საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია" - რა ამბობს ლევან რატიანი  შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა ჯანმრთელობაზე
"პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია" - რა ამბობს ლევან რატიანი  შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა ჯანმრთელობაზე

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან რა­ტი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­დე­ბი­თია.

რო­გორც რა­ტი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­მი­ვე პა­ცი­ენ­ტი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე რჩე­ბა.

"პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გუ­შინ­დელ­თან შე­და­რე­ბით და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა აღი­ნიშ­ნე­ბა. ორ მათ­გან­თან წნე­ვა გახ­და სტა­ბი­ლუ­რი, ანუ, შო­კის კლი­ნი­კა მო­იხ­სნა.

კლი­ნი­კურ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით და ასე­ვე, ობი­ექ­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე და­დე­ბი­თია“, - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

მისი თქმით, კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნის მო­მენ­ტში პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო, თუმ­ცა მათი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია.

„შე­მოს­ვლი­სას პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა იყო კრი­ტი­კუ­ლი. კლი­ნი­კუ­რად სა­ხე­ზე იყო პო­ლიტ­რამ­ვა, სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­სა­ბა­მო მდგო­მა­რე­ო­ბით, რაც გუ­ლის­ხმობ­და, რომ იყო მკვეთ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რი გე­მო­რა­გია, მძი­მე ტრავ­მულ-გე­მო­რა­გი­უ­ლი შოკი. ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი ფას­დე­ბო­და, რო­გორც სამი ქულა და იყო სა­მი­ვე მათ­გან­თან მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მი. ამ ეტაპ­ზე მოხ­სნი­ლია მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრე­სის სინ­დრო­მის დი­აგ­ნო­ზი. ორ მათ­გან­თან მოხ­სნი­ლია ტრავ­მულ-გე­მო­რა­გი­უ­ლი შო­კის დი­აგ­ნო­ზი. ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია. იმე­დია, ასე­თი და­დე­ბი­თი კლი­ნი­კით გაგ­რძელ­დე­ბა მათი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რა­ტი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 23 აგ­ვის­ტოს, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შა­ტი­ლის გზა­ზე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი 80 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, 17 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 3 კი და­შავ­და.

შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ი­სას და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად 25 აგ­ვის­ტო გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.

ავტორი:

"პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია" - რა ამბობს ლევან რატიანი  შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა ჯანმრთელობაზე

"პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია" - რა ამბობს ლევან რატიანი  შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულთა ჯანმრთელობაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითია.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამივე პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება.

"პაციენტების მდგომარეობაში გუშინდელთან შედარებით დადებითი დინამიკა აღინიშნება. ორ მათგანთან წნევა გახდა სტაბილური, ანუ, შოკის კლინიკა მოიხსნა.

კლინიკურ ლაბორატორიული მდგომარეობით და ასევე, ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია“, - განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, კლინიკაში შეყვანის მომენტში პაციენტების მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

„შემოსვლისას პაციენტების მდგომარეობა იყო კრიტიკული. კლინიკურად სახეზე იყო პოლიტრამვა, სიცოცხლესთან შეუსაბამო მდგომარეობით, რაც გულისხმობდა, რომ იყო მკვეთრი არასტაბილური გემორაგია, მძიმე ტრავმულ-გემორაგიული შოკი. ნევროლოგიური სტატუსი ფასდებოდა, როგორც სამი ქულა და იყო სამივე მათგანთან მწვავე რესპირატორული სინდრომი. ამ ეტაპზე მოხსნილია მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომის დიაგნოზი. ორ მათგანთან მოხსნილია ტრავმულ-გემორაგიული შოკის დიაგნოზი. ნევროლოგიური სტატუსი გაუმჯობესებულია. იმედია, ასეთი დადებითი კლინიკით გაგრძელდება მათი გამოჯანმრთელება“, - განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

"ზოგჯერ 50 კაცი მყავს სტუმრად, აქ მეტი კომფორტია... არ ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას" - როგორ გამოიყურება გვანცა დარასელიას მდიდრული სახლი მცხეთაში

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვი ემსხვერპლება ხოლმე და როგორ იქნება ბავშვი ბედნიერი?" - მეუფე ნიკოლოზი სუროგაციის შესახებ თეა წულუკიანის ახალ ბრძანებაზე