პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, მინდა ყველას შევახსენო, რომ იძულებული გაგვხადეს შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება" - ცერცვაძე
"რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, მინდა ყველას შევახსენო, რომ იძულებული გაგვხადეს შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება" - ცერცვაძე

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას "სიც­რუ­ეს და თა­ვის მარ­თლე­ბის უსუ­სურ მცდე­ლო­ბას" უწო­დებს.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"21 აგ­ვის­ტოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მა­ს­მე­დი­ა­ში გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა და წე­რი­ლი, რო­მე­ლიც თით­ქოს ადას­ტუ­რებს, რომ ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის და შიდსის ცენ­ტრს ა.წ. თე­ბერ­ვალ­ში მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და ნე­ბარ­თვა გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი დი­ვი­დენ­დის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც თით­ქოს არ გა­მო­ვი­ყე­ნეთ და შე­სა­ბა­მი­სად, ცენ­ტრის მიერ პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბის შე­წყვე­ტა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩვენ გვე­კის­რე­ბა და არა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს?!

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ ეს არის სრუ­ლი სიც­რუე და თა­ვის მარ­თლე­ბის მო­რი­გი უსუ­სუ­რი მცდე­ლო­ბა. კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებთ, რომ ასე­თი ნე­ბარ­თვა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­გან ცენ­ტრმა მი­ი­ღო მხო­ლოდ ა.წ. 21 აგ­ვის­ტოს, უკვე პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბის შე­ჩე­რე­ბის შემ­დეგ და მა­ნამ­დე არც ეკო­ნო­მი­კის, არც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი­დან და არც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რი­დან არა­ვი­თა­რი, ვი­მე­ო­რებ არა­ვი­თა­რი ნე­ბარ­თვა დი­ვი­დენ­დის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა­ზე არ გვქო­ნია. თო­რემ ეს რომ გვქო­ნო­და, ჩვენ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­მუ­შო­ებს ხომ ჩა­ვა­ტა­რებ­დით.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ მა­ს­მე­დი­ის­თვის გა­და­ცე­მულ ა.წ. 12 თე­ბერ­ვლის N01/1721 წე­რილს, ის სა­მი­ნის­ტრომ გა­უგ­ზავ­ნა ქო­ნე­ბის მარ­თვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს და არა ჩვენს ცენ­ტრს და ის იყო პა­სუ­ხი არა ჩვე­ნი ცენ­ტრის, არა­მედ ქო­ნე­ბის მარ­თვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს 2019 წლის 14 ნო­ემ­ბრის N15/66189 წე­რილ­ზე. ეს მი­მო­წე­რა ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლიც კი არ ყო­ფი­ლა და რომც ყო­ფი­ლი­ყო, ის დი­ვი­დენ­დის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვად ვე­რაფ­რით ვერ გა­მოდ­გე­ბო­და, რად­გან ასე­თი ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა მხო­ლოდ ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ებს შე­უძ­ლი­ათ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ფაქტს, რომ თით­ქოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი არ იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ცენ­ტრში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის და 20 აგ­ვის­ტო­დან პა­ცი­ენ­ტე­ბის ნა­წი­ლის მი­ღე­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, ესეც სრუ­ლი სიც­რუ­ეა. ბოლო ორი თვის მან­ძილ­ზე ჩვენ სა­მი­ნის­ტროს სულ ცოტა ათ­ჯერ მა­ინც მივ­მარ­თეთ წე­რი­ლო­ბით ცენ­ტრში არ­სე­ბულ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ზე და მათი მხრი­დან გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, მათ შო­რის გრი­ფით „SOS“ და „სას­წრა­ფოდ“, არა­ერ­თგზის მივ­მარ­თეთ პი­რა­და­დაც, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. პა­სუ­ხი სრუ­ლი იგ­ნო­რი იყო. თუ სა­მი­ნის­ტრო გა­აგ­რძე­ლებს ამ ფაქ­ტის უარ­ყო­ფას, მა­შინ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ყვე­ლა ამ წე­რი­ლის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა. აგ­რეთ­ვე მზად ვართ შევ­ხვდეთ ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს ნე­ბის­მი­ერ ფორ­მატ­ში, რათა გა­ვარ­კვი­ოთ სი­მარ­თლე.

არა­და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სულ იო­ლად შე­ეძ­ლო ცენ­ტრის­თვის გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ყო­ველ­გვა­რი დი­ვი­დენ­დის გა­რე­შეც, სა­მი­ნის­ტროს აღ­ჭურ­ვი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პროგ­რა­მი­დან ან COVID-19-ის ფონ­დი­დან, ან ბო­ლოს და ბო­ლოს სამ­თავ­რო­ბო სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო­ზე გა­ტა­ნის გზით.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მუ­ქა­რას, პროგ­რა­მი­დან "გა­უფრ­თხი­ლებ­ლად" გას­ვლის გამო ცენ­ტრის მი­მართ სან­ქცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, მინ­და ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნო, რომ ჩვენ პროგ­რა­მი­დან კი არ გავ­დი­ვართ, არა­მედ იძუ­ლე­ბუ­ლი გაგ­ვხა­დეს (სწო­რედ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ) ავად­მყო­ფე­ბი­სათ­ვის ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რო­ბე­ბის არ­ქო­ნის გამო (ვენ­ტი­ლა­ცია, ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა, შე­ნო­ბე­ბის და­მი­წე­ბა, გა­მარ­თუ­ლი კა­ნა­ლი­ზა­ცია და სხვ.) დრო­ე­ბით შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა, მა­თი­ვე სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სათ­ვის.

მე მინ­და მივ­მარ­თო აგ­რეთ­ვე დი­მიტ­რი ხუნ­და­ძეს, თავი შე­ი­კა­ვოს ჩვენს მი­მართ სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი კრი­ტი­კი­სა და საყ­ვე­დუ­რე­ბი­სა­გან და თუ ძა­ლი­ან უნდა თა­ვი­სი კრი­ტი­კა და საყ­ვე­დუ­რე­ბი მი­მარ­თოს მათ­კენ, ვინც რე­ა­ლუ­რად არის პა­სუ­სიხსმგე­ბე­ლი შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე“, - აცხა­დებს ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ი­სა და შიდსის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, მინდა ყველას შევახსენო, რომ იძულებული გაგვხადეს შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება" - ცერცვაძე

"რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, მინდა ყველას შევახსენო, რომ იძულებული გაგვხადეს შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება" - ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას "სიცრუეს და თავის მართლების უსუსურ მცდელობას" უწოდებს.

თენგიზ ცერცვაძის განცხადება ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.

"21 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრომ მასმედიაში გაავრცელა განცხადება და წერილი, რომელიც თითქოს ადასტურებს, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს ა.წ. თებერვალში მიღებული ჰქონდა ნებართვა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის საკუთარი დივიდენდის გამოყენებაზე, რომელიც თითქოს არ გამოვიყენეთ და შესაბამისად, ცენტრის მიერ პაციენტების მიღების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება და არა ჯანდაცვის სამინისტროს?!

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სრული სიცრუე და თავის მართლების მორიგი უსუსური მცდელობა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ასეთი ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან ცენტრმა მიიღო მხოლოდ ა.წ. 21 აგვისტოს, უკვე პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ და მანამდე არც ეკონომიკის, არც ჯანდაცვის სამინისტროებიდან და არც ნებისმიერი სხვა სამთავრობო სტრუქტურიდან არავითარი, ვიმეორებ არავითარი ნებართვა დივიდენდის გამოყენების უფლებაზე არ გვქონია. თორემ ეს რომ გვქონოდა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშოებს ხომ ჩავატარებდით.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მასმედიისთვის გადაცემულ ა.წ. 12 თებერვლის N01/1721 წერილს, ის სამინისტრომ გაუგზავნა ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს და არა ჩვენს ცენტრს და ის იყო პასუხი არა ჩვენი ცენტრის, არამედ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის N15/66189 წერილზე. ეს მიმოწერა ჩვენთვის ცნობილიც კი არ ყოფილა და რომც ყოფილიყო, ის დივიდენდის გამოყენების ნებართვად ვერაფრით ვერ გამოდგებოდა, რადგან ასეთი ნებართვის გაცემა მხოლოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს შეუძლიათ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თითქოს ჯანდაცვის მინისტრი არ იყო ინფორმირებული ცენტრში არსებული სიტუაციის და 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე, ესეც სრული სიცრუეა. ბოლო ორი თვის მანძილზე ჩვენ სამინისტროს სულ ცოტა ათჯერ მაინც მივმართეთ წერილობით ცენტრში არსებულ კრიტიკულ სიტუაციზე და მათი მხრიდან გადაუდებელი დახმარების აუცილებლობაზე, მათ შორის გრიფით „SOS“ და „სასწრაფოდ“, არაერთგზის მივმართეთ პირადადაც, მაგრამ უშედეგოდ. პასუხი სრული იგნორი იყო. თუ სამინისტრო გააგრძელებს ამ ფაქტის უარყოფას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ყველა ამ წერილის გასაჯაროება. აგრეთვე მზად ვართ შევხვდეთ ჯანდაცვის მინისტრს ნებისმიერ ფორმატში, რათა გავარკვიოთ სიმართლე.

არადა ჯანდაცვის სამინისტროს სულ იოლად შეეძლო ცენტრისთვის გადაუდებელი სარემონტო სამუშოების ჩატარება ყოველგვარი დივიდენდის გარეშეც, სამინისტროს აღჭურვისა და რეაბილიტაციის პროგრამიდან ან COVID-19-ის ფონდიდან, ან ბოლოს და ბოლოს სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოზე გატანის გზით.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, პროგრამიდან "გაუფრთხილებლად" გასვლის გამო ცენტრის მიმართ სანქციების გამოყენების თაობაზე, მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ პროგრამიდან კი არ გავდივართ, არამედ იძულებული გაგვხადეს (სწორედ ჯანდაცვის სამინისტრომ) ავადმყოფებისათვის ელემენტარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო (ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდება, შენობების დამიწება, გამართული კანალიზაცია და სხვ.) დროებით შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება, მათივე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის.

მე მინდა მივმართო აგრეთვე დიმიტრი ხუნდაძეს, თავი შეიკავოს ჩვენს მიმართ სრულიად დაუსაბუთებელი კრიტიკისა და საყვედურებისაგან და თუ ძალიან უნდა თავისი კრიტიკა და საყვედურები მიმართოს მათკენ, ვინც რეალურად არის პასუსიხსმგებელი შექმნილ სიტუაციაზე“, - აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 11 ე.წ. ლენჯერის კლასტერს უკავშირდება

აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა