"ყველა ფეხზე დადგა გუშინდელი ტრაგედიის გამო! გლოვის დღედ გამოცხადდა ხვალინდელი დღე! ამ ყველაფრის შემდეგ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ხელისუფლება აღარ დაუშვებს ამგვარ ტრაგედიებს და მოქმედების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადებს პანდემიის აღკვეთას საქართველოს გზებზე!" - დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კი განაცხადა:
"წლებია ვსაუბრობთ, რომ ყოველწლიურად გვეღუპება 500-მდე ადამიანი და 8 000-მდე პირი იღებს დაზიანებას და ამ მსხვერპლის დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან, ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გენოფონდს წარმოადგენენ. საერთაშორისო მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საგზაო შემთხვევებში მსხვერპლის შემცირება შესაძლებელია, მაგრამ ამას სჭირდება როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების ჩართულობა. საგზაო უსაფრთხოება მეტად კომპლექსური საკითხია და საჭიროებს უწყებათაშორის ეფექტურ, მიზანმიმართულ, შედეგზე ორიენტირებულ მუშაობას. ბოლო თვეებში 'კოვიდ19"-თან ბრძოლაში სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძებებმა დაგვანახა, რომ თუ პოლიტიკური ნება არსებობს სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავება შესაძლებელია! საქართველოში ბოლო 6 თვეში "კოვიდ 19"-ით 17 ადამიანი დაიღუპა, საგზაო შემთხვევებში კი მხოლოდ ერთ თვეში გვეღუპება საშუალოდ 40 ადამიანი. მეტი ძალისხმევა რომ მოხმარდეს საგზაო შემთხვევებთან ბრძოლას, ასობით ადამიანს გადავარჩენთ გზებზე დაღუპვისგან. დროა, პრემიერ-მინისტრი დაინტერესდეს და პრიორიტეტულ საკითხად გამოაცხადოს გზებზე მსხვერპლის შემცირება“, - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.
პირველ რიგში, მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, საშინელი ტრაგედიაა...
რაც შეეხება სტატიას - აბსოლუტურად ვეთანხმები! გამკაცრდეს კონტროლი გზებზე, გაიზარდოს ჯარიმების ოდენობა, მოხდეს ფურცელზე არსებული კანონის რეალურად აღსრულება. ყოველ საღამოს რბოლები ეწყობა თბილისის ქუჩებში, აუცილებელია ყველამ საკუთარ თავზე გამოსცადოს ტრაგედია, რომ კონკრეტული ზომები მიიღონ? რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, რომ მივხვდეთ, არ შეიძლება ბედთან თამაში. რადგან საზოგადოების ნაწილი ვერ ხვდება, რომ გადაჭარბებული სიჩქარით/არაფხიზელ მდგომარეობაში/ტელეფონზე საუბრის დროს/დაშვებულზე მეტი მგზავრით/გაუმართავი მუხრუჭებით/და ა.შ. მოძრაობა არ შეიძლება, სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს კონტროლი და აიძულოს ყველას კანონთან მორჩილება დიდი ჯარიმების შიშით მაინც.
იმიტომ, რომ თქვენი ნებისმიერი რეგულაცია მხოლოდ ფულის ამოღებაზეა გათვლილი და პრევენციას კი ბევრად მეტი პროფესიონალიზმი და ცოტა მეტი ჯიგარი სჭირდება....