პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურმე მკვლელი ისე იყო შემოხვეული ლასოზე, ამ უფროსს ძლივს მოუგლიჯავს" - ამბროლაურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები
"თურმე მკვლელი ისე იყო შემოხვეული ლასოზე, ამ უფროსს ძლივს მოუგლიჯავს" - ამბროლაურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

22 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, ამ­ბრო­ლა­უ­რის სო­ფელ აგა­რა­ში შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს, 29 წლის ვლას (ლასო) აბუ­თი­ძე, ღა­მის 2 სა­ათ­ზე, სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან, იმა­ვე სო­ფელ­ში, თა­ვი­სი­ვე კო­ტე­ჯში მდგმუ­რე­ბის ზა­რის შემ­დეგ მი­ვი­და. ახალ­გაზ­რდა ბიჭს კო­ტე­ჯი გო­გო­ნებ­ზე ჰქონ­და გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. ღა­მით და­უ­რე­კეს მდგმუ­რებ­მა და უთხრეს, რომ იქვე გვერ­დით, სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი მუ­შე­ბი მათ ავიწ­რო­ებ­დნენ.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ოთხი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ქა­ლებ­თან შეჭ­რას შე­ე­ცა­და, სწო­რედ ამი­ტომ ითხო­ვეს მდგმუ­რებ­მა დახ­მა­რე­ბა. საქ­მის გა­სარ­კვე­ვად ლასო აბუ­თი­ძე მარ­ტო მი­ვი­და. რო­გორც ჩანს, მუ­შებ­სა და აბუ­თი­ძეს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რა­საც მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა.

ად­გი­ლო­ბივ­თა ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, ბიჭი სცე­მეს და ხე­ლით მო­გუ­დეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ნას­ვა­მე­ბი იყ­ვნენ.ძა­ლოვ­ნებ­მა ეს და­ნა­შა­უ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლად გახ­სნეს და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი 2 პირი: ვ.ს. და ი.ქ. და­ა­კა­ვეს.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ტყი­ბუ­ლის სო­ფელ მუ­ხუ­რა­ში მცხოვ­რე­ბი 19 წლის ბი­ჭე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ამ­ბრო­ლა­ურ­ში სა­მუ­შა­ოდ იყ­ვნენ ჩა­სუ­ლე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ბრალ­დე­ბუ­ლებს და 1990 წელს და­ბა­დე­ბულ ლასო აბუ­თი­ძეს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და, რაც ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. და­პი­რის­პი­რე­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით აბუ­თი­ძე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი 19 წლის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რე­ბენ. მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი და მათ 13- დან 17 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ.

მთე­ლი სო­ფე­ლი შეძ­რა ამ ფაქ­ტმა და ისი­ნი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხო­ვენ.

კახა აბუ­თი­ძე, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი:- ისე ვართ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ამ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ით, ლა­პა­რა­კი გვი­ჭირს, ისე­თი ბიჭი მოგ­ვიკ­ლეს. 29 წლის იყო ლასო, თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და და იქ საქ­მი­ა­ნობ­და, თა­ვი­სი პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი ჰქონ­და. უცხო­ეთ­შიც და­დი­ო­და და სულ შრო­მობ­და. რო­გორც კი დრო გა­მო­უჩ­ნდე­ბო­და, ამ­ბრო­ლა­ურ­ში, სო­ფელ აგა­რა­ში მორ­ბო­და, ისე უყ­ვარ­და აქა­უ­რო­ბა და მთე­ლი სა­ნა­თე­საო. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. საკ­მა­ოდ ერუ­დი­რე­ბუ­ლი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა. კონ­ფლიქ­ტუ­რი სა­ერ­თოდ არ იყო. ასე­თი კარ­გი ბიჭი იყო და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია რა მოხ­და ისე­თი, რომ ასე გა­ი­მე­ტეს.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა ხე­ლით გა­გუ­დე­სო, მარ­თა­ლია?

- ჯერ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი არ გვაქვს, მაგ­რამ წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ასეა. მომ­ხდა­რის თვითმხილ­ველ­ნი გო­გო­ნე­ბი არი­ან და ყვე­ლა­ფერს იტყვი­ან. ამ­ბო­ბენ, ვკი­ო­დით და ვწი­ო­დით, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ მო­ვა­შო­რე­თო, ახლო-მახ­ლოს არა­ვინ ცხოვ­რობს, რომ კი­ვი­ლის ხმა ვინ­მეს გა­ე­გო და და­სახ­მა­რებ­ლად მი­სუ­ლიყ­ვნენ. კო­ტე­ჯი სოფ­ლის გა­ნა­პი­რას დგას. კი­ვი­ლით რომ ვე­რა­ფერს გახ­დნენ, თურ­მე შე­ვარ­დნენ იმ სახ­ლში, სა­დაც მუ­შე­ბი მუ­შა­ობ­დნენ, იქ ეძი­ნა თურ­მე ამ მუ­შე­ბის უფ­როსს, ის პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნია, გა­უღ­ვი­ძე­ბი­ათ და დახ­მა­რე­ბა უთხო­ვი­ათ. გა­მო­ვარ­დნი­ლა გა­რეთ და გაშ­ვე­ლე­ბა სცა­და, თურ­მე მკვლე­ლი ისე იყო შე­მოხ­ვე­უ­ლი ლა­სო­ზე, ამ უფ­როსს ძლივს მო­უ­გლი­ჯავს...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1
57

სახლში რომ დაპატიჟეს შემთხვევით გაცნობილი ხალხი და მათ სვამდნენ, რას ელოდნენ? პოლიციაში რატომ არ დარეკეს, რატომ შეიწირეს ეს ბიჭი?

ილკარი
7

ორს რომ წაუყენეს ბრალი დანარჩენ ორს რას ვუშვრებით??? დაიჯერო სამმა კაცმა ორი ვერ შეაკავა ჩხუბისას??? ოთხივე ციხეში!!! 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"თურმე მკვლელი ისე იყო შემოხვეული ლასოზე, ამ უფროსს ძლივს მოუგლიჯავს" - ამბროლაურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

"თურმე მკვლელი ისე იყო შემოხვეული ლასოზე, ამ უფროსს ძლივს მოუგლიჯავს" - ამბროლაურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

22 აგვისტოს, გამთენიისას, ამბროლაურის სოფელ აგარაში შემზარავი დანაშაული მოხდა. იმ საბედისწერო ღამეს, 29 წლის ვლას (ლასო) აბუთიძე, ღამის 2 საათზე, საკუთარი სახლიდან, იმავე სოფელში, თავისივე კოტეჯში მდგმურების ზარის შემდეგ მივიდა. ახალგაზრდა ბიჭს კოტეჯი გოგონებზე ჰქონდა გაქირავებული. ღამით დაურეკეს მდგმურებმა და უთხრეს, რომ იქვე გვერდით, სახლის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები მათ ავიწროებდნენ.

როგორც ირკვევა, ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი ქალებთან შეჭრას შეეცადა, სწორედ ამიტომ ითხოვეს მდგმურებმა დახმარება. საქმის გასარკვევად ლასო აბუთიძე მარტო მივიდა. როგორც ჩანს, მუშებსა და აბუთიძეს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.

ადგილობივთა ნაამბობის მიხედვით, ბიჭი სცემეს და ხელით მოგუდეს. როგორც ირკვევა, დამნაშავეები ნასვამები იყვნენ.ძალოვნებმა ეს დანაშაული ოპერატიულად გახსნეს და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული 2 პირი: ვ.ს. და ი.ქ. დააკავეს.

ჩვენი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ტყიბულის სოფელ მუხურაში მცხოვრები 19 წლის ბიჭები არიან, რომლებიც ამბროლაურში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულ ლასო აბუთიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით აბუთიძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული 19 წლის დამნაშავეები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მათ 13- დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მთელი სოფელი შეძრა ამ ფაქტმა და ისინი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

კახა აბუთიძე, ადგილობრივი მცხოვრები:- ისე ვართ განადგურებულები ამ საშინელი ტრაგედიით, ლაპარაკი გვიჭირს, ისეთი ბიჭი მოგვიკლეს. 29 წლის იყო ლასო, თბილისში ცხოვრობდა და იქ საქმიანობდა, თავისი პატარა ბიზნესი ჰქონდა. უცხოეთშიც დადიოდა და სულ შრომობდა. როგორც კი დრო გამოუჩნდებოდა, ამბროლაურში, სოფელ აგარაში მორბოდა, ისე უყვარდა აქაურობა და მთელი სანათესაო. საოცარი ადამიანი იყო. საკმაოდ ერუდირებული, ჩამოყალიბებული ახალგაზრდა. კონფლიქტური საერთოდ არ იყო. ასეთი კარგი ბიჭი იყო და წარმოუდგენელია რა მოხდა ისეთი, რომ ასე გაიმეტეს.

- გავრცელდა ინფორმაცია, დამნაშავეებმა ხელით გაგუდესო, მართალია?

- ჯერ ექსპერტიზის პასუხი არ გვაქვს, მაგრამ წინასწარი მონაცემებით ასეა. მომხდარის თვითმხილველნი გოგონები არიან და ყველაფერს იტყვიან. ამბობენ, ვკიოდით და ვწიოდით, მაგრამ ეს ადამიანები ვერ მოვაშორეთო, ახლო-მახლოს არავინ ცხოვრობს, რომ კივილის ხმა ვინმეს გაეგო და დასახმარებლად მისულიყვნენ. კოტეჯი სოფლის განაპირას დგას. კივილით რომ ვერაფერს გახდნენ, თურმე შევარდნენ იმ სახლში, სადაც მუშები მუშაობდნენ, იქ ეძინა თურმე ამ მუშების უფროსს, ის პატიოსანი ადამიანია, გაუღვიძებიათ და დახმარება უთხოვიათ. გამოვარდნილა გარეთ და გაშველება სცადა, თურმე მკვლელი ისე იყო შემოხვეული ლასოზე, ამ უფროსს ძლივს მოუგლიჯავს...განაგრძეთ კითხვა

29 წლის ლასო აბუთიძის მკვლელებს სასამართლომ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - რას აცხადებს პროკურატურა?

"დაკავებულია რამდენიმე პირი - დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა" - სუს-ის უფროსი დმანისის დაპირისპირებაზე

"არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში...ქვეყნის მტრობაა ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა" - რას აცხადებს ვახტანგ გომელაური დმანისში ჩასვლის შემდეგ