სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათო მართავს დალეწილ ორგანიზმს, სადამდეც შეუძლია" - ექიმს, რომელსაც "კომენდანტის საათის" გაუქმებისთანავე ავტომობილი დაეჯახა, დახმარება ესაჭროება
"დათო მართავს დალეწილ ორგანიზმს, სადამდეც შეუძლია" - ექიმს, რომელსაც "კომენდანტის საათის" გაუქმებისთანავე ავტომობილი დაეჯახა, დახმარება ესაჭროება

22 მა­ი­სის ღა­მით, მას შემ­დეგ რაც ქვე­ყა­ნა­ში "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" გა­უქ­მდა, თბი­ლის­ში, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ავა­რია მოხ­და, რა დრო­საც მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა ვე­ლო­სი­პე­დისტს და­ე­ჯა­ხა.

მა­შინ­ვე გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ვე­ლო­სი­პედს ცნო­ბი­ლი ექი­მი-ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, ფსი­ქი­ატ­რი და ნარ­კო­ლო­გი, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვის და მომ­სა­ხუ­რე­ბის ასო­ცი­ა­ცია "ნე­ბას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­ვით ან­დღუ­ლა­ძე მარ­თავ­და.

ფსი­ქი­ატრმა ავა­რი­ის შე­დე­გად სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო - მას გა­ტე­ხი­ლი აქვს ნეკ­ნე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს ფილ­ტვი, ასე­ვე მი­ი­ღო ზურ­გის ტვი­ნის და­ზი­ა­ნე­ბა. ჩა­უ­ტარ­და ერთი გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია.

მომ­ხდა­რი­დან სამი თვე გა­ვი­და და დათო ან­დღუ­ლა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა არ შეც­ვლი­ლა. ცნო­ბი­ლი ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით კვლავ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია. ამ ეტაპ­ზე იგი სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს, რაც დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. და­ვით ან­დღუ­ლა­ძის მე­გობ­რე­ბი მის გა­და­სარ­ჩე­ნას დახ­მა­რე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა­ვენ.

"დღეს 23-ია. სამი თვე გა­ვი­და იმ სა­ში­ნე­ლე­ბი­დან, ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან რომ შე­ვი­ტყვეთ - კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დამ­თავ­რე­ბი­დან მა­ლე­ვე ვე­ლო­სი­პე­დისტს მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხაო და ალ­ბათ ბევ­რმა ვერც წარ­მო­ვიდ­გი­ნეთ, ეს „ვე­ლო­სი­პე­დის­ტი“ ბევ­რის დამ­ხმა­რე, მხსნე­ლი და იმე­დი და­ვით ან­დღუ­ლა­ძე თუ იყო. 3 თვეა, დათო მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით უძ­რა­ვად წევს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში.

აქა­ურ­მა ექი­მებ­მა გა­სა­კე­თე­ბე­ლი გა­ა­კე­თეს, დათო სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა, მაგ­რამ ახლა მისი სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, მისი ნამ­დვი­ლი „გა­ცო­ცხლე­ბის­თვის“ კი­დევ 100 000 ევ­როა სა­ჭი­რო. ამ­ხე­ლა თან­ხის სწრა­ფად შეგ­რო­ვე­ბას მარ­ტო და­თოს ოჯა­ხი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვე­ღარ ეყო­ფი­ან. მათ ისე­დაც ბევ­რი გა­ა­კე­თეს და უშურ­ვე­ლად გა­ი­ღეს, ვი­საც რა შე­ეძ­ლო.

მგო­ნია, რომ ახლა უკვე მთავ­რო­ბას, პრე­მი­ერს, ქა­ლა­ქის მერს, სა­მი­ნის­ტრო­ებს, ბიზ­ნეს­მე­ნებს, ბან­კებს უნდა მი­ვაწ­ვდი­ნოთ ხმა და ავუხ­სნათ, რა­ტომ უნდა და­ვეხ­მა­როთ და­ვით ან­დღუ­ლა­ძეს: იცით, იმ დღეს სა­ი­დან მო­დი­ო­და დათო გვი­ან ვე­ლო­სი­პე­დით? - პა­ცი­ენ­ტის­გან, რომ­ლის და­სახ­მა­რებ­ლად ღა­მის პირ­ვე­ლამ­დე ვერ მი­ი­ცა­ლა, დი­ლი­დან გვი­ა­ნამ­დე სულ გა­დაბ­მუ­ლი ფსი­ქო­თე­რა­პი­უ­ლი სე­ან­სე­ბი ჰქონ­და, რო­გორც ყო­ველ­თვის.

იცით, რა უთხრა ხერ­ხე­მალ­და­ზი­ა­ნე­ბულ­მა, და­ლე­წილ­მა და და­სის­ხლი­ა­ნე­ბულ­მა და­თომ ამ სა­ში­ნე­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მი­სულ თა­ვის დას? - ტე­ლე­ფონ­ში ნახე, ხვალ მო­სას­ვლელ პა­ცი­ენ­ტებს შე­ა­ტყო­ბი­ნე, რომ ვერ მი­ვი­ღებ, ტყუ­ი­ლად არ მო­ვიდ­ნე­ნო. იცით, რას ამ­ბობ­და დათო, როცა მისი დი­ლი­დან შუ­ა­ღა­მემ­დე თავ­გა­და­დე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის გამო ვწუხ­დი? - მე რა მი­ჭირს, დაღ­ლი­ლო­ბის მარ­თვა შე­მიძ­ლია.

ამ ადა­მი­ა­ნებს გა­და­უ­დებ­ლად და ძა­ლი­ან ვჭირ­დე­ბიო.იცით, და­თოს შე­მო­სა­ვა­ლი რამ­დე­ნი იყო? თით­ქმის არა­ფე­რი, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი „უფა­სო“ პა­ცი­ენ­ტე­ბი ჰყავ­და - უჭირთ ადა­მი­ა­ნებ­სო, ამ­ბობ­და.იცით, რას ამ­ბო­ბენ ექი­მე­ბი? - ჩვენ აქ დი­დად ვე­ღა­რაფ­რით ვეხ­მა­რე­ბით, დათო თვი­თონ იბ­რძვის და თა­ვი­სი ბრწყინ­ვა­ლე გო­ნე­ბით მარ­თავს სა­კუ­თარ და­ლე­წილ ორ­გა­ნიზმს, სა­დამ­დეც შე­უძ­ლი­აო. იცით, ახ­ლაც რაზე დარ­დობს დათო? - ჩვენ­ზე, სხვებ­ზე, იმა­ზე, რომ ძა­ლი­ან არ ვი­ნერ­ვი­უ­ლოთ, იმე­დი არ დავ­კარ­გოთ, არ შევ­წუხ­დეთ.იცით, რო­გო­რი გვერ­დში დგო­მა შე­უძ­ლია და­თოს? - უთ­ქმე­ლი, უხ­მა­უ­რო, შე­უმ­ჩნე­ვე­ლი, დრო­უ­ლი, უან­გა­რო, გუ­ლი­ა­ნი, ბო­ლომ­დე.და­ვით ან­დღუ­ლა­ძე ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა! კი, ამი­ტო­მაც უნდა და­ვეხ­მა­როთ!" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფსი­ქო­ლო­გი ქეთი თა­ვარ­თქი­ლა­ძე.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ:

თი­ბი­სი ბან­კის ან­გა­რი­ში GE67TB7019045069600001 - მიმ­ღე­ბი: კონ­სტან­ტი­ნე ან­დღუ­ლა­ძე

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ან­გა­რი­ში: GE04BG0000000125920900 - მიმ­ღე­ბი: სო­ფიო ან­დღუ­ლა­ძე / Sopio Andghuladze

და­ნი­შუ­ლე­ბა: შე­მო­წი­რუ­ლო­ბა და­ვით ან­დღუ­ლა­ძის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nata
0

ღმერთო გადაარჩინე ეს ადამიანი,გთხოვ....

ბეღურა
0

ღმერთო გადაარჩინე დავით ანდღულაძე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"დათო მართავს დალეწილ ორგანიზმს, სადამდეც შეუძლია" - ექიმს, რომელსაც "კომენდანტის საათის" გაუქმებისთანავე ავტომობილი დაეჯახა, დახმარება ესაჭროება

"დათო მართავს დალეწილ ორგანიზმს, სადამდეც შეუძლია" - ექიმს, რომელსაც "კომენდანტის საათის" გაუქმებისთანავე ავტომობილი დაეჯახა, დახმარება ესაჭროება

22 მაისის ღამით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში "კომენდანტის საათი" გაუქმდა, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავარია მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედისტს დაეჯახა.

მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ველოსიპედს ცნობილი ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი და ნარკოლოგი, ფსიქოსოციალური კვლევის და მომსახურების ასოციაცია "ნებას" დამფუძნებელი დავით ანდღულაძე მართავდა.

ფსიქიატრმა ავარიის შედეგად სერიოზული დაზიანებები მიიღო - მას გატეხილი აქვს ნეკნები, დაზიანებული აქვს ფილტვი, ასევე მიიღო ზურგის ტვინის დაზიანება. ჩაუტარდა ერთი გადაუდებელი ოპერაცია.

მომხდარიდან სამი თვე გავიდა და დათო ანდღულაძის მდგომარეობა არ შეცვლილა. ცნობილი ფსიქოთერაპევტი მძიმე დაზიანებებით კვლავ რეანიმაციაშია. ამ ეტაპზე იგი საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დავით ანდღულაძის მეგობრები მის გადასარჩენას დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავენ.

"დღეს 23-ია. სამი თვე გავიდა იმ საშინელებიდან, ტელევიზორიდან რომ შევიტყვეთ - კომენდანტის საათის დამთავრებიდან მალევე ველოსიპედისტს მანქანა დაეჯახაო და ალბათ ბევრმა ვერც წარმოვიდგინეთ, ეს „ველოსიპედისტი“ ბევრის დამხმარე, მხსნელი და იმედი დავით ანდღულაძე თუ იყო. 3 თვეა, დათო მძიმე დაზიანებებით უძრავად წევს რეანიმაციაში.

აქაურმა ექიმებმა გასაკეთებელი გააკეთეს, დათო სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ახლა მისი საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, მისი ნამდვილი „გაცოცხლებისთვის“ კიდევ 100 000 ევროა საჭირო. ამხელა თანხის სწრაფად შეგროვებას მარტო დათოს ოჯახი და გულშემატკივრები ვეღარ ეყოფიან. მათ ისედაც ბევრი გააკეთეს და უშურველად გაიღეს, ვისაც რა შეეძლო.

მგონია, რომ ახლა უკვე მთავრობას, პრემიერს, ქალაქის მერს, სამინისტროებს, ბიზნესმენებს, ბანკებს უნდა მივაწვდინოთ ხმა და ავუხსნათ, რატომ უნდა დავეხმაროთ დავით ანდღულაძეს: იცით, იმ დღეს საიდან მოდიოდა დათო გვიან ველოსიპედით? - პაციენტისგან, რომლის დასახმარებლად ღამის პირველამდე ვერ მიიცალა, დილიდან გვიანამდე სულ გადაბმული ფსიქოთერაპიული სეანსები ჰქონდა, როგორც ყოველთვის.

იცით, რა უთხრა ხერხემალდაზიანებულმა, დალეწილმა და დასისხლიანებულმა დათომ ამ საშინელებიდან რამდენიმე წუთში მისულ თავის დას? - ტელეფონში ნახე, ხვალ მოსასვლელ პაციენტებს შეატყობინე, რომ ვერ მივიღებ, ტყუილად არ მოვიდნენო. იცით, რას ამბობდა დათო, როცა მისი დილიდან შუაღამემდე თავგადადებული მუშაობის გამო ვწუხდი? - მე რა მიჭირს, დაღლილობის მართვა შემიძლია.

ამ ადამიანებს გადაუდებლად და ძალიან ვჭირდებიო.იცით, დათოს შემოსავალი რამდენი იყო? თითქმის არაფერი, ნახევარზე მეტი „უფასო“ პაციენტები ჰყავდა - უჭირთ ადამიანებსო, ამბობდა.იცით, რას ამბობენ ექიმები? - ჩვენ აქ დიდად ვეღარაფრით ვეხმარებით, დათო თვითონ იბრძვის და თავისი ბრწყინვალე გონებით მართავს საკუთარ დალეწილ ორგანიზმს, სადამდეც შეუძლიაო. იცით, ახლაც რაზე დარდობს დათო? - ჩვენზე, სხვებზე, იმაზე, რომ ძალიან არ ვინერვიულოთ, იმედი არ დავკარგოთ, არ შევწუხდეთ.იცით, როგორი გვერდში დგომა შეუძლია დათოს? - უთქმელი, უხმაურო, შეუმჩნეველი, დროული, უანგარო, გულიანი, ბოლომდე.დავით ანდღულაძე ქვეყანას ძალიან სჭირდება! კი, ამიტომაც უნდა დავეხმაროთ!" - წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ქეთი თავართქილაძე.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

თიბისი ბანკის ანგარიში GE67TB7019045069600001 - მიმღები: კონსტანტინე ანდღულაძე

საქართველოს ბანკის ანგარიში: GE04BG0000000125920900 - მიმღები: სოფიო ანდღულაძე / Sopio Andghuladze

დანიშულება: შემოწირულობა დავით ანდღულაძისთვის.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს, გია კიკაბიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა და 4 599 განკურნებული - როგორია ინფიცირების მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

მეუფე იობს კორონავირუსი დაუდასტურდა