პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წიგნების თარო” საქართველოს 3 ქალაქში
"წიგნების თარო” საქართველოს 3 ქალაქში

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ახალ­გაზ­რდუ­ლი პრო­ექ­ტი

"წიგ­ნე­ბის თარო" 1, 2 და 3 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს სამ ქა­ლაქ­ში - ქუ­თა­ის­ში, ოზურ­გეთ­სა და ბა­თუმ­ში ბავ­შვებ­სა და ახალ­გაზ­რდებს შეხ­ვდე­ბა. შეხ­ვედ­რის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა “წიგ­ნე­ბის თა­როს” სა­ჯა­რო თა­მა­შე­ბი და ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ლექ­ცია “პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლებ­მაც სცა­დეს”.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ციკ­ლი "წიგ­ნე­ბის თა­როს" კამ­პა­ნი­ის "სცა­დეს” ნა­წი­ლია. "სცა­დე" ახალ­გაზ­რდე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ახა­ლი გზავ­ნი­ლია, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, მათ­ში ცოდ­ნი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა წა­ა­ხა­ლი­სოს, მო­ტი­ვა­ცია აა­მაღ­ლოს და სი­ახ­ლე­ე­ბის­კენ უბიძ­გოს.

“წიგ­ნე­ბის თარო” ამ გზავ­ნი­ლით ახალ­გაზ­რდებს მო­უ­წო­დებს, სცა­დონ უცხო გზე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, უამ­რავ დაბ­რკო­ლე­ბა­საც მო­ი­ცავ­დეს, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც გა­მარ­ჯვე­ბით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა.ლექ­ცია "პერ­სო­ნა­ჟე­ბი, რომ­ლებ­მაც სცა­დეს" ამა­ვე გზავ­ნი­ლის ფი­ლო­სო­ფი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა და გუ­ლის­ხმობს იმ ცნო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ანა­ლიზს, რო­მელ­თაც მი­უ­ხე­და­ვად დაბ­რკო­ლე­ბე­ბი­სა თუ გარ­და­უ­ვა­ლი მარ­ცხი­სა, სცა­დეს და სა­კუ­თა­რი მიზ­ნის­თვის იბ­რძო­ლეს. კენ კი­ზის მაკ­მერ­ფის, ჯორჯ ორუ­ე­ლის უინ­სტონ სმი­ტი­სა და მკი­თხვე­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი სხვა გმი­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე გა­ნი­ხი­ლავს ამ გზავ­ნი­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბას ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და ავ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც მკი­თხველს გა­ბე­დუ­ლე­ბის და მცდე­ლო­ბის ფი­ლო­სო­ფი­ას უზი­ა­რე­ბენ.ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დას­წრე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ მო­ვიდ­ნენ:

1 სექ­ტემ­ბერს - ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში;

2 სექ­ტემ­ბერს - ოზურ­გე­თის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში;

3 სექ­ტემ­ბერს - ბა­თუ­მის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

არ­სე­ბუ­ლი კო­ვიდ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია პირ­ბა­დის ხმა­რე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი და გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L.პირ­ველ სექ­ტემ­ბერს ასე­ვე იწყე­ბა რე­გის­ტრა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არ­ხის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ახალ­გაზ­რდუ­ლი პრო­ექ­ტის „წიგ­ნე­ბის თა­როს“ მე-9 სას­კო­ლო და მე-5 სტუ­დენ­ტუ­რი სე­ზო­ნე­ბის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ნე­ბის­მი­ერ მე-10, მე-11 ან მე-12 კლა­სელს და ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სტუ­დენტს პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის კი­დევ ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა.

რე­გის­ტრა­ცია მე-9 სას­კო­ლო და მე-5 სტუ­დენ­ტუ­რი სე­ზო­ნის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ვებ-გვერ­დზე www.registracia.wignebistaro.ge და გაგ­რძელ­დე­ბა 20 სექ­ტემ­ბრამ­დე.

შოუს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მთა­ვა­რი პრი­ზი უც­ვლე­ლი რჩე­ბა - კემ­ბრი­ჯის სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლა.2021 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი არხი და “წიგ­ნე­ბის თარო” კემ­ბრი­ჯში 29 მოს­წავ­ლე­სა და სტუ­დენტს გა­უშ­ვე­ბენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"წიგნების თარო” საქართველოს 3 ქალაქში

"წიგნების თარო” საქართველოს 3 ქალაქში

საქართველოს პირველი არხის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტი

"წიგნების თარო" 1, 2 და 3 სექტემბერს საქართველოს სამ ქალაქში - ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში ბავშვებსა და ახალგაზრდებს შეხვდება. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდება “წიგნების თაროს” საჯარო თამაშები და ალექსანდრე ლორთქიფანიძის ლექცია “პერსონაჟები, რომლებმაც სცადეს”.

ღონისძიებათა ციკლი "წიგნების თაროს" კამპანიის "სცადეს” ნაწილია. "სცადე" ახალგაზრდებისკენ მიმართული ახალი გზავნილია, რომელიც ცდილობს, მათში ცოდნისა და განათლების მიღება წაახალისოს, მოტივაცია აამაღლოს და სიახლეებისკენ უბიძგოს.

“წიგნების თარო” ამ გზავნილით ახალგაზრდებს მოუწოდებს, სცადონ უცხო გზების აღმოჩენა, რომლებიც, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, უამრავ დაბრკოლებასაც მოიცავდეს, თუმცა საბოლოოდ მაინც გამარჯვებით დაგვირგვინდება.ლექცია "პერსონაჟები, რომლებმაც სცადეს" ამავე გზავნილის ფილოსოფიას ეხმიანება და გულისხმობს იმ ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟების ანალიზს, რომელთაც მიუხედავად დაბრკოლებებისა თუ გარდაუვალი მარცხისა, სცადეს და საკუთარი მიზნისთვის იბრძოლეს. კენ კიზის მაკმერფის, ჯორჯ ორუელის უინსტონ სმიტისა და მკითხველისთვის კარგად ნაცნობი სხვა გმირების პარალელურად ალექსანდრე ლორთქიფანიძე განიხილავს ამ გზავნილის მნიშვნელობას ლიტერატურაში და ავტორებს, რომლებიც მკითხველს გაბედულების და მცდელობის ფილოსოფიას უზიარებენ.ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ მოვიდნენ:

1 სექტემბერს - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

2 სექტემბერს - ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში;

3 სექტემბერს - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

არსებული კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია პირბადის ხმარება. ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი და გამომცემლობა პალიტრა L.პირველ სექტემბერს ასევე იწყება რეგისტრაცია საქართველოს პირველი არხის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტის „წიგნების თაროს“ მე-9 სასკოლო და მე-5 სტუდენტური სეზონებისთვის.

საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მე-10, მე-11 ან მე-12 კლასელს და ბაკალავრიატის სტუდენტს პროექტში მონაწილეობის კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

რეგისტრაცია მე-9 სასკოლო და მე-5 სტუდენტური სეზონისთვის შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე www.registracia.wignebistaro.ge და გაგრძელდება 20 სექტემბრამდე.

შოუს გამარჯვებული მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მთავარი პრიზი უცვლელი რჩება - კემბრიჯის საზაფხულო სკოლა.2021 წელს საქართველოს პირველი არხი და “წიგნების თარო” კემბრიჯში 29 მოსწავლესა და სტუდენტს გაუშვებენ!

"ვთხოვთ საპატრიარქოს, ჩემს პატარას წესის აუგებლად ნუ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან" - გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია

"სახლში 3 ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობდა, დაეწვათ ყველაფერი" - გლდანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს" - მეუფე გიორგი 11 წლის მოზარდზე