სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიცია რომ მისულა, მამა-შვილი დაუნახავთ დივანზე, მთვრალი მამაჩემი გაუღვიძებიათ, ჩემი ძმა უკვე გარდაცვლილი იყო" - რას ჰყვება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის და
"პოლიცია რომ მისულა, მამა-შვილი დაუნახავთ დივანზე, მთვრალი მამაჩემი გაუღვიძებიათ, ჩემი ძმა უკვე გარდაცვლილი იყო" - რას ჰყვება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის და

11 წლის შვილ­ზე ძა­ლა­დო­ბა­სა და თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნა­ში ბრალ­დე­ბულ მა­მას, ფრი­დონ აბ­ჟან­და­ძეს 26 აგ­ვის­ტოს სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. პრო­ცეს­ზე მას ად­ვო­კა­ტი არ ჰყო­ლია. თა­ვად ცდი­ლობ­და მო­სა­მარ­თლე და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ შვი­ლის სიკ­ვდილ­ში დამ­ნა­შა­ვე არ არის. 49 წლის ფრი­დონ აბ­ჟან­და­ძე ბრალს არ აღი­ა­რებს და აცხა­დებს, რომ ცამ­დე მარ­თა­ლია. პრო­კუ­რა­ტუ­რა კი ამ­ბობს, რომ მა­მა­კა­ცი მო­ზარდს ავიწ­რო­ვებ­და, სცემ­და, აში­ნებ­და და ბავ­შვი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო.

ამ შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ირ­კვე­ვა, რომ ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი ცნო­ბი­ლი იყო ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის, ნა­თე­სა­ვე­ბის­თვის, ბავ­შვი ყვე­ლას დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და, მაგ­რამ იმის ში­შით, რომ ფრი­დონ აბ­ჟან­და­ძე მა­თაც და­უ­პი­რის­პირ­დე­ბო­და, ბავ­შვს ყვე­ლამ ზურ­გი აქ­ცია.

ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ნა­თე­სა­ვებ­მა ისიც თქვეს, რომ ძა­ლა­დო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია პო­ლი­ცი­ა­საც ჰქონ­და და რე­ა­გი­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნა. მა­მის დამ­ნა­შა­ულ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია ბავ­შვის ბე­ბია, რომ­ლის თქმი­თაც, სიძე მის ქა­ლიშ­ვილ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლა­დობ­და და ცოლს მოკ­ვლი­თაც ემუქ­რე­ბო­და. მა­ში­ნაც პო­ლი­ცია არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ძა­ხეს, ია­რა­ღიც ამო­ი­ღეს მათი სახ­ლი­დან, თუმ­ცა ფრი­დონ აბ­ჟან­და­ძეს ხელ­წე­რი­ლით უშ­ვებ­დნენ და მისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არც მა­შინ დამ­დგა­რა. ბე­ბია იმა­საც არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მა­მამ შვი­ლი მოკ­ლა და თვით­მკვლე­ლო­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა მო­ა­წყო.

ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უნდა გა­არ­კვი­ონ, რე­ა­ლუ­რად რა გახ­და ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და. ამ ეტაპ­ზე კი გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა და 115-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ცნო­ბი­ლია, რომ 10 წე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­შია ბავ­შვის დედა, ნეს­ტან აბ­ჟან­და­ძე, მან პა­ტა­რა ავთო წლი­ნა­ხევ­რის და­ტო­ვა და სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­და. გარ­დაც­ვლი­ლის და ამ­ბობს, რომ დედა იძუ­ლე­ბუ­ლი იყო ქვეყ­ნი­დან წა­სუ­ლი­ყო, რად­გან ოჯახს პუ­რის ფული არ ჰქონ­და და უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში იყ­ვნენ. ქალი იქი­დან არ­ჩენ­და ოჯახს. 2 წე­ლია ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და გარ­დაც­ვლი­ლის და, ნა­თია აბ­ჟან­და­ძეც. ის დე­დას­თან ერ­თად სა­ბერ­ძნეთ­ში მო­ხუცს უვ­ლის. ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ დედა, ნეს­ტან აბ­ჟან­და­ძე სა­ბერ­ძნე­თი­დან წა­მოს­ვლას აპი­რებს, მაგ­რამ სა­ზღვარ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ პას­პორ­ტს ვადა აქვს გა­სუ­ლი, ამი­ტომ თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლას ვერ ახერ­ხებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი ახ­ლობ­ლე­ბი კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ. რო­გორც გა­ირ­კვა, მო­ზარ­დის დე­დას სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვლა­ში სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო და­ეხ­მა­რე­ბა და დე­დის ჩა­მოს­ვლამ­დე მო­ზარდს არ დაკ­რძა­ლა­ვენ.

ტე­ლე­ვი­ზი­ით მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რე­ბი ბავ­შვის დე­დამ და ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ­მა დამ გა­ა­კე­თეს და მომ­ხდარ­ში მამა, ფრი­დონ აბ­ჟან­და­ძე და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, ისი­ნი მის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვ­დნენ. "სი­მარ­თლე მინ­და, და­ი­სა­ჯოს მა­მა­მი­სი. რამ­დენ­ჯერ არის მი­ლი­ცი­ა­ში სა­ბუ­თე­ბი შე­ტა­ნი­ლი, ხალხნო, და­ი­სა­ჯოს სა­მუ­და­მოდ", - აცხა­დებ­და ბავ­შვის დედა და შვილ­თან ბოლო სა­უ­ბა­რი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც ბავ­შვი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას სთხოვ­და. მი­ზე­ზი ნას­ვა­მი მა­მის მხრი­დან აგ­რე­სია იყო. ბოლო სა­უბ­რის დროს კი შვილ­მა ჰკი­თხა, უგ­ზავ­ნი­და თუ არა მა­მას ფულს. დე­დამ კარ­გად გა­ი­გო, რომ ამ კი­თხვას შვილს მამა ას­მე­ვი­ნებ­და, ოთახ­ში მა­მის ჩურ­ჩუ­ლი მო­ის­მი­ნა და ისიც გა­ი­გო, რო­გორ და­ე­მუქ­რა მე­უღ­ლე, - თუ ფულს არ გა­მოგ­ზავ­ნი, შვილს ვე­ღა­რას­დროს ნა­ხა­ვო... სწო­რედ ამი­ტომ, დედა ქმრის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხოვს. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ ტრა­გე­დი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ დას და­უ­კავ­შირ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­დან და სთხო­ვეს პო­ლი­ცი­ის­თვის შე­ე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნა, რად­გან მათი სახ­ლი­დან ჩხუ­ბის ხმა ის­მო­და. ნა­თია აბ­ჟან­და­ძე აცხა­დებს, რომ დახ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ თა­ვის მე­ო­რე დას სთხო­ვა და სწო­რედ მან გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცია, მაგ­რამ უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო.

იქ მი­სულ ძა­ლო­ვა­ნებს ბავ­შვი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. დე­დის და ბე­ბი­ის ინ­ტერ­ვი­უ­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა და ახლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა მომ­ხდარ­ში ოჯა­ხის სხვა წევ­რებს, მე­ზობ­ლებს და ნა­თე­სა­ვებ­საც ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც ჩანს, დე­დას უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ცუდი ში­ნა­არ­სის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს უგ­ზავ­ნი­ან, რაც მის ქა­ლიშ­ვილს, ნა­თია აბ­ჟან­და­ძეს ძა­ლი­ან აღელ­ვებს და ხალ­ხს მო­უ­წო­დებს გამ­წა­რე­ბუ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დე­დის შე­უ­რა­ცხყო­ფის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

ambebi.ge ნა­თია აბ­ჟან­და­ძეს სა­ბერ­ძნეთ­ში და­უ­კავ­შირ­და.

გარ­დაც­ვლი­ლის და, ნა­თია აბ­ჟან­და­ძე:

- დედა წა­მო­სუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ სა­ბუ­თის არ ქო­ნის გამო ჯერ სა­ზღვარს ვერ კვეთს. მე და დედა ერ­თად ვი­ყა­ვით სა­ბერ­ძნეთ­ში, დიდ თან­ხებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორი­ვეს წა­მოს­ვლა, არ გვქონ­და ამ­ხე­ლა ფი­ნან­სე­ბი, ამი­ტომ მარ­ტო მი­დის. მერე აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ პას­პორ­ტს ვადა ჰქო­ნია გა­სუ­ლი.

- ნა­თია, რა პი­რო­ბებ­ში იზ­რდე­ბო­დით, გვი­ამ­ბეთ თქვენს ოჯახ­ზე?

- ჩემი ძმა ჩემი გაზ­რდი­ლია, ყვე­ლა­ზე დიდი წვრი­ლი მის გაზ­რდა­ში მე მი­მი­ძღვის და ძა­ლი­ამ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ. 3 დას ერთი ძმა გვყავ­და. რა­ტომ აფა­რე­ბენ მა­მას ხელს ვერ ვხვდე­ბი. ბევ­რი ჩვენ გვა­და­ნა­შა­უ­ლებს, ჩვენ გვწყევ­ლის, თუ რა­ტომ, ვერ გა­მი­გია. ისე­თი მე­სი­ჯე­ბი მო­მი­ვი­და გული თუ არ გა­მის­კდე­ბო­და, არ მე­გო­ნა. ნუთუ ამ ხალ­ხს გული არ აქვს. ისე­დაც გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. შვილმკვდარ დე­დას ცხო­ველს ეძა­ხი­ან, ვი­საც შვი­ლი ჰყავს, თუ დე­დე­ბი ხართ, რო­გორ არ გეს­მით რო­გორ გამ­წარ­და დე­და­ჩე­მი...

არა­ვინ იცის ხვალ ვინ გამ­წარ­დე­ბა და ნუ ილან­ძრე­ბით, ხალ­ხო. იმის მა­გივ­რად რომ შვილმკვდარ დე­დას სამ­ძი­მა­რი და გვერ­დში დგო­მა გა­მო­უ­ცხა­დონ, გვლან­ძღა­ვენ. იცი­ან დე­დამ რა პი­რო­ბებ­ში დაგვტო­ვა მა­შინ? სახ­ლში რომ მი­დი­ან, ოჯახ­საც ხომ ეტყო­ბა ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლია სახ­ლის რე­მონ­ტი, ახა­ლი ავე­ჯი შე­ი­ტა­ნეს. პი­რო­ბებს უწყობ­და დედა ჩემს ძმას და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას აპი­რებ­და. თვე­ნა­ხევ­რის დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ზედა სარ­თუ­ლის რე­მონ­ტი, შემ­დეგ ეზო­ში ჭაც გა­თხა­რეს, ყვე­ლა­ფე­რი მო­ა­წეს­რი­გეს. რის­თვის გვეჩ­ქა­რე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ ჩემი ძმა მომ­კვდა­რი­ყო? დედა შვი­ლის მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რობ­და და ეს ამ­ბა­ვი, ძა­ლი­ან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. სად არის სა­მარ­თა­ლი, სად არის პო­ლი­ცია. რომ მო­დი­ო­და და ხელ­წე­რი­ლებს აწე­რი­ნებ­და, ახლა რა­ტომ აყალ­ბე­ბენ ამ­ბებს. ვინ აყალ­ბებს და ვის უნდა მა­მა­ჩე­მი გი­რა­ო­თი გა­მო­ვი­დეს და ჩემი ძმის მკვლე­ლე­ბი არ და­ი­სა­ჯონ.

10 წე­ლია დე­და­ჩე­მი, რაც სა­ბერ­ძნეთ­შია. მე ორი წე­ლია, რაც ჩა­მო­ვე­დი. ჩემი დები სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში ცხოვ­რო­ბენ. სახ­ლში მამა, ბე­ბია და ჩემი ძმა ცხოვ­რობ­დნენ.

- რა გი­ამ­ბოთ ბე­ბი­ამ, რა მოხ­და იმ დღეს?

- ბე­ბია არ მე­სა­უბ­რე­ბა. მა­მის მხა­რე არა­ვინ დამ­ლა­პა­რა­კე­ბია. ყვე­ლა ჩუ­მად არის.

- რო­გორც ჩანს, კონ­ფლიქ­ტე­ბი გქონ­დათ სახ­ლში?

- როცა დედა სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო, მამა ძა­ლა­დობ­და დე­და­ჩემ­ზე. ჩვენ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, მა­შინ ჩემი ძმა და­ბა­დე­ბუ­ლიც კი არ იყო... სამი გო­გო­ე­ბი ვყავ­დით და ბიჭი უნ­დო­და ძა­ლი­ან, რომ და­ი­ბა­და ავთო, მა­მა­ჩე­მი რაც შე­ეძ­ლო, ყვე­ლა­ნა­ირ სურ­ვილს უს­რუ­ლებ­და ჩემს ძმას. ბო­ლოს რა მოხ­და, არ ვიცი. ჩემს ძმა­სა და მა­მას შო­რის ორი დღე და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო. მა­ნამ­დე ჩემი და იყო ჩვენს სახ­ლში, და გა­თხო­ვი­ლია ტყი­ბულ­ში და იქ რომ წა­ვი­და, ჩემი ძმაც წა­უყ­ვა­ნია სტუმ­რად. 4 დღე იყო იქ, მი­ა­კი­თხეს ნას­ვამ­მა მა­მა­ჩემ­მა და ბი­ძა­ჩემ­მა და წა­მო­იყ­ვა­ნეს სახ­ლში. ჩემი და ამ­ბობს, ავ­თოს წას­ვლა არ უნ­დო­და, მაგ­რამ მა­ინც წა­იყ­ვა­ნეს, ვერ ვჩერ­დე­ბით მის გა­რე­შეო. ავ­თოს ჩემი დის­თვის უთ­ქვამს, - და­ი­კო, არ გა­მიშ­ვაო, მაგ­რამ რად­გან მამა ითხოვ­და, უთ­ქვამს, - მერე მამა იყ­ვი­რებს, ატე­ხავს ერთ ამ­ბავს და ჯო­ბია წახ­ვი­დეო, უთ­ქვამს ჩემს დას და ისიც წაჰ­ყო­ლია.

ჩემი ერთი და ტყი­ბულ­შია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, მე­ო­რე ზეს­ტა­ფონ­ში... მე დე­ი­და­ჩემ­მა და­მი­რე­კა, ბე­ბი­ა­შე­ნი კი­ვის, ისე­თი ამ­ბა­ვია სახ­ლში, ჩხუ­ბო­ბენ, რო­გორც ჩანს და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეო. ვკი­თხე, თქვენ რა­ტომ არ იძა­ხებთ - მეთ­ქი, - ხომ იცი მერე ჩვენ დაგ­ვე­რე­ვაო. მე რა მექ­ნა, ისიც არ ვი­ცო­დი სა­ბერ­ძნე­თი­დან მი­ლი­ცი­ა­ში რო­გორ და­მე­რე­კა, წუთი არ და­მი­კარ­გავს, მა­ში­ნათ­ვე ტყი­ბულ­ში ჩემს დას­თან დავ­რე­კე და მან გა­და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში, მაგ­რამ პო­ლი­ცია რომ მო­ვი­და უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. ჩემი ძმა ცო­ცხა­ლი აღარ იყო.

- ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან თქვით, შე­იძ­ლე­ბა მა­მამ მოკ­ლა ჩემი ძმაო, ეს ეჭვი ისევ გაქვთ?

- ეს სი­ტუ­ა­ცა იყო. ამ ტრა­გე­დი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე ვე­ლა­პა­რა­კეთ ჩემს ძმას, ფულს ითხოვ­და მამა, დე­დამ უარი რომ უთხრა, გა­ვი­გო­ნეთ მე და დე­დამ მამა რომ გვი­თხრა, ვე­ღარც ავ­თოს ხმას გა­ი­გო­ნებთ და ვე­ღარც ნა­ხავ­თო. ამის შემ­დეგ გა­წყდა ავ­თოს­თან კავ­ში­რი, მე­სენ­ჯე­რით ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით ხოლ­მე, მაგ­რამ ჩვენ რომ ვრე­კავ­დით, აღარ პა­სუ­ხობ­და. დიდი დრო არ გა­სუ­ლა, სა­დღაც ალ­ბათ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი დე­ი­დამ რომ დაგ­ვი­რე­კა, პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხე­თო და მერე ბი­ძა­ჩემ­მაც და­რე­კა, ავთო ცო­ცხლა­ლი აღარ არი­სო.

- ამ­ბობთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა გაკ­რი­ტი­კებთ იმის გამო, მო­ძა­ლა­დე მა­მას­თან რომ და­ტო­ვეთ მო­ზარ­დი, მამა ხში­რად ძა­ლა­დობ­და მას­ზე?

- მამა რომ დათ­ვრე­ბო­და, სა­ში­ნე­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, მაგ­რამ ნემსს ვუ­კე­თებ­დით, რომ არ და­ე­ლია, რომ გა­ი­კე­თებ­და, შემ­დეგ ნორ­მა­ლურ ფორ­მა­ში იყო. ახლა რამ­დე­ნი­მე დღეა და­ლე­ვა და­ი­წყო და ეს ფაქ­ტიც მოხ­და, სიმ­თვრა­ლის გამო მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი.

- ბრალ­დე­ბუ­ლი მამა ამ­ბობს, ცამ­დე მარ­თა­ლი ვარო, ამა­ზე რას იტყვი?

- ჩემ­მა ძმამ თავი თვი­თონ თუ მო­იკ­ლა, მა­შინ მა­ინც ის არის დამ­ნა­შა­ვე და გა­მო­დის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს. აბა, რო­მე­ლი 11 წლის ბავ­შვი იფიქ­რებს თავი მო­იკ­ლა­ზე, თუ სიმ­შვი­დე­ში ცხოვ­რობს.

რო­გორც მი­თხრეს, ფან­ჯრის წინ, ალუბ­ლის ხეზე იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლიო, ან იმ პა­ტა­რა ტოტ­ზე რო­გორ ჩა­მო­კი­და თავი, ან რა­ნა­ი­რად ვერ შე­ნიშ­ნეს, იქ­ვეა ოთა­ხის ფან­ჯა­რა, ისე ძა­ლი­ან წვიმ­დაო და ბავ­შვი თურ­მე სვე­ლიც არ იყო. მა­მა­ჩემს ჩა­მო­უხ­სნია, როცა პო­ლი­ცია მი­სუ­ლა, დახ­ვედ­რი­ათ ასე­თი სი­ტუ­ა­ცია - მი­სა­ღებ ოთახ­ში გაშ­ლილ დი­ვან­ზე იწვა თურ­მე ჩემი ძმა, გვერ­დზე მი­წო­ლი­ლი იყო მთვრა­ლი მა­მა­ჩე­მი, რო­მელ­საც ჩა­ძი­ნე­ბია. თურ­მე პო­ლი­ცი­ას კარი რომ შე­უ­ღია და მამა-შვი­ლი და­უ­ნა­ხავს დი­ვან­ზე, უთ­ქვამთ, რა ამ­ბა­ვი ატე­ხეთ, - სძი­ნავ­თო, მა­მა­ჩე­მი გა­უღ­ვი­ძე­ბი­ათ და რომ მო­კი­დეს ჩემს ძმას ხელი, უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ისე­თი მთვრა­ლი იყო ეტყო­ბა, გო­ნე­ბა გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და და მი­უწ­ვა თა­ვის შვილს, არ ვიცი ფსი­ქი­კუ­რად აიჭ­რა თუ არა, ვერ გე­ტყვით იქ რა მოხ­და.

- თუ ბე­ბია კი­ო­და გამ­წა­რე­ბუ­ლი საშ­ვე­ლად არა­ვინ შე­ვი­და?

- არა­ვინ მი­სუ­ლა. პო­ლი­ცი­ის მის­ვლის მერე შე­სუ­ლან შიგ­ნით. ბი­ძა­ჩე­მი იქვე ცხოვ­რობს, მე­სა­მე სახ­ლია. მამა რომ ძა­ლა­დობ­და ავ­თო­ზე, ბავ­შვი ბი­ძას­თან გა­იქ­ცა, იფიქ­რა ალ­ბათ ბი­ძია და­მეხ­მა­რე­ბაო, მაგ­რამ ბი­ძა­ჩემ­მა მი­თხრა, - იქაც მო­ვარ­და ფრი­დო­ნი, კარს ფე­ხებს ურტყამ­და, კა­რის შე­მომტვრე­ვას აპი­რებ­და, ამი­ტომ გა­ვა­ღე კარი, გა­ვა­ტა­ნე ავთო, რა მექ­ნა, კა­რებს და­ლე­წავ­დაო. მერე მა­ლე­ვე მოხ­და ეს ამ­ბა­ვიც.

- რა თან­ხას ითხოვ­და მა­მათ­ქვე­ნი? მო­თა­მა­შე ხომ არ არის?

- თან­ხა რის­თვის სჭირ­დე­ბო­და, არ ვიცი. დე­დას ახა­ლი გაგ­ზავ­ნი­ლი ჰქონ­და ფული. ორ­ჯერ იღებს ნა­წილ-ნა­წილ ხელ­ფა­ასს და ორ­ჯერ აგ­ზავ­ნი­და ფულ­საც. თვის და­სა­წყის­ში და თვის ბო­ლოს. ასე იყ­ვნენ ცოლ-ქმა­რი მო­რი­გე­ბუ­ლე­ბი. ეს­მო­და დე­დას ავ­თოს რომ ჩურ­ჩუ­ლით უთხრა, ფული მომ­ცე­სო. დე­დამ უარი რომ უთხრა, მა­შინ ავ­თომ უთხრა დე­დას, კარ­გი, თუ ვერ უგ­ზავ­ნი ფულს, ტრაქ­ტორს გა­ყი­დი­სო. იმ მუ­ქა­რის მერე ისევ ავ­თოს "ფე­ის­ბუქ­ზე" ვრე­კავ­დით. მერე დე­ი­და­ჩემ­მა და­რე­კა, წი­ვილ-კი­ვი­ლის ხმა გა­მო­დის და და­რე­კეთ პო­ლი­ცი­ა­შიო. მთე­ლი სა­ნა­თე­საო იქვე ახ­ლოს ცხოვ­რობს, დე­ი­დაც იქვე ცხოვ­რობს და მა­მის ძმაც, მაგ­რამ არა­ვინ გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცია.

- თუ იცო­და ბავ­შვს მამა ეჩხუ­ბე­ბო­და, დე­ი­დამ მა­ინც რა­ტომ არ წა­იყ­ვა­ნა ბავ­შვი?

- დე­ი­დას­თვი­საც და­უ­რე­კავს ავ­თოს, - დე­ი­და მა­მამ თუ იყ­ვი­რა, პო­ლი­ცი­ას და­უ­ძა­ხეო. დე­და­ჩე­მი ამ­ბობს, - ვუ­თხა­რიო თუ იყ­ვი­რა, მა­შინ­ვე გა­მო­ი­ქე­ცი, მე გიშ­ვე­ლიო. მაგ­რამ ვე­რა­ვინ უშ­ვე­ლა ჩემს ძმას. ყვე­ლამ იცო­და რაც ხდე­ბო­და.

- ტე­ლე­ვი­ზი­ით ამ­ბობ­დით, რომ მამა ძა­ლა­დობ­და შვილ­ზე, თუმ­ცა ახლა ამ­ბობთ, სის­ტე­მა­ტუ­რად არ ძა­ლა­დობ­დაო...

- ადრე მას­ზე ძა­ლა­დო­ბა არ გაგ­ვი­გია და რომ ჩემს ძმას უჭირ­და. მა­მა­ჩე­მი იჯდა სახ­ლში და დე­და­ჩე­მი უგ­ზავ­ნი­და ფულს, აქე­დან არ­ჩენ­და. დედა ეტყო­და ხოლ­მე მა­მას, მი­ხე­დე ავ­თოს, მე თქვე­ნი არა­ფე­რი მინ­და, ბავ­შვს არა­ფე­რი მო­აკ­ლოო. ბოლო დღე­ე­ბი რა ხდე­ბო­და, არ ვიცი, და­ლე­ვა რომ და­ი­წყო და რომ დათ­ვრა, ისევ აუ­რია ალ­ბათ. ბე­ბი­ა­ჩე­მი სახ­ლში იყო, იმას ეცო­დი­ნე­ბა, მაგ­რამ ხმას არ იღებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, ბე­ბია და­ი­ნა­ხავ­და თუ სცემ­და მამა. ბე­ბია სხვა დროს იცავ­და ძა­ლი­ან შვი­ლიშ­ვილს, ჩვენც, გო­გო­ნებ­საც გვი­ცავ­და, როცა იქ ვცხოვ­რობ­დით. ახლა რო­გორ ვე­რა­ვინ ვერ და­ეხ­მა­რა ავ­თოს. სა­ოც­რად მხი­ა­რუ­ლი ბავ­შვი იყო, არ უყ­ვარ­და მო­წყე­ნა, სულ გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხით და­დი­ო­და, ძა­ლი­ან თბი­ლი იყო. სა­ო­ცა­რი და ძმო­ბა გვქონ­და, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემი გაზ­რდი­ლია. წლის და თვე­ე­ბის იყო დედა სა­მუ­შა­ოდ რომ წა­ვი­და, მას მერე მე მო­მე­კედ­ლა, შვი­ლი­ვით ვზრდი­დი. ბაღ­ში დამ­ყავ­და, ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით. მე ვარ 23 წლის, ის 11 წლის იყო, ჩემი უფ­რო­სი და 26 წლის არის, შუ­ა­თა­ნა 25 წლის. დე­დის წას­ვლის შემ­დეგ პირ­ვე­ლი მე შევ­ქმე­ნი ოჯა­ხი, მერე და­ო­ჯახ­დნენ ჩემი დები. ტყი­ბულ­ში გავ­თხოვ­დი, მაგ­რამ ჩემს ძმას მა­ინც არ მოვ­ცი­ლე­ბი­ვარ დიდი ხნით. ან იქ ვი­ყა­ვი, ან ის იყო ჩემ­თან. ბედ­ნი­ე­რი ლაღი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ბავ­შვი იყო. დედა იძუ­ლე­ბუ­ლი იყო სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი­ყო. ბო­სელს ცე­ცხლი წა­ე­კი­და და რაც გვყავ­და სა­ქო­ნე­ლი, დაგ­ვეწ­ვა. არა­და, თავს მა­გით ვირ­ჩენ­დით სო­ფელ­ში.

4 ბავ­შვი დავ­რჩით ლუკ­მა-პუ­რის გა­რე­შე.

მამა არ­სად მუ­შა­ობ­და, გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ მე­ზობ­ლე­ბი, ბე­ბი­ა­ჩე­მი, ბავ­შვებს არ მო­ვაკ­ლოთ საჭ­მე­ლიო და გვაწ­ვდიდ­ნენ საჭ­მელს, მაგ­რამ რო­დემ­დე უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით სხვის კმა­ყო­ფა­ზე. მა­შინ მა­მი­და­ჩე­მი იყო სა­ბერ­ძნეთ­ში წა­სუ­ლი და შეს­თა­ვა­ზა მა­მას, წა­ვიყ­ვან მი­რან­დას (ბავ­შვის დედა - ავტ.) იმუ­შა­ვებს აქ, იყი­დით სა­ქო­ნელს ისევ, ბავ­შვებს რჩე­ნა ხომ უნ­დათ, სხვა სა­ნამ­დე და­გეხ­მა­რე­ბა­თო. ამის გამო გა­და­წყვი­ტა დე­დამ სა­ბერ­ძნეთ­ში წას­ვლა და ჩვე­ნი და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია. გვი­ჭირ­და დე­დის გა­რე­შე, რად­გან დედა ყვე­ლა ასაკ­ში გჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს, მით უფრო ჩვენ ხომ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით. ჩვენც დავ­რჩით მა­მას­თან. მამა უკვე აღარ ძა­ლა­დობ­და, რად­გან ალ­კოჰო­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო 2-წლი­ან ნემსს ვუ­კე­თებ­დით. როცა ფხი­ზე­ლი იყო, სახ­ლში ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და. დედა იქი­დან აგ­ზავ­ნი­და ფულს, ჩვენც გვერ­დში ვე­დე­ქით მა­მას და ასე მო­ვი­წყვეთ ისევ პი­რო­ბე­ბი. იმ სახ­ლში მარ­ტო კედ­ლე­ბი არ აუ­შე­ნე­ბია დე­დას, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი დე­და­ჩე­მის შრო­მით არის გა­კე­თე­ბუ­ლი... მაგ­რამ ახლა ვის­თვი­საც წვა­ლობ­და, არ გვყავს, ჩვე­ნი ავთო. ექ­სპერ­ტი­ზას ვე­ლო­დე­ბით, ამან უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი და გა­ირ­კვეს თავი მო­იკ­ლა თუ მოკ­ლეს.... თუ მო­იკ­ლა მა­ინც გა­მო­დის რომ მი­იყ­ვა­ნეს თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე.

დე­და­ჩე­მი ეუბ­ნე­ბო­და მა­მა­მა­ჩემს, უკვე ვე­ღარ ვჩერ­დე­ბი, მეტი აღარ შე­მიძ­ლია, ჩა­მოს­ვლა უნ­დო­და, მამა პა­სუ­ხობ­და, ერთი წელი კი­დევ გა­უ­ძე­ლიო. ცოტა ვა­ლე­ბი ჰქონ­დათ რე­მონ­ტის გამო, ესეც გა­ის­ტუმ­რე და მერე წა­მო­დიო. ერთ წე­ლი­წად­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ისევ წინსვლა­ზე და ოჯა­ხუ­რი პი­რო­ბე­ბის მო­წყო­ბა­ზე იყო ლა­პა­რა­კი და უცებ ეს ტრა­გე­დია მოხ­და. დე­დამ ახ­ლა­ხანს ავ­თოს ძვი­რი­ა­ნი მო­ბი­ლუ­რი უყი­და, მა­ნამ­დე ვე­ლო­სი­პე­დი გა­უგ­ზავ­ნა, ჩემ­მა ძმამ სთხო­ვა კვად­რო ეყი­და და ისიც უყი­და. სულ ფიქ­რობ­და მო­ნატ­რე­ბუ­ლი შვი­ლი გა­ე­ხა­რე­ბი­ნა. ავ­თო­საც უხა­რო­და ყვე­ლა­ფე­რი რომ კეთ­დე­ბო­და. ჩა­კე­ტი­ლი ბავ­შვი არ იყო, ეს ორი დღე რა მოხ­და, არ ვიცი. ვე­ლო­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას. იქ­ნებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დაგ­ვეხ­მა­როს, რომ დე­დას სა­ბუ­თე­ბი დრო­ზე გა­კეთ­დეს და 10 წლის უნა­ხა­ვი, მო­ნატ­რე­ბუ­ლი მკვდა­რი შვი­ლი მა­ინც და­ი­ტი­როს.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლენა
3

რა ხდება, ერთმა კაცმა როგორ დაატერორა ასე ამდენი ხალხი?! ან პოლიციას თუ ატყობინებდნენ, მათ რა იღონეს? საქართველოში ვითომ იმდენი ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციაა. მათი ფუნქცია რაღაა? ტელევიზიებში კეკლუცობა და მთავრობის კრიტიკა? ხალხთან კონტაქტისა და უფლებების განმარტებისთვის იცლის ვინმე? 

ნინო
2

კარგი ტელეფონი და გარემონტებული სახლი რას უსჰველიდა როცა სადისტან ტოვებ ბავსჰვს ,დამნასჰავე ხარტ ქალებო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"პოლიცია რომ მისულა, მამა-შვილი დაუნახავთ დივანზე, მთვრალი მამაჩემი გაუღვიძებიათ, ჩემი ძმა უკვე გარდაცვლილი იყო" - რას ჰყვება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის და

"პოლიცია რომ მისულა, მამა-შვილი დაუნახავთ დივანზე, მთვრალი მამაჩემი გაუღვიძებიათ, ჩემი ძმა უკვე გარდაცვლილი იყო" - რას ჰყვება თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის და

11 წლის შვილზე ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ მამას, ფრიდონ აბჟანდაძეს 26 აგვისტოს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე მას ადვოკატი არ ჰყოლია. თავად ცდილობდა მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ შვილის სიკვდილში დამნაშავე არ არის. 49 წლის ფრიდონ აბჟანდაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ცამდე მართალია. პროკურატურა კი ამბობს, რომ მამაკაცი მოზარდს ავიწროვებდა, სცემდა, აშინებდა და ბავშვი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ამ შემზარავი ტრაგედიის შემდეგ ირკვევა, რომ ბავშვზე ძალადობის ფაქტები ცნობილი იყო ოჯახის წევრებისთვის, ნათესავებისთვის, ბავშვი ყველას დახმარებას სთხოვდა, მაგრამ იმის შიშით, რომ ფრიდონ აბჟანდაძე მათაც დაუპირისპირდებოდა, ბავშვს ყველამ ზურგი აქცია.

ტრაგედიის შემდეგ ნათესავებმა ისიც თქვეს, რომ ძალადობაზე ინფორმაცია პოლიციასაც ჰქონდა და რეაგირება არ მოახდინა. მამის დამნაშაულში დარწმუნებულია ბავშვის ბებია, რომლის თქმითაც, სიძე მის ქალიშვილსა და შვილიშვილებზე წლების განმავლობაში ძალადობდა და ცოლს მოკვლითაც ემუქრებოდა. მაშინაც პოლიცია არაერთხელ გამოიძახეს, იარაღიც ამოიღეს მათი სახლიდან, თუმცა ფრიდონ აბჟანდაძეს ხელწერილით უშვებდნენ და მისი პასუხისმგებლობის საკითხი არც მაშინ დამდგარა. ბებია იმასაც არ გამორიცხავს, რომ მამამ შვილი მოკლა და თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო.

ახლა სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ, რეალურად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამ ეტაპზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობილია, რომ 10 წელია ემიგრაციაშია ბავშვის დედა, ნესტან აბჟანდაძე, მან პატარა ავთო წლინახევრის დატოვა და სამუშაოდ წავიდა. გარდაცვლილის და ამბობს, რომ დედა იძულებული იყო ქვეყნიდან წასულიყო, რადგან ოჯახს პურის ფული არ ჰქონდა და უკიდურეს სიღარიბეში იყვნენ. ქალი იქიდან არჩენდა ოჯახს. 2 წელია ემიგრაციაში წავიდა გარდაცვლილის და, ნათია აბჟანდაძეც. ის დედასთან ერთად საბერძნეთში მოხუცს უვლის. ტრაგედიის შემდეგ დედა, ნესტან აბჟანდაძე საბერძნეთიდან წამოსვლას აპირებს, მაგრამ საზღვარზე აღმოაჩინა, რომ პასპორტს ვადა აქვს გასული, ამიტომ თურქეთის ტერიტორიაზე შესვლას ვერ ახერხებს. საქართველოში მყოფი ახლობლები კი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. როგორც გაირკვა, მოზარდის დედას სამშობლოში ჩამოსვლაში საბერძნეთში საქართველოს საკონსულო დაეხმარება და დედის ჩამოსვლამდე მოზარდს არ დაკრძალავენ.

ტელევიზიით მომხდარზე კომენტარები ბავშვის დედამ და ემიგრაციაში მყოფმა დამ გააკეთეს და მომხდარში მამა, ფრიდონ აბჟანდაძე დაადანაშაულეს, ისინი მის უმკაცრესად დასჯას ითხოვდნენ. "სიმართლე მინდა, დაისაჯოს მამამისი. რამდენჯერ არის მილიციაში საბუთები შეტანილი, ხალხნო, დაისაჯოს სამუდამოდ", - აცხადებდა ბავშვის დედა და შვილთან ბოლო საუბარი გაიხსენა, როდესაც ბავშვი მთელი დღის განმავლობაში დახმარებას სთხოვდა. მიზეზი ნასვამი მამის მხრიდან აგრესია იყო. ბოლო საუბრის დროს კი შვილმა ჰკითხა, უგზავნიდა თუ არა მამას ფულს. დედამ კარგად გაიგო, რომ ამ კითხვას შვილს მამა ასმევინებდა, ოთახში მამის ჩურჩული მოისმინა და ისიც გაიგო, როგორ დაემუქრა მეუღლე, - თუ ფულს არ გამოგზავნი, შვილს ვეღარასდროს ნახავო... სწორედ ამიტომ, დედა ქმრის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ისიც ცნობილია, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ემიგრაციაში მყოფ დას დაუკავშირდნენ საქართველოდან და სთხოვეს პოლიციისთვის შეეტყობინებინა, რადგან მათი სახლიდან ჩხუბის ხმა ისმოდა. ნათია აბჟანდაძე აცხადებს, რომ დახმარება საქართველოში მყოფ თავის მეორე დას სთხოვა და სწორედ მან გამოიძახა პოლიცია, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო.

იქ მისულ ძალოვანებს ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ. დედის და ბებიის ინტერვიუებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა და ახლა საზოგადოება მომხდარში ოჯახის სხვა წევრებს, მეზობლებს და ნათესავებსაც ადანაშაულებს. როგორც ჩანს, დედას უცნობი ადამიანები ცუდი შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიან, რაც მის ქალიშვილს, ნათია აბჟანდაძეს ძალიან აღელვებს და ხალხს მოუწოდებს გამწარებული და განადგურებული დედის შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ.

ambebi.ge ნათია აბჟანდაძეს საბერძნეთში დაუკავშირდა.

გარდაცვლილის და, ნათია აბჟანდაძე:

- დედა წამოსულია საქართველოში, მაგრამ საბუთის არ ქონის გამო ჯერ საზღვარს ვერ კვეთს. მე და დედა ერთად ვიყავით საბერძნეთში, დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული ორივეს წამოსვლა, არ გვქონდა ამხელა ფინანსები, ამიტომ მარტო მიდის. მერე აღმოაჩინა, რომ პასპორტს ვადა ჰქონია გასული.

- ნათია, რა პირობებში იზრდებოდით, გვიამბეთ თქვენს ოჯახზე?

- ჩემი ძმა ჩემი გაზრდილია, ყველაზე დიდი წვრილი მის გაზრდაში მე მიმიძღვის და ძალიამ განადგურებული ვარ. 3 დას ერთი ძმა გვყავდა. რატომ აფარებენ მამას ხელს ვერ ვხვდები. ბევრი ჩვენ გვადანაშაულებს, ჩვენ გვწყევლის, თუ რატომ, ვერ გამიგია. ისეთი მესიჯები მომივიდა გული თუ არ გამისკდებოდა, არ მეგონა. ნუთუ ამ ხალხს გული არ აქვს. ისედაც განადგურებულები ვართ. შვილმკვდარ დედას ცხოველს ეძახიან, ვისაც შვილი ჰყავს, თუ დედები ხართ, როგორ არ გესმით როგორ გამწარდა დედაჩემი...

არავინ იცის ხვალ ვინ გამწარდება და ნუ ილანძრებით, ხალხო. იმის მაგივრად რომ შვილმკვდარ დედას სამძიმარი და გვერდში დგომა გამოუცხადონ, გვლანძღავენ. იციან დედამ რა პირობებში დაგვტოვა მაშინ? სახლში რომ მიდიან, ოჯახსაც ხომ ეტყობა ახალი დამთავრებულია სახლის რემონტი, ახალი ავეჯი შეიტანეს. პირობებს უწყობდა დედა ჩემს ძმას და სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა. თვენახევრის დამთავრებული აქვს ზედა სართულის რემონტი, შემდეგ ეზოში ჭაც გათხარეს, ყველაფერი მოაწესრიგეს. რისთვის გვეჩქარებოდა ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩემი ძმა მომკვდარიყო? დედა შვილის მომავალზე ფიქრობდა და ეს ამბავი, ძალიან განადგურებულები ვართ. სად არის სამართალი, სად არის პოლიცია. რომ მოდიოდა და ხელწერილებს აწერინებდა, ახლა რატომ აყალბებენ ამბებს. ვინ აყალბებს და ვის უნდა მამაჩემი გირაოთი გამოვიდეს და ჩემი ძმის მკვლელები არ დაისაჯონ.

10 წელია დედაჩემი, რაც საბერძნეთშია. მე ორი წელია, რაც ჩამოვედი. ჩემი დები საქართველოში არიან, დაოჯახებულები თავიანთ სახლებში ცხოვრობენ. სახლში მამა, ბებია და ჩემი ძმა ცხოვრობდნენ.

- რა გიამბოთ ბებიამ, რა მოხდა იმ დღეს?

- ბებია არ მესაუბრება. მამის მხარე არავინ დამლაპარაკებია. ყველა ჩუმად არის.

- როგორც ჩანს, კონფლიქტები გქონდათ სახლში?

- როცა დედა საქართველოში იყო, მამა ძალადობდა დედაჩემზე. ჩვენ პატარები ვიყავით, მაშინ ჩემი ძმა დაბადებულიც კი არ იყო... სამი გოგოები ვყავდით და ბიჭი უნდოდა ძალიან, რომ დაიბადა ავთო, მამაჩემი რაც შეეძლო, ყველანაირ სურვილს უსრულებდა ჩემს ძმას. ბოლოს რა მოხდა, არ ვიცი. ჩემს ძმასა და მამას შორის ორი დღე დაძაბული სიტუაცია იყო. მანამდე ჩემი და იყო ჩვენს სახლში, და გათხოვილია ტყიბულში და იქ რომ წავიდა, ჩემი ძმაც წაუყვანია სტუმრად. 4 დღე იყო იქ, მიაკითხეს ნასვამმა მამაჩემმა და ბიძაჩემმა და წამოიყვანეს სახლში. ჩემი და ამბობს, ავთოს წასვლა არ უნდოდა, მაგრამ მაინც წაიყვანეს, ვერ ვჩერდებით მის გარეშეო. ავთოს ჩემი დისთვის უთქვამს, - დაიკო, არ გამიშვაო, მაგრამ რადგან მამა ითხოვდა, უთქვამს, - მერე მამა იყვირებს, ატეხავს ერთ ამბავს და ჯობია წახვიდეო, უთქვამს ჩემს დას და ისიც წაჰყოლია.

ჩემი ერთი და ტყიბულშია დაოჯახებული, მეორე ზესტაფონში... მე დეიდაჩემმა დამირეკა, ბებიაშენი კივის, ისეთი ამბავია სახლში, ჩხუბობენ, როგორც ჩანს და პოლიცია გამოიძახეო. ვკითხე, თქვენ რატომ არ იძახებთ - მეთქი, - ხომ იცი მერე ჩვენ დაგვერევაო. მე რა მექნა, ისიც არ ვიცოდი საბერძნეთიდან მილიციაში როგორ დამერეკა, წუთი არ დამიკარგავს, მაშინათვე ტყიბულში ჩემს დასთან დავრეკე და მან გადარეკა პოლიციაში, მაგრამ პოლიცია რომ მოვიდა უკვე დაგვიანებული იყო. ჩემი ძმა ცოცხალი აღარ იყო.

- ჟურნალისტებთან თქვით, შეიძლება მამამ მოკლა ჩემი ძმაო, ეს ეჭვი ისევ გაქვთ?

- ეს სიტუაცა იყო. ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ველაპარაკეთ ჩემს ძმას, ფულს ითხოვდა მამა, დედამ უარი რომ უთხრა, გავიგონეთ მე და დედამ მამა რომ გვითხრა, ვეღარც ავთოს ხმას გაიგონებთ და ვეღარც ნახავთო. ამის შემდეგ გაწყდა ავთოსთან კავშირი, მესენჯერით ველაპარაკებოდით ხოლმე, მაგრამ ჩვენ რომ ვრეკავდით, აღარ პასუხობდა. დიდი დრო არ გასულა, სადღაც ალბათ ნახევარი საათი დეიდამ რომ დაგვირეკა, პოლიცია გამოიძახეთო და მერე ბიძაჩემმაც დარეკა, ავთო ცოცხლალი აღარ არისო.

- ამბობთ, საზოგადოება გაკრიტიკებთ იმის გამო, მოძალადე მამასთან რომ დატოვეთ მოზარდი, მამა ხშირად ძალადობდა მასზე?

- მამა რომ დათვრებოდა, საშინელი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ნემსს ვუკეთებდით, რომ არ დაელია, რომ გაიკეთებდა, შემდეგ ნორმალურ ფორმაში იყო. ახლა რამდენიმე დღეა დალევა დაიწყო და ეს ფაქტიც მოხდა, სიმთვრალის გამო მოხდა ყველაფერი.

- ბრალდებული მამა ამბობს, ცამდე მართალი ვარო, ამაზე რას იტყვი?

- ჩემმა ძმამ თავი თვითონ თუ მოიკლა, მაშინ მაინც ის არის დამნაშავე და გამოდის თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. აბა, რომელი 11 წლის ბავშვი იფიქრებს თავი მოიკლაზე, თუ სიმშვიდეში ცხოვრობს.

როგორც მითხრეს, ფანჯრის წინ, ალუბლის ხეზე იყო ჩამოკიდებულიო, ან იმ პატარა ტოტზე როგორ ჩამოკიდა თავი, ან რანაირად ვერ შენიშნეს, იქვეა ოთახის ფანჯარა, ისე ძალიან წვიმდაო და ბავშვი თურმე სველიც არ იყო. მამაჩემს ჩამოუხსნია, როცა პოლიცია მისულა, დახვედრიათ ასეთი სიტუაცია - მისაღებ ოთახში გაშლილ დივანზე იწვა თურმე ჩემი ძმა, გვერდზე მიწოლილი იყო მთვრალი მამაჩემი, რომელსაც ჩაძინებია. თურმე პოლიციას კარი რომ შეუღია და მამა-შვილი დაუნახავს დივანზე, უთქვამთ, რა ამბავი ატეხეთ, - სძინავთო, მამაჩემი გაუღვიძებიათ და რომ მოკიდეს ჩემს ძმას ხელი, უკვე გარდაცვლილი იყო. ისეთი მთვრალი იყო ეტყობა, გონება გათიშული ჰქონდა და მიუწვა თავის შვილს, არ ვიცი ფსიქიკურად აიჭრა თუ არა, ვერ გეტყვით იქ რა მოხდა.

- თუ ბებია კიოდა გამწარებული საშველად არავინ შევიდა?

- არავინ მისულა. პოლიციის მისვლის მერე შესულან შიგნით. ბიძაჩემი იქვე ცხოვრობს, მესამე სახლია. მამა რომ ძალადობდა ავთოზე, ბავშვი ბიძასთან გაიქცა, იფიქრა ალბათ ბიძია დამეხმარებაო, მაგრამ ბიძაჩემმა მითხრა, - იქაც მოვარდა ფრიდონი, კარს ფეხებს ურტყამდა, კარის შემომტვრევას აპირებდა, ამიტომ გავაღე კარი, გავატანე ავთო, რა მექნა, კარებს დალეწავდაო. მერე მალევე მოხდა ეს ამბავიც.

- რა თანხას ითხოვდა მამათქვენი? მოთამაშე ხომ არ არის?

- თანხა რისთვის სჭირდებოდა, არ ვიცი. დედას ახალი გაგზავნილი ჰქონდა ფული. ორჯერ იღებს ნაწილ-ნაწილ ხელფაასს და ორჯერ აგზავნიდა ფულსაც. თვის დასაწყისში და თვის ბოლოს. ასე იყვნენ ცოლ-ქმარი მორიგებულები. ესმოდა დედას ავთოს რომ ჩურჩულით უთხრა, ფული მომცესო. დედამ უარი რომ უთხრა, მაშინ ავთომ უთხრა დედას, კარგი, თუ ვერ უგზავნი ფულს, ტრაქტორს გაყიდისო. იმ მუქარის მერე ისევ ავთოს "ფეისბუქზე" ვრეკავდით. მერე დეიდაჩემმა დარეკა, წივილ-კივილის ხმა გამოდის და დარეკეთ პოლიციაშიო. მთელი სანათესაო იქვე ახლოს ცხოვრობს, დეიდაც იქვე ცხოვრობს და მამის ძმაც, მაგრამ არავინ გამოიძახა პოლიცია.

- თუ იცოდა ბავშვს მამა ეჩხუბებოდა, დეიდამ მაინც რატომ არ წაიყვანა ბავშვი?

- დეიდასთვისაც დაურეკავს ავთოს, - დეიდა მამამ თუ იყვირა, პოლიციას დაუძახეო. დედაჩემი ამბობს, - ვუთხარიო თუ იყვირა, მაშინვე გამოიქეცი, მე გიშველიო. მაგრამ ვერავინ უშველა ჩემს ძმას. ყველამ იცოდა რაც ხდებოდა.

- ტელევიზიით ამბობდით, რომ მამა ძალადობდა შვილზე, თუმცა ახლა ამბობთ, სისტემატურად არ ძალადობდაო...

- ადრე მასზე ძალადობა არ გაგვიგია და რომ ჩემს ძმას უჭირდა. მამაჩემი იჯდა სახლში და დედაჩემი უგზავნიდა ფულს, აქედან არჩენდა. დედა ეტყოდა ხოლმე მამას, მიხედე ავთოს, მე თქვენი არაფერი მინდა, ბავშვს არაფერი მოაკლოო. ბოლო დღეები რა ხდებოდა, არ ვიცი, დალევა რომ დაიწყო და რომ დათვრა, ისევ აურია ალბათ. ბებიაჩემი სახლში იყო, იმას ეცოდინება, მაგრამ ხმას არ იღებს. სავარაუდოდ, ბებია დაინახავდა თუ სცემდა მამა. ბებია სხვა დროს იცავდა ძალიან შვილიშვილს, ჩვენც, გოგონებსაც გვიცავდა, როცა იქ ვცხოვრობდით. ახლა როგორ ვერავინ ვერ დაეხმარა ავთოს. საოცრად მხიარული ბავშვი იყო, არ უყვარდა მოწყენა, სულ გაღიმებული სახით დადიოდა, ძალიან თბილი იყო. საოცარი და ძმობა გვქონდა, ძალიან მიყვარს. ჩემი გაზრდილია. წლის და თვეების იყო დედა სამუშაოდ რომ წავიდა, მას მერე მე მომეკედლა, შვილივით ვზრდიდი. ბაღში დამყავდა, ერთად ვიზრდებოდით. მე ვარ 23 წლის, ის 11 წლის იყო, ჩემი უფროსი და 26 წლის არის, შუათანა 25 წლის. დედის წასვლის შემდეგ პირველი მე შევქმენი ოჯახი, მერე დაოჯახდნენ ჩემი დები. ტყიბულში გავთხოვდი, მაგრამ ჩემს ძმას მაინც არ მოვცილებივარ დიდი ხნით. ან იქ ვიყავი, ან ის იყო ჩემთან. ბედნიერი ლაღი და თავისუფალი ბავშვი იყო. დედა იძულებული იყო სამუშაოდ წასულიყო. ბოსელს ცეცხლი წაეკიდა და რაც გვყავდა საქონელი, დაგვეწვა. არადა, თავს მაგით ვირჩენდით სოფელში.

4 ბავშვი დავრჩით ლუკმა-პურის გარეშე.

მამა არსად მუშაობდა, გვეხმარებოდნენ მეზობლები, ბებიაჩემი, ბავშვებს არ მოვაკლოთ საჭმელიო და გვაწვდიდნენ საჭმელს, მაგრამ როდემდე უნდა ვყოფილიყავით სხვის კმაყოფაზე. მაშინ მამიდაჩემი იყო საბერძნეთში წასული და შესთავაზა მამას, წავიყვან მირანდას (ბავშვის დედა - ავტ.) იმუშავებს აქ, იყიდით საქონელს ისევ, ბავშვებს რჩენა ხომ უნდათ, სხვა სანამდე დაგეხმარებათო. ამის გამო გადაწყვიტა დედამ საბერძნეთში წასვლა და ჩვენი დატოვება მოუწია. გვიჭირდა დედის გარეშე, რადგან დედა ყველა ასაკში გჭირდება ადამიანს, მით უფრო ჩვენ ხომ პატარები ვიყავით. ჩვენც დავრჩით მამასთან. მამა უკვე აღარ ძალადობდა, რადგან ალკოჰოლის საწინააღმდეგო 2-წლიან ნემსს ვუკეთებდით. როცა ფხიზელი იყო, სახლში ყველაფერს აკეთებდა. დედა იქიდან აგზავნიდა ფულს, ჩვენც გვერდში ვედექით მამას და ასე მოვიწყვეთ ისევ პირობები. იმ სახლში მარტო კედლები არ აუშენებია დედას, დანარჩენი ყველაფერი დედაჩემის შრომით არის გაკეთებული... მაგრამ ახლა ვისთვისაც წვალობდა, არ გვყავს, ჩვენი ავთო. ექსპერტიზას ველოდებით, ამან უნდა გასცეს პასუხი და გაირკვეს თავი მოიკლა თუ მოკლეს.... თუ მოიკლა მაინც გამოდის რომ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე.

დედაჩემი ეუბნებოდა მამამაჩემს, უკვე ვეღარ ვჩერდები, მეტი აღარ შემიძლია, ჩამოსვლა უნდოდა, მამა პასუხობდა, ერთი წელი კიდევ გაუძელიო. ცოტა ვალები ჰქონდათ რემონტის გამო, ესეც გაისტუმრე და მერე წამოდიო. ერთ წელიწადში დაბრუნდებოდა საქართველოში. ისევ წინსვლაზე და ოჯახური პირობების მოწყობაზე იყო ლაპარაკი და უცებ ეს ტრაგედია მოხდა. დედამ ახლახანს ავთოს ძვირიანი მობილური უყიდა, მანამდე ველოსიპედი გაუგზავნა, ჩემმა ძმამ სთხოვა კვადრო ეყიდა და ისიც უყიდა. სულ ფიქრობდა მონატრებული შვილი გაეხარებინა. ავთოსაც უხაროდა ყველაფერი რომ კეთდებოდა. ჩაკეტილი ბავშვი არ იყო, ეს ორი დღე რა მოხდა, არ ვიცი. ველოდებით გამოძიებას. იქნებ ხელისუფლება დაგვეხმაროს, რომ დედას საბუთები დროზე გაკეთდეს და 10 წლის უნახავი, მონატრებული მკვდარი შვილი მაინც დაიტიროს.

11 წლის თერჯოლელი ბიჭის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამას 4 წელი მიესაჯა

"გუმათში შეკრებილები პოლიციის ჯებირებს ქვებს ურტყამდნენ... დაწყებულია გამოძიება" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

სქესობრივი დანაშაული არასრულწლოვნის მიმართ - გორის რაიონში ერთი პირია დაკავებული