სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძაღლის აღებულმა გეზმა დაადასტურა გიორგის ჩასვლა, როგორც გზიდან დაშვებულ ფერდობზე, ასევე მისვლა არაგვის პირას" - რას წერს მირიან ნიკოლაძე
"ძაღლის აღებულმა გეზმა დაადასტურა გიორგის ჩასვლა, როგორც გზიდან დაშვებულ ფერდობზე, ასევე მისვლა არაგვის პირას" - რას წერს მირიან ნიკოლაძე

გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­მარ­ტავს, თუ რა გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა, და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე ძაღ­ლის მიერ კვა­ლის აღე­ბის შემ­დეგ.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­ნო­ლო­გე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ და­დას­ტურ­და შა­ქა­რაშ­ვი­ლის ჩას­ვლა, რო­გორც გზი­დან დაშ­ვე­ბულ ფერ­დობ­ზე, ასე­ვე მის­ვლა არაგ­ვის პი­რას.

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, რად­გან საქ­მე­ზე ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა ამო­წუ­რუ­ლია და მკვლე­ლე­ბი დად­გე­ნი­ლე­ბი არი­ან, აღარც "ბო­ტა­სა"-ს ნერ­ვე­ბი მაქვს და აღარც "რემ­ბო-თა­მა­ზა"-სი, მაგ­რამ დღეს ერ­თმა ძა­ლი­ან გო­ნი­ერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა კვლავ შე­მახ­სე­ნა ეს ის­ტო­რია და რად­გან მკი­თხა: "ბა­ტო­ნო მი­რი­ან, ხომ არ იცით სად წა­ვი­და ძაღ­ლის მიერ კვა­ლის აღე­ბის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბიო"..

ვარ კი­დევ ერთხელ გან­ვმარ­ტო და იმავდრო­უ­ლად, მო­ვახ­დი­ნო ზუს­ტი ცი­ტი­რე­ბა თუ რა გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა ოთხფე­ხა მე­გობ­რის ძა­ლის­ხმე­ვით:

1. ჩემი ხელ­წე­რი­ლი გი­ორ­გის სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მლის ჩა­ბა­რე­ბის შე­სა­ხებ გან­თავ­სე­ბუ­ლია I ტო­მის 279-ე გვერ­დზე;

. შემ­დე­გი გვერ­დი (280 ) უჭი­რავს ამა­ვე სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მლი­დან სუ­ნის ნი­მუ­შის აღე­ბის ოქმს;

3. აღ­ნიშ­ნულ ოქმს მოს­დევს "ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის" ოქმი (284 გვ).

ზო­გი­ერ­თი ცი­ტა­ტა მი­თი­თე­ბუ­ლი ოქ­მი­დან: "მდი­ნა­რე არაგ­ვის ხი­დის ქვე­და ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ექ­სპერტ-კი­ნო­ლო­გის გი­ორ­გი ვა­და­ჭ­კო­რი­ას მიერ, სამ­ძებ­რო ძაღ­ლით აღე­ბულ იქნა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის სუ­ნის ნი­მუ­ში".

ახლა ვან­ხოთ სუ­ნის მი­ხედ­ვით საით მი­ე­მარ­თე­ბა ძაღ­ლი:

"სამ­ძებ­რო ძაღ­ლი გა­და­ვი­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გვერ­დუ­ლა მო­ა­ჯირ­ზე და ბი­ლი­კის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩა­ვი­და მდი­ნა­რე არაგ­ვთან"ბი­ლი­კის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მდი­ნა­რის ნა­პი­რამ­დე ძაღ­ლმა "და­ი­წყო სვლა მდი­ნა­რე არაგ­ვის ნა­პი­რამ­დე. შემ­დეგ მოტ­რი­ალ­და და გა­აგ­რძე­ლა სი­ა­რუ­ლი მდი­ნა­რე არაგ­ვის ნა­პი­რი­დან გზა­ზე ასას­ვლელ ბი­ლიკ­ზე, რო­მე­ლი ბი­ლი­კის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც გზი­დან ჩა­ვი­და მდი­ნა­რე არაგ­ვის ნა­პი­რამ­დე".

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ძაღ­ლი ამო­დის უკან და წყვეტს მოძ­რა­ო­ბას"ხი­დის ქვეშ არ­სე­ბულ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე". ამ ტრა­ექ­ტო­რი­ის გან­მარ­ტე­ბას არ სჭირ­დე­ბა დიდი კი­ნო­ლო­გო­ბა, ფაქ­ტია, რომ ძაღ­ლის აღე­ბულ­მა გეზ­მა და­ა­დას­ტუ­რა გი­ორ­გის ჩას­ვლა, რო­გორც გზი­დან დაშ­ვე­ბულ ფერ­დობ­ზე, ასე­ვე მის­ვლა არაგ­ვის პი­რას.

კი ბა­ტო­ნო, კი­ნო­ლო­გია არაა ზუს­ტი მეც­ნი­ე­რე­ბა და ძაღ­ლის უნარ-ჩვე­ვებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ რაც საქ­მე­ში 20 ივ­ნი­სის შემ­დეგ დევს და კი­დევ იწ­ვევს კი­თხვებს, მხო­ლოდ იმა­ზე მო­გახ­სე­ნეთ.

რა ვქნათ ახლა მეტი მე და ძაღ­ლმა?!" - წერს ნი­კო­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 19 ივ­ნისს მი­მარ­თა. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 17 პირი, მათ­გან 6 არას­რუ­წლო­ვა­ნია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ძაღლის აღებულმა გეზმა დაადასტურა გიორგის ჩასვლა, როგორც გზიდან დაშვებულ ფერდობზე, ასევე მისვლა არაგვის პირას" - რას წერს მირიან ნიკოლაძე

"ძაღლის აღებულმა გეზმა დაადასტურა გიორგის ჩასვლა, როგორც გზიდან დაშვებულ ფერდობზე, ასევე მისვლა არაგვის პირას" - რას წერს მირიან ნიკოლაძე

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში განმარტავს, თუ რა გარემოებები გამოიკვეთა, დანაშაულის ადგილზე ძაღლის მიერ კვალის აღების შემდეგ.

მისი ინფორმაციით, კინოლოგების მიერ შესრულებული სამუშაოს შემდეგ დადასტურდა შაქარაშვილის ჩასვლა, როგორც გზიდან დაშვებულ ფერდობზე, ასევე მისვლა არაგვის პირას.

"სიმართლე გითხრათ, რადგან საქმეზე ყველა მნიშვნელოვანი გარემოება ამოწურულია და მკვლელები დადგენილები არიან, აღარც "ბოტასა"-ს ნერვები მაქვს და აღარც "რემბო-თამაზა"-სი, მაგრამ დღეს ერთმა ძალიან გონიერმა ჟურნალისტმა კვლავ შემახსენა ეს ისტორია და რადგან მკითხა: "ბატონო მირიან, ხომ არ იცით სად წავიდა ძაღლის მიერ კვალის აღების ამსახველი დოკუმენტებიო"..

ვარ კიდევ ერთხელ განვმარტო და იმავდროულად, მოვახდინო ზუსტი ციტირება თუ რა გარემოებები გამოიკვეთა ოთხფეხა მეგობრის ძალისხმევით:

1. ჩემი ხელწერილი გიორგის სპორტული ფეხსაცმლის ჩაბარების შესახებ განთავსებულია I ტომის 279-ე გვერდზე;

. შემდეგი გვერდი (280 ) უჭირავს ამავე სპორტული ფეხსაცმლიდან სუნის ნიმუშის აღების ოქმს;

3. აღნიშნულ ოქმს მოსდევს "ადგილმდებარეობის დათვალიერების" ოქმი (284 გვ).

ზოგიერთი ციტატა მითითებული ოქმიდან: "მდინარე არაგვის ხიდის ქვედა ტერიტორიაზე, ექსპერტ-კინოლოგის გიორგი ვადაჭკორიას მიერ, სამძებრო ძაღლით აღებულ იქნა გიორგი შაქარაშვილის სუნის ნიმუში".

ახლა ვანხოთ სუნის მიხედვით საით მიემართება ძაღლი:

"სამძებრო ძაღლი გადავიდა საავტომობილო გზის გვერდულა მოაჯირზე და ბილიკის საშუალებით ჩავიდა მდინარე არაგვთან"ბილიკის დამთავრების შემდეგ, მდინარის ნაპირამდე ძაღლმა "დაიწყო სვლა მდინარე არაგვის ნაპირამდე. შემდეგ მოტრიალდა და გააგრძელა სიარული მდინარე არაგვის ნაპირიდან გზაზე ასასვლელ ბილიკზე, რომელი ბილიკის საშუალებითაც გზიდან ჩავიდა მდინარე არაგვის ნაპირამდე".

საბოლოო ჯამში, ძაღლი ამოდის უკან და წყვეტს მოძრაობას"ხიდის ქვეშ არსებულ საავტომობილო გზაზე". ამ ტრაექტორიის განმარტებას არ სჭირდება დიდი კინოლოგობა, ფაქტია, რომ ძაღლის აღებულმა გეზმა დაადასტურა გიორგის ჩასვლა, როგორც გზიდან დაშვებულ ფერდობზე, ასევე მისვლა არაგვის პირას.

კი ბატონო, კინოლოგია არაა ზუსტი მეცნიერება და ძაღლის უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული, მაგრამ რაც საქმეში 20 ივნისის შემდეგ დევს და კიდევ იწვევს კითხვებს, მხოლოდ იმაზე მოგახსენეთ.

რა ვქნათ ახლა მეტი მე და ძაღლმა?!" - წერს ნიკოლაძე.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია.

"თურმე მკვლელი ისე იყო შემოხვეული ლასოზე, ამ უფროსს ძლივს მოუგლიჯავს" - ამბროლაურში მომხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

"ეჭვი, რომ ჩემი შვილი მოკლეს, არის მყარი", - რას ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა, რომელიც დღეს პროკურატურაში მივიდა

ძალადობის ბრალდებით თბილისში ძიძა დააკავეს - "ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე"