სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუვეითში ცხოვრება ნულიდან დავიწყე" - შეიხებთან დაახლოებული ქართველი ქალის ბომონდური ცხოვრება მდიდრულ ქვეყანაში
"ქუვეითში ცხოვრება ნულიდან დავიწყე"  - შეიხებთან დაახლოებული ქართველი ქალის ბომონდური ცხოვრება მდიდრულ ქვეყანაში

ელგა კო­ტაშ­ვილ­მა და­ახ­ლო­ე­ბით ათი წლის წინ გა­და­წყვი­ტა ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა, მაგ­რამ უმ­რავ­ლე­სო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას სრუ­ლი­ად სხვა სამ­ყა­რო­ში, ჩვენ­თვის ჯერ კი­დევ უც­ნობ ქვე­ყა­ნა­ში - ქუ­ვე­ით­ში მო­უ­წია გა­დას­ვლამ.ელ­გას დღეს "ქუ­ვე­ი­თის ქარ­თველ მარ­გა­ლიტს" ეძა­ხი­ან, სა­ვა­რა­უ­დოდ - მას შემ­დეგ, რაც ინ­ტერ­ვიუ მის­ცა ერთ-ერთ ცნო­ბილ ბო­მონ­დურ ჟურ­ნალს.

ის ძა­ლი­ან უყ­ვართ ქუ­ვე­ით­ში, აფა­სე­ბენ რო­გორც თა­ვი­სი საქ­მის კარგ მცოდ­ნეს და კარგ ადა­მი­ანს. ეპი­დე­მი­ის დღე­ებ­ში ელ­გამ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის სა­ხე­ლით, თა­ნაც არა­ერ­თხელ, დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს. რო­გორც ამ­ბობს, მას შემ­დეგ, რაც ელი­ტურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, მის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე და მათ და­დე­ბი­თი წარ­მოდ­გე­ნა შე­უქ­მნას ქარ­თვე­ლებ­ზე:

ელგა კო­ტაშ­ვი­ლი:

ქუ­ვე­ით­ში ბა­ტო­ნი გოგი თო­და­ძის დახ­მა­რე­ბით ჩა­მო­ვე­დი. მა­შინ ჯერ კი­დევ არ არ­სე­ბობ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოს­ვლა, არც ტუ­რის­ტუ­ლი ვიზა; ქუ­ვე­ი­თი ჯერ კი­დევ და­ხუ­რულ ქვეყ­ნად ით­ვლე­ბო­და და მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნი მოწ­ვე­ვით შე­გეძ­ლო ჩა­მოს­ვლა. ბა­ტო­ნი გოგი და­ახ­ლო­ე­ბით 26 წე­ლია, ქუ­ვე­ით­ში სპორ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით, კერ­ძოდ კი ძა­ლოს­ნო­ბის სატ­რე­ნე­რო სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა და მისი უშუ­ა­ლო დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლი სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა ერთ-ერთ სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში. დღეს კი ქუ­ვე­ი­თი ჩემ­თვის მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დეგ, სა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვცხოვ­რობ.

მყავს უამ­რა­ვი არა­ბი მე­გო­ბა­რი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის მხარ­ში მიდ­გა­ნან და მე ამა­ყი ვარ მა­თით. ესე­ნი არი­ან ცნო­ბი­ლი შე­ი­ხე­ბის შვი­ლე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ექი­მე­ბი, სა­მე­ფო საგ­ვა­რე­უ­ლო ოჯა­ხის წევ­რე­ბი - ასე ვთქვათ, ქუ­ვე­ი­თუ­რი ბო­მონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნო პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ქუ­ვე­ი­თე­ლი მე­გობ­რე­ბის თა­ნად­გო­მა. ისი­ნი თით­ქმის ყო­ველ­დღე მწერ­დნენ, მი­რე­კავ­დნენ, თუ რამე შე­ეძ­ლოთ, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ, რათა თავი ცუ­დად არ მეგ­რძნო. მინ­და, უდი­დე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ ქუ­ვე­ი­თელს ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­თვის, ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და და აქვს ჩემ­თვის.

აღ­მო­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როს მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა

- ნამ­დვი­ლად, თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის შე­დე­გად შევ­ძე­ლი სა­კუ­თა­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და ახა­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბე­ბის, ფე­რე­ბის შექ­მნა. და­ახ­ლო­ე­ბით 5 წელ­ში შევ­ძე­ლი სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნის გახ­სნა. მქონ­და რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბიც, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბი­თა და ჩემი თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით შევ­ძე­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა. ჩემ­თვის უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, რო­დე­საც სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში მო­მი­წია ცხოვ­რე­ბის ნუ­ლი­დან და­წყე­ბამ. ისე, რაღა და­გი­მა­ლოთ და, ბავ­შვო­ბი­დან მომ­წონ­და და მი­ზი­დავ­და აღ­მო­სავ­ლუ­რი, კერ­ძოდ, არა­ბუ­ლი სამ­ყა­რო. გა­რეგ­ნუ­ლა­დაც, უფრო აზი­უ­რი ჰა­ბი­ტუ­სი მაქვს და ამ­დე­ნად, ძა­ლი­ან მალე მი­მი­ღო აქა­ურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ.

"ნდო­ბას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მთან ერ­თად, ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გან­სა­ზღვრავს"

- სა­ერ­თოდ, რთუ­ლია ამ სო­ცი­უ­მის წევ­რო­ბა, რად­გან პირ­ველ რიგ­ში, ნდო­ბის მო­პო­ვე­ბაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ასე­ვე - სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, სა­ი­და­ნაც ჩანს შენი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მაგ­რამ თუ ადა­მი­ა­ნე­ბი გიყ­ვარს და შენი საქ­მე მოგ­წონს, ეს უკვე პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. მი­მაჩ­ნია, რომ აქ კი არა, სა­დაც უნდა იყო, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ნდო­ბის მო­პო­ვე­ბაა, ნდო­ბას კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მთან ერ­თად, სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გან­სა­ზღვრავს და თუ ამ სამ რა­ღა­ცას ერ­თად აკე­თებ, სხვა პრობ­ლე­მე­ბი გვერ­დზე იწევს და საქ­მეც გა­მო­დის.

საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში

- სა­ბო­ლო­ოდ, ჩემს ად­გილს მა­ინც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვხე­დავ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აქ ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვარ, კერ­ძოდ, გვერ­დში მიდ­გას ჩემი და, ხა­თუ­ნა, რო­მე­ლიც წლე­ბია აქ მყავს. გარ­და იმი­სა, რომ ჩემი დაა, უზო­მოდ კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია, თა­ვი­სი საქ­მის ერ­თგუ­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. ისიც ყვე­ლას უყ­ვარს, პა­ტივს სცე­მენ ქუ­ვე­ით­ში. ხა­თუ­ნას შვი­ლე­ბიც, ისე­ვე, რო­გორც ჩემი შვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში ცხოვ­რო­ბენ. მეც იქ და­ვი­ბა­დე და ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დიც სწო­რედ იქ გა­ვა­ტა­რე. ახ­ლაც, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩავ­დი­ვარ, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მყუდ­რო და საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი დე­დოფ­ლის­წყა­როა.

საქ­მე

- ჩვე­ნი სა­მუ­შაო დილა იწყე­ბა დი­ლის 11 სა­ათ­ზე. ამ დროს ვხსნით სა­ლონს და ჩემს დამ­ხმა­რე­ებ­თან ერ­თად ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას. რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ახა­ლი სა­ლო­ნი გავ­ხსე­ნით. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე გა­მოჩ­ნდა ეს ვირუ­სი, გა­მო­ა­ცხა­დეს პან­დე­მია და მუ­შა­ო­ბა შე­ვა­ჩე­რეთ. იმე­დი მაქვს, მალე დას­რულ­დე­ბა ეს პე­რი­ო­დიც და შემ­დეგ სრუ­ლი დატ­ვირ­თვით შე­ვუდ­გე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას. სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი მაქვს და მჯე­რა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, მით უმე­ტეს, რომ მიყ­ვარს და მომ­წონს ჩემი საქ­მე...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ქუვეითში ცხოვრება ნულიდან დავიწყე" - შეიხებთან დაახლოებული ქართველი ქალის ბომონდური ცხოვრება მდიდრულ ქვეყანაში

"ქუვეითში ცხოვრება ნულიდან დავიწყე"  - შეიხებთან დაახლოებული ქართველი ქალის ბომონდური ცხოვრება მდიდრულ ქვეყანაში

ელგა კოტაშვილმა დაახლოებით ათი წლის წინ გადაწყვიტა ემიგრაციაში წასვლა, მაგრამ უმრავლესობისგან განსხვავებით, მას სრულიად სხვა სამყაროში, ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობ ქვეყანაში - ქუვეითში მოუწია გადასვლამ.ელგას დღეს "ქუვეითის ქართველ მარგალიტს" ეძახიან, სავარაუდოდ - მას შემდეგ, რაც ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ცნობილ ბომონდურ ჟურნალს.

ის ძალიან უყვართ ქუვეითში, აფასებენ როგორც თავისი საქმის კარგ მცოდნეს და კარგ ადამიანს. ეპიდემიის დღეებში ელგამ ქართველი ემიგრანტების სახელით, თანაც არაერთხელ, დახმარება გაუწია გაჭირვებულებს. როგორც ამბობს, მას შემდეგ, რაც ელიტურ საზოგადოებაში ცნობილი გახდა, მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს გარშემო მყოფებზე და მათ დადებითი წარმოდგენა შეუქმნას ქართველებზე:

ელგა კოტაშვილი:

ქუვეითში ბატონი გოგი თოდაძის დახმარებით ჩამოვედი. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა თავისუფალი მიმოსვლა, არც ტურისტული ვიზა; ქუვეითი ჯერ კიდევ დახურულ ქვეყნად ითვლებოდა და მხოლოდ საქმიანი მოწვევით შეგეძლო ჩამოსვლა. ბატონი გოგი დაახლოებით 26 წელია, ქუვეითში სპორტული საქმიანობით, კერძოდ კი ძალოსნობის სატრენერო სფეროში წარმატებულ საქმიანობას ეწევა და მისი უშუალო დახმარებით შევძელი სამსახურის დაწყება ერთ-ერთ სილამაზის სალონში. დღეს კი ქუვეითი ჩემთვის მეორე ქვეყანაა საქართველოს შემდეგ, სადაც სიამოვნებით ვცხოვრობ.

მყავს უამრავი არაბი მეგობარი, რომლებიც ყოველთვის მხარში მიდგანან და მე ამაყი ვარ მათით. ესენი არიან ცნობილი შეიხების შვილები, ჟურნალისტები, ექიმები, სამეფო საგვარეულო ოჯახის წევრები - ასე ვთქვათ, ქუვეითური ბომონდის წარმომადგენლები. არ შემიძლია არ აღვნიშნო პანდემიის პერიოდში ქუვეითელი მეგობრების თანადგომა. ისინი თითქმის ყოველდღე მწერდნენ, მირეკავდნენ, თუ რამე შეეძლოთ, ყველაფერს აკეთებდნენ, რათა თავი ცუდად არ მეგრძნო. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო თითოეულ ქუვეითელს ასეთი დამოკიდებულებისთვის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ჩემთვის.

აღმოსავლური სამყაროს მიმზიდველობა

- ნამდვილად, თავდაუზოგავი შრომის შედეგად შევძელი საკუთარი ტექნოლოგიების შემუშავება და ახალი ვარცხნილობების, ფერების შექმნა. დაახლოებით 5 წელში შევძელი საკუთარი სილამაზის სალონის გახსნა. მქონდა რთული პერიოდებიც, მაგრამ ადამიანების დახმარებითა და ჩემი თავდაუზოგავი შრომით შევძელი ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევა. ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო, როდესაც სრულიად უცხო გარემოში მომიწია ცხოვრების ნულიდან დაწყებამ. ისე, რაღა დაგიმალოთ და, ბავშვობიდან მომწონდა და მიზიდავდა აღმოსავლური, კერძოდ, არაბული სამყარო. გარეგნულადაც, უფრო აზიური ჰაბიტუსი მაქვს და ამდენად, ძალიან მალე მიმიღო აქაურმა საზოგადოებამ.

"ნდობას პროფესიონალიზმთან ერთად, ადამიანებისადმი სწორი დამოკიდებულება განსაზღვრავს"

- საერთოდ, რთულია ამ სოციუმის წევრობა, რადგან პირველ რიგში, ნდობის მოპოვებაა მნიშვნელოვანი, ასევე - სწორი კომუნიკაცია, საიდანაც ჩანს შენი დამოკიდებულება, მაგრამ თუ ადამიანები გიყვარს და შენი საქმე მოგწონს, ეს უკვე პრობლემას არ წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ აქ კი არა, სადაც უნდა იყო, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების მიმართ ნდობის მოპოვებაა, ნდობას კი პროფესიონალიზმთან ერთად, სწორი დამოკიდებულება განსაზღვრავს და თუ ამ სამ რაღაცას ერთად აკეთებ, სხვა პრობლემები გვერდზე იწევს და საქმეც გამოდის.

საყვარელი ადგილი საქართველოში

- საბოლოოდ, ჩემს ადგილს მაინც საქართველოში ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ აქ ახლობლების გარემოცვაში ვარ, კერძოდ, გვერდში მიდგას ჩემი და, ხათუნა, რომელიც წლებია აქ მყავს. გარდა იმისა, რომ ჩემი დაა, უზომოდ კეთილშობილი ადამიანია, თავისი საქმის ერთგული და პროფესიონალი. ისიც ყველას უყვარს, პატივს სცემენ ქუვეითში. ხათუნას შვილებიც, ისევე, როგორც ჩემი შვილი, საქართველოში, დედოფლისწყაროში ცხოვრობენ. მეც იქ დავიბადე და ცხოვრების საუკეთესო პერიოდიც სწორედ იქ გავატარე. ახლაც, როდესაც საქართველოში ჩავდივარ, ჩემთვის ყველაზე მყუდრო და საყვარელი ადგილი დედოფლისწყაროა.

საქმე

- ჩვენი სამუშაო დილა იწყება დილის 11 საათზე. ამ დროს ვხსნით სალონს და ჩემს დამხმარეებთან ერთად ვიწყებ მუშაობას. რამდენიმე თვეა, რაც ახალი სალონი გავხსენით. სამწუხაროდ, მალევე გამოჩნდა ეს ვირუსი, გამოაცხადეს პანდემია და მუშაობა შევაჩერეთ. იმედი მაქვს, მალე დასრულდება ეს პერიოდიც და შემდეგ სრული დატვირთვით შევუდგებით საქმიანობას. საკუთარი თავის იმედი მაქვს და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება, მით უმეტეს, რომ მიყვარს და მომწონს ჩემი საქმე...წაიკითხეთ სრულად

"სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც მაწევანს უკავშირდება" - ადვოკატის თქმით, გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია

"მესმის, ისიც ახალგაზრდაა, მაგრამ თავზე ვერ დავისვამ" - როგორია გოგი თოფაძის შვილიშვილის მდგომარეობა და რომელ ქვეყანაში უმკურნალებენ მას

ხევსურეთის ავარიაში გარდაცვლილთა პანაშვიდი სიონის ტაძარში (ფოტობი)