მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ქართული ოცნების“ ინიციატივა: ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლებრივად  დაისჯება
“ქართული ოცნების“ ინიციატივა: ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლებრივად  დაისჯება

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” გა­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით, “სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში” შე­ვი­დეს ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მკაც­რი სან­ქცი­ე­ბი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ამომ­რჩევ­ლის იძუ­ლე­ბის, და­ში­ნე­ბის და ხმის მი­ცე­მის ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვებ­ზე.

ინი­ცი­ა­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა და რო­გორც აღ­ნიშ­ნა, კო­დექსში ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ მსგავ­სი დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში პირს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბა.

"ფუნ­და­მენ­ტუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, ჩვენ ვდგამთ კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” გა­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით, "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში“ შე­ვი­დეს ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მკაც­რი სან­ქცი­ე­ბი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ამომ­რჩევ­ლის იძუ­ლე­ბის, და­ში­ნე­ბის და ხმის მი­ცე­მის ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვებ­ზე; სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში­ვე მი­ე­თი­თე­ბა, რომ მსგავ­სი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პირს და­ე­კის­რე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა; ანა­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბა შევა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსშიც“.

ხმის მი­ცე­მის ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის მიზ­ნით, ამომ­რჩევ­ლის და­ში­ნე­ბა ან იძუ­ლე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა ფორ­მით, გა­მო­იწ­ვევს ჯა­რი­მას ან ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბას ვა­დით ექ­ვსი თვი­დან ორ წლამ­დე ანდა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით სამ წლამ­დე; შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლია და დღეს და­რე­გის­ტრირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში.

ამ ცვლი­ლე­ბე­ბით რო­გორც ხე­დავთ, კი­დევ უფრო მკაცრ­დე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში შე­საძ­ლო სა­მარ­თალ­დამ­რღვევ­თა მი­მართ და იზ­რდე­ბა ამომ­რჩევ­ლის, მისი თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის და ამ არ­ჩე­ვა­ნის ფა­რუ­ლო­ბის დაც­ვის ხა­რის­ხი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს უმაღ­ლე­სი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სტან­დარ­ტით. ჩვენ პა­ტივს ვცემთ და ვენ­დო­ბით ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩე­ვანს, გვჯე­რა ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის და გვჯე­რა, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” გა­ი­მარ­ჯვებს სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვებს“, - გა­ნა­ცხა­და თა­ლაკ­ვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეუუუფ...კაია ბიჭო...
0

ვინც არ დაეთანხმება...ვაი ბიძია :D

ვანო
0

გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

“ქართული ოცნების“ ინიციატივა: ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლებრივად  დაისჯება

“ქართული ოცნების“ ინიციატივა: ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა სისხლის სამართლებრივად  დაისჯება

“ქართული ოცნება” გამოდის ინიციატივით, “საარჩევნო კოდექსში” შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე.

ინიციატივასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა, კოდექსში ასევე მითითებული იქნება, რომ მსგავსი დარღვევის შემთხვევაში პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

"ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმების გატარების შემდეგ, ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. “ქართული ოცნება” გამოდის ინიციატივით, "საარჩევნო კოდექსში“ შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე; საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა; ანალოგიური ცვლილება შევა "სისხლის სამართლის კოდექსშიც“.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე; შესაბამისი ცვლილებები მომზადებულია და დღეს დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში.

ამ ცვლილებებით როგორც ხედავთ, კიდევ უფრო მკაცრდება პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში შესაძლო სამართალდამრღვევთა მიმართ და იზრდება ამომრჩევლის, მისი თავისუფალი არჩევანის და ამ არჩევანის ფარულობის დაცვის ხარისხი. ჩვენი მიზანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით. ჩვენ პატივს ვცემთ და ვენდობით ჩვენი საზოგადოების თავისუფალ არჩევანს, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და გვჯერა, რომ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

"ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ - შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ" - ზურაბ ჯაფარიძე

სააკაშვილს ახალგაზრდა უკრაინელ პოლიტიკოსთან რომანი აქვს? - "გოგონა პერიოდულად ცხოვრობს მის რეზიდენციაში, მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ" (სკანდალური ფოტოები)

"კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს რუსეთის მხარის ინტერპრეტაციაა" - აბაშიძე