სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური განქორწინებები - ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა დაშორებამ საზოგადოება აალაპარაკა
სკანდალური განქორწინებები - ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა დაშორებამ საზოგადოება აალაპარაკა

სკან­და­ლუ­რი გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბი - ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი წყვი­ლე­ბი, რო­მელ­თა და­შო­რე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა აა­ლა­პა­რა­კა

ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მუდ­მი­ვად სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კი თუ ეს ქორ­წი­ნე­ბა ან გან­ქორ­წი­ნე­ბას ეხე­ბა.

ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ყვე­ლა ცდი­ლობს, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბა შე­და­რე­ბით უმ­ტკივ­ნე­უ­ლო თუ არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­ფა­რუ­ლი მა­ინც იყო, თუმ­ცა ბევ­რია ისე­თი შემ­თხვე­ვა რო­დე­საც წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბა სკან­დალს ვერ ას­ცდა

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე და ეკა სამ­ხა­რა­ძე

წლე­ბის წინ ეკა სამ­ხა­რა­ძე "რუს­თა­ვი 2"-ზე დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი იყო, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე კი ამა­ვე არხზე პრო­დი­უ­სე­რი. მათი "ლავ­სთო­რი" სწო­რედ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­ი­წყო და ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და.

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძის ან­გა­რიშ­ზე უკვე იყო ერთი ქორ­წი­ნე­ბა, სა­ი­და­ნაც ვაჟი ჰყავ­და. ეკას და ნოეს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ თუმ­ცა მალე "იმე­დის" არხზე გა­და­სუ­ლი ნოე, არა­ერთ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა.

ჭო­რე­ბი რომ სუ­ლა­ბე­რი­ძე სხვა­დას­ხვა ცნო­ბილ ქარ­თველ ქა­ლებ­თან იყო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­უღ­ლეს არ გა­მორ­ჩე­ნია და ეკა სამ­ხა­რა­ძემ ქორ­წი­ნე­ბა და­ას­რუ­ლა. ნოე მე­დი­ას­თან ჯი­უ­ტად ამ­ბობ­და, რომ წყვი­ლი ერ­თად ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლებ­და, მაგ­რამ ეკა სამ­ხა­რა­ძის ინ­ტერ­ვი­უმ, სა­დაც ყო­ფი­ლი ქმრის გა­ტა­ცე­ბებ­ზე ისა­უბ­რა, სა­ბო­ლო­ოდ და­უს­ვა მათ ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბას წერ­ტი­ლი.

ია ფა­რუ­ლა­ვა და ტა­რი­ელ სუ­ა­რი

მათი და­ქორ­წი­ნე­ბაც სკან­და­ლუ­რი იყო. სა­ნამ ია ფა­რუ­ლა­ვამ ეკ­ლე­სი­ი­დან ჯვრის­წე­რის ფო­ტო­ე­ბი არ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, მა­ნამ­დე ხალ­ხმა არ და­ი­ჯე­რა, რომ შოუ "ნი­ჭი­ერ­ში" სცე­ნა­ზე ხე­ლის თხოვ­ნის შემ­დეგ მუ­სი­კოს ტა­რი­ელ სუ­არს ია ფა­რუ­ლა­ვა ცო­ლო­ბა­ზე და­თან­ხმდა. ერ­თად ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ მალე ყვე­ლა­ფე­რი აი­რია.

მსა­ხი­ობ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა მუ­სი­კო­სი ქმა­რი კატა ზუ­ზის ფან­ჯრი­დან გა­დაგ­დე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მალე ია ფა­რუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ რი­გით მე­ო­თხე ქმარს და­შორ­და... მარ­თა­ლია, მას შემ­დეგ ია და ტა­რი­ე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თად აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ წყვი­ლი ისევ ერ­თად ცხოვ­რობს.

ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი

ნე­კას და ნი­კო­ლო­ზის გან­ქორ­წი­ნე­ბის დე­ტა­ლე­ბი იმ­დე­ნად ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რომ პან­დე­მი­ის დროს კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ სი­ახ­ლე­ე­ბიც კი გა­და­ფა­რა. ამ­ჟა­მად ყო­ფი­ლი ცოლი ჩოგ­ბურ­თელს ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და საქ­მე ძი­ე­ბის პრო­ცეს­შია.

ეს არის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი საქ­მე ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი სახე ძა­ლა­დო­ბა­ში ამ­ხი­ლეს და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს მა­ინც ჰგო­ნია, რომ სპორ­ტსმე­ნი შან­ტა­ჟის მსხვერ­პლია. პირ­ვე­ლი პრო­ცე­სი წყვი­ლის საქ­მე­ზე 20 ოქ­ტომ­ბერს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე

ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე­ზე გა­თხო­ვე­ბა არა­ნაკ­ლებ შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ვიდ­რე გან­ქორ­წი­ნე­ბა. ნი­ნის ბე­ბია ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი მა­შინ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ნამ­დვილ ქარ­თველ ვაჟ­კაცს მიყ­ვე­ბო­და ცო­ლად. მი­უ­ხე­და­ვად ოჯა­ხის კმა­ყო­ფი­ლე­ბი­სა, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მომ­ღერ­ლის ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე­ზე გა­თხო­ვე­ბა კრი­ტი­კის მი­ზე­ზი გახ­და.

მა­შინ მომ­ღე­რა­ლი ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლიც კი გახ­და, რო­დე­საც საქმრო და­უ­წუ­ნეს. სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა გან­ქორ­წი­ნე­ბაც. თბი­ლის­ში ნინი ორ­სუ­ლი დაბ­რუნ­და, თუმ­ცა ოჯა­ხი მა­ლავ­და რომ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და, სა­ნამ ერთ-ერთ ჟურ­ნალ­ში ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძის ინ­ტერ­ვიუ არ და­ი­ბეჭ­და, სა­დაც მა­მა­კა­ცი ნი­ნის ყო­ფი­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­და და სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბებს უყე­ნებ­და.

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი და ირაკ­ლი ნა­ნა­ძე

სკან­და­ლურ­მა შო­რე­ნამ მე­ო­რე ქმარს და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­თი გა­ა­გე­ბი­ნა, რო­მელ­ზეც იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში გან­ქორ­წი­ნე­ბის ფურ­ცლით იყო გა­და­ღე­ბუ­ლი.

თუმ­ცა ნა­ნა­ძე-ბე­გაშ­ვი­ლის წყვი­ლის ქორ­წი­ლამ­დე მის­ვლაც მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა, რად­გან ბიზ­ნეს­მენს ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი ჰყავ­და, რო­დე­საც შო­რე­ნა­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ქარ­თვე­ლი სექსსიმ­ბო­ლო მარ­ტო დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ნი­ლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მე­სა­მე ოჯა­ხი თურ­ქეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ კა­ნო­ნი­ერ ქურდ ლაშა ბა­რა­თელ­თან შექ­მნა.

ანა ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­სკი და და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლი

მათი წყვი­ლი ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც სკან­და­ლუ­რად და­ქორ­წინ­და. ორი სა­მე­ფო შტოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მიზ­ნი­თა და მემ­კვიდ­რის შე­ძე­ნის, ანა და და­ვი­თი მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნით აღ­ტკი­ნე­ბულ­მა ჯგუფ­მა და­ა­ქორ­წი­ნეს. პრო­ექ­ტი არ შედ­გა და ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­ვი­თი უზო­მოდ იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­ზე.

მემ­კვიდ­რე და­ი­ბა­და, მაგ­რამ სა­მე­ფო ოჯახ­მა ერ­თად დიდ­ხანს ვერ გაძ­ლო და გან­ქორ­წინ­დნენ. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი რო­გორც პირ­ვე­ლო­ბა­ზე, ისე­ვე ძა­ლა­დო­ბა­სა და ქო­ნე­ბის გა­ყო­ფა­ზე ანა­სა და და­ვითს შო­რის დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

ერეკ­ლე კო­დუა და ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი

ნა­ნუ­კა­სი და ერეკ­ლეს "ლავ­სთო­რი" წლე­ბი გრძელ­დე­ბო­და. მა­შინ პო­პუ­ლა­რულ ჟურ­ნა­ლისტსა და კუ­დის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე ბევ­რს ჭო­რა­ობ­დნენ, რად­გან კო­დუ­ას სახ­ლში ცოლი და 5 შვი­ლი ჰყავ­და. ნა­ნუ­კა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა კო­დუ­ამ ოჯა­ხი და­ტო­ვა და წყვილ­მა ერ­თად ცხოვ­რე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის სახ­ლში და­ი­წყეს და შვი­ლიც შე­ე­ძი­ნათ.

არა­ვინ იცის და­ინ­გრე­ო­და თუ არა ოჯა­ხი, რომ არა პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, ერეკ­ლეს კო­დუ­ას მი­მართ სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო და მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა ევ­რო­პას შე­ა­ფა­რა თავი. თა­ვი­დან ნა­ნუ­კა ხში­რად ჩა­დი­ო­და ქმრის სა­ნა­ხა­ვად, თუმ­ცა ვი­ზი­ტე­ბი შე­წყდა და მას შემ­დეგ რაც მე­დი­ა­ში კო­დუ­ას ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ და­ი­წე­რა და ფო­ტო­ე­ბიც გა­მოქ­ვეყ­ნდა, ჟურ­ნა­ლის­ტმა არა­ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა კო­დუ­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

თიკა ჯამ­ბუ­რია და ბექა ხო­ფე­რია

ისი­ნი ბავ­შვო­ბი­დან იყ­ვნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, მათი მშობ­ლე­ბი კი წლე­ბი მე­გობ­რობ­დნენ. ბე­ქამ და თი­კამ ად­რე­ულ ასაკ­ში იქორ­წი­ნეს და შვი­ლის შე­ძე­ნი­დან ძა­ლი­ან მალე გან­ქორ­წინ­დნენ. თიკა ამ თე­მა­ზე ყო­ველ­თვის გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობ­და, მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღი­ა­რა, რომ ბე­ქამ უღა­ლა­ტა და სწო­რედ ეს არ აპა­ტია მომ­ღე­რალ­მა.

სა­ლო­მე ჭა­ჭუა და გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე

სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ა­სა და გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის რო­მა­ნი წლებს ით­ვლი­და, რო­დე­საც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვალ­ვებ­ში" სა­ლო­მეს სა­კუ­თა­რი მე­წყვი­ლე გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე შე­უყ­ვარ­და. ამ­ბო­ბენ, რომ მა­შინ სა­ლო­მე­სა და გი­გის შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა არე­უ­ლი იყო.

პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბი­დან მალე სა­ლო­მემ და გი­ორ­გიმ გრან­დი­ო­ზუ­ლად იქორ­წი­ნეს და ჯვა­რი და­ი­წე­რეს. გა­და­ვიდ­ნენ ცალ­კე სა­ცხოვ­რებ­ლად, თუმ­ცა ძა­ლი­ან მალე, რამ­დე­ნი­მე თვე­ში წყვი­ლი გან­ქორ­წინ­და.

გიგი უგუ­ლა­ვა და ლელა კი­ლა­ძე

ლელა კი­ლა­ძე სა­ბე­დის­წე­რო ქალი აღ­მოჩ­ნდა გიგი უგუ­ლა­ვას­თვის. ჯერ კი­დევ თბი­ლი­სის მერი იყო, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უგუ­ლა­ვა ცოლს და­შორ­და და ლელა კი­ლა­ძე­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მალე საყ­ვა­რე­ლი ქალი გა­მო­ა­ჩი­ნა და იქორ­წი­ნეს. ამ­ბობ­დნენ, რომ გიგი სი­გი­ჟემ­დე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქალ­ზე. ლე­ლას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ვაჟი ჰყავ­და და მე­სა­მე ვაჟი გი­გის­თან შე­ე­ძი­ნა.

პირ­ვე­ლად ლელა კი­ლა­ძი­სა და გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის "ლავ­სთო­რის" შე­სა­ხებ მა­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც გი­გის კა­რი­ე­რუ­ლად არც თუ ისე კარ­გი პე­რი­ო­დი ჰქონ­და და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მოს­ვლის შემ­დეგ მისი საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში იხი­ლე­ბო­და. ლელა პრო­ცე­სებს ეს­წრე­ბო­და, და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტში გა­და­ღე­ბუ­ლი გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი კად­რე­ბი მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და.

თუმ­ცა გი­გის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია რომ ლელა რე­ა­ლუ­რად გუ­კას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ჭო­რებს წერ­ტი­ლი გიგი უგუ­ლა­ვას წე­რილ­მა და­უს­ვა, რო­მელ­მაც მისი და ლე­ლას გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
16

ლელა კილაძე 27 ქმარს დაშორდა. სკანდალური მხოლოდ უგულავასთან იყო? 

v
11

ვინ მოთვლის კიდევ რამდენი სელებრითიკო დარჩა, ვინც ამ გენიალური რუბრიკის ავტორმა ვერ გაიხსენა. ალბათ სერიებად ჩამორიგდება. ეს ხომ დაუსრულებელი და ამოუწურავი თემაა, თანაც ესენი 30-40 სამოქალაქო ქორწინებაში შედიან.... 

sponsored by ContentRoom
ავტორი:

სკანდალური განქორწინებები - ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა დაშორებამ საზოგადოება აალაპარაკა

სკანდალური განქორწინებები - ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა დაშორებამ საზოგადოება აალაპარაკა

სკანდალური განქორწინებები - ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა დაშორებამ საზოგადოება აალაპარაკა

ქართველი ვარსკვლავების პირადი ცხოვრებას საზოგადოებისთვის მუდმივად საინტერესო რჩება, განსაკუთრებულად კი თუ ეს ქორწინება ან განქორწინებას ეხება.

ქართულ რეალობაში ყველა ცდილობს, რომ განქორწინება შედარებით უმტკივნეულო თუ არა საზოგადოებისთვის დაფარული მაინც იყო, თუმცა ბევრია ისეთი შემთხვევა როდესაც წყვილის განქორწინება სკანდალს ვერ ასცდა

ნოე სულაბერიძე და ეკა სამხარაძე

წლების წინ ეკა სამხარაძე "რუსთავი 2"-ზე დილის გადაცემის წამყვანი იყო, ნოე სულაბერიძე კი ამავე არხზე პროდიუსერი. მათი "ლავსთორი" სწორედ ამ ტელევიზიაში დაიწყო და ქორწინებით დასრულდა.

ნოე სულაბერიძის ანგარიშზე უკვე იყო ერთი ქორწინება, საიდანაც ვაჟი ჰყავდა. ეკას და ნოეს გოგონა შეეძინათ თუმცა მალე "იმედის" არხზე გადასული ნოე, არაერთ სკანდალში გაეხვა.

ჭორები რომ სულაბერიძე სხვადასხვა ცნობილ ქართველ ქალებთან იყო სასიყვარულო ურთიერთობაში მეუღლეს არ გამორჩენია და ეკა სამხარაძემ ქორწინება დაასრულა. ნოე მედიასთან ჯიუტად ამბობდა, რომ წყვილი ერთად ცხოვრებას აგრძელებდა, მაგრამ ეკა სამხარაძის ინტერვიუმ, სადაც ყოფილი ქმრის გატაცებებზე ისაუბრა, საბოლოოდ დაუსვა მათ ოჯახური ურთიერთობას წერტილი.

ია ფარულავა და ტარიელ სუარი

მათი დაქორწინებაც სკანდალური იყო. სანამ ია ფარულავამ ეკლესიიდან ჯვრისწერის ფოტოები არ გამოაქვეყნა, მანამდე ხალხმა არ დაიჯერა, რომ შოუ "ნიჭიერში" სცენაზე ხელის თხოვნის შემდეგ მუსიკოს ტარიელ სუარს ია ფარულავა ცოლობაზე დათანხმდა. ერთად ცხოვრების შემდეგ მალე ყველაფერი აირია.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა მუსიკოსი ქმარი კატა ზუზის ფანჯრიდან გადაგდებაში დაადანაშაულა. მალე ია ფარულავამ განაცხადა, რომ რიგით მეოთხე ქმარს დაშორდა... მართალია, მას შემდეგ ია და ტარიელი საზოგადოებაში ერთად აღარ გამოჩენილა, მაგრამ ამბობენ, რომ წყვილი ისევ ერთად ცხოვრობს.

ნეკა დოროყაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნეკას და ნიკოლოზის განქორწინების დეტალები იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ პანდემიის დროს კორონავირუსის შესახებ სიახლეებიც კი გადაფარა. ამჟამად ყოფილი ცოლი ჩოგბურთელს ძალადობაში ადანაშაულებს და საქმე ძიების პროცესშია.

ეს არის ერთ-ერთი პირველი საქმე ქართულ რეალობაში, როდესაც ცნობილი სახე ძალადობაში ამხილეს და მიუხედავად ამისა საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც ჰგონია, რომ სპორტსმენი შანტაჟის მსხვერპლია. პირველი პროცესი წყვილის საქმეზე 20 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

ნინი ბადურაშვილი და ირაკლი კუტალაძე

ნინი ბადურაშვილის ირაკლი კუტალაძეზე გათხოვება არანაკლებ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, ვიდრე განქორწინება. ნინის ბებია ლალი ბადურაშვილი მაშინ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მისი შვილიშვილი ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს მიყვებოდა ცოლად. მიუხედავად ოჯახის კმაყოფილებისა, ქართული საზოგადოებისთვის მომღერლის ირაკლი კუტალაძეზე გათხოვება კრიტიკის მიზეზი გახდა.

მაშინ მომღერალი ბულინგის მსხვერპლიც კი გახდა, როდესაც საქმრო დაუწუნეს. სკანდალური აღმოჩნდა განქორწინებაც. თბილისში ნინი ორსული დაბრუნდა, თუმცა ოჯახი მალავდა რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, სანამ ერთ-ერთ ჟურნალში ირაკლი კუტალაძის ინტერვიუ არ დაიბეჭდა, სადაც მამაკაცი ნინის ყოფილად მოიხსენიებდა და სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდა.

შორენა ბეგაშვილი და ირაკლი ნანაძე

სკანდალურმა შორენამ მეორე ქმარს დაშორების შესახებ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოთი გააგებინა, რომელზეც იუსტიციის სახლში განქორწინების ფურცლით იყო გადაღებული.

თუმცა ნანაძე-ბეგაშვილის წყვილის ქორწილამდე მისვლაც მარტივი არ ყოფილა, რადგან ბიზნესმენს ოჯახი და შვილები ჰყავდა, როდესაც შორენაზე იყო შეყვარებული. ქართველი სექსსიმბოლო მარტო დიდხანს არ დარჩენილა. როგორც ამბობენ, მესამე ოჯახი თურქეთში მოღვაწე ქართველ კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელთან შექმნა.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ბაგრატიონ-მუხრანელი

მათი წყვილი ერთ-ერთია, რომელიც სკანდალურად დაქორწინდა. ორი სამეფო შტოს გაერთიანების მიზნითა და მემკვიდრის შეძენის, ანა და დავითი მონარქიის აღდგენით აღტკინებულმა ჯგუფმა დააქორწინეს. პროექტი არ შედგა და ცნობილი გახდა, რომ დავითი უზომოდ იყო შეყვარებული შორენა ბეგაშვილზე.

მემკვიდრე დაიბადა, მაგრამ სამეფო ოჯახმა ერთად დიდხანს ვერ გაძლო და განქორწინდნენ. სასამართლო პროცესი როგორც პირველობაზე, ისევე ძალადობასა და ქონების გაყოფაზე ანასა და დავითს შორის დღემდე გრძელდება.

ერეკლე კოდუა და ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკასი და ერეკლეს "ლავსთორი" წლები გრძელდებოდა. მაშინ პოპულარულ ჟურნალისტსა და კუდის მაღალჩინოსანზე ბევრს ჭორაობდნენ, რადგან კოდუას სახლში ცოლი და 5 შვილი ჰყავდა. ნანუკაზე შეყვარებულმა კოდუამ ოჯახი დატოვა და წყვილმა ერთად ცხოვრება ჟურნალისტის სახლში დაიწყეს და შვილიც შეეძინათ.

არავინ იცის დაინგრეოდა თუ არა ოჯახი, რომ არა პოლიტიკური ცვლილებები. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ერეკლეს კოდუას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო და მაღალჩინოსანმა ევროპას შეაფარა თავი. თავიდან ნანუკა ხშირად ჩადიოდა ქმრის სანახავად, თუმცა ვიზიტები შეწყდა და მას შემდეგ რაც მედიაში კოდუას ახალი სიყვარულის შესახებ დაიწერა და ფოტოებიც გამოქვეყნდა, ჟურნალისტმა არაერთ ინტერვიუში ისაუბრა კოდუასთან ურთიერთობის დასრულების შესახებ.

თიკა ჯამბურია და ბექა ხოფერია

ისინი ბავშვობიდან იყვნენ შეყვარებულები, მათი მშობლები კი წლები მეგობრობდნენ. ბექამ და თიკამ ადრეულ ასაკში იქორწინეს და შვილის შეძენიდან ძალიან მალე განქორწინდნენ. თიკა ამ თემაზე ყოველთვის გულახდილად საუბრობდა, მან ჟურნალისტებთან აღიარა, რომ ბექამ უღალატა და სწორედ ეს არ აპატია მომღერალმა.

სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე

სალომე ჭაჭუასა და გიგი გაჩეჩილაძის რომანი წლებს ითვლიდა, როდესაც "ცეკვავენ ვარსკვალვებში" სალომეს საკუთარი მეწყვილე გიორგი ვარდოსანიძე შეუყვარდა. ამბობენ, რომ მაშინ სალომესა და გიგის შორის ურთიერთობა არეული იყო.

პროექტის დასრულებიდან მალე სალომემ და გიორგიმ გრანდიოზულად იქორწინეს და ჯვარი დაიწერეს. გადავიდნენ ცალკე საცხოვრებლად, თუმცა ძალიან მალე, რამდენიმე თვეში წყვილი განქორწინდა.

გიგი უგულავა და ლელა კილაძე

ლელა კილაძე საბედისწერო ქალი აღმოჩნდა გიგი უგულავასთვის. ჯერ კიდევ თბილისის მერი იყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ უგულავა ცოლს დაშორდა და ლელა კილაძეზე იყო შეყვარებული. მალე საყვარელი ქალი გამოაჩინა და იქორწინეს. ამბობდნენ, რომ გიგი სიგიჟემდე იყო შეყვარებული ქალზე. ლელას პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავდა და მესამე ვაჟი გიგისთან შეეძინა.

პირველად ლელა კილაძისა და გუკა რჩეულიშვილის "ლავსთორის" შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც გიგის კარიერულად არც თუ ისე კარგი პერიოდი ჰქონდა და "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ მისი საქმე სასამართლოში იხილებოდა. ლელა პროცესებს ესწრებოდა, დაკავების მომენტში გადაღებული გულისამაჩუყებელი კადრები მედიაში გავრცელდა.

თუმცა გიგის დაკავების შემდეგ ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ლელა რეალურად გუკასთან ერთად ცხოვრობდა. ჭორებს წერტილი გიგი უგულავას წერილმა დაუსვა, რომელმაც მისი და ლელას განქორწინების შესახებ გაავრცელა განცხადება.