მიკროავტობუსი, რომელიც შატილის გზაზე 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, არსებული ინფორმაციით, ტურისტულ კომპანია Traveler ge-ს ეკუთვნოდა.
ambebi.ge კომპანია Traveler ge-ს ოპერატორს ფატი ჩაფიძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მიკროავტობუსი, სავარაუდოდ, მათი კომპანიისაა.
"ჩვენი კომპანიიდან ტურისტული ჯგუფი დილის 5 საათზე გავიდა შატილის მიმართულებით. წესით, ისინი თბილისში უნდა იყვნენ უკვე, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ მიკროავტობუსი ჩვენი კომპანიისაა. ვრეკავდით და ვერავის დავუკავშირდით, ყველას ტელეფონი მიუწვდომელი იყო, ხაზზე არ არიან. 18-კაციანია ტურისტული ჯგუფი (მძღოლიანად 19 კაცი იყო) დილას წავიდა შატილში და უკანა გზაზე შეემთხვათ ტრაგედია. როგორც ამბობენ, სამი ადამიანია გადარჩენილი და მძიმედ დაშავებული. რა ასაკისანი არიან, ვერ გეტყვით, არ ვიცი. ახლა ადგილზე მიდიან ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები".
გასაგებია რომ მიკროავტობუსი 18 კაციანია მაგრამ ავტობანზე და ამ გზებზე მოძრაობა ერთი ხომ არ არის? ასეთ სახიფათო მონაკვეთზე როგორ შეიძლება მაქსიმალურად დატვირთული მანქანის მოძრაობა და ისიც ხალხით? დარწმუნებული ვარ დაღმართზე მუხრუჭები გაცხელდა და ჩავარდა პედალი, ვერ გაუძლებდა ხანგრძლივად ამხელა წონას სისტემა და აი შედეგიც. ღმერთმა გაანათლოს გარდაცვლილთა სულები და იქნებ ახლა მაინც მივხვდეთ რომ აშკარა სიკვდილზე არ უნდა წავიდეთ ჩვენ თვითონ.
მერე მიხედეთ ქთვენ ქაჯ მძღოლებს, ჩქარა შევიდა მოსახვევშიო, ყველაფრის სხვაზე გადაკიდვა რომ გინდათ, თქვენ ფული აკეთოთ და აქეთ ადამიანები იხოცებოდნენ იქით მაშველები დარბოდნენ, ამხელა ტრაგედია გამოიწვიეთ