მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„კავკასუს ონლაინის“ საქმე საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცა - რა მესიჯებს უგზავნიან ხელისუფლებას ცნობილი დიპლომატები
„კავკასუს ონლაინის“ საქმე საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცა - რა მესიჯებს უგზავნიან ხელისუფლებას ცნობილი დიპლომატები

კომ­პა­ნია „NEQSOL ჰოლ­დინ­გმა“ 2019 წელს სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნია “კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის” 49%-იანი წილი შე­ის­ყი­და და მას­ში $61 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. სწო­რედ ამ გა­რი­გე­ბას მოჰ­ყვა სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის და მთავ­რო­ბის მკვეთ­რი რე­აქ­ცია. კო­მი­სია მი­უ­თით­დებ­და, რომ გა­რი­გე­ბა მათ­თან არ იყო წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი, რა­საც "კავ­კა­სუ­სით­ვის" მკაც­რი სან­ქცია უნდა მოჰ­ყო­ლო­და. კო­მი­სი­ამ კომ­პა­ნი­ის­გან გა­რი­გე­ბის გა­ბა­თი­ლე­ბა და სტა­ტუს ქვოს აღ­დგე­ნა მო­ი­თხო­ვა.

„კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­მა“ მო­თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლებ­ლად მი­იჩ­ნია და მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ორ­გა­ნომ ის რამ­დენ­ჯერ­მე, მათ შო­რის უკვე 3-ჯერ მაქ­სი­მა­ლუ­რი სან­ქცი­ით, 270 000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა.

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ამ და მთავ­რო­ბამ გა­და­წყვი­ტეს პრობ­ლე­მა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გზით მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნათ და პარ­ლა­მენტს ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი შეს­თა­ვა­ზეს. კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბის რე­ა­ლურ მი­ზე­ზად ბევ­რი ექ­სპერ­ტი, პო­ლი­ტი­კო­სი და უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტი სწო­რედ „კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­სა“ და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ას შო­რის წარ­მოქ­მნილ პრობ­ლე­მას ასა­ხე­ლებს. ექ­სპერ­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ კა­ნო­ნი ერთი კომ­პა­ნი­ის­თვის, „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის­თვის“ შეც­ვა­ლეს, თუმ­ცა ცვლი­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა ქარ­თვე­ლი თუ უცხო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ი­ტა­ნა და პარ­ლა­მენ­ტმა ცხა­რე დე­ბა­ტე­ბის და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც მი­ი­ღო.

პარ­ლა­მენ­ტმა „ელექტრო­ნუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში“ ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის მი­წუ­რულს, არ­და­დე­გე­ბამ­დე ბოლო კვი­რა­ში, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­ი­ღო. ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ეს­წრო გან­ხილ­ვა სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტებ­ში და 3 მოს­მე­ნით კენ­ჭისყრა. რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატ­მა ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ ცვლი­ლე­ბებს ისე გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, ტექ­სტი და­რი­გე­ბუ­ლიც კი არ იყო.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მი­ღე­ბულ­მა ამ კა­ნონ­მა, რო­მელ­საც კონ­სტი­ტი­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი ბიზ­ნე­სის­თვის და­მა­ზი­ა­ნებ­ლად და ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად მი­იჩ­ნე­ვენ, აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე.

კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბა­ზე ისა­უბ­რა ამე­რი­კელ­მა დიპ­ლო­მატ­მა კურტ ვოლ­კერ­მა:

“შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ აშ­კა­რა იყო, პრო­ცე­სი ნაჩ­ქა­რე­ვად წა­რი­მარ­თა, რა­ზეც არა­ერ­თი ფაქ­ტო­რი, მათ შო­რის გვი­ან ღა­მით გა­მარ­თუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო გან­ხილ­ვაც მე­ტყვე­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა მის უკან მდგარ მო­ტი­ვა­ცი­ებს, მათ­თან მი­მარ­თე­ბით მე ვერ ვი­სა­უბ­რებ. ამას­თა­ნა­ვე მინ­და ვთქვა, რომ თუ ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა ერთი კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ არის მი­მარ­თუ­ლი, ესეც სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, რად­გან სა­კი­თხი მათი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის და­ცუ­ლო­ბას ეხე­ბა. კა­ნო­ნი უკვე მი­ღე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სად ახლა მთა­ვა­რი კი­თხვაა ის თუ რა მოხ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში“.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვის დროს პრცე­დუ­რე­ბის პირ­და­პირ დარ­ღვე­ვა­ზე სა­უბ­რობ­და პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კის კო­მი­ტე­ტის წევ­რი ლე­ვან კო­ბე­რი­ძე: „უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ხუ­რულ ფორ­მატ­ში შეხ­ვედ­რე­ბი, ჩვენ შე­დე­გებს ვი­გებთ მხო­ლოდ კო­მი­ტეტ­ზე, საკ­მა­ოდ დიდი პრობ­ლე­მე­ბი იქ­მნე­ბა პრო­ცე­დუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით. ყვე­ლა მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის ის, რომ დე­პუ­ტა­ტებს რე­ა­ლუ­რად არ დაგ­ვი­რიგ­და შე­თან­ხმე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. დღეს უკვე სე­სი­ა­ზე გა­მო­დის და მე კო­მი­ტე­ტის წევ­რს, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ ამ სა­კი­თხში დე­ტა­ლუ­რად გა­ვერ­კვე, არ მაქვს კო­მი­ტეტ­ში გუ­შინ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ან ნა­წი­ლობ­რივ შე­თან­ხმე­ბუ­ლი დო­კუ­მე­ტი. რა არის სა­ბო­ლოო შე­თან­ხმე­ბა, ეს რე­ა­ლუ­რად ფურ­ცელ­ზე და­ტა­ნი­ლი არ არის“ - გა­ნა­ცხა­და დე­პუ­ტატ­მა.

კა­ნო­ნის მი­ღე­ბის ასე­თი ფორ­მით და მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბით და­ინ­ტე­რეს­და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, მე­თიუ ბრა­ი­ზაც. ის აცხა­დებს, რომ უც­ნა­უ­რად ეჩ­ვე­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის“ პრო­ექ­ტის მი­მართ და გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვას ახ­ლდა:

„მოს­მე­ნე­ბი გვი­ან ღა­მით, შუ­ა­ღა­მის მერე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, დიდი აჩ­ქა­რე­ბით. ასე­თი სიჩ­ქა­რე რა სა­ჭი­როა, რა­ტომ არ უნდა იყოს ნორ­მა­ლუ­რი გან­ხილ­ვე­ბი, რა არის ფა­რუ­ლი დღის წეს­რი­გი, რო­მე­ლიც ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ასე სწრა­ფად წინ წა­წე­ვას იწ­ვევს?

ეს ერთი შეშ­ფო­თე­ბის სა­გა­ნია. მე­ო­რეა ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე. გვი­ან ღა­მით გან­ხილ­ვებ­ში ვგუ­ლის­ხმობ, თუ არ ვცდე­ბი, შა­ბათ დღეს მოს­მე­ნებს პარ­ლა­მენ­ტის ეკო­ნო­მი­კის კო­მი­ტეტ­ში. ამ დღეს ზოგ­მა ქარ­თულ­მა ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კომ­პა­ნი­ამ პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტა, თქვეს, რომ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სხვა ქარ­თულ კა­ნო­ნებს, თქვეს ისიც, რომ შე­იძ­ლე­ბა, სა­ერ­თოდ, არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რიც კი იყოს. სხვა­თა შო­რის, საპ­რო­ტეს­ტო წე­რილ­ში მათ და­წე­რეს და თქვეს, რომ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი არ უნდა გა­ვი­დეს და ვფიქ­რობ, მათ შო­რის დიდი შეშ­ფო­თე­ბა უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ კა­ნო­ნი შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას ინ­ტერ­ნეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ზღუ­დად და ყვე­ლა ამ კომ­პა­ნი­ის ბიზ­ნე­სე­ბის და­სა­ზი­ა­ნებ­ლად“ - თქვა ბრა­ი­ზამ „ინ­ტერპრე­სის­თვის“ მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

“კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის” მთა­ვარ აქ­ტივს 1,200-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი წყალ­ქვე­შა ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი კა­ბე­ლი წარ­მო­ად­გენს. ეს მა­გის­ტრა­ლი დღეს სა­ქარ­თვე­ლოს გლო­ბა­ლურ ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი არ­ხია და თუ NEQSOL ჰოლ­დინგს ციფ­რუ­ლი აბ­რე­შუ­მის გზის პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა, მა­გის­ტრა­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ო­ნის­თვი­საც ინ­ტერ­ნე­ტის მი­ღე­ბის წყა­რო გახ­დე­ბა.

თა­ვად NEQSOL-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­რი­გე­ბის საქ­მის კურ­სში იყო და არ­სე­ბობ­და შე­სა­ბა­მი­სი თან­ხმო­ბაც იმის თა­ო­ბა­ზე, რომ “კავ­კა­სუ­სის” მე­წი­ლე­თა რი­გებ­ში ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო.„ხაზს გა­ვუს­ვამ იმას, რომ ამ გა­რი­გე­ბის და­დე­ბამ­დე, ისე­თი დიდი ჰოლ­დინ­გი, რო­გო­რიც “ნექ­სო­ლია”, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნი­ხი­ლავ­და ამ გა­რი­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­საძ­ლო რის­კებს. გვჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს იმ­დრო­ინ­დე­ლი მთავ­რო­ბა საქ­მის კურ­სში იყო ჩვენს გეგ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის წი­ლე­ბის გას­ხვი­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის სი­ურპრი­ზი იყო, რო­დე­საც ვი­ხი­ლეთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის ასე­თი მკვეთ­რი პა­სუ­ხი. რად­გან კო­მი­სი­ის უკა­ნას­კნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი იყო“ - აცხა­დებს „ბი­ემ­ჯის­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­მურ თა­გი­ე­ვი.

ამა­ვეს ადას­ტუ­რებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, მე­თიუ ბრა­ი­ზა.

მისი თქმით, გამ­ყიდ­ვე­ლი და მყიდ­ვე­ლი შეხ­ვდნენ სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელს და შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ეს შე­თან­ხმე­ბა მალე შედ­გე­ბო­და. ბრა­ი­ზა იმა­საც ადას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბიც, მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ე­რის, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის ჩათ­ვლით, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ: “საქ­მე იმას­თან გვაქვს, რომ კო­მი­სია ამ­ბობს: „იცით, თქვენ ჩვე­ნი ინ­ფორ­მი­რე­ბა სი­ტყვი­ე­რად მო­ახ­დი­ნეთ, მაგ­რამ ეს წე­რი­ლო­ბით უნდა გა­ა­კე­თოთ“. სხვა­თა შო­რის, ასე­თი და­ვე­ბი სხვა ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც იყო, მათ შო­რის, აქ­ტი­ვე­ბის გა­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, და ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კო­მი­სია ამ­ბობ­და: „კარ­გი, კარ­გი, გვეს­მის. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ ეს ჩვენ­თვის წე­რი­ლო­ბით ან რა­ი­მე სხვა ფორ­მით შე­გე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნათ, თქვენ ამ­ბობთ, რომ სი­ტყვი­ე­რად შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეთ, თუმ­ცა ამა­ზე არ იდარ­დოთ, შე­თან­ხმე­ბას და­ვუშ­ვებთ“. თუმ­ცა, ეს ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც კო­მი­სი­ამ თქვა, რომ არა, ამ გა­რი­გე­ბას გა­ვა­უქ­მებ­თო. ეს ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­აა ჩარ­თუ­ლი და ეს კომ­პა­ნია აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლია.

კავ­კა­სი­ა­ში ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემ­თვის და­უ­ჯე­რებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გად იყ­ვნენ, ენერ­გი­ის სექ­ტო­რი­დან და­წყე­ბუ­ლი. აზერ­ბა­ი­ჯანს სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პას­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და ენერ­გია სჭირ­დე­ბა, რათა ეკო­ნო­მი­კა წა­ვი­დეს წინ. შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი ეს სი­ტუ­ა­ცია ჩემ­თვის ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია და ისევ, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბის მცდე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა“ - აცხა­დებს მე­თიუ ბრა­ი­ზა.

ინ­ტერ­ვიუ კურტ ვოლ­კერ­თან, რო­მე­ლიც პირ­და­პირ აცხა­დებს, რომ კა­ნონ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნესკლი­მატ­ზე ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა, ევ­რო­პა­ში აშშ-ის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა, გე­ნე­რალ­მა ბენ ჰო­ჯეს­მა Twitter-ზე გა­ა­ზი­ა­რა.

გე­ნე­რა­ლი ბენ ჰო­ჯე­სი მო­უ­წო­დებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­როს მა­რე­გუ­ლი­რე­ბელს, ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს რუ­სე­თის ფაქ­ტო­რი: “სამ­წუ­ხა­როა იმის ხილ­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ევ­რო­პი­სა და აზი­ის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ახალ ციფ­რულ მა­გის­ტრალ­თან და­კავ­ში­რე­ბით უშ­ვებს იმა­ვე შეც­დო­მებს, რომ­ლე­ბიც ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით იყო დაშ­ვე­ბუ­ლი. მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას პრი­ო­რი­ტე­ტად აქ­ცი­ოს ის, რაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არის უკე­თე­სი და პა­ტი­ვი სცეს ქვეყ­ნის ციფ­რულ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას რუ­სე­თის­გან”, – წერს გე­ნე­რა­ლი ბენ ჰო­ჯე­სიTwitter-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ NEQSOL-სა­და­სა­ხელ­მწი­ფოს­შო­რის­და­ვა­ამდრომ­დეგ­რძელ­დე­ბა, კომ­პა­ნი­ა­სა­კუ­თა­რი­უფ­ლე­ბე­ბის­და­სა­ცა­ვადსა­ერ­თა­შო­რი­სო­სა­არ­ბიტ­რა­ჟო­სა­სა­მარ­თლოს­თვის­მი­მარ­თვა­სარ­გა­მო­რი­ცხავს. „კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი“ აპი­რებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­როს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

„კავკასუს ონლაინის“ საქმე საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცა - რა მესიჯებს უგზავნიან ხელისუფლებას ცნობილი დიპლომატები

„კავკასუს ონლაინის“ საქმე საერთაშორისო ყურადღების ქვეშ მოექცა - რა მესიჯებს უგზავნიან ხელისუფლებას ცნობილი დიპლომატები

კომპანია „NEQSOL ჰოლდინგმა“ 2019 წელს სატელეკომუნიკაციო კომპანია “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაქცია. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც "კავკასუსითვის" მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა. კომისიამ კომპანიისგან გარიგების გაბათილება და სტატუს ქვოს აღდგენა მოითხოვა.

„კავკასუს ონლაინმა“ მოთხოვნის შესრულება შეუძლებლად მიიჩნია და მარეგულირებელმა ორგანომ ის რამდენჯერმე, მათ შორის უკვე 3-ჯერ მაქსიმალური სანქციით, 270 000 ლარით დააჯარიმა.

კომუნიკაციების კომისიამ და მთავრობამ გადაწყვიტეს პრობლემა საკანონმდებლო ცვლილებების გზით მოეგვარებინათ და პარლამენტს ცვლილებების პაკეტი შესთავაზეს. კანონის ცვლილების რეალურ მიზეზად ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი და უცხოელი დიპლომატი სწორედ „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის წარმოქმნილ პრობლემას ასახელებს. ექსპერტები აცხადებენ, რომ კანონი ერთი კომპანიისთვის, „კავკასუს ონლაინისთვის“ შეცვალეს, თუმცა ცვლილებების წინააღმდეგი იყო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ყველა ქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენი. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ ცვლილებები გაიტანა და პარლამენტმა ცხარე დებატების და წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიიღო.

პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ ცვლილებები საზაფხულო სესიის მიწურულს, არდადეგებამდე ბოლო კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღო. ერთი კვირის განმავლობაში მოესწრო განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში და 3 მოსმენით კენჭისყრა. რამდენიმე დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ ცვლილებებს ისე განიხილავდნენ, ტექსტი დარიგებულიც კი არ იყო.

საქართველოს პარლამენტში მიღებულმა ამ კანონმა, რომელსაც კონსტიტიციონალისტები ბიზნესისთვის დამაზიანებლად და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ, აჟიოტაჟი გამოიწვია საერთაშორისო დონეზე.

კანონში ცვლილებების საეჭვო გარემოებაზე ისაუბრა ამერიკელმა დიპლომატმა კურტ ვოლკერმა:

“შემიძლია გითხრათ, რომ აშკარა იყო, პროცესი ნაჩქარევად წარიმართა, რაზეც არაერთი ფაქტორი, მათ შორის გვიან ღამით გამართული საპარლამენტო განხილვაც მეტყველებს. რაც შეეხება მის უკან მდგარ მოტივაციებს, მათთან მიმართებით მე ვერ ვისაუბრებ. ამასთანავე მინდა ვთქვა, რომ თუ ეს საკანონმდებლო ცვლილება ერთი კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ არის მიმართული, ესეც საერთაშორისო ინვესტორებისთვის შეშფოთების საგანი შეიძლება გახდეს, რადგან საკითხი მათი ინვესტიციების დაცულობას ეხება. კანონი უკვე მიღებულია შესაბამისად ახლა მთავარი კითხვაა ის თუ რა მოხდება მომავალში“.

კანონპროექტის განხილვის დროს პრცედურების პირდაპირ დარღვევაზე საუბრობდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი ლევან კობერიძე: „უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს დახურულ ფორმატში შეხვედრები, ჩვენ შედეგებს ვიგებთ მხოლოდ კომიტეტზე, საკმაოდ დიდი პრობლემები იქმნება პროცედურული თვალსაზრისით. ყველა მთავარი პრობლემა არის ის, რომ დეპუტატებს რეალურად არ დაგვირიგდა შეთანხმებული პროექტი. დღეს უკვე სესიაზე გამოდის და მე კომიტეტის წევრს, რომელიც დაინტერესებული ვარ ამ საკითხში დეტალურად გავერკვე, არ მაქვს კომიტეტში გუშინ შეთანხმებული ან ნაწილობრივ შეთანხმებული დოკუმეტი. რა არის საბოლოო შეთანხმება, ეს რეალურად ფურცელზე დატანილი არ არის“ - განაცხადა დეპუტატმა.

კანონის მიღების ასეთი ფორმით და მოსალოდნელი შედეგებით დაინტერესდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზაც. ის აცხადებს, რომ უცნაურად ეჩვენება ხელისუფლების დამოკიდებულება „კავკასუს ონლაინის“ პროექტის მიმართ და გარემოებები, რომლებიც კანონის ცვლილებების განხილვას ახლდა:

„მოსმენები გვიან ღამით, შუაღამის მერე მიმდინარეობდა, დიდი აჩქარებით. ასეთი სიჩქარე რა საჭიროა, რატომ არ უნდა იყოს ნორმალური განხილვები, რა არის ფარული დღის წესრიგი, რომელიც ამ კანონპროექტის ასე სწრაფად წინ წაწევას იწვევს?

ეს ერთი შეშფოთების საგანია. მეორეა შინაარსობრივი მხარე. გვიან ღამით განხილვებში ვგულისხმობ, თუ არ ვცდები, შაბათ დღეს მოსმენებს პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტში. ამ დღეს ზოგმა ქართულმა ტელეკომუნიკაციის კომპანიამ პროტესტი გამოხატა, თქვეს, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება სხვა ქართულ კანონებს, თქვეს ისიც, რომ შეიძლება, საერთოდ, არაკონსტიტუციურიც კი იყოს. სხვათა შორის, საპროტესტო წერილში მათ დაწერეს და თქვეს, რომ ეს კანონპროექტი არ უნდა გავიდეს და ვფიქრობ, მათ შორის დიდი შეშფოთება უკავშირდება იმას, რომ კანონი შეიძლება, გამოყენებული იქნას ინტერნეტ თავისუფლების შესაზღუდად და ყველა ამ კომპანიის ბიზნესების დასაზიანებლად“ - თქვა ბრაიზამ „ინტერპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

“კავკასუს ონლაინის” მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. ეს მაგისტრალი დღეს საქართველოს გლობალურ ინტერნეტთან წვდომისთვის ერთ-ერთი მთავარი არხია და თუ NEQSOL ჰოლდინგს ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის რეალიზების შესაძლებლობა მიეცემა, მაგისტრალი ცენტრალური აზიის რეგიონისთვისაც ინტერნეტის მიღების წყარო გახდება.

თავად NEQSOL-ის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება გარიგების საქმის კურსში იყო და არსებობდა შესაბამისი თანხმობაც იმის თაობაზე, რომ “კავკასუსის” მეწილეთა რიგებში ცვლილება განხორციელებულიყო.„ხაზს გავუსვამ იმას, რომ ამ გარიგების დადებამდე, ისეთი დიდი ჰოლდინგი, როგორიც “ნექსოლია”, აუცილებლად განიხილავდა ამ გარიგებასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს. გვჯერა, რომ საქართველოს იმდროინდელი მთავრობა საქმის კურსში იყო ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით, მათ შორის წილების გასხვისებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩვენთვის სიურპრიზი იყო, როდესაც ვიხილეთ კომუნიკაციების კომისიის ასეთი მკვეთრი პასუხი. რადგან კომისიის უკანასკნელი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მტრულად განწყობილი იყო“ - აცხადებს „ბიემჯისთან“ ინტერვიუში აზერბაიჯანული კომპანიის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი.

ამავეს ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა.

მისი თქმით, გამყიდველი და მყიდველი შეხვდნენ საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელს და შეატყობინეს, რომ ეს შეთანხმება მალე შედგებოდა. ბრაიზა იმასაც ადასტურებს, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებიც, მაშინდელი პრემიერის, მამუკა ბახტაძის ჩათვლით, ინფორმირებულები იყვნენ: “საქმე იმასთან გვაქვს, რომ კომისია ამბობს: „იცით, თქვენ ჩვენი ინფორმირება სიტყვიერად მოახდინეთ, მაგრამ ეს წერილობით უნდა გააკეთოთ“. სხვათა შორის, ასეთი დავები სხვა ტრანზაქციების შესახებაც იყო, მათ შორის, აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით, და ყველა შემთხვევაში კომუნიკაციების კომისია ამბობდა: „კარგი, კარგი, გვესმის. კარგი იქნებოდა, რომ ეს ჩვენთვის წერილობით ან რაიმე სხვა ფორმით შეგეტყობინებინათ, თქვენ ამბობთ, რომ სიტყვიერად შეგვატყობინეთ, თუმცა ამაზე არ იდარდოთ, შეთანხმებას დავუშვებთ“. თუმცა, ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც კომისიამ თქვა, რომ არა, ამ გარიგებას გავაუქმებთო. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც უცხოური კომპანიაა ჩართული და ეს კომპანია აზერბაიჯანულია.

კავკასიაში ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემთვის დაუჯერებლად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთთან კარგად იყვნენ, ენერგიის სექტორიდან დაწყებული. აზერბაიჯანს სჭირდება საქართველო ევროპასთან დასაკავშირებლად, საქართველოს კი აზერბაიჯანის ინვესტიციები და ენერგია სჭირდება, რათა ეკონომიკა წავიდეს წინ. შესაბამისად, მთელი ეს სიტუაცია ჩემთვის ძალიან უცნაურია და ისევ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მცდელობას უკავშირდება“ - აცხადებს მეთიუ ბრაიზა.

ინტერვიუ კურტ ვოლკერთან, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ კანონში შესული ცვლილებები საქართველოს ბიზნესკლიმატზე ნეგატიურად აისახება, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა Twitter-ზე გააზიარა.

გენერალი ბენ ჰოჯესი მოუწოდებს კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელს, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება და გაითვალისწინოს რუსეთის ფაქტორი: “სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ახალ ციფრულ მაგისტრალთან დაკავშირებით უშვებს იმავე შეცდომებს, რომლებიც ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით იყო დაშვებული. მოვუწოდებ საქართველოს კომინიკაციების ეროვნულ კომისიას პრიორიტეტად აქციოს ის, რაც საქართველოსთვის არის უკეთესი და პატივი სცეს ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან”, – წერს გენერალი ბენ ჰოჯესიTwitter-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ NEQSOL-სადასახელმწიფოსშორისდავაამდრომდეგრძელდება, კომპანიასაკუთარიუფლებებისდასაცავადსაერთაშორისოსაარბიტრაჟოსასამართლოსთვისმიმართვასარგამორიცხავს. „კავკასუს ონლაინი“ აპირებს საკანონმდებლო ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

NS

"ცოლს შვილის მკვლელობით დაემუქრა, ფულს თუ არ გამომიგზავნი, ამის ხმას ვეღარ გაიგებო" - თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, მთავრობა დაეხმარება

"ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ" - 25 აგვისტო მარო მაყაშვილის დაბადების დღეა