სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰგონიათ პლატინას ვუდგამთ, რაც არასწორია" - რა მეტალებს იყენებენ საქართველოში მოტეხილობების სამკურნალოდ და ეკრძალებათ თუ არა ასეთ პაციენტებს ქვეყნის დატოვება
"ჰგონიათ პლატინას ვუდგამთ, რაც არასწორია" - რა მეტალებს იყენებენ საქართველოში მოტეხილობების სამკურნალოდ და ეკრძალებათ თუ არა ასეთ პაციენტებს ქვეყნის დატოვება

„ერთ ძველ ახ­ლო­ბელს, წინა სა­უ­კუ­ნე­ში, ავა­რი­ის შემ­დეგ ფეხ­ში პლა­ტი­ნა ჩა­უდ­გეს, ერთი წლის გავ­ლის შემ­დეგ კი, ხე­ლა­ხა­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და იმის­თვის, რომ ის ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლი ამო­ე­ღოთ. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და“ - ეს გახ­ლავთ ამო­ნა­რი­დი ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნის სა­უბ­რი­დან. სა­ერ­თო­დაც კი, ასე­თი აზრი არ­სე­ბობ­და, რომ რთუ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ძვლის ფრაგ­მენ­ტე­ბის შე­სა­ხორ­ცებ­ლად, ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა იყო სა­ჭი­რო და ასეთ მე­ტა­ლად, ხალ­ხში მო­ა­რუ­ლი ხმე­ბით, პლა­ტი­ნა იყო მიჩ­ნე­უ­ლი. რე­ა­ლუ­რად რას­თან ჰქონ­დათ საქ­მე, იყო თუ არა მარ­თლაც ის პლა­ტი­ნა, რა პე­რი­ოდ­ში უდ­გამ­დნენ ამ უცხო სხე­ულს პა­ცი­ენ­ტებს, ამ თე­მა­ზე მალ­ხაზ ფირ­ფი­ლაშ­ვი­ლი, „ნიუ ვი­ჟენ“ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰოს­პიტ­ლის ტრავ­მა­ტო­ლო­გია-ორ­თო­პე­დი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გე­სა­უბ­რე­ბა: „არის მო­ტე­ხი­ლო­ბა მო­ტე­ხი­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბის შე­ცი­ლე­ბის გა­რე­შე, მათ ოპე­რა­ცია არ სჭირ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ კი­დუ­რი უნდა იყოს მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­ა­რე­ო­ბა­ში და სხვა­დას­ხვა ნახ­ვე­ვი და­ი­დოს. ადრე ძი­რი­თა­დად თა­ბა­ში­რი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, ახლა შე­იძ­ლე­ბა იმო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი (ძვლის ფრაგ­მენ­ტე­ბის მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა) ე.წ. ორ­ტე­ზი­თაც იყოს. ის პლასტმა­სის­გან წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბაა, რო­მე­ლიც ამა თუ იმ სეგ­მენ­ტის­თვის (მხრის­თვის, წინა მხრის­თვის, ბარ­ძა­ყის­თვის, წვი­ვის­თვის და ა.შ.) არის გან­კუთ­ნი­ლი. თუ თა­ბა­ში­რი­სა და ორ­ტე­ზის ნახ­ვე­ვი იქ­ნე­ბა, მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში, მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ტე­ხი­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს აღარ შე­ცილ­დე­ბა და ად­ვი­ლად შე­ხორ­ცე­ბა. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა წი­ნას­წარ, ქარ­ხნუ­ლი წე­სით დამ­ზა­დე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა არ ემ­თხვე­ვა კონ­კრე­ტუ­ლი კი­დუ­რის ზო­მებს, მა­შინ თა­ბა­შირ­საც ვი­ყე­ნებთ, ანუ ერთი მე­ო­რეს ენაც­ვლე­ბა, მაგ­რამ თუ კი­დუ­რი სტან­დარ­ტუ­ლი ზო­მი­საა, ორ­ტე­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა უფრო მარ­ტი­ვია“ - გვე­უბ­ნე­ბა ტრავ­მა­ტო­ლოგ-ორ­თო­პე­დი.

მისი თქმით, ასე­ვე არის მო­ტე­ხი­ლო­ბა, რო­დე­საც პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა. ოპე­რა­ცია მა­შინ კეთ­დე­ბა, თუ მო­ტე­ხი­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბი ისეა დამ­სხვრე­უ­ლი, ერ­თმა­ნეთს შე­ცი­ლე­ბუ­ლი, რომ კუნ­თე­ბის და­ჭიმ­ვის გამო მა­ინც შე­ცილ­დე­ბა, ამი­ტომ ასეთ დროს ძვლე­ბის გას­წო­რე­ბის ბოლო ეტა­პი ოპე­რა­ცი­აა და ფრაგ­მენ­ტე­ბის და­სა­კავ­ში­რებ­ლად სა­ფიქ­სა­ციო მე­ტა­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ის უშუ­ა­ლოდ ძვლის ღრუ­ში თავ­სდე­ბა, ან ძვალ­ზე, ღე­რო­ე­ბიც ამის მი­ხედ­ვი­თაა და ფირ­ფი­ტებს სხვა­დას­ხვა კონ­სტრუქ­ცია აქვს.

- სა­ფიქ­სა­ციო მე­ტა­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში პლა­ტი­ნაა?

- ამ ფირ­ფი­ტას ხალ­ხი რა­ტომ­ღაც პლა­ტი­ნას ეძა­ხის, რაც არას­წო­რია. პლა­ტი­ნა ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლია, მაგ­რამ ამ პრო­ცე­დუ­რის­თვის ძა­ლი­ან რბი­ლი, ამი­ტომ მისი სიძ­ვი­რე ვერ აკომ­პენ­სი­რებს სიმ­ტკი­ცეს, არ გვად­გე­ბა, არც იხ­მა­რე­ბა.

- სა­ერ­თოდ, მე­დი­ცი­ნა­ში სა­ფიქ­სა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბად არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა?

- არა, ამას­თან, არც ოქრო და არც ვერ­ცხლი... ადრე სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბით მი­ღე­ბუ­ლი უჟან­გა­ვი ფო­ლა­დი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, ის სპე­ცი­ა­ლუ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბის შე­ნად­ნო­ბი გახ­ლდათ (რკი­ნა, კო­ბალ­ტი ქრო­მი გარ­კვე­უ­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით). უჟან­გა­ვი ფო­ლა­დი, რო­გორც ადრე, ახ­ლაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მას ბოლო დროს ტი­ტა­ნიც მი­ე­მა­ტა, ანუ მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი იგი­ვე კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი. ფო­ლადს ისე­თი სა­მე­დი­ცი­ნო პა­რა­მეტ­რე­ბი და მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი აქვს, რომ ორ­გა­ნიზ­მთან კონ­ფლიქ­ტში არ შე­დის, არ იჟან­გე­ბა, ტი­ტა­ნიც ასე­თი­ვე თვი­სე­ბის მქო­ნეა, მის შემ­თხვე­ვა­ში, და­მა­ტე­ბით კი­დევ ისაა, რომ ინ­ფექ­ცი­ის მი­მართ მეტი ამ­ტა­ნო­ბა ახა­სი­ა­თებს, არის უფრო მსუ­ბუ­ქი, უჟან­გა­ვი ფო­ლა­დი - მძი­მეა. ისე ბოლო დროს მე­ტად მა­ინც ტი­ტა­ნის ნა­კე­თო­ბებ­ზე გა­დავ­დი­ვართ.

- რა­ტომ?

- ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ რენტგე­ნით კონ­ტრო­ლი რომ გვჭირ­დე­ბა, უჟან­გა­ვი ფო­ლა­დი, ტი­ტა­ნი პრობ­ლე­მას არ ქმნის, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვის მე­თო­დე­ბის - მაგ­ნი­ტო­რე­ზო­ნან­სუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვი­სას, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ი­სას, რო­გორც და­მაგ­ნი­ტე­ბა­დი მე­ტა­ლე­ბი, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ხელს უშ­ლის, აზი­ა­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა ტი­ტანს, არ აქვს ეს მაგ­ნი­ტუ­რი თვი­სე­ბე­ბი და მისი გა­და­ღე­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა.

- ე.ი. ორი პლუ­სი აქვს - ერთი, რომ ინ­ფექ­ცი­ის მი­მართ შემ­გუ­ე­ბე­ლია და მე­ო­რე - თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვის მე­თო­დე­ბი მის­თვის მი­სა­ღე­ბია... პლა­ტი­ნა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ მი­თებ­ზე, ხალ­ხში ასე­თი აზ­რიც არ­სე­ბობ­და, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა არ შე­ეძ­ლოთ...

- ადრე ჩვენს პა­ცი­ენ­ტებს აწუ­ხებ­დათ - თვითმფრი­ნა­ვით მგზავ­რო­ბი­სას, აე­რო­პორ­ტში გამ­შვე­ბი პუნ­ქტის გავ­ლი­სას, პრობ­ლე­მე­ბი არ შეჰ­ქმნო­დათ. იმ დროს ცნო­ბე­ბის გა­ცე­მა გვი­წევ­და, მაგ­რამ მსოფ­ლი­ო­ში ამ ტი­პის ოპე­რა­ცია უკვე იმ­დენ ადა­მი­ანს აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, იმ­დენს აქვს ენ­დოპ­რო­თე­ზი... წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გამ­გზავ­რე­ბა და მი­ღე­ბა?! ეს მოძ­რა­ო­ბას შე­ა­ფერ­ხებ­და. ამი­ტომ, იქ კონ­ტრო­ლი ისეა გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ მხო­ლოდ იმ მე­ტალს აფიქ­სი­რებს, რო­მე­ლიც კა­ნის გა­რე­თაა და არა იმას, რაც რბილ ქსო­ვი­ლებ­ში ღრმა­დაა ჩა­მა­ლუ­ლი. ასე რომ, მგზავ­რი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვი­სუფ­ლად გა­დის გამ­შვებ პუნ­ქტს და ცნო­ბე­ბის გა­ცე­მაც აღარ გვჭირ­დე­ბა.

- ისიც მსმე­ნია, რომ მე­ტალს, რო­მე­ლიც ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად უს­ვამ­დნენ, ერთ წე­ლი­წად­ში, რო­დე­საც თა­ვის ფუნ­ქცი­ას შე­ას­რუ­ლებ­და, ხე­ლა­ხა­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი კეთ­დე­ბო­და, რომ მე­ტა­ლი იქე­დან ამო­ე­ღოთ... ეს რა­ტომ იყო სა­ჭი­რო?

- ამ ამო­ღე­ბას თა­ვი­სი ჩვე­ნე­ბა ჰქონ­და და აქვს. პირ­ვე­ლი თა­ო­ბის (70-იან წლე­ბამ­დე) ფო­ლა­დი კო­რო­ზი­ას მა­ინც გა­ნიც­დი­და, მაგ­რამ უჟან­გა­ვი ფო­ლა­დი რომ შე­მო­ვი­და, ის ინერ­ტუ­ლია, ორ­გა­ნიზ­მში არა­ფერს აშა­ვებს, მაგ­რამ ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბობს მისი ამო­ღე­ბის ჩვე­ნე­ბა. ამო­ე­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა, როცა შე­ხორ­ცე­ბის პრო­ცე­სი დამ­თავ­რე­ბუ­ლია, ანუ ფიქ­სა­ტორ­მა თა­ვი­სი ფუნ­ქცია შე­ას­რუ­ლა, ბავ­შვებ­ში მისი ამო­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმი­ტო­მაა, რომ საქ­მე მო­ზარდ ძვალ­თან გვაქვს, ფიქ­სა­ტო­რი კი ძვალს ზრდა­ში ხელს უშ­ლის და უმე­ტე­სად ამო­სა­ღე­ბი ხდე­ბა. ამო­სა­ღე­ბია ასე­ვე, როცა მო­ტე­ხი­ლო­ბა სახ­სრებ­თან ახ­ლო­საა, ამ მი­და­მო­ებ­ში რბი­ლი ქსო­ვი­ლე­ბი მცი­რეა, უძ­რა­ო­ბა მე­ზო­ბელ ძვლებს შო­რის ინ­ტენ­სი­უ­რად ხდე­ბა, მე­ტა­ლი კი, რო­გორც მე­ქა­ნი­კუ­რი სხე­უ­ლი, ხელს უშ­ლის. არ­სე­ბოს ასე­ვე პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ხელს უშ­ლის, აქ უფრო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტია, ვიდ­რე სხვა რამ, მაგ­რამ თუ უშ­ლის, უნდა ამო­ვი­ღოთ, ისე, თუ მე­ტა­ლის ამო­ღე­ბა პა­ცი­ენტს არ სჭი­დე­ბა, თავს ვი­კა­ვებთ, რომ მე­ო­რე ოპე­რა­ცია არ გა­ვუ­კე­თოთ, რაც თა­ვის­თა­ვად გარ­კვე­უ­ლი დის­კომ­ფორ­ტია.

- რა ღირს ეს კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი?

- ფასი მისი დამ­ზა­დე­ბის სირ­თუ­ლის­გან წარ­მო­იქ­მნე­ბა. გა­აჩ­ნია, რა კონ­სტრუქ­ცი­აა, შე­იძ­ლე­ბა, ერთი და იგი­ვე მა­სის მქო­ნე ფირ­ფი­ტა იყოს ტი­ტა­ნის­გან, ფო­ლა­დის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ტი­ტა­ნი ოდ­ნავ ძვი­რი ღირს, რად­გა­ნაც მისი და­მუ­შა­ვე­ბა რთუ­ლია, შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია. ძვი­რია გან­სა­კუთ­რე­ბით, მისი პრო­თე­ზი. არის სხვა­დას­ხვა ზომა და უამ­რა­ვი ფორ­მა. სა­ქარ­თე­ლო­ში რაც შე­მო­დის, 250-დან 8.000 ლა­რამ­დეა. ზომა მარ­თლაც უამ­რა­ვია, თი­თო­ე­უ­ლი ძვლის, მი­და­მო­ზე, ადა­მი­ა­ნის სი­მაღ­ლის, სის­ქის მი­ხედ­ვი­თაა. ანა­ტო­მი­უ­რი ნუ­ან­სე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია და ფასს ესეც აძ­ვი­რებს. არის შემ­თხვე­ვა, როცა ძვლის სიმ­სივ­ნის ამოკ­ვე­თა გვი­წევს და ამ დროს ონ­კო­ლო­გი­ურ პრო­თეზს ვსვამთ. ვი­ნა­ი­დან არც ეს არის სტან­დარ­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცია და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ყვე­ლას შე­სა­ბა­მი­სი კონ­სტრუქ­ცია სჭირ­დე­ბა და ამ დროს მისი დამ­ზა­დე­ბაც გვი­წევს.

- ხე­ლოვ­ნუ­რი სახ­სრე­ბის ჩას­მი­სას რა ხდე­ბა?

- უჟან­გავ ფო­ლადს და ტი­ტანს, რო­გორც გი­თხა­რით, ძვლე­ბის შე­სა­ერ­თებ­ლად და და­სა­მაგ­რებ­ლად ვი­ყე­ნებთ, ანუ ოს­ტე­ო­სინ­თე­ზის­თვის, თუმ­ცა ხე­ლოვ­ნუ­რი სახ­სრე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა, ენ­დოპ­რო­თე­ზი­რე­ბაც ხდე­ბა. მისი მე­ტა­ლის ნა­წი­ლი ტი­ტა­ნია, ანუ შემ­ხე­ბი ზე­და­პი­რე­ბი, შუ­ა­ში პლასტმა­სი იდე­ბა, რომ ხა­ხუ­ნი შემ­ცირ­დეს. ეს სპე­ცი­ა­ლუ­რი პლასტმა­სია, რო­მელ­საც დიდი მდგრა­დო­ბა აქვს ცვე­თის მი­მართ და ნე­იტ­რა­ლუ­რია ორ­გა­ნიზ­მის­თვის.

- მოკ­ლედ, გაგ­ვი­ფან­ტეთ წარ­მოდ­გე­ნა პლა­ტი­ნი­სა და ძვლის „თა­ნა­ცხოვ­რე­ბის“ შე­სა­ხებ...

- ვი­მე­ო­რებ, ამ მე­ტალს პლა­ტი­ნას ხალ­ხი ეძახ­და. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ეთ­ქვათ, უბ­რა­ლო მე­ტა­ლი კი არა, პლა­ტი­ნა ჩა­ვიდ­გი. რამ­დე­ნის­თვის მით­ქვამს, - ნუ ამ­ბობთ ასე, არ არის პლა­ტი­ნა, მაგ­რამ ყო­ველ­გვა­რი დარ­წმუ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც პლა­ტი­ნას ეძახ­დნენ. ის კი არა, ამან ბევ­რი წლის წინ ერთი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვაც კი გა­მოწ­ვია, პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ ტი­ტა­ნი ჰქონ­და ჩას­მუ­ლი, პლა­ტი­ნად მო­იხ­სე­ნი­ებ­და და სამ­წუ­ხა­როდ, იმის­თვის, რომ ის „პლა­ტი­ნა“ ხელ­ში ჩა­ეგ­დოთ, სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­მე­ტეს... ვი­ნა­ი­დამ ეს აზ­რე­ბი დღემ­დე, ძველ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი კვლა­ვაც არ­სე­ბობს, კარ­გია, რომ ამ თე­მით და­ინ­ტე­რეს­დით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზ
0

გამარჯობა მავქს ფეხში ე.წ პლატინა 2019 ში გავიკეთე ოპერაცია არ მაწუხებს. შეიძლება თუარა ინტენსიური ვარჯიის დარბაზში?

სვეტლანა
0

მადლობთ საინტერესო სტატიაა წარმატებებს გისურვებთ თქვენს მუხლჩაუხრელ შრომაში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ჰგონიათ პლატინას ვუდგამთ, რაც არასწორია" - რა მეტალებს იყენებენ საქართველოში მოტეხილობების სამკურნალოდ და ეკრძალებათ თუ არა ასეთ პაციენტებს ქვეყნის დატოვება

"ჰგონიათ პლატინას ვუდგამთ, რაც არასწორია" - რა მეტალებს იყენებენ საქართველოში მოტეხილობების სამკურნალოდ და ეკრძალებათ თუ არა ასეთ პაციენტებს ქვეყნის დატოვება

„ერთ ძველ ახლობელს, წინა საუკუნეში, ავარიის შემდეგ ფეხში პლატინა ჩაუდგეს, ერთი წლის გავლის შემდეგ კი, ხელახალი ოპერაცია ჩატარდა იმისთვის, რომ ის ძვირფასი მეტალი ამოეღოთ. ერთი წლის განმავლობაში მას ქვეყნის დატოვების უფლება არ ჰქონდა“ - ეს გახლავთ ამონარიდი ერთ-ერთი ქალბატონის საუბრიდან. საერთოდაც კი, ასეთი აზრი არსებობდა, რომ რთული მოტეხილობის შემთხვევაში, ძვლის ფრაგმენტების შესახორცებლად, ძვირფასი მეტალის გამოყენება იყო საჭირო და ასეთ მეტალად, ხალხში მოარული ხმებით, პლატინა იყო მიჩნეული. რეალურად რასთან ჰქონდათ საქმე, იყო თუ არა მართლაც ის პლატინა, რა პერიოდში უდგამდნენ ამ უცხო სხეულს პაციენტებს, ამ თემაზე მალხაზ ფირფილაშვილი, „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის ჰოსპიტლის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გესაუბრება: „არის მოტეხილობა მოტეხილი ფრაგმენტების შეცილების გარეშე, მათ ოპერაცია არ სჭირდება. უბრალოდ კიდური უნდა იყოს მოსვენებულ მდგოარეობაში და სხვადასხვა ნახვევი დაიდოს. ადრე ძირითადად თაბაშირი გამოიყენებოდა, ახლა შეიძლება იმობილიზებული (ძვლის ფრაგმენტების მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა) ე.წ. ორტეზითაც იყოს. ის პლასტმასისგან წინასწარ მომზადებული მოწყობილობაა, რომელიც ამა თუ იმ სეგმენტისთვის (მხრისთვის, წინა მხრისთვის, ბარძაყისთვის, წვივისთვის და ა.შ.) არის განკუთნილი. თუ თაბაშირისა და ორტეზის ნახვევი იქნება, მკურნალობის პროცესში, მოსვენებულ მდგომარეობაში მოტეხილი ფრაგმენტები ერთმანეთს აღარ შეცილდება და ადვილად შეხორცება. არის შემთხვევები, როცა წინასწარ, ქარხნული წესით დამზადებული მოწყობილობა არ ემთხვევა კონკრეტული კიდურის ზომებს, მაშინ თაბაშირსაც ვიყენებთ, ანუ ერთი მეორეს ენაცვლება, მაგრამ თუ კიდური სტანდარტული ზომისაა, ორტეზის გამოყენება უფრო მარტივია“ - გვეუბნება ტრავმატოლოგ-ორთოპედი.

მისი თქმით, ასევე არის მოტეხილობა, როდესაც პაციენტს ოპერაცია ესაჭიროება. ოპერაცია მაშინ კეთდება, თუ მოტეხილი ფრაგმენტები ისეა დამსხვრეული, ერთმანეთს შეცილებული, რომ კუნთების დაჭიმვის გამო მაინც შეცილდება, ამიტომ ასეთ დროს ძვლების გასწორების ბოლო ეტაპი ოპერაციაა და ფრაგმენტების დასაკავშირებლად საფიქსაციო მეტალი გამოიყენება. ის უშუალოდ ძვლის ღრუში თავსდება, ან ძვალზე, ღეროებიც ამის მიხედვითაა და ფირფიტებს სხვადასხვა კონსტრუქცია აქვს.

- საფიქსაციო მეტალი ამ შემთხვევაში პლატინაა?

- ამ ფირფიტას ხალხი რატომღაც პლატინას ეძახის, რაც არასწორია. პლატინა ძალიან ძვირფასი მეტალია, მაგრამ ამ პროცედურისთვის ძალიან რბილი, ამიტომ მისი სიძვირე ვერ აკომპენსირებს სიმტკიცეს, არ გვადგება, არც იხმარება.

- საერთოდ, მედიცინაში საფიქსაციო საშუალებად არ გამოიყენება?

- არა, ამასთან, არც ოქრო და არც ვერცხლი... ადრე სპეციალურად სამედიცინო მიზნებით მიღებული უჟანგავი ფოლადი გამოიყენებოდა, ის სპეციალური კომპონენტების შენადნობი გახლდათ (რკინა, კობალტი ქრომი გარკვეული პროცენტული შემადგენლობით). უჟანგავი ფოლადი, როგორც ადრე, ახლაც გამოიყენება. მას ბოლო დროს ტიტანიც მიემატა, ანუ მისგან დამზადებული იგივე კონსტრუქციები. ფოლადს ისეთი სამედიცინო პარამეტრები და მახასიათებლები აქვს, რომ ორგანიზმთან კონფლიქტში არ შედის, არ იჟანგება, ტიტანიც ასეთივე თვისების მქონეა, მის შემთხვევაში, დამატებით კიდევ ისაა, რომ ინფექციის მიმართ მეტი ამტანობა ახასიათებს, არის უფრო მსუბუქი, უჟანგავი ფოლადი - მძიმეა. ისე ბოლო დროს მეტად მაინც ტიტანის ნაკეთობებზე გადავდივართ.

- რატომ?

- ოპერაციის შემდეგ რენტგენით კონტროლი რომ გვჭირდება, უჟანგავი ფოლადი, ტიტანი პრობლემას არ ქმნის, მაგრამ თანამედროვე კვლევის მეთოდების - მაგნიტორეზონანსული გამოკვლევისას, კომპიუტერული ტომოგრაფიისას, როგორც დამაგნიტებადი მეტალები, გამოსახულებას ხელს უშლის, აზიანებს. რაც შეეხება ტიტანს, არ აქვს ეს მაგნიტური თვისებები და მისი გადაღება თავისუფლად შეიძლება.

- ე.ი. ორი პლუსი აქვს - ერთი, რომ ინფექციის მიმართ შემგუებელია და მეორე - თანამედროვე კვლევის მეთოდები მისთვის მისაღებია... პლატინაზე გავრცელებულ მითებზე, ხალხში ასეთი აზრიც არსებობდა, რომ ამ ადამიანებს ქვეყნის დატოვება არ შეეძლოთ...

- ადრე ჩვენს პაციენტებს აწუხებდათ - თვითმფრინავით მგზავრობისას, აეროპორტში გამშვები პუნქტის გავლისას, პრობლემები არ შეჰქმნოდათ. იმ დროს ცნობების გაცემა გვიწევდა, მაგრამ მსოფლიოში ამ ტიპის ოპერაცია უკვე იმდენ ადამიანს აქვს ჩატარებული, იმდენს აქვს ენდოპროთეზი... წარმოგიდგენიათ, ამდენი ადამიანის გამგზავრება და მიღება?! ეს მოძრაობას შეაფერხებდა. ამიტომ, იქ კონტროლი ისეა გაკეთებული, რომ მხოლოდ იმ მეტალს აფიქსირებს, რომელიც კანის გარეთაა და არა იმას, რაც რბილ ქსოვილებში ღრმადაა ჩამალული. ასე რომ, მგზავრი ნებისმიერ შემთხვევაში, თავისუფლად გადის გამშვებ პუნქტს და ცნობების გაცემაც აღარ გვჭირდება.

- ისიც მსმენია, რომ მეტალს, რომელიც ოპერაციის შედეგად უსვამდნენ, ერთ წელიწადში, როდესაც თავის ფუნქციას შეასრულებდა, ხელახალი ოპერაციები კეთდებოდა, რომ მეტალი იქედან ამოეღოთ... ეს რატომ იყო საჭირო?

- ამ ამოღებას თავისი ჩვენება ჰქონდა და აქვს. პირველი თაობის (70-იან წლებამდე) ფოლადი კოროზიას მაინც განიცდიდა, მაგრამ უჟანგავი ფოლადი რომ შემოვიდა, ის ინერტულია, ორგანიზმში არაფერს აშავებს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, არსებობს მისი ამოღების ჩვენება. ამოეღება შეიძლება, როცა შეხორცების პროცესი დამთავრებულია, ანუ ფიქსატორმა თავისი ფუნქცია შეასრულა, ბავშვებში მისი ამოღება აუცილებელი იმიტომაა, რომ საქმე მოზარდ ძვალთან გვაქვს, ფიქსატორი კი ძვალს ზრდაში ხელს უშლის და უმეტესად ამოსაღები ხდება. ამოსაღებია ასევე, როცა მოტეხილობა სახსრებთან ახლოსაა, ამ მიდამოებში რბილი ქსოვილები მცირეა, უძრაობა მეზობელ ძვლებს შორის ინტენსიურად ხდება, მეტალი კი, როგორც მექანიკური სხეული, ხელს უშლის. არსებოს ასევე პაციენტების რაოდენობა, რომელიც ამბობს, რომ ხელს უშლის, აქ უფრო ფსიქოლოგიური მომენტია, ვიდრე სხვა რამ, მაგრამ თუ უშლის, უნდა ამოვიღოთ, ისე, თუ მეტალის ამოღება პაციენტს არ სჭიდება, თავს ვიკავებთ, რომ მეორე ოპერაცია არ გავუკეთოთ, რაც თავისთავად გარკვეული დისკომფორტია.

- რა ღირს ეს კონსტრუქციები?

- ფასი მისი დამზადების სირთულისგან წარმოიქმნება. გააჩნია, რა კონსტრუქციაა, შეიძლება, ერთი და იგივე მასის მქონე ფირფიტა იყოს ტიტანისგან, ფოლადისგან დამზადებული. ტიტანი ოდნავ ძვირი ღირს, რადგანაც მისი დამუშავება რთულია, შრომატევადი პროცესია. ძვირია განსაკუთრებით, მისი პროთეზი. არის სხვადასხვა ზომა და უამრავი ფორმა. საქართელოში რაც შემოდის, 250-დან 8.000 ლარამდეა. ზომა მართლაც უამრავია, თითოეული ძვლის, მიდამოზე, ადამიანის სიმაღლის, სისქის მიხედვითაა. ანატომიური ნუანსები გათვალისწინებულია და ფასს ესეც აძვირებს. არის შემთხვევა, როცა ძვლის სიმსივნის ამოკვეთა გვიწევს და ამ დროს ონკოლოგიურ პროთეზს ვსვამთ. ვინაიდან არც ეს არის სტანდარტული სიტუაცია და ინდივიდუალურად ყველას შესაბამისი კონსტრუქცია სჭირდება და ამ დროს მისი დამზადებაც გვიწევს.

- ხელოვნური სახსრების ჩასმისას რა ხდება?

- უჟანგავ ფოლადს და ტიტანს, როგორც გითხარით, ძვლების შესაერთებლად და დასამაგრებლად ვიყენებთ, ანუ ოსტეოსინთეზისთვის, თუმცა ხელოვნური სახსრების ჩანაცვლება, ენდოპროთეზირებაც ხდება. მისი მეტალის ნაწილი ტიტანია, ანუ შემხები ზედაპირები, შუაში პლასტმასი იდება, რომ ხახუნი შემცირდეს. ეს სპეციალური პლასტმასია, რომელსაც დიდი მდგრადობა აქვს ცვეთის მიმართ და ნეიტრალურია ორგანიზმისთვის.

- მოკლედ, გაგვიფანტეთ წარმოდგენა პლატინისა და ძვლის „თანაცხოვრების“ შესახებ...

- ვიმეორებ, ამ მეტალს პლატინას ხალხი ეძახდა. ალბათ იმიტომ, რომ ეთქვათ, უბრალო მეტალი კი არა, პლატინა ჩავიდგი. რამდენისთვის მითქვამს, - ნუ ამბობთ ასე, არ არის პლატინა, მაგრამ ყოველგვარი დარწმუნების მიუხედავად, მაინც პლატინას ეძახდნენ. ის კი არა, ამან ბევრი წლის წინ ერთი უბედური შემთხვევაც კი გამოწვია, პაციენტს, რომელსაც ოპერაციის შემდგომ ტიტანი ჰქონდა ჩასმული, პლატინად მოიხსენიებდა და სამწუხაროდ, იმისთვის, რომ ის „პლატინა“ ხელში ჩაეგდოთ, სასიკვდილოდ გაიმეტეს... ვინაიდამ ეს აზრები დღემდე, ძველ დროიდან მოყოლებული კვლავაც არსებობს, კარგია, რომ ამ თემით დაინტერესდით.