კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტორი:

"მეა ჩემს ქორწილშიც იყო... ახლა კი გერმანიაში სამუშაოდ წამოსვლას გეგმავდა" - როგორ იხსენებს მეგობარი შატილის გზაზე გარდაცვლილ მედეა დევსურაშვილს

"მეა ჩემს ქორწილშიც იყო... ახლა კი გერმანიაში სამუშაოდ წამოსვლას გეგმავდა" - როგორ იხსენებს მეგობარი შატილის გზაზე გარდაცვლილ მედეა დევსურაშვილს

შატილის გზაზე დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამი გადარჩენილი მგზავრი კი სიცოცხლისთვის ამ წუთებშიც იბრძვის. საბედისწერო ტურში მყოფი რუსთაველი დებიდან 25 წლის მედეა დევსურაშვილი, ადგილზე გარდაიცვალა, უმცროსი - 23 წლის ხატია სიკვდილს ებრძვის.

ნანი გავაკეთაშვილი,რომელიც მედეას მეგობარი და კურსელია, ამბობს, რომ მეგობრები მას მეას ეძახდნენ. ნანი ახლა გერმანიაში ცხოვრობს და ამბობს, რომ გარდაცვლილი მეგობარი სამუშაოდ გერმანიაში აპირებდა წასვლას.

ნანი გავაკეთაშვილი:

- ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით, მეორე კურსიდან ერთად ვსწავლობდით, გეოგრაფიის ფაკულტეტზე. საველე პრაქტიკაზე, ანუ ექსპედიციაში ერთად ვიყავით და ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს მასთან.

მეა ჩემს ქორწილშიც იყო, ძალიან თბილი, მზრუნველი და კეთილი გოგო იყო, გაწონასწორებული, თავშეკავებული.

- ტურებში ხშირად დადიოდა?

- მოგზაურობით გატაცებული არ ყოფილა, მაგრამ უყვარდა, უფრო, პროფესიიდან გამომდინარე. ბოლო პერიოდი სწავლას უთმობდა ყურადღებას, დიდი გეგმები ჰქონდა (სამწუხაროდ, ეს მოგზაურობა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა). მის დასაც ვიცნობ, ერთმანეთზე უკეთესი დები იყვნენ, სიკეთეს ასხივებდნენ, იმედია, ხატია გადარჩება. ახლა სიტყვებს ვერ ვპოულობ, არ ვიცი, რა ვთქვა, მიჭირს წარსულში ლაპარაკი. გოგონებს კიდევ ერთი უმცროსი და ჰყავთ.

მედეა კურსელებთან ერთად

- რაზე გესაუბრებოდა ბოლო პერიოდში, რა გეგმები ჰქონდა?

- გერმანიაში სამუშაოდ წამოსვლას აპირებდა და ჩემთან სტუმრობასაც გეგმავდა. ჩემი შვილი ძალიან უყვარდა, ერთი სული ჰქონდა ჩამოსულიყო და ჩვენც ვენახეთ. ყველა შოკშია, ვერ ვიჯერებთ. ძალიან კარგი სტუდენტი იყო ძალიან. ყველა ლექტორს უყვარდა, მეგობრებთან ერთად ყოფნა კი მისთვის ბევრს ნიშნავდა. ძირითადად ჩვენი ლექტორების მიერ ორგანიზებულ ექსკურსიებზე დადიოდა. ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა და განსაკუთრებულად ველოსიპედით სეირნობა მოსწონდა.

"როგორ მიხაროდა 5 წლის უნახავ დაიკოებს ჩავეხუტები-მეთქი“ - შატილის გზაზე გარდაცვლილი დებ მარუაშვილების ახლობლის უმძიმესი წერილი იტალიიდან

როგორია შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 3 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა? -  "ორი პაციენტის ოპერაცია დასრულებულია"

"იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ" - კელი დეგნანის სამძიმარი შატილის გზაზე დაღუპულთა ოჯახებს