საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ქალი, რომელიც წითელი ტუჩსაცხის გარეშე საჯაროდ არ ჩნდება - ვინ არის ალექსანდრია ოკასიო კორტესი?
კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ქალი, რომელიც წითელი ტუჩსაცხის გარეშე საჯაროდ არ ჩნდება - ვინ არის ალექსანდრია ოკასიო კორტესი?

პო­ლი­ტი­კო­სი ქალი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ხისტ გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას­თან, მოკ­ლედ შეჭ­რილ თმას­თან და უმა­კი­ა­ჟო სა­ხეს­თან ასო­ცირ­დე­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კა­ში არ რჩე­ბა დრო ვი­ზუ­ალ­ზე ზრუნ­ვის­თვის, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში აღ­მო­ა­ჩენთ ისეთ ქალ პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლე­ბიც ახერ­ხე­ბენ საქ­მეს სი­ლა­მა­ზის რუ­ტი­ნაც შე­უ­თავ­სონ.

ახლა სწო­რედ ასეთ პო­ლი­ტი­კოს­ზე მო­გიყ­ვე­ბით. ალექ­სან­დრია ოკა­სიო კორ­ტე­სი - პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­მაც წი­თე­ლი ტუჩ­სა­ცხი სა­კუ­თარ ხელ­წე­რად აქ­ცია და რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის იბ­რძვის, არა­მედ მათ სი­ლა­მა­ზი­სა და თა­ვის მოვ­ლის მე­თო­დებ­საც უზი­ა­რებს.

ალექ­სან­დრია წარ­მო­შო­ბით ლა­თი­ნო ამე­რი­კე­ლი, პუ­ერ­ტო რი­კო­ე­ლია, თუმ­ცა აშშ-ში, ბრონ­ქსში გა­ი­ზარ­და. ის არის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მე­ლიც კონ­გრე­სის წევ­რი გახ­და. ყო­ვე­ლი­ვეს 29 წლის ასაკ­ში მი­აღ­წია. ახლა კორ­ტე­სი 30 წლი­საა.

პო­ლი­ტი­კო­სი "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ და კონ­გრე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის წევ­რია, თუმ­ცა იყო დრო, როცა მიმ­ტა­ნა­დაც მუ­შა­ობ­და. მის სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა­ში პე­და­გო­გო­ბაც შე­დის. კონ­გრე­სის წევ­რო­ბამ­დე კორ­ტე­სი ბრონ­ქსში პე­და­გო­გი იყო და ეს­პა­ნურს ას­წავ­ლი­და. 2017 წელს ჩრდი­ლო­ე­თის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ჩა­ა­ბა­რეს.

ალექ­სან­დრია 1989 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს და­ი­ბა­და და ბრონ­ქსში ცხოვ­რობ­და. 2008 წელს მამა გარ­და­ი­ეც­ვა­ლა და ოჯახს ფი­ნან­სუ­რად ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და. გო­გო­ნას ბა­ბუა პუ­ერ­ტო რი­კო­ში მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ახლა ის თა­ვის ბო­იფ­რენდთან, რა­ი­ლი რო­ბერტსთან ერ­თად ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით ვებ-დე­ვე­ლო­პე­რია.

დღეს ის ამე­რი­კა­ში ქა­ლე­ბი­სა და ემიგ­რან­ტე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი დამ­ცვე­ლია, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ ალექ­სან­დრია კონ­გრეს­ში მათი ხმაა.

ალექ­სან­დრია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შარ­მი­თა და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბით გა­მორ­ჩე­ვა, ლა­თი­ნო ამე­რი­კუ­ლი გე­ნე­ბი მის ვი­ზუ­ალ­ში კა­რა­გა­დაა გა­მოკ­ვე­თი­ლი. გარ­და ამი­სა, კორ­ტე­სი იმ იშ­ვი­ათ ქალ პო­ლი­ტი­კოს­თა შო­რი­საა, რომ­ლე­ბიც უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მა­კი­ა­ჟით ჩნდე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ზრუ­ნა­ვენ ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რე­ზე.

ალექ­სან­დრია ამ­ბობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და თვი­თონ პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რი­საც კი, სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს და პო­ლი­ტი­კოს ქალს მა­კი­ა­ჟით სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვა­მენ.

სი­ლა­მა­ზე, ეს პო­ლი­ტი­კაა, - ამ­ბობს ალექ­სან­დრია.

მისი თქმით, ყო­ველ დი­ლით დად­გე სარ­კის წინ და იზ­რუ­ნო გა­რეგ­ნო­ბა­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ალექ­სან­დრია ქა­ლებს "ვო­გის“ სა­შუ­ა­ლე­ბით ესა­უბ­რე­ბა და უზი­ა­რებს თა­ვის მოვ­ლის პი­რად რუ­ტი­ნას. პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მი და ეს ის სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ­ლის გა­რე­შეც სახ­ლი­დან არ გა­დის, სა­ხის­თვის იყე­ნებს და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბელს და C ვი­ტა­მინს.

ალექ­სან­დრი­ას თქმით, სი­ლა­მა­ზის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის ძილი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტია, თუმ­ცა მის­თვის, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი­სით­ვის, კარ­გად გა­მო­ძი­ნე­ბა ფუ­ფუ­ნე­ბაა.

"ღამე კარ­გად არ მე­ძი­ნა - ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, ამი­ტო­მაც მაქვს თვა­ლის ქვეშ სი­შა­ვე“ ამ­ბობს პო­ლი­ტი­კო­სი "ვო­გის­თან."

ალექ­სან­დრია ცდი­ლობს პო­ლი­ტი­კამ არ და­ა­ვი­წყოს, რომ ქა­ლია. მას ჩან­თით ყო­ველ­თვის და­აქვს კოს­მე­ტი­კა. მი­სი­ვე თქმით, არ იყე­ნებს "მძი­მე“ მა­კი­აჟს, თუმ­ცა წი­თე­ლი ტუჩ­სა­ცხი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

ამ­ბობს, რომ სი­ლა­მა­ზე ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო­დან მო­დის, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და რომ ვე­რა­ნა­ი­რი ფული, ან მა­კი­ა­ჟი ვერ ცვლის ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან სამ­ყა­როს, ში­ნა­გან სი­ლა­მა­ზეს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Meee
15

Არადა, უფრო დიდს ჰგავს... 

+++
26

'ანგლიზმებით' გაავსეთ ქართული ენა და რაღა მაინცდამაინც 'ტუჩსაცხს' ვერ ელევით? დაწერეთ 'პომადა', როგორც ადრე წერდნენ.ისე, რაც შეეხება ამ ქალბატონს, თუ აუცილებელი იყო მკითხველისთვის მისი გაცნობა, მოგეძებნათ/შეგერჩიათ ისეთი სურათები, (1) სადაც ქალისთვის შესაფერისად ზის და (2) 32 კბილი არ უჩანს. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ქალი, რომელიც წითელი ტუჩსაცხის გარეშე საჯაროდ არ ჩნდება - ვინ არის ალექსანდრია ოკასიო კორტესი?

კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ქალი, რომელიც წითელი ტუჩსაცხის გარეშე საჯაროდ არ ჩნდება - ვინ არის ალექსანდრია ოკასიო კორტესი?

პოლიტიკოსი ქალი საზოგადოების დიდი ნაწილის ცნობიერებაში ხისტ გამომეტყველებასთან, მოკლედ შეჭრილ თმასთან და უმაკიაჟო სახესთან ასოცირდება. ამბობენ, რომ პოლიტიკაში არ რჩება დრო ვიზუალზე ზრუნვისთვის, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში აღმოაჩენთ ისეთ ქალ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახერხებენ საქმეს სილამაზის რუტინაც შეუთავსონ.

ახლა სწორედ ასეთ პოლიტიკოსზე მოგიყვებით. ალექსანდრია ოკასიო კორტესი - პოლიტიკოსი, რომელმაც წითელი ტუჩსაცხი საკუთარ ხელწერად აქცია და რომელიც არა მხოლოდ ქალების უფლებების დაცვისთვის იბრძვის, არამედ მათ სილამაზისა და თავის მოვლის მეთოდებსაც უზიარებს.

ალექსანდრია წარმოშობით ლათინო ამერიკელი, პუერტო რიკოელია, თუმცა აშშ-ში, ბრონქსში გაიზარდა. ის არის ყველაზე ახალგაზრდა ქალი, რომელიც კონგრესის წევრი გახდა. ყოველივეს 29 წლის ასაკში მიაღწია. ახლა კორტესი 30 წლისაა.

პოლიტიკოსი "დემოკრატიული პარტიის“ და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრია, თუმცა იყო დრო, როცა მიმტანადაც მუშაობდა. მის სამუშაო გამოცდილებაში პედაგოგობაც შედის. კონგრესის წევრობამდე კორტესი ბრონქსში პედაგოგი იყო და ესპანურს ასწავლიდა. 2017 წელს ჩრდილოეთის საუნივერსიტეტო კოლეჯის საგანმანათლებლო დირექტორის თანამდებობა ჩააბარეს.

ალექსანდრია 1989 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა და ბრონქსში ცხოვრობდა. 2008 წელს მამა გარდაიეცვალა და ოჯახს ფინანსურად ძალიან გაუჭირდა. გოგონას ბაბუა პუერტო რიკოში მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ახლა ის თავის ბოიფრენდთან, რაილი რობერტსთან ერთად ცხოვრობს, რომელიც პროფესიით ვებ-დეველოპერია.

დღეს ის ამერიკაში ქალებისა და ემიგრანტების ერთ-ერთი მთავარი დამცველია, რომლებიც ამბობენ, რომ ალექსანდრია კონგრესში მათი ხმაა.

ალექსანდრია განსაკუთრებული შარმითა და მომხიბვლელობით გამორჩევა, ლათინო ამერიკული გენები მის ვიზუალში კარაგადაა გამოკვეთილი. გარდა ამისა, კორტესი იმ იშვიათ ქალ პოლიტიკოსთა შორისაა, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, მაკიაჟით ჩნდებიან საზოგადოებაში და ზრუნავენ ვიზუალურ მხარეზე.

ალექსანდრია ამბობს, რომ საზოგადოებაში და თვითონ პოლიტიკოსებს შორისაც კი, სტერეოტიპული დამოკიდებულება არსებობს და პოლიტიკოს ქალს მაკიაჟით სერიოზულად არ აღიქვამენ.

სილამაზე, ეს პოლიტიკაა, - ამბობს ალექსანდრია.

მისი თქმით, ყოველ დილით დადგე სარკის წინ და იზრუნო გარეგნობაზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ალექსანდრია ქალებს "ვოგის“ საშუალებით ესაუბრება და უზიარებს თავის მოვლის პირად რუტინას. პოლიტიკოსის თქმით, აუცილებელია მზისგან დამცავი კრემი და ეს ის საშუალებაა, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადის, სახისთვის იყენებს დამატენიანებელს და C ვიტამინს.

ალექსანდრიას თქმით, სილამაზის შენარჩუნებისთვის ძილი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, თუმცა მისთვის, როგორც პოლიტიკოსისითვის, კარგად გამოძინება ფუფუნებაა.

"ღამე კარგად არ მეძინა - ეს პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, ამიტომაც მაქვს თვალის ქვეშ სიშავე“ ამბობს პოლიტიკოსი "ვოგისთან."

ალექსანდრია ცდილობს პოლიტიკამ არ დაავიწყოს, რომ ქალია. მას ჩანთით ყოველთვის დააქვს კოსმეტიკა. მისივე თქმით, არ იყენებს "მძიმე“ მაკიაჟს, თუმცა წითელი ტუჩსაცხი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

ამბობს, რომ სილამაზე ადამიანის შინაგანი სამყაროდან მოდის, რომ საკუთარი თავის სიყვარული მნიშვნელოვანია და რომ ვერანაირი ფული, ან მაკიაჟი ვერ ცვლის ადამიანის შინაგან სამყაროს, შინაგან სილამაზეს.

უზბეკეთის ვიცე-პრემიერი კორონავირუსით გარდაიცვალა

ტრამპს გაუგზავნეს ამანათი, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერება რიცინი აღმოჩნდა - რას იუწყება CNN გამოძიებაზე?

"ნოვიჩოკის" შემქმნელის სკანდალური განცხადება და ბოდიში ალექსეი ნავალნის