საპატრიარქო თერჯოლაში 11 წლის მოზარდისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს მიაჩნია, რომ "ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული“.
"თერჯოლის რაიონში ახლად გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.
გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
არ ცხვენიათ ზოგიერთ გაბღენძილ მამაოებს, 11 წლის ბავშვის წესის აგებაზე რომ ამბობს! სავაჭრო ჯიხურად გადააქციეს ეკლესია( ზოგიერთებმა) ..
მრევლს , როგორც ფულის შოვნის ობიექტს, ისე უყურებენ. ისე არ გაუშვებენ, შემოსავალი რომ არ დაუტოვონ( მრევლის სიმდიდრეზეა დამოკიდებული, ვის რას დაატოვებინებენ)
სახელმწიფო საქმეებში ერევიან, ხალხს ინტელექტით აბნელებენ. და აქტუალურ პრობლემებზე: მკვლელობები, ძალადობა, თვითმკვლელობები და აშ...მგონი არც ადარდებთ....მთავარია ( ზოგიერთებისთვის) საკუთარი დიდი ეკლესოა , კარგი შემოსავალი მრევლისგან და მეტი გავლენა ქონდეთ.