თელავის რაიონულმა სასამართლომ, პანკისში, ჩაცმულობის გამო მამა-შვილის ცემის ფაქტზე 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მესამე პირი, რომელიც არასრულწლოვანია, 2000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
პროცესზე ბრალდების მხარე სამივე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვდა.
სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სასამართლოს ეზოში პანკისის ხეობის მცხოვრებლები იყვნენ შეკრებილი, თუმცა მომხდარის შესახებ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
ცნობისთვის, პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში, გოჩა წელაურისა და მისი 16 წლის შვილის ცემის საქმეზე ბრალი სამ პირს ჰქონდა წარდგენილი.
წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს ჩაინიშნა.
ჯობა გაერიდო იქაურობას,სადაც ნეანდერტალელები ცხოვრობენ,
რა კომენტარი უნდა გააკეთონ, თავადაც ხვდებიან, შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ ცემის უფლება არავის არა აქვს, მე ქართველი ვარ, მაგრამ მეც მეზიზღება შორტებში ბანჯგვლების გამოჩენა. თითქოს მართლა არ უხდება კავკასიელ კაცს, მაგრამ სასაცილოა, ამის გამო ცემა-ტყეპა გავმართოთ.