მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება თავის ქალაში ჩასადგმელი ჩიპი? - ილონ მასკის თქმით, იმპლანტაციამ ღორის ტვინში წარმატებით ჩაიარა
როგორი იქნება თავის ქალაში ჩასადგმელი ჩიპი? - ილონ მასკის თქმით, იმპლანტაციამ ღორის ტვინში წარმატებით ჩაიარა

კომ­პა­ნია Space X-ისა და Tesla-ს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ამე­რი­კელ­მა გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა ილონ მასკმა თა­ვის ქა­ლა­ში ჩა­სად­გმე­ლი ჩი­პის ახა­ლი, მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვერ­სია წა­რად­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ CNBC წერს.

ჩი­პებ­ზე მას­კის კუთ­ვნილ­მა კომ­პა­ნი­ამ, "ნე­უ­რა­ლინკმა“ იმუ­შა­ვა. რო­გორც მი­ლი­არ­დე­რი ამ­ბობს, ცდა ჩა­ა­ტა­რეს 3 ღორ­ზე, მათ ჩიპი ჩა­უს­ვეს და შე­დე­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ერთ-ერთ ღორს, რო­მელ­საც მასკმა გერტრუ­და და­არ­ქვა, ჩიპი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი.

ჩიპს მო­ნე­ტის ფორ­მა და ზომა აქვს

"ჩიპი მო­ნე­ტის ზო­მი­საა და ის თა­ვის ქა­ლა­ში ისე იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი, რომ გა­რე­დან ვე­რა­ვინ და­ი­ნა­ხავს. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მუხ­ტვა არ დას­ჭირ­დე­ბა“, - ამ­ბობს მას­კი და დას­ძენს, რომ ყო­ვე­ლი­ვე სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა, მკურ­ნა­ლო­ბას უფრო მარ­ტივს გახ­დის და ჩი­პის თავ­ში იმპლან­ტი­რე­ბის მი­ზა­ნიც ესაა.

მას­კის თქმით, თა­ვის ქა­ლა­ში იმპლან­ტი­რე­ბუ­ლი ჩიპი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ადა­მი­ანს მოძ­რა­ო­ბას, მო­აგ­ვა­რებს მხედ­ვე­ლო­ბი­სა და სმე­ნის პრობ­ლე­მას. ასე­ვე, ადა­მი­ანს დიდ­ხანს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს მეხ­სი­ე­რე­ბას და და­ეხ­მა­რე­ბა ეპი­ლეფ­სი­ის დაძ­ლე­ვა­ში.

გარ­და ამი­სა, Tesla-ს ხელ­მძღვა­ნელ­მა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე 2020 წლის მა­ის­ში, გა­და­ცე­მა­ში The Joe Rogan Experience -შიც ისა­უბ­რა და მა­შინ თქვა, რომ ეს მო­წყო­ბი­ლო­ბა 5 წე­ლი­წად­ში ენებს გა­მო­უ­სა­დე­გარს გახ­დის. მე­ტყვე­ლე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ფორ­მა იქ­ნე­ბა და მას მხო­ლოდ "სენ­ტი­მენ­ტე­ბის გამო“ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
jjj
77

ეშმაკის მოციქულები, მასკი და ბილგეიტსი.

დათო
7

მერე, გამოგელაპარაკა ეგ ღორი უკვე ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როგორი იქნება თავის ქალაში ჩასადგმელი ჩიპი? - ილონ მასკის თქმით, იმპლანტაციამ ღორის ტვინში წარმატებით ჩაიარა

როგორი იქნება თავის ქალაში ჩასადგმელი ჩიპი? - ილონ მასკის თქმით, იმპლანტაციამ ღორის ტვინში წარმატებით ჩაიარა

კომპანია Space X-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ამერიკელმა გამომგონებელმა ილონ მასკმა თავის ქალაში ჩასადგმელი ჩიპის ახალი, მოდიფიცირებული ვერსია წარადგინა. ამის შესახებ CNBC წერს.

ჩიპებზე მასკის კუთვნილმა კომპანიამ, "ნეურალინკმა“ იმუშავა. როგორც მილიარდერი ამბობს, ცდა ჩაატარეს 3 ღორზე, მათ ჩიპი ჩაუსვეს და შედეგი წარმატებული აღმოჩნდა. ერთ-ერთ ღორს, რომელსაც მასკმა გერტრუდა დაარქვა, ჩიპი ორი კვირის განმავლობაში ჰქონდა გაკეთებული.

ჩიპს მონეტის ფორმა და ზომა აქვს

"ჩიპი მონეტის ზომისაა და ის თავის ქალაში ისე იქნება განთავსებული, რომ გარედან ვერავინ დაინახავს. მთელი დღის განმავლობაში დამუხტვა არ დასჭირდება“, - ამბობს მასკი და დასძენს, რომ ყოველივე სხვადასხვა დაავადებების გამოვლენასა, მკურნალობას უფრო მარტივს გახდის და ჩიპის თავში იმპლანტირების მიზანიც ესაა.

მასკის თქმით, თავის ქალაში იმპლანტირებული ჩიპი გააუმჯობესებს ადამიანს მოძრაობას, მოაგვარებს მხედველობისა და სმენის პრობლემას. ასევე, ადამიანს დიდხანს შეუნარჩუნებს მეხსიერებას და დაეხმარება ეპილეფსიის დაძლევაში.

გარდა ამისა, Tesla-ს ხელმძღვანელმა აღნიშნულ საკითხზე 2020 წლის მაისში, გადაცემაში The Joe Rogan Experience -შიც ისაუბრა და მაშინ თქვა, რომ ეს მოწყობილობა 5 წელიწადში ენებს გამოუსადეგარს გახდის. მეტყველება კომუნიკაციის მოძველებული ფორმა იქნება და მას მხოლოდ "სენტიმენტების გამო“ გამოიყენებენ.