სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანუკა ჟორჟოლიანი კარანტინში გადაიყვანეს - "რა გამოდის, ჩვენი ქვეყნის პასპორტი არაფრად ღირს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ, შეგიძლია "იბლატაო“?!"
ნანუკა ჟორჟოლიანი კარანტინში გადაიყვანეს - "რა გამოდის, ჩვენი ქვეყნის პასპორტი არაფრად ღირს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ, შეგიძლია "იბლატაო“?!"

ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს ცოტა ხნის წინ ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს. ნა­ნუ­კას დედა ფილ­ტვის სიმ­სივ­ნით და­ი­ღუ­პა. მძი­მე დღე­ე­ბი ერთ-ერთი მი­ზე­ზია, რომ­ლის გა­მოც მან ცოტა ხნით ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა. ასე­ვე პი­რა­დი საქ­მე­ე­ბიც ჰქონ­და მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც შვი­ლის, მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ევ­რო­პა­ში ერ­თთვი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტი სამ­შობ­ლო­ში გუ­შინ დაბ­რუნ­და და ახლა კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: ერთი თვით ვი­ყა­ვი ქვეყ­ნი­დან გა­სუ­ლი და უკან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­მიყ­ვა­ნეს კა­რან­ტინ­ში, რო­გორც ყვე­ლა სხვა მგზავ­რი, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვი­ყა­ვით. ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში მო­მი­წია ყოფ­ნა, ძი­რი­თა­დად საფ­რან­გეთ­ში, მა­რი­ა­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს მსგავ­სი ნორ­მა­ტი­ვი, რომ აე­რო­პორ­ტში იდ­გეს 70 პო­ლი­ცი­ე­ლი. ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნე­ბი და ძა­ლი­ან ზრდი­ლო­ბი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნი ბრძა­ნე­ბას ას­რუ­ლე­ბენ და ამა­ზე არ არის სა­უ­ბა­რი. უბ­რა­ლოდ, ჩა­მო­დის უცხო­ე­ლი შენ­თან ერ­თად და შენს თვალ­წინ გა­დის უპ­რობ­ლე­მოდ ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რას და ტო­ვებს აე­რო­პორ­ტს, შენ კი ცალ­კე გა­ყე­ნე­ბენ კო­რი­დორ­ში, თავ­ზე გად­გას პატ­რუ­ლი და მოჰ­ყავ­ხარ შემ­დეგ ეკი­პაჟს.

დედა დავ­კრძა­ლე თუ არა, ჩემი მო­ტი­ვა­ცია იყო, რომ ქვეყ­ნი­დან გავ­სუ­ლი­ყა­ვი. ასე­ვე მა­რი­ა­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რძე­ლებს სწავ­ლას და ბინა უნდა ჩაგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა. ჩემ­ზე იყო რა­ღა­ცე­ბი გა­ფორ­მე­ბუ­ლი და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, დიდი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­კარ­გი მექ­ნე­ბო­და.

- რო­გორც ვხვდე­ბი, თქვენ შერ­ჩე­ვი­თი კა­რან­ტი­ნის სის­ტე­მას აპ­რო­ტეს­ტებთ...

- დიახ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ რო­გო­რი მიდ­გო­მაა -რო­დე­საც ტუ­რის­ტი ქვე­ყა­ნა­ში ჩა­დის, მისი მი­ზა­ნია, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ად­გი­ლი ნა­ხოს. შენ კი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­დე­საც სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბი, გა­ტუ­სა­ღე­ბენ. მე არ მაქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ ორი კვი­რა წა­მო­წო­ლი­ლი ვიყო და სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს ჩემ­თვის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დას­ვე­ნე­ბაა. ძა­ლი­ან კარგ სას­ტუმ­რო­ში ვარ, იდე­ა­ლუ­რი მას­პინ­ძლე­ბით, დი­ლას რომ ვიღ­ვი­ძებ, თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე კარგ ხედს ვხე­დავ, მაგ­რამ...ჩემ­თან ერ­თად იმ­გზავ­რა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც 12 წელი არ ჰყავ­და დედა ნა­ნა­ხი და ამე­რი­კი­დან რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო 2800 დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. ახლა ორი კვი­რა უნდა გა­ა­ჩე­რონ კა­რან­ტინ­ში. ამ დროს ემიგ­რან­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა ჩა­მო­ვიდ­ნენ და მო­ნატ­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ნა­ხონ, ხინ­კა­ლი ჭა­მონ, ვინ და­დის ვარ­ძი­ის და სვა­ნე­თის სა­ნა­ხა­ვად. ემიგ­რან­ტი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჩა­სა­ხუ­ტებ­ლად მო­დის, ორი კვი­რა სა­ტუ­სა­ღო­შია. სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ტუ­რის­ტი კი, რო­მე­ლიც ჩა­მო­დის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ნა­ხა­ვად, უპ­რობ­ლე­მოდ გა­დის აე­რო­პორ­ტი­დან და მას არ სჭირ­დე­ბა ორ­კვი­რი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი.

ძა­ლი­ან პა­ტა­რაა ეს ქა­ლა­ქი და ყვე­ლამ ვი­ცით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი, რომ­ლებ­მაც მოგ­ზა­უ­რო­ბის­თის საქ­მე მივ­ლი­ნე­ბით გა­ი­კე­თეს. ასე­ვე ყვე­ლამ ვი­ცით, რომ მოს­კოვ­ში ქორ­წილ­ში ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი იყო სტუმ­რად ჩა­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან. ჩა­ვიდ­ნენ ქორ­წილ­ში და უკან უპ­რობ­ლე­მოდ დაბ­რუნ­დნენ, არც კა­რან­ტი­ნი და არც თვი­თი­ზო­ლა­ცია.

სა­გა­რეო დსა­აქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­უ­კე­თა სა­ბუ­თი, ვი­თომ სა­მუ­შაო ვი­ზით იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი. გა­მო­დის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბის­თვის მო­სუ­ლა აე­რო­პორ­ტი­დან უპ­რობ­ლე­მოდ გას­ვლა. ტუ­რის­ტი თუ ხარ, არც მა­შინ გაქვს პრობ­ლე­მა და ოთხი წელი რომ შვი­ლი არ უნა­ხავს ემიგ­რანტს, ის 12 დღე სა­ტუ­სა­ღო­ში უნდა იყოს.

რა გა­მო­დის?! მთავ­რო­ბა ამ­ბობს, რომ თუ მთავ­რო­ბის წევ­რი ხარ, ან ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი და შე­გიძ­ლია დარ­ე­კო ბა­ტონ ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს­თან, ჩემი დიდი პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად, ეს უნდა ვთქვა, მა­შინ გა­რეთ ხარ და თუ არა, აგერ ზი­ხარ კა­რან­ტინ­ში. რაც შე­მე­ხე­ბა მე, წყალ­ტუ­ბო­ში, სა­ქა­რი­ქედ­ში ბე­ბი­ას­თან რომ დავ­დო­დი ბავ­შო­ბა­ში, იმის შემ­დეგ ორი კვი­რა წა­მო­წო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქო­ნია. ახლა უნდა ვუ­ყუ­რო სე­რი­ა­ლებს და წიგ­ნი ვი­კი­თხო, ჩემ­თვის ეს არის სა­ჩუ­ქა­რი. რა უნდა ქნან ემიგ­რან­ტებ­მა, რომ­ლებ­საც შვი­ლე­ბი ენატ­რე­ბათ?!

- ნა­ნუ­კა, თა­ვად თუ აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ ემიგ­რან­ტე­ბი?

- ზო­გა­დად, მე თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად ვი­ყა­ვი, იმ ადა­მი­ა­ნებ­თან წუ­წუ­ნი, რომ­ლებ­საც წლე­ბი არ ენა­ხათ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, უხერ­ხუ­ლი იყო. რა თქმა უნდა, აპრტო­ტეს­ტებ­დნენ. ჩემი შოუს "ფე­ის­ბუქ" გვერ­დზე დავ­წე­რე, რომ გა­მომ­ხმა­უ­რე­ბოდ­ნენ ემიგ­რან­ტე­ბი ამ პრობ­ლე­ბით და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში 400-ზე მეტი რე­აქ­ცია მქონ­და. მსოფ­ლიო ცხოვ­რობს და ამ დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ჩვენ პრობ­ლე­მას ვაგ­ვა­რებ­თო. პრობ­ლე­მას აგ­ვა­რე­ბენ ჩვე­ნი და­პა­ტიმ­რე­ბის ხარ­ჯზე და ეს არას­წო­რია. ადრე მსოფ­ლიო გა­იდ­ლა­ი­ნი იყო კა­რან­ტი­ნი და მა­შინ ამა­ზე ხმას არა­ვინ იღებ­და. რა გა­მო­დის, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მე­უბ­ნე­ბა, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის პას­პორ­ტი არაფ­რად არ ღირს და თუ სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ხარ შე­გიძ­ლია "იბ­ლა­ტაო“?

- ნა­ნუ­კა, რომ მო­გენ­დო­მე­ბი­ნათ შეძ­ლებ­დით კა­რან­ტი­ნის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას?

- რას მე­ლა­პა­რა­კე­ბით, შვი­ლი მყავ­და კა­რან­ტინ­ში. იმ პე­რი­ოდ­ში, მა­რი­ა­მის რე­ის­ზე 17 კაცს აღ­მო­აჩ­ნდა კო­რო­ნა. იმ რე­ი­სით იმ­გზავ­რა უტა ივა­ნიშ­ვილ­მაც და ხალ­ხმა რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რომ ის კა­რან­ტინ­ში არ მოხ­ვედ­რი­ლა და ეს გა­აპ­რო­ტეს­ტეს, შემ­დეგ სხვებ­საც შე­ე­ხო თვი­თი­ზო­ლა­ცია.

რაც შე­მე­ხე­ბა მე, ამ­ჯე­რად მივ­წე­რე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რომ თქვენ­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცია მე­თხო­ვა-თქო, ეს ხომ იცით, რას ნიშ­ნავს, ხვალ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ჩემ­ზე ილა­პა­რა­კებ­და. თუმ­ცა იმი­ტომ რომ არ­სე­ბობს ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც ისე გა­უშ­ვეს სახ­ლში, რომ კა­რან­ტი­ნი არ შე­ხე­ბი­ათ, მათ შო­რის, ჩემს კო­ლე­გებ­ზეც იყო სა­უ­ბა­რი, ვკი­თხე, რა­ტომ არ მაძ­ლევთ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის უფ­ლე­ბას-თქო. სამ დღე­ში ერთხელ მე ჩე­მით ვი­კე­თებ PCR ტესტს. ასე­ვე მივ­წე­რე, რომ ვი­ცო­დი იმ რვა ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც მოს­კოვ­ში იმოგ­ზა­უ­რეს. სა­ხე­ლე­ბი­თა და გვა­რე­ბით მივ­წე­რე და მი­ვა­ნიშ­ნე, რომ დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი იყო მათი მიდ­გო­მა. "იმედ­ზე“ რომ მე­მუ­შა­ვა უარს ხომ არ მე­ტყო­დი-თქო.

ასე­ვე, უარი ვთქვი საკ­ვებ­ზე, არ მაქვს იმის პრობ­ლე­მა, რომ ბი­უ­ჯეტ­მა მა­ჭა­მოს. მე თა­ვად ვიხ­დი ჩემი საჭ­მლის თან­ხას. სას­ტუმ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­დახ­დის უფ­ლე­ბა არ მაქვს, მი­თხრეს, სა­ერ­თო აღ­რი­ცხვით ხდე­ბაო. ორი დღეა რაც კა­რან­ტინ­ში ვარ და ათი დღე კი­დევ დამ­რჩა. სექ­ტემ­ბრი­დან ტე­ლე­ვი­ზი­ას და­ვუბ­რუნ­დე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანულავ
324

როგორ გამახარე შენი მაქ ყოფნით

ნაია
0

საფრანგეთში რომ ჩახვედით, იქ თუ იყავით კარანტინში, თუ ეს მარტო საქარტველოს ხელისუფლების მოთხოვნაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ნანუკა ჟორჟოლიანი კარანტინში გადაიყვანეს - "რა გამოდის, ჩვენი ქვეყნის პასპორტი არაფრად ღირს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ, შეგიძლია "იბლატაო“?!"

ნანუკა ჟორჟოლიანი კარანტინში გადაიყვანეს - "რა გამოდის, ჩვენი ქვეყნის პასპორტი არაფრად ღირს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ, შეგიძლია "იბლატაო“?!"

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს ცოტა ხნის წინ ტრაგედია დაატყდა თავს. ნანუკას დედა ფილტვის სიმსივნით დაიღუპა. მძიმე დღეები ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამოც მან ცოტა ხნით ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. ასევე პირადი საქმეებიც ჰქონდა მოსაგვარებელი, რომელიც შვილის, მარიამ გეგუჩაძის საქართველოში სწავლის გაგრძელებას უკავშირდება.

ევროპაში ერთთვიანი მოგზაურობის შემდეგ, ჟურნალისტი სამშობლოში გუშინ დაბრუნდა და ახლა კარანტინში იმყოფება.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ერთი თვით ვიყავი ქვეყნიდან გასული და უკან დაბრუნების შემდეგ გადამიყვანეს კარანტინში, როგორც ყველა სხვა მგზავრი, ვინც საქართველოს მოქალაქეები ვიყავით. ამ ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანაში მომიწია ყოფნა, ძირითადად საფრანგეთში, მარიამის უნივერსიტეტიდან გამომდინარე.

არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი ნორმატივი, რომ აეროპორტში იდგეს 70 პოლიციელი. ძალიან თავაზიანები და ძალიან ზრდილობიანები იყვნენ. ისინი ბრძანებას ასრულებენ და ამაზე არ არის საუბარი. უბრალოდ, ჩამოდის უცხოელი შენთან ერთად და შენს თვალწინ გადის უპრობლემოდ ყველა პროცედურას და ტოვებს აეროპორტს, შენ კი ცალკე გაყენებენ კორიდორში, თავზე გადგას პატრული და მოჰყავხარ შემდეგ ეკიპაჟს.

დედა დავკრძალე თუ არა, ჩემი მოტივაცია იყო, რომ ქვეყნიდან გავსულიყავი. ასევე მარიამი საქართველოში აგრძელებს სწავლას და ბინა უნდა ჩაგვებარებინა. ჩემზე იყო რაღაცები გაფორმებული და აუცილებლად უნდა წავსულიყავი, სხვა შემთხვევაში, დიდი ფინანსური დანაკარგი მექნებოდა.

- როგორც ვხვდები, თქვენ შერჩევითი კარანტინის სისტემას აპროტესტებთ...

- დიახ, წარმოიდგინეთ როგორი მიდგომაა -როდესაც ტურისტი ქვეყანაში ჩადის, მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადგილი ნახოს. შენ კი, საქართველოს მოქალაქე, როდესაც სამშობლოში ბრუნდები, გატუსაღებენ. მე არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ ორი კვირა წამოწოლილი ვიყო და სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის არაჩვეულებრივი დასვენებაა. ძალიან კარგ სასტუმროში ვარ, იდეალური მასპინძლებით, დილას რომ ვიღვიძებ, თბილისის ყველაზე კარგ ხედს ვხედავ, მაგრამ...ჩემთან ერთად იმგზავრა ადამიანმა, რომელსაც 12 წელი არ ჰყავდა დედა ნანახი და ამერიკიდან რომ საქართველოში დაბრუნებულიყო 2800 დოლარი გადაიხადა. ახლა ორი კვირა უნდა გააჩერონ კარანტინში. ამ დროს ემიგრანტების ყველაზე დიდი მოტივაციაა ჩამოვიდნენ და მონატრებული ოჯახის წევრები ნახონ, ხინკალი ჭამონ, ვინ დადის ვარძიის და სვანეთის სანახავად. ემიგრანტი, რომელიც საკუთარი ოჯახის წევრების ჩასახუტებლად მოდის, ორი კვირა სატუსაღოშია. სხვა ქვეყნის მოქალაქე ტურისტი კი, რომელიც ჩამოდის მთელი საქართველოს სანახავად, უპრობლემოდ გადის აეროპორტიდან და მას არ სჭირდება ორკვირიანი კარანტინი.

ძალიან პატარაა ეს ქალაქი და ყველამ ვიცით იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებმაც მოგზაურობისთის საქმე მივლინებით გაიკეთეს. ასევე ყველამ ვიცით, რომ მოსკოვში ქორწილში ცნობილი ოჯახი იყო სტუმრად ჩასული საქართველოდან. ჩავიდნენ ქორწილში და უკან უპრობლემოდ დაბრუნდნენ, არც კარანტინი და არც თვითიზოლაცია.

საგარეო დსააქმეთა სამინისტრომ გაუკეთა საბუთი, ვითომ სამუშაო ვიზით იყვნენ ჩასულები. გამოდის, რომ ხელისუფლების წევრებისთვის მოსულა აეროპორტიდან უპრობლემოდ გასვლა. ტურისტი თუ ხარ, არც მაშინ გაქვს პრობლემა და ოთხი წელი რომ შვილი არ უნახავს ემიგრანტს, ის 12 დღე სატუსაღოში უნდა იყოს.

რა გამოდის?! მთავრობა ამბობს, რომ თუ მთავრობის წევრი ხარ, ან ჩვენი ახლობელი და შეგიძლია დარეკო ბატონ ამირან გამყრელიძესთან, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს უნდა ვთქვა, მაშინ გარეთ ხარ და თუ არა, აგერ ზიხარ კარანტინში. რაც შემეხება მე, წყალტუბოში, საქარიქედში ბებიასთან რომ დავდოდი ბავშობაში, იმის შემდეგ ორი კვირა წამოწოლის საშუალება არ მქონია. ახლა უნდა ვუყურო სერიალებს და წიგნი ვიკითხო, ჩემთვის ეს არის საჩუქარი. რა უნდა ქნან ემიგრანტებმა, რომლებსაც შვილები ენატრებათ?!

- ნანუკა, თავად თუ აპროტესტებდნენ ემიგრანტები?

- ზოგადად, მე თავშეკავებულად ვიყავი, იმ ადამიანებთან წუწუნი, რომლებსაც წლები არ ენახათ ოჯახის წევრები, უხერხული იყო. რა თქმა უნდა, აპრტოტესტებდნენ. ჩემი შოუს "ფეისბუქ" გვერდზე დავწერე, რომ გამომხმაურებოდნენ ემიგრანტები ამ პრობლებით და რამდენიმე წუთში 400-ზე მეტი რეაქცია მქონდა. მსოფლიო ცხოვრობს და ამ დროს ხელისუფლება გვეუბნება, რომ ჩვენ პრობლემას ვაგვარებთო. პრობლემას აგვარებენ ჩვენი დაპატიმრების ხარჯზე და ეს არასწორია. ადრე მსოფლიო გაიდლაინი იყო კარანტინი და მაშინ ამაზე ხმას არავინ იღებდა. რა გამოდის, საქართველოს ხელისუფლება მეუბნება, რომ ჩვენი ქვეყნის პასპორტი არაფრად არ ღირს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ხარ შეგიძლია "იბლატაო“?

- ნანუკა, რომ მოგენდომებინათ შეძლებდით კარანტინის თავიდან აცილებას?

- რას მელაპარაკებით, შვილი მყავდა კარანტინში. იმ პერიოდში, მარიამის რეისზე 17 კაცს აღმოაჩნდა კორონა. იმ რეისით იმგზავრა უტა ივანიშვილმაც და ხალხმა როდესაც დაინახა, რომ ის კარანტინში არ მოხვედრილა და ეს გააპროტესტეს, შემდეგ სხვებსაც შეეხო თვითიზოლაცია.

რაც შემეხება მე, ამჯერად მივწერე ჯანდაცვის სამინისტროს, წარმოუდგენელია, რომ თქვენთვის თვითიზოლაცია მეთხოვა-თქო, ეს ხომ იცით, რას ნიშნავს, ხვალ მთელი საქართველო ჩემზე ილაპარაკებდა. თუმცა იმიტომ რომ არსებობს ხალხი, რომლებიც ისე გაუშვეს სახლში, რომ კარანტინი არ შეხებიათ, მათ შორის, ჩემს კოლეგებზეც იყო საუბარი, ვკითხე, რატომ არ მაძლევთ თვითიზოლაციის უფლებას-თქო. სამ დღეში ერთხელ მე ჩემით ვიკეთებ PCR ტესტს. ასევე მივწერე, რომ ვიცოდი იმ რვა ადამიანის შესახებ, რომლებმაც მოსკოვში იმოგზაურეს. სახელებითა და გვარებით მივწერე და მივანიშნე, რომ დისკრიმინაციული იყო მათი მიდგომა. "იმედზე“ რომ მემუშავა უარს ხომ არ მეტყოდი-თქო.

ასევე, უარი ვთქვი საკვებზე, არ მაქვს იმის პრობლემა, რომ ბიუჯეტმა მაჭამოს. მე თავად ვიხდი ჩემი საჭმლის თანხას. სასტუმროს ღირებულების გადახდის უფლება არ მაქვს, მითხრეს, საერთო აღრიცხვით ხდებაო. ორი დღეა რაც კარანტინში ვარ და ათი დღე კიდევ დამრჩა. სექტემბრიდან ტელევიზიას დავუბრუნდები.

ლიონელ მესი "მანჩესტერ სიტიში" გადადის - "ქალაქელებს" სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ კოლოსალური თანხის გადახდა მოუწევთ

"შუათანამ მითხრა, ჯერ პატარა ჩაიყვანეო", - ვინ არის მეხანძრე-მაშველი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი გამოიყვანა

"ვიფიქრე, აფხაზეთის დაბრუნება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მასთან კონტაქტი-მეთქი" - მოდელისა და მფრინავის სიყვარულის ამბავი და ხელის თხოვნა ცხრაჯვარზე