქვენ შეხვდებით იმ ქვეყნად,დრო როცა მოვა,ორჯონიკიძის,მახარაძის,ცხაკაიას,ქობულივის და ძმანი მათნის კოჰორტას.რუსულუ შოვინიზმის ოთახში ადგილი გარანტირებული გაქვთ.ნუგეშის მცემელებუც გეყოლებათ ერთ დროს აქაური ეგზარქოსები.
ლალი
143

ირმა 2012 წელი შეგრჩეს სიცრუის და დეზინფორმაციისთვი ეგ ილოცეთ გამყიდველებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"პატრიოტების" წინააღმდეგ მიმართული გეგმის სკანდალური ანატომია (R)

"პატრიოტების" წინააღმდეგ მიმართული გეგმის სკანდალური ანატომია (R)

ტელეკომპანია "ობიექტივი" გთავაზობთ იმ გეგმის ანატომიას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილ-ბოკერიას დაჯგუფებამ "პატრიოტთა ალიანსზე" ტყუილი გაავრცელა, თითქოსდა პარტიამ მიიღო დაფინანსება რუსეთის სახელმწიფოსგან.

ინფორმაცია თავდაპირველად ქვეყნდება სააგენტო "დოსიეს" ვებ-გვერდზე, სადაც გარკვევით წერია, რომ საიტის რედაქცია, ინფორმაციის სანდოობასა და ნამდვილობაზე პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს.

ასევე საჯარო და ღიაა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "დოსიეს" უკან დგას ბიზნესმენი მიხაილ ხადარკოვსკი.

შეგახსენებთ, სწორედ ამ არასანდო სააგენტომ გამოაქვეყნა ტყუილი "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების შესახებ და მეტი დამაჯერებლობისთვის თან დაურთო ცხრილი, რომელსაც არ ახლავს არც რაიმე ტიტული, არც რაიმე ბლანკი და არცერთი ნიშანი იმისა, რომ ეს არის რაიმე ოფიციალური და სანდო დოკუმენტი.

ამავე საიტის მფლობელის შვილი, პაველ ხადარკოვსკი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, 2014 წელს აფუძნებს ორგანიზაციას "თავისუფალი რუსეთი".

ამავე ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი კი ყველასთვის კარგად ცნობილი დევიდ კრამერია.

შეგახსენებთ, რომ ეს ის დევიდ კრამერია, რომელიც გასულ წელს, გიგა ბოკერიას თანამოაზრეების მიერ ორგანიზებულ ღონისძებაზე, თავს დაესხა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ირმა ინაშვილს და გამოავლინა აგრესია დეპუტატის მიმართ. მანამდე, ამავე კონფერენციაზე, ღონისძებაში მონაწილე პირები ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას დემოკრატიის სახელით ავრცელებდნენ ირმა ინაშვილის და ოპოზიციური პარტიის "პატრიოტთა ალიანსის" შესახებ.

კიდევ უფრო საინტერესოდ გამოიყურება ორგანიზაცია "თავისუფალი რუსეთის" დირექტორთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან აქტივისტი ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსი, მაკკეინის ინსტიტუტის ყოფილი კოორდინატორი ნატალია არნო და სხვა საინტერესო ბიოგრაფიის მქონე პირები, მათ შორის ყურადღებას იქცევს "ტყუილების გამავრცელებელი საზოგადოების", ანუ ორგანიზაცია "ღია რუსეთის" განყოფილების უფროსი ნიკოლაი ლივშიცის ფიგურა, რომელიც წარსულში ნასამართლევია პედოფილიისა და სადიზმის გამო.

დევიდ კრამერის, პაველ ხადარკოვსკის, ვლადიმირ კარა-მურზა უმცროსის და მათი თანამოაზრეების ორგანიზაციამ საქართველოში 2019 წელს, ფილიალი დააფუძნა და ამ ფილიალის ხელმძღვანელად პაველ ხადარკოვსკის მეგობარი ვინმე ეგორ კუროპტევი დანიშნა.

ეს ის ეგორ კუროპტევია, რომელიც მისივე ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ტყუილის დასადასტურებლად, როგორც ნეიტრალური ექსპერტი, სააკაშვილ-ბოკერიასთან ასოცირებულმა მედიასაშუალებებმა ჩაწერეს და საზოგადოებას ყალბ ინფორმაციაზე დაფუძნებული ტყული მიასაღეს, როგორც ფაქტი.

ეგორ კუროპტევის მტკიცე კავშირებს სააკაშილ-ბოკერიას დაჯგუფებასთან ადასტურებს ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა. ვითომ ნეიტრალური ექსპერტი კუროპტევი და მისი ორგანიზაცია თანამონაწილეა იმ პროვოკაციული აქციებისა, რომელიც კონფლიქტურ რეგიონებთან გამყოფ ხაზზე დროდადრო ეწყობა და მიზნად ისახავს ვითარების დაძაბვას.

შევაჯამოთ, როგორ შეთხზეს "პატრიოტთა ალიანსის" ვითომდა რუსული დაფინანსების შესახებ ამბავი სააკაშვილ-ბოკერიას დაჯგუფების წევრებმა.

1. სააკაშვილ ბოკერიას დავალებით კუროპტევი, ხადარკოვსკის სააგენტო "დოსიეს" თავად აწვდის ცრუ ინფორმაციას;

2. კუროპტევი თავისსავე ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, როგორც ნეიტრალური ექსპერტი, აკეთებს კომენტარს მედიასთან;

3. ამ ტყუილზე დაყრდნობით, სააკაშვილის და ბოკერიას ტელევიზიები ამზადებენ დეზინფორმაციულ სიუჟეტებს;

4. ამავე პოლიტიკური პარტიის დეპუტატი ელენე ხოშტარია კი, ტყუილზე დაყრდნობით წერს საჩივარს და შეაქვს პროკურატურაში.

https://tinp.ge/ge-new/vip-1/3809--.html

LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან გიორგი ვაშაძე და კახა კახიშვილი

"ვინც ბრუნდება აჭარიდან, მოვუწოდებ, მიმართონ თვითიზოლაციას" - ტიკარაძე სასტუმრო "ოაზისსა" და ბათუმის კლუბებში არსებულ ვითარებაზე

LIVE - თოქ-შოუ "360 გრადუსის" სტუმრები არიან ირაკლი ოქრუაშვილი და ალეკო ელისაშვილი