არასრულწლოვანმა უნდობლობა გამოუცხადა სასამართლოს და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეც ამიცილოს ამ პროცესზე, თვითონაც არ იაროს და მოსამართლემ თავად გადაწყვიტოს როგორც უნდა ამ საქმის ბედი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწოვნის, ზ.ხ.- ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პროტესტი არ ეხება 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით(განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობა) მიმდინარე სასამართლო პროცესებს და ამ საქმის არსებით განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ.
"ბოლო პროცესზე, როდესაც არასრულწლოვანი შიმშილობდა, გახდა ცუდად და ითხოვა, რომ პროცესი გადადებულიყო. შემდგომ პროცესზე უკვე შეწყვეტდა შიმშილობას და მიიღებდა მონაწილეობას საქმის არსებით განხილვაში, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
არასრულწლოვანმა გამოუცხადა უნდობლობა სასამართლოს და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეც ამიცილოს ამ პროცესზე, თვითონ არ იაროს და მოსამართლემ თავად გადაწყვიტოს როგორც უნდა ამ საქმის ბედი. 109-ე მუხლის ნაწილში მივიღებთ მონაწილეობას არსებით განხილვებში. ამ მოსამართლემ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც პირდაპირ უნდობლობას იწვევს დაცვის მხარისადმი,“ - აღნიშნა გიორგი გელხაურმა.
ადვოკატის განცხადებით, არასრულწლოვანმა შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა მისი მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება.
"შიმშილობას არ აგრძელებს, ცუდად რომ გახდა იმავე დღეს შეწყვიტა. მოთხოვნები რაც ჰქონდა არავინ არ გაითვალისწინა და არ დაუკმაყოფილა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვეღარ გააგრძელა შიმშილობა, მოთხოვნები ჩვენ კიდევ გვაქვს, თუმცა აღარ შიმშილობს,“ - განაცხადა გიორგი გელხაურმა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.
ყველა უდანაშაულოა ?აბა რატომ გაეკიდნენ უდანაშაულები იმ უკაცრიელში ის მაინც განმარტონ ,რატომ მიზდევდნენ საცოდავს რომ ხელი ჩამოერთვათ?როგორ არ გცხვენიათ ხომ უნდა აღიაროთ სიმართლე ბოლოს ყველა უდანაშაულოა ,დამნაშავე ვიღააააა
ბატონო ადვოკატო , თავი კი არ აარიდა , თქვენ უთხარით ალბად , ვერც თავი გაიგე და ვერც ბოლო ამ საქმის , ან არ შეგიძლი დაცვა და აღარ გინდა საქმის გაგრძელება , მართალია არ ღირს არცერთ კაპიკად მკვლელების დაცვა , და თან რეპუტაციის შელახვა ,იცი რომ ციხე არ აცდება და თქვენ კიდევ იმიჯს უფრთხილდებით , იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებას აგრძელებთ თქვენივე პროფესიით ...