პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიფიქრე, აფხაზეთის დაბრუნება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მასთან კონტაქტი-მეთქი" - მოდელისა და მფრინავის სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცხრაჯვარზე
"ვიფიქრე, აფხაზეთის დაბრუნება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მასთან კონტაქტი-მეთქი" - მოდელისა და მფრინავის სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცხრაჯვარზე

მო­დელ მა­რი­ამ დო­ნა­ძეს მფრი­ნავ­მა - გი­ორ­გი კინ­წუ­რაშ­ვილ­მა ხელი მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ცხრაჯ­ვა­რის ძველ სა­ლო­ცავ­თან სთხო­ვა. ამ ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და...წყვი­ლი ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად ერ­თად გა­დას­ვლას გეგ­მავს, გა­ზა­ფხულ­ზე კი ქორ­წი­ლის გა­დახ­დას აპი­რებს...

- ერ­თმა­ნე­თი რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

მა­რი­ამ დო­ნა­ძე, 23 წლის:

- აე­რო­პორ­ტში, გა­და­ზიდ­ვე­ბის აგენ­ტად მუ­შა­ო­ბა რომ და­ვი­წყე, და­ახ­ლო­ე­ბით, 1 კვი­რის შემ­დეგ, თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე მყოფ­მა გი­ორ­გი და­ვი­ნა­ხე. ცოტა არ იყოს, გა­ო­ცე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და. არა­ფე­რი მი­ფიქ­რია...

გი­ორ­გი კინ­წუ­რაშ­ვი­ლი, 26 წლის:

- თავ­და­პირ­ვე­ლად, მეც აე­რო­პორ­ტში ვმუ­შა­ობ­დი: სა­ნამ მფრი­ნა­ვი გავ­ხდე­ბო­დი, ჩატ­ვირ­თვის და გა­და­ზიდ­ვის აგენ­ტი გახ­ლდით - თვითმფრი­ნა­ვებს ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი. ყვე­ლას, ვინც თვითმფრი­ნავ­თა­ნაა ასუ­ლი, ე.წ. სტა­ი­ან­ში­კის ოქ­როს­ფე­რი ჟი­ლე­ტი აც­ვია. მა­რი­ამ­მა რომ და­მი­ნა­ხა, "სტა­ი­ან­ში­კი" ვე­გო­ნე. რამ­დე­ნი­მე დღე ერ­თმა­ნეთს ხში­რად რომ ვხვდე­ბო­დით, ალ­ბათ, მერე და­ფიქ­რდა - აქ "სტა­ი­ან­შიკს" რა უნ­დაო (იცი­ნის)?მა­რი­ა­მი:- უბ­რა­ლოდ, პირ­ვე­ლად რომ და­ვი­ნა­ხე, ეგ ვი­ფიქ­რე - "სტა­ი­ან­ში­კია"-მეთ­ქი... სულ ვფიქ­რობ­დი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი რო­მა­ნი არ მექ­ნე­ბა, შან­სი არ არის-მეთ­ქი, მაგ­რამ ალ­ბათ, ბე­დის­წე­რაც არ­სე­ბობს. თან, მე და გი­ორ­გიმ მუ­შა­ო­ბაც ერ­თსა და იმა­ვე დროს და­ვი­წყეთ.

გი­ორ­გი:

- თავ­და­პირ­ვე­ლად, ძა­ლი­ან "იაზ­ვა" მე­გო­ნა - სულ "სწერ­ვა" სა­ხით და­დი­ო­და. ვი­ფიქ­რე, აფხა­ზე­თის დაბ­რუ­ნე­ბა უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე მას­თან კონ­ტაქ­ტში შეს­ვლა-მეთ­ქი. მერე პა­რაპ­ლა­ნით ხტო­მა და­ვი­წყე, ვი­დე­ო­ე­ბი, ფო­ტო­ე­ბი ვაჩ­ვე­ნე - იქ­ნებ, და­ინ­ტე­რეს­დეს-მეთ­ქი და წა­მოს­ვლა მა­საც შევ­თა­ვა­ზე. ურ­თი­ერ­თო­ბა ასე და­ვი­წყეთ. პა­ე­მან­ზე არ მომ­ყვე­ბო­და. სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ, შინ ვა­ცი­ლებ­დი... მერე, ნელ-ნელა აქამ­დე მო­ვე­დით (იცი­ნის).

- მა­რი­ამ, გი­ორ­გის პირ­ვე­ლად "სხვა თვა­ლით" რო­დის შე­ხე­დე?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და, რომ ერთ დღე­საც გა­ვიღ­ვი­ძე და მივ­ხვდი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და (იცი­ნის). ამ ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი: სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბას ვა­პი­რებ­დი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბას ვე­ლო­დი, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. იმ პე­რი­ოდ­ში, გა­თხო­ვე­ბა ჩემი მი­ზა­ნი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა - სულ სხვა გეგ­მე­ბი მქონ­და... ბო­ლოს ისე მოხ­და, რომ მე და გი­ორ­გი ორ ქორ­წილ­ში ერ­თად აღ­მოვ­ჩნდით - ამან დაგ­ვა­ახ­ლო­ვა.-

- გი­ორ­გი, მა­რი­ამს სიყ­ვა­რულ­ში რო­გორ გა­მო­უ­ტყდი?

- რაც უნდა შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, არ­სად მომ­ყვე­ბო­და. ამი­ტომ. მა­რი­ა­მის­თვის მისი სახ­ლის კარ­თან თქმა მო­მიხ­და, რომ მომ­წონ­და...

- რა გი­პა­სუ­ხა?

- მე­გობ­რო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. ძა­ლი­ან "გა­მი­ტყდა". ამი­ტომ მას­თან კარ­გა ხანს ურ­თი­ერ­თო­ბა შევ­წყვი­ტე.

მა­რი­ა­მი:

- იმი­ტომ, რომ ყველ­გან "დაგბ­ლო­კე" (იცი­ნის). 6 თვე არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი.

- 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სამ­სა­ხურ­ში რო­გორ კონ­ტაქ­ტობ­დით?

- წე­ღან ჩემ შე­სა­ხებ აღ­ნიშ­ნა, "სწერ­ვა" სა­ხით და­დი­ო­დაო. ჰოდა, ის 6 თვე ორ­მა­გად "სწერ­ვა" სახე მქონ­და (იცი­ნის). მსგავს ქცე­ვებ­ში თა­ვა­დაც არ ჩა­მო­მი­ვარ­დე­ბო­და. ბო­ლოს ერ­თმა­ნეთს "გა­მარ­ჯო­ბა­საც" აღარ ვე­უბ­ნე­ბო­დით. უფრო მე­ტიც: სწავ­ლის გამო, ღა­მის ცვლა­ში ვმუ­შა­ობ­დი, გი­ორ­გი კი სხვებს თა­ვის სა­მუ­შაო დროს უც­ვლი­და, რომ მხო­ლოდ დღე ემუ­შა­ვა და მე არ ვე­ნა­ხე... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ვიფიქრე, აფხაზეთის დაბრუნება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მასთან კონტაქტი-მეთქი" - მოდელისა და მფრინავის სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცხრაჯვარზე

"ვიფიქრე, აფხაზეთის დაბრუნება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მასთან კონტაქტი-მეთქი" - მოდელისა და მფრინავის სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცხრაჯვარზე

მოდელ მარიამ დონაძეს მფრინავმა - გიორგი კინწურაშვილმა ხელი მოულოდნელად, ცხრაჯვარის ძველ სალოცავთან სთხოვა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა...წყვილი ოქტომბერში საცხოვრებლად ერთად გადასვლას გეგმავს, გაზაფხულზე კი ქორწილის გადახდას აპირებს...

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

მარიამ დონაძე, 23 წლის:

- აეროპორტში, გადაზიდვების აგენტად მუშაობა რომ დავიწყე, დაახლოებით, 1 კვირის შემდეგ, თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა გიორგი დავინახე. ცოტა არ იყოს, გაოცებული მიყურებდა. არაფერი მიფიქრია...

გიორგი კინწურაშვილი, 26 წლის:

- თავდაპირველად, მეც აეროპორტში ვმუშაობდი: სანამ მფრინავი გავხდებოდი, ჩატვირთვის და გადაზიდვის აგენტი გახლდით - თვითმფრინავებს ვემსახურებოდი. ყველას, ვინც თვითმფრინავთანაა ასული, ე.წ. სტაიანშიკის ოქროსფერი ჟილეტი აცვია. მარიამმა რომ დამინახა, "სტაიანშიკი" ვეგონე. რამდენიმე დღე ერთმანეთს ხშირად რომ ვხვდებოდით, ალბათ, მერე დაფიქრდა - აქ "სტაიანშიკს" რა უნდაო (იცინის)?მარიამი:- უბრალოდ, პირველად რომ დავინახე, ეგ ვიფიქრე - "სტაიანშიკია"-მეთქი... სულ ვფიქრობდი, სამსახურებრივი რომანი არ მექნება, შანსი არ არის-მეთქი, მაგრამ ალბათ, ბედისწერაც არსებობს. თან, მე და გიორგიმ მუშაობაც ერთსა და იმავე დროს დავიწყეთ.

გიორგი:

- თავდაპირველად, ძალიან "იაზვა" მეგონა - სულ "სწერვა" სახით დადიოდა. ვიფიქრე, აფხაზეთის დაბრუნება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მასთან კონტაქტში შესვლა-მეთქი. მერე პარაპლანით ხტომა დავიწყე, ვიდეოები, ფოტოები ვაჩვენე - იქნებ, დაინტერესდეს-მეთქი და წამოსვლა მასაც შევთავაზე. ურთიერთობა ასე დავიწყეთ. პაემანზე არ მომყვებოდა. სამსახურის შემდეგ, შინ ვაცილებდი... მერე, ნელ-ნელა აქამდე მოვედით (იცინის).

- მარიამ, გიორგის პირველად "სხვა თვალით" როდის შეხედე?

- ეს ყველაფერი ისე ბუნებრივად მოხდა, რომ ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, შეყვარებული მყავდა (იცინის). ამ ურთიერთობის წინააღმდეგი ვიყავი: სამოდელო კარიერის განვითარებას ვაპირებდი. უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას ველოდი, რომ საზღვარგარეთ წავსულიყავი. იმ პერიოდში, გათხოვება ჩემი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა - სულ სხვა გეგმები მქონდა... ბოლოს ისე მოხდა, რომ მე და გიორგი ორ ქორწილში ერთად აღმოვჩნდით - ამან დაგვაახლოვა.-

- გიორგი, მარიამს სიყვარულში როგორ გამოუტყდი?

- რაც უნდა შემეთავაზებინა, არსად მომყვებოდა. ამიტომ. მარიამისთვის მისი სახლის კართან თქმა მომიხდა, რომ მომწონდა...

- რა გიპასუხა?

- მეგობრობა შემომთავაზა. ძალიან "გამიტყდა". ამიტომ მასთან კარგა ხანს ურთიერთობა შევწყვიტე.

მარიამი:

- იმიტომ, რომ ყველგან "დაგბლოკე" (იცინის). 6 თვე არ ველაპარაკებოდი.

- 6 თვის განმავლობაში, სამსახურში როგორ კონტაქტობდით?

- წეღან ჩემ შესახებ აღნიშნა, "სწერვა" სახით დადიოდაო. ჰოდა, ის 6 თვე ორმაგად "სწერვა" სახე მქონდა (იცინის). მსგავს ქცევებში თავადაც არ ჩამომივარდებოდა. ბოლოს ერთმანეთს "გამარჯობასაც" აღარ ვეუბნებოდით. უფრო მეტიც: სწავლის გამო, ღამის ცვლაში ვმუშაობდი, გიორგი კი სხვებს თავის სამუშაო დროს უცვლიდა, რომ მხოლოდ დღე ემუშავა და მე არ ვენახე... განაგრძეთ კითხვა

"შუათანამ მითხრა, ჯერ პატარა ჩაიყვანეო", - ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი გამოიყვანა

"თეონას ახლაც არ სურს ჩემი სახელის გაგონება, "ბიოლოგიურ მასალას" მეძახის" - თეონა კონტრიძის ქალიშვილი მამამ 12 წლის შემდეგ ნახა

კრიშტიანუ რონალდუმ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა? - სუპერვარსკვლავმა ჯორჯინა როდრიგესს  თავბრუდამხვევი სიურპრიზი მოუწყო