საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენი თამაზა დათვრება და "ბელაია" დაემართება, იმდენჯერ ასეთები უნდა ილაპარაკოს" - მირიან ნიკოლაძე ზ.ხ.-ს მამის განცხადებას პასუხობს
"რამდენი თამაზა დათვრება და "ბელაია" დაემართება, იმდენჯერ ასეთები უნდა ილაპარაკოს" - მირიან ნიკოლაძე ზ.ხ.-ს მამის განცხადებას პასუხობს

გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა არა­სე­რი­ო­ზულს უწო­დებს არას­რულ­წლო­ვან ზ.ხ.-ს მა­მის თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ ერთ-ერ­თმა დაჯ­გუ­ფე­ბამ მას ნი­კო­ლა­ძე­ზე ინ­ფორ­მა­ცია მი­წო­და.

ამის შე­სა­ხებ ნი­კო­ლა­ძემ AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღ­ვიქ­ვამ მის მუ­ქა­რებს. მგო­ნია, რომ რამ­დე­ნი თა­მა­ზა დათ­ვრე­ბა და ბე­ლა­ია და­ე­მარ­თე­ბა, იმ­დენ­ჯერ ასე­თი რა­მე­ე­ბი უნდა ილა­პა­რა­კოს.

მისი არ­სე­ბო­ბა მე ზო­გა­დი პრობ­ლე­მა უფრო მგო­ნია, ვიდ­რე - ჩემი. რად­გა­ნაც უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ცდას არ­ღვევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მისი ასე­თი გა­მოს­ვლე­ბი. თუ დამ­ნა­შა­ვეა, ჩას­ვან ცი­ხე­ში, თუ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, გა­და­იყ­ვა­ნონ შე­სა­ბა­მის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

რად­გან მე არ აღ­ვიქ­ვამ სე­რი­ო­ზუ­ლად მის მუ­ქა­რებს, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მას არ შე­უძ­ლია რა­ი­მე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნოს. რო­გორც ვიცი, ჩხრე­კაც ჩა­ტარ­და მის სახ­ლში, და­კი­თხვა­ზეც ჰყავ­დათ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია რას მო­ი­მოქ­მე­დე­ბენ მის მი­მართ" - ამ­ბობს მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძე შსს-ში დღეს გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძემ უწყე­ბა­ში შეს­ვლამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ის გა­მო­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლია მის მიერ ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

კერ­ძოდ კი, თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძე ამ­ბობს, რომ არ­სე­ბობს დაჯ­გუ­ფე­ბა "თეთ­რი ისა­რი", რო­მელ­მაც მას გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბიძა მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, "შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძას ფული აქვს აღე­ბუ­ლი".

"იცი­ან, რომ რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ას ვფლობ. შსს-ში და­მი­ბა­რეს ჩემს მიერ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში გუ­შინ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. მე ეთერ­ში არ მით­ქვამს, რომ მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძის ლიკ­ვი­და­ცი­აა და­გეგ­მი­ლი, ვთქვი, რომ გა­ნა­ჩე­ნია გა­მო­ტა­ნი­ლი. მე ამ დაჯ­გუ­ფე­ბის "თეთ­რი ისა­რი" ფანი ვარ... ჩემი სახ­ლი­დან ჩხრე­კის შე­დე­გად წა­ი­ღეს კომ­პი­უ­ტე­რი, ტე­ლე­ფო­ნი და სა­ბუ­თე­ბი" - აღ­ნიშ­ნა ხო­მა­სუ­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რამდენი თამაზა დათვრება და "ბელაია" დაემართება, იმდენჯერ ასეთები უნდა ილაპარაკოს" - მირიან ნიკოლაძე ზ.ხ.-ს მამის განცხადებას პასუხობს

"რამდენი თამაზა დათვრება და "ბელაია" დაემართება, იმდენჯერ ასეთები უნდა ილაპარაკოს" - მირიან ნიკოლაძე ზ.ხ.-ს მამის განცხადებას პასუხობს

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა არასერიოზულს უწოდებს არასრულწლოვან ზ.ხ.-ს მამის თამაზ ხომასურიძის განცხადებას, რომ ერთ-ერთმა დაჯგუფებამ მას ნიკოლაძეზე ინფორმაცია მიწოდა.

ამის შესახებ ნიკოლაძემ AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

"სიმართლე გითხრათ, სერიოზულად არ აღვიქვამ მის მუქარებს. მგონია, რომ რამდენი თამაზა დათვრება და ბელაია დაემართება, იმდენჯერ ასეთი რამეები უნდა ილაპარაკოს.

მისი არსებობა მე ზოგადი პრობლემა უფრო მგონია, ვიდრე - ჩემი. რადგანაც უსაფრთხოების განცდას არღვევს საზოგადოებაში მისი ასეთი გამოსვლები. თუ დამნაშავეა, ჩასვან ციხეში, თუ ფსიქიკური პრობლემები აქვს, გადაიყვანონ შესაბამის დაწესებულებაში.

რადგან მე არ აღვიქვამ სერიოზულად მის მუქარებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია რაიმე უკანონო ქმედება ჩაიდინოს. როგორც ვიცი, ჩხრეკაც ჩატარდა მის სახლში, დაკითხვაზეც ჰყავდათ, საგამოძიებო უწყებების გადასაწყვეტია რას მოიმოქმედებენ მის მიმართ" - ამბობს მირიან ნიკოლაძე.

ცნობისთვის, თამაზ ხომასურიძე შსს-ში დღეს გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც თამაზ ხომასურიძემ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის გამოკითხვაზე დაბარებულია მის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადების საფუძველზე.

კერძოდ კი, თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ არსებობს დაჯგუფება "თეთრი ისარი", რომელმაც მას გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც, "შაქარაშვილის ბიძას ფული აქვს აღებული".

"იციან, რომ რაღაც ინფორმაციას ვფლობ. შსს-ში დამიბარეს ჩემს მიერ სატელევიზიო ეთერში გუშინ გაკეთებული განცხადების საფუძველზე. მე ეთერში არ მითქვამს, რომ მირიან ნიკოლაძის ლიკვიდაციაა დაგეგმილი, ვთქვი, რომ განაჩენია გამოტანილი. მე ამ დაჯგუფების "თეთრი ისარი" ფანი ვარ... ჩემი სახლიდან ჩხრეკის შედეგად წაიღეს კომპიუტერი, ტელეფონი და საბუთები" - აღნიშნა ხომასურიძემ.

"სამო მაღალჩინოსანო მკვლელო! მზაკვრულად შემუშავებული გეგმით მოუსწრაფეთ ჩემს შვილს სიცოცხლე" - რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის დედა "ფეისბუქზე"

COVID-19 თვენახევრის ჩვილს დაუდასტურდა - ინფიცირებულია მამაც, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომელია

ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს