სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ქალი ორმოცზეც არ მინახავს... ჩემთვის უკვე ნათელია, რა დავალებასაც ის ასრულებს" - რას პასუხობს მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის ბებიას
"ეს ქალი ორმოცზეც არ მინახავს... ჩემთვის უკვე ნათელია, რა დავალებასაც ის ასრულებს" - რას პასუხობს მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის ბებიას

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის დე­დის დე­ი­და რიტა ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ 23 წლის გო­გოს თა­ვი­სი უფ­რო­სი უყ­ვარ­და. ამის შე­სა­ხებ ზუ­რა­ბაშ­ვილ­მა "ქრო­ნი­კის­თვის" მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"მი­თხრა, რომ სამ­სა­ხურ­ში თა­ვი­სი უფ­რო­სი მოს­წონ­და. მე ვკი­თხე ვინ არის და მი­თხრა, რომ 32 წლი­საა, თუმ­ცა ამას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს - ძა­ლი­ან ვაჟ­კა­ცუ­რია და ტვი­ნი­ა­ნიო. ბა­ჩა­ნა შექ­მნი­ლი პი­როვ­ნე­ბაა, ის გვა­რა­მი­ამ და იმ ად­ვო­კატ­მა შექ­მნეს, ის და თა­მა­რი მე­გობ­რე­ბიც კი არ ყო­ფი­ლან" - ამ­ბობს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის ბე­ბია ოჯა­ხის ად­ვო­კატ­ზეც სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის აყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მას პრო­ტეს­ტი ჰქონ­და. რიტა ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ ად­ვო­კატს "ფულს ვი­ღაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი უხ­დის".

"სამ­ძიმ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში თუ სად­მე ვი­ყა­ვი და ოთახ­ში მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი შე­მო­დი­ო­და - ან გა­დი­ო­და, მე მთხოვ­დნენ, რომ გავ­სულ­ვი­ყა­ვი. მე ძა­ლი­ან დიდი პრო­ტეს­ტი გა­მოვ­თქვი - რო­გორ მი­ი­ღეს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­დის და ამ­ბობს, რომ უფა­სოდ და­ი­ცავს ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სებს. ესე იგი, ვი­ღაც უხ­დი­და ფულს, ვი­ღაც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი, მაგ­რამ ჩემ­მა დის­შვილ­მა მი­თხრა, რომ მას ენ­დო­ბა", - აცხა­დებს რიტა ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ
17:17 / 28-08-2020

ჩემს თამოს, რომ აწამებდნენ, იდექი და გულგრილად უყურებდი ყველაფერს... შენით ვიწყებ "ვოლკო" - ვის მიმართავს ბაჩალიაშვილის დედა

17:54 / 28-08-2020

"შენზე ფიქრის გარეშე არ გადამიდგამს არც ერთი ნაბიჯი" - სასიყვარულო წერილები, რომლის ადრესატიც  ZAG-ის თანამშრომელი ნიკა გეჯაძეა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა?

19:27 / 28-08-2020

"ზოგჯერ 50 კაცი მყავს სტუმრად, აქ მეტი კომფორტია... არ ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას" - როგორ გამოიყურება გვანცა დარასელიას მდიდრული სახლი მცხეთაში

12:14 / 29-08-2020

"თემური იყო ჩემი შვილის ცხოვრებაში... ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ერთად ყოფილიყვნენ" - ვინ არის საქმის ახალი ფიგურანტი თემურ ჭანუყვაძე?

AMBEBI.GE სა­პა­სუ­ხო კო­მენ­ტა­რის­თვის ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

"არ ვიც­ნობ სა­ერ­თოდ ამ ქალ­ბა­ტონს, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს მას­ზე. ვინ მენ­დო­ბა და ვინ – არა, არ­სე­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი თე­ო­ნა, არ­სე­ბობს ბა­ტო­ნი ჯუმ­ბე­რი და თუ რამე კი­თხვა გაქვთ ჩემს ნდო­ბა-უნ­დობ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ ჰკი­თხეთ. "იმე­დი" არის სამ­თავ­რო­ბო ტე­ლე­ვი­ზია.

ეტყო­ბა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და სუს-ს ძა­ლი­ან ვუშ­ლი ხელს, ამ საქ­მი­სად­მი ჩემ­მა მიდ­გო­მამ და ჩემს მიერ გა­მო­ჩიჩ­ქნულ­მა დე­ტა­ლებ­მა პრობ­ლე­მა შე­უქ­მნა სუს-ს იმი­ტომ, რომ მე ვნა­ხე სამი ჯიპი, ვი­თხოვ ამო­ნა­წე­რებს და ა.შ. ახლა იწყე­ბენ სამ­თავ­რო­ბო კომ­პა­ნი­ე­ბი­დან და მერე ალ­ბათ ჩემს სი­ცო­ცხლე­ზეც გად­მოვ­ლენ.

შე­ე­კი­თხეთ ქალ­ბა­ტონ თე­ო­ნას, სან­დო ვარ თუ - არა. თა­მუ­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბე­ბიც მაქვს წა­კი­თხუ­ლი, ნიკა გე­ჯა­ძის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლის კი რა მო­გახ­სე­ნოთ. მო­წო­ნე­ბა ერ­თია, სიყ­ვა­რუ­ლი – მე­ო­რე. ეს ბე­ბია ორ­მოც­ზეც არ მი­ნა­ხავს და არც არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ მი­ნა­ხავს მას­თან. მე­ა­თე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი არ ვიცი მე. ამ­დე­ნი ხა­ნია მათ­თან დავ­დი­ვარ და იქ ბე­ბია არა­ვინ მი­ნა­ხავს.

რო­დის გა­მოჩ­ნდა ასე­თი ბე­ბია, არ ვიცი. მე მიხ­დი­ან და მე ვას­რუ­ლებ ვინ­მეს და­ვა­ლე­ბას? მა­შინ ამ ქალ­ბა­ტონს მო­უ­წევს ყვე­ლა იმ პი­რის და­სა­ხე­ლე­ბა, ვის და­ვა­ლე­ბა­საც მე ვას­რუ­ლებ და თვი­თონ გა­და­იხ­დის ყვე­ლა ფულს. ჩემ­თვის უკვე ნა­თე­ლია, რა და­ვა­ლე­ბა­საც თვი­თონ ას­რუ­ლებს - უნ­დათ ჩა­მოვ­შორ­დე საქ­მეს და ჩემი ღირ­სე­ბა და რე­პუ­ტა­ცია შე­ლა­ხონ. ამა­თი მი­ზა­ნი ესაა იმი­ტომ, რომ ვე­რა­ფერს ვე­ღარ აკე­თე­ბენ, ვე­რა­ფერს! სუსი რო­მაა ამ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი, უკვე ნა­თე­ლია და ახლა გა­მოჩ­ნდა “ბე­ბია”, ახლა გად­მო­ვიდ­ნენ ჩემ­ზე" - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი რა­მიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mari
322

ძლივს გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც გონება არ აქვს დაბნელებული და ხედავს, რამიშვილი რასაც წარმოადგენს! ამან გადარია ეს ვითომ ადვოკატი ! 

ზურაბ
140

ეს რამიშვილი არის სიმართლის მაძიებელი რაინდი, ფული და რაინდობა ერთად არ შეიძლება.

ავტორი:

"ეს ქალი ორმოცზეც არ მინახავს... ჩემთვის უკვე ნათელია, რა დავალებასაც ის ასრულებს" - რას პასუხობს მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის ბებიას

"ეს ქალი ორმოცზეც არ მინახავს... ჩემთვის უკვე ნათელია, რა დავალებასაც ის ასრულებს" - რას პასუხობს მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის ბებიას

თამარ ბაჩალიაშვილის დედის დეიდა რიტა ზურაბაშვილი აცხადებს, რომ 23 წლის გოგოს თავისი უფროსი უყვარდა. ამის შესახებ ზურაბაშვილმა "ქრონიკისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"მითხრა, რომ სამსახურში თავისი უფროსი მოსწონდა. მე ვკითხე ვინ არის და მითხრა, რომ 32 წლისაა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - ძალიან ვაჟკაცურია და ტვინიანიო. ბაჩანა შექმნილი პიროვნებაა, ის გვარამიამ და იმ ადვოკატმა შექმნეს, ის და თამარი მეგობრებიც კი არ ყოფილან" - ამბობს ზურაბიშვილი.

გარდაცვლილი პროგრამისტის ბებია ოჯახის ადვოკატზეც საუბრობს და ამბობს, რომ მიხეილ რამიშვილის აყვანასთან დაკავშირებით მას პროტესტი ჰქონდა. რიტა ზურაბაშვილი ვარაუდობს, რომ ადვოკატს "ფულს ვიღაც დაინტერესებული პირი უხდის".

"სამძიმრების პერიოდში თუ სადმე ვიყავი და ოთახში მიხეილ რამიშვილი შემოდიოდა - ან გადიოდა, მე მთხოვდნენ, რომ გავსულვიყავი. მე ძალიან დიდი პროტესტი გამოვთქვი - როგორ მიიღეს ადამიანი, რომელიც მოდის და ამბობს, რომ უფასოდ დაიცავს ოჯახის ინტერესებს. ესე იგი, ვიღაც უხდიდა ფულს, ვიღაც დაინტერესებული პირი, მაგრამ ჩემმა დისშვილმა მითხრა, რომ მას ენდობა", - აცხადებს რიტა ზურაბაშვილი.

AMBEBI.GE საპასუხო კომენტარისთვის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს დაუკავშირდა:

"არ ვიცნობ საერთოდ ამ ქალბატონს, წარმოდგენა არ მაქვს მასზე. ვინ მენდობა და ვინ – არა, არსებობს ქალბატონი თეონა, არსებობს ბატონი ჯუმბერი და თუ რამე კითხვა გაქვთ ჩემს ნდობა-უნდობლობასთან დაკავშირებით, მათ ჰკითხეთ. "იმედი" არის სამთავრობო ტელევიზია.

ეტყობა ამ ხელისუფლებას და სუს-ს ძალიან ვუშლი ხელს, ამ საქმისადმი ჩემმა მიდგომამ და ჩემს მიერ გამოჩიჩქნულმა დეტალებმა პრობლემა შეუქმნა სუს-ს იმიტომ, რომ მე ვნახე სამი ჯიპი, ვითხოვ ამონაწერებს და ა.შ. ახლა იწყებენ სამთავრობო კომპანიებიდან და მერე ალბათ ჩემს სიცოცხლეზეც გადმოვლენ.

შეეკითხეთ ქალბატონ თეონას, სანდო ვარ თუ - არა. თამუნას შეყვარებულის ჩვენებებიც მაქვს წაკითხული, ნიკა გეჯაძის მიმართ სიყვარულის კი რა მოგახსენოთ. მოწონება ერთია, სიყვარული – მეორე. ეს ბებია ორმოცზეც არ მინახავს და არც არანაირი ურთიერთობები არ მინახავს მასთან. მეათეხარისხოვანი ნათესავები არ ვიცი მე. ამდენი ხანია მათთან დავდივარ და იქ ბებია არავინ მინახავს.

როდის გამოჩნდა ასეთი ბებია, არ ვიცი. მე მიხდიან და მე ვასრულებ ვინმეს დავალებას? მაშინ ამ ქალბატონს მოუწევს ყველა იმ პირის დასახელება, ვის დავალებასაც მე ვასრულებ და თვითონ გადაიხდის ყველა ფულს. ჩემთვის უკვე ნათელია, რა დავალებასაც თვითონ ასრულებს - უნდათ ჩამოვშორდე საქმეს და ჩემი ღირსება და რეპუტაცია შელახონ. ამათი მიზანი ესაა იმიტომ, რომ ვერაფერს ვეღარ აკეთებენ, ვერაფერს! სუსი რომაა ამ საქმეში ჩართული, უკვე ნათელია და ახლა გამოჩნდა “ბებია”, ახლა გადმოვიდნენ ჩემზე" - ამბობს ადვოკატი რამიშვილი.

"არ გამიგია, რომ თამარს თავი მოეწამლოს, ან ვენები გადაეჭრას და რომელიმე კლასელს ამდგავარი რამ ეთქვას" - ვის ჩვენებას ასაჯაროვებს ადვოკატი და რას ამბობს დეა კაპანაძეზე

"დაგვიდონ 19-დან 22 ივლისამდე პერიოდში სატელიტის სურათები" - მიხეილ რამიშვილი

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ფონიჭალაში, მეზობლად მცხოვრები 17 და 19 წლის ძმები დაჭრა