მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი აშველებდა მოჩხუბრებს... გაოგნებული იყო, რომ ასეთი რაღაც 21-ე საუკუნეში ხდება" - რას იხსენებს იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო წვეულებიდან
"გიორგი აშველებდა მოჩხუბრებს... გაოგნებული იყო, რომ ასეთი რაღაც 21-ე საუკუნეში ხდება" - რას იხსენებს იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო წვეულებიდან

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მე ია­კობ ბრეგ­ვა­ძე სა­ბე­დის­წე­რო წვე­უ­ლე­ბას და 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გაც­ნო­ბის მო­მენტს იხ­სე­ნებს.

რო­გორც მან "ტვ პირ­ვე­ლის" გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცი­ა­ში" გა­ნა­ცხა­და, შა­ქა­რაშ­ვი­ლი მხო­ლოდ ჩხუ­ბის გაშ­ვე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

"გი­ორ­გი და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვნა­ხე. ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, ხა­ლი­სი­ა­ნი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. ჩხუ­ბი რომ მოხ­და მა­გის მერე გა­ვი­და, აშ­ვე­ლებ­და. რომ შე­მო­ვი­და, რა ხდე­ბა­თქო და ჩხუ­ბი არი­სო და ასე­თი რა­ღაც პირ­ვე­ლად ვნა­ხეო. ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ასე­თი რა­ღაც ხდე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში.

მერე იქი­დან წა­მო­ვე­დით, გზა­ში პი­რა­დი სა­უ­ბა­რი არ გვქონ­და, თუმ­ცა რა­ღა­ცე­ებს ვი­ღებ­დით, ვხუ­მობ­დით. იცით ის ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი, ხიდ­ზე რომ არის გა­და­ღე­ბუ­ლი. დრო გვინ­დო­და გაგ­ვეყ­ვა­ნა რომ მალე ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით თბი­ლის­ში. აგა­რაკ­ზე არა­ვის მხრი­დან აგ­რე­სია გი­ორ­გის მი­მართ არ შე­მიმ­ჩნე­ვია, აქ რა­ტომ გა­ი­მე­ტეს ასე, არ ვიცი..." - აღ­ნიშ­ნა ბრეგ­ვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, სად წა­ვი­და აგა­რაკ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, ია­კობ ბრეგ­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ წვე­უ­ლე­ბა­ზე მას არ­ცერ­თი ფოტო არ გა­და­უ­ღია.

"მე და­ბა­დე­ბის დღე­ზე ფო­ტო­ე­ბი არ გა­და­მი­ღია არც ერთი, კა­მე­რაც კი არ ამო­მი­ღია. და­ბა­დე­ბის დღე­ზე რო­გორც ფო­ტოგ­რა­ფი არ ვყო­ფილ­ვარ, ვი­ყა­ვი რო­გორც სტუ­მა­რი. იქ იყო ბევ­რი ხალ­ხი და კა­მე­რას რომ რამე და­შა­ვე­ბო­და არ მინ­დო­და და იქ რა უნდა გა­და­მე­ღო ისეთ, რომ კაი ფოტო გა­მო­სუ­ლი­ყო" - გა­ნა­ცხა­და ია­კობ ბრეგ­ვა­ძე.

ია­კობ ბრეგ­ვა­ძე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მეა. იმ დროს რო­დე­საც მა­გის­ტრალ­ზე მი­მა­ვალ ახალ­გაზ­რდებს თავს და­ესხნენ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა და რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდამ, მათ შო­რის ია­კობ­მა გა­და­წყვი­ტეს მათ­გან თავი გაქ­ცე­ვით და­ეღ­წი­ათ. დღეს შსს-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც ის­მის, რო­გორ რე­კავს ბრეგ­ვა­ძე 112-ში და დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე „ტო­ი­ო­ტა ქამ­რის“ მგზავ­რე­ბის - 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ი­წყო, რაც გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრა­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვანს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილს, არას­რულ­წლოვ­ნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს და­უმ­ძიმ­დათ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
1

გული მეწვის გიორგის სურათს როცა ვხედავ, როგორ გაიმეტეს ანგელოზი ბავშვი???

ისარი
0

მოკლეს ანგელოზი ბიჭი ამ ნაძირლებმა და თურმე ყველა უცოდველი კრავია,ხან მეჭვება მე ხომ არ მომიკლავს,ამაზე ახლაც ვფიქრობ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გიორგი აშველებდა მოჩხუბრებს... გაოგნებული იყო, რომ ასეთი რაღაც 21-ე საუკუნეში ხდება" - რას იხსენებს იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო წვეულებიდან

"გიორგი აშველებდა მოჩხუბრებს... გაოგნებული იყო, რომ ასეთი რაღაც 21-ე საუკუნეში ხდება" - რას იხსენებს იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო წვეულებიდან

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო წვეულებას და 19 წლის ფეხბურთელის გაცნობის მომენტს იხსენებს.

როგორც მან "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, შაქარაშვილი მხოლოდ ჩხუბის გაშველებაში მონაწილეობდა.

"გიორგი დაბადების დღეზე ვნახე. ძალიან კომუნიკაბელური, ხალისიანი და კარგი ადამიანი იყო. ჩხუბი რომ მოხდა მაგის მერე გავიდა, აშველებდა. რომ შემოვიდა, რა ხდებათქო და ჩხუბი არისო და ასეთი რაღაც პირველად ვნახეო. ძალიან გაკვირვებული, გაოგნებული იყო, რომ ასეთი რაღაც ხდება 21-ე საუკუნეში.

მერე იქიდან წამოვედით, გზაში პირადი საუბარი არ გვქონდა, თუმცა რაღაცეებს ვიღებდით, ვხუმობდით. იცით ის ცნობილი კადრები, ხიდზე რომ არის გადაღებული. დრო გვინდოდა გაგვეყვანა რომ მალე ჩავსულიყავით თბილისში. აგარაკზე არავის მხრიდან აგრესია გიორგის მიმართ არ შემიმჩნევია, აქ რატომ გაიმეტეს ასე, არ ვიცი..." - აღნიშნა ბრეგვაძემ.

რაც შეეხება კითხვას, სად წავიდა აგარაკზე გადაღებული ფოტოები, იაკობ ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ წვეულებაზე მას არცერთი ფოტო არ გადაუღია.

"მე დაბადების დღეზე ფოტოები არ გადამიღია არც ერთი, კამერაც კი არ ამომიღია. დაბადების დღეზე როგორც ფოტოგრაფი არ ვყოფილვარ, ვიყავი როგორც სტუმარი. იქ იყო ბევრი ხალხი და კამერას რომ რამე დაშავებოდა არ მინდოდა და იქ რა უნდა გადამეღო ისეთ, რომ კაი ფოტო გამოსულიყო" - განაცხადა იაკობ ბრეგვაძე.

იაკობ ბრეგვაძე გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. იმ დროს როდესაც მაგისტრალზე მიმავალ ახალგაზრდებს თავს დაესხნენ, გიორგი შაქარაშვილმა და რამდენიმე ახალგაზრდამ, მათ შორის იაკობმა გადაწყვიტეს მათგან თავი გაქცევით დაეღწიათ. დღეს შსს-მ გამოაქვეყნა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ისმის, როგორ რეკავს ბრეგვაძე 112-ში და დახმარებას ითხოვს.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

"თუ ინფიცირება ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, ალბათ, სკოლებში სწავლის კიდევ ორი კვირით გადადებას განიხილავენ" - ცერცვაძე

რევაზ კოპალაძე: ციფრული აბრეშუმის გზის და საქართველოში საერთაშორისო ჰაბის პროექტს დღეს სახელმწიფოს გარდა სხვა კონკურენტი არ ჰყავს

გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცია - რას ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს  დირექტორი კორონავირუსით გარდაცვლილ 23-ე პაციენტზე