სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც მაწევანს უკავშირდება" - ადვოკატის თქმით, გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია
"სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც მაწევანს უკავშირდება" - ადვოკატის თქმით, გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა არას­რუ­ლია. რო­გორც ად­ვო­კატ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ისი­ნი მო­ი­თხოვ­დნენ, რომ ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე 3 ჯი­პის გა­და­ად­გი­ლე­ბის სრუ­ლი მარ­შუ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რი ენა­ხათ.

მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლის თქმით, სამ­ხედ­რო ბა­ზი­დან არის სა­ი­დუმ­ლო გა­სას­ვლე­ლი, რო­მე­ლიც ტა­ბახ­მე­ლის გზით მა­წე­ვანს უკავ­შირ­დე­ბა. ად­ვო­კა­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ად­გი­ლე­ბა მარ­ტი­ვად შე­ეძ­ლოთ.

"გა­მო­ძი­ე­ბამ მოგ­ვა­წო­და შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სამი ჯიპი რუს­თა­ვი­დან, სამ­ხედ­რო ბა­ზი­დან მო­დი­ო­და. მათი მარ­შრუ­ტი იყო შემ­დე­გი-ისი­ნი ყო­ველ­დღე მი­დი­ოდ­ნენ შავ­ნა­ბა­დის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე და გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ რუს­თავ­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. მო­ვი­თხო­ვე, ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე, რუს­თა­ვი­დან შავ­ნა­ბა­დის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე მათი შეს­ვლი­სა და გა­მოს­ვლის მა­სა­ლა გა­მო­თხო­ვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო და ნათ­ლად გვე­ნა­ხა, თუ რა პე­რი­ო­დი დას­ჭირ­დე­ბო­და ამ ყვე­ლა­ფერს. რა თქმა უნდა, ისი­ნი თა­ნახ­მა იყ­ვნენ. და­პი­რე­ბის თა­ნახ­მად, ეს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­მო­თხო­ვი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ჩვენც მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ვი­ყა­ვით.

ჩემ­თვის ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რია, რაში დას­ჭირ­და პრო­კუ­რა­ტუ­რას, რომ მა­ინც და მა­ინც ეს პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი ენა­ხე­ბი­ნა, თუ რო­გორ შე­დი­ან ბა­ზა­ზე. შე­მიძ­ლია პირ­და­პირ გი­თხრათ, რომ სამ­ხედ­რო ბა­ზი­დან არის სა­ი­დუმ­ლო გა­სას­ვლე­ლი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ტა­ბახ­მე­ლის გზით უკავ­შირ­დე­ბა მა­წე­ვანს. არის გა­და­სას­ვლე­ლი, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გზა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მა­წე­ვან­ში ჩა­დის. ჯიპს ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად შე­ეძ­ლოთ ჩა­სუ­ლი­ყო მა­წე­ვან­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­მა­ტე­ბით ვსვამ კი­თხვებს, სად არის ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­ი­და­ნაც ნათ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა, რა მარ­შრუ­ტი, რო­მე­ლი გრა­ფი­კით გა­და­ად­გილ­დე­ბა რუს­თა­ვის სამ­ხედ­რო ბა­ზი­დან, თუ არ­სე­სე­ბობს რუს­თავ­ში ასე­თი სამ­ხედ­რო ბაზა. ჩვენ მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ერთი კვი­რის მარ­შრუ­ტი პი­რა­დად უნდა მე­ნა­ხა“,-აცხა­დებს რა­მიშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ოჯა­ხი­სა და მათი კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნაა, რომ სრუ­ლი ჩა­ნა­წე­რი მი­ი­ღონ.

"ოჯა­ხის და ჩემი კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნაა, მოგ­ვცენ ჩა­ნაწ­რი, რო­მელ სა­ათ­ზე, რა დროს გა­მო­დის აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯი­პე­ბი სამ­ხედ­რო ბა­ზი­დან და თუ არ გა­მო­დის, მა­შინ რამ­დენ ხანს რჩე­ბა 3 ჯიპი სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე. მე­ო­რე, რო­მე­ლი და რა გრა­ფი­კით გა­და­ად­გილ­დე­ბა რუს­თა­ვი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი შავი ჯი­პე­ბი შავ­ნა­ბა­დის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“,-აცხა­დებს რა­მიშ­ვი­ლი.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ისი­ნი და­მა­ტე­ბით სა­ტე­ლი­ტურ ჩა­ნა­წე­რებს და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­საც ელი­ან.

„ვი­თხოვთ სა­ტე­ლი­ტურ სუ­რა­თებს, რო­მელ­საც დიდი ხა­ნია უკვე ვე­ლო­დო­ე­ბით და ამავდრო­უ­ლად, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას“, - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნი­სა და სუს-ის სამი ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის კად­რებს ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით (112-ის და სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტე­ბის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბით) დას­ტურ­დე­ბა, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ბა­ლანსზე რი­ცხუ­ლი 3 ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­ჩი­ა­ნი­დან შავ­ნა­ბა­დას სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის საწ­ვრთნე­ლი ბა­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი რუს­თა­ვის გზატ­კე­ცილ­ზე, მხო­ლოდ გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე აღ­მოჩ­ნდნენ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნის უკან, რის შემ­დე­გაც თბი­ლი­სი-მარ­ნე­უ­ლის გზატ­კე­ცი­ლი­დან აღ­ნიშ­ნულ­მა ავ­ტო­მან­ქა­ნებ­მა გა­და­უხ­ვი­ეს გზი­დან და შე­ვიდ­ნენ შავ­ნა­ბა­დას საწ­ვრთნელ ბა­ზა­ზე.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
39

მეც მივხვდი!

იმიტომ დასჭირდა რომ აქაოდა არ ვარტ არფერში გარეულიო მარა ტავის ცხვირი მოატყუონ

სოლომონი
70

რამიშვილმა შეიძლება კენედის მკვლელიც იპოვოს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც მაწევანს უკავშირდება" - ადვოკატის თქმით, გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია

"სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც მაწევანს უკავშირდება" - ადვოკატის თქმით, გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი მოითხოვდნენ, რომ ერთი კვირის მანძილზე 3 ჯიპის გადაადგილების სრული მარშუტის ამსახველი ჩანაწერი ენახათ.

მიხეილ რამიშვილის თქმით, სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც ტაბახმელის გზით მაწევანს უკავშირდება. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ავტომობილებს ამ მიმართულებით გაადგილება მარტივად შეეძლოთ.

"გამოძიებამ მოგვაწოდა შემდეგი ინფორმაცია, რომ აღნიშნული სამი ჯიპი რუსთავიდან, სამხედრო ბაზიდან მოდიოდა. მათი მარშრუტი იყო შემდეგი-ისინი ყოველდღე მიდიოდნენ შავნაბადის სამხედრო ბაზაზე და გარკვეული დროის შემდეგ რუსთავში ბრუნდებოდნენ. მოვითხოვე, ერთი კვირის მანძილზე, რუსთავიდან შავნაბადის სამხედრო ბაზაზე მათი შესვლისა და გამოსვლის მასალა გამოთხოვილი ყოფილიყო და ნათლად გვენახა, თუ რა პერიოდი დასჭირდებოდა ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ისინი თანახმა იყვნენ. დაპირების თანახმად, ეს ვიდეოჩანაწერი გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვიყავით.

ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რაში დასჭირდა პროკურატურას, რომ მაინც და მაინც ეს პატარა მონაკვეთი ენახებინა, თუ როგორ შედიან ბაზაზე. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც პირდაპირ ტაბახმელის გზით უკავშირდება მაწევანს. არის გადასასვლელი, ძალიან მარტივი გზა, რომელიც პირდაპირ მაწევანში ჩადის. ჯიპს ყველაზე მარტივად შეეძლოთ ჩასულიყო მაწევანში. აქედან გამომდინარე, დამატებით ვსვამ კითხვებს, სად არის ჩანაწერები, საიდანაც ნათლად გამოჩნდება, რა მარშრუტი, რომელი გრაფიკით გადაადგილდება რუსთავის სამხედრო ბაზიდან, თუ არსესებობს რუსთავში ასეთი სამხედრო ბაზა. ჩვენ მოლაპარაკებული ვიყავით, რომ აღნიშნული ერთი კვირის მარშრუტი პირადად უნდა მენახა“,-აცხადებს რამიშვილი.

მისი თქმით, ოჯახისა და მათი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ სრული ჩანაწერი მიიღონ.

"ოჯახის და ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, მოგვცენ ჩანაწრი, რომელ საათზე, რა დროს გამოდის აღნიშნული ჯიპები სამხედრო ბაზიდან და თუ არ გამოდის, მაშინ რამდენ ხანს რჩება 3 ჯიპი სამხედრო ბაზაზე. მეორე, რომელი და რა გრაფიკით გადაადგილდება რუსთავიდან აღნიშნული შავი ჯიპები შავნაბადის ტერიტორიაზე“,-აცხადებს რამიშვილი.

ადვოკატის თქმით, ისინი დამატებით სატელიტურ ჩანაწერებს და ექსპერტიზის დასკვნასაც ელიან.

„ვითხოვთ სატელიტურ სურათებს, რომელსაც დიდი ხანია უკვე ველოდოებით და ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნას“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, გენერალური პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანისა და სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების კადრებს ავრცელებს.

როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების მიერ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით (112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით) დასტურდება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბალანსზე რიცხული 3 ავტომანქანა გაჩიანიდან შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან და აღნიშნული ავტომანქანები რუსთავის გზატკეცილზე, მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რის შემდეგაც თბილისი-მარნეულის გზატკეცილიდან აღნიშნულმა ავტომანქანებმა გადაუხვიეს გზიდან და შევიდნენ შავნაბადას საწვრთნელ ბაზაზე.

1-4 სექტემბერს საქართველოში 38 გრადუსამდე დაცხება - სინოპტიკოსები ტყის ხანძრების საფრთხეზე გვაფრთხილებენ

კორონავირუსი "ქართული ოცნების" სათაო ოფისში დასაქმებულ პირთან კონტაქტში მყოფ 5 პირს დაუდასტურდა - ამირან გამყრელიძე

"100%-იანი დაფინანსება 1000-ზე მეტმა მიიღო" - რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი და როგორ გადანაწილდა გრანტები